Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
|
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
|
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. 3. ამ კანონის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები და თანამდებობის პირები, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიურო მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე შესაბამის პირთა პირად ნომრებს გადასცემენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ საკითხს და ადგენენ, მიეკუთვნება თუ არა პირი ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს 20 დღის ვადაში აწვდიან სათანადო ინფორმაციას. მუხლი 4 ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე. მუხლი 5 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 სექტემბერი 2019 წ. N4964-Iს |
Закон Грузии
Об освобождении от административного взыскания
Статья 1
Цель настоящего Закона – освобождение от административного взыскания – штрафа как временной и особой меры однократного характера и соответствующих пеней, определенных этим же Законом, физических лиц, совершивших административное правонарушение, предусмотренное законодательством Грузии, до 15 января 2019 года, в отношении которых постановление о наложении административного взыскания до введения в действие настоящего Закона исполнено не было.
Статья 2
1. От административного взыскания, предусмотренного настоящим Законом, освобождаются:
а) лица, зарегистрированные в Единой базе данных социально незащищенных семей, показатель социально-экономического положения семей которых меньше 100 001 балла;
б) пенсионеры по возрасту на момент введения настоящего Закона в действие (женщины – с 60-летнего, мужчины – с 65-летнего возраста);
в) несовершеннолетние на момент введения настоящего Закона в действие в возрасте от 16 до 18 лет;
г) лица с ограниченными возможностями;
д) ветераны войны и Сил Обороны;
е) лица со статусом одинокого родителя;
ж) лица, вынужденно перемещенные с оккупированных территорий Грузии, – вынужденные переселенцы.
2. Освобождение от предусмотренного настоящим Законом административного взыскания подразумевает освобождение физических лиц от неисполненной части административного взыскания – штрафа и соответствующих пеней.
Статья 3
1. Предусмотренным законодательством Грузии органам и должностным лицам, уполномоченным рассматривать дела об административных правонарушениях, вопрос об освобождении от административного взыскания и пеней по делам об административных правонарушениях, предусмотренных статьей первой настоящего Закона, разрешать в соответствии с этим же Законом.
2. Юридическому лицу публичного права, действующему в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальному исполнительному бюро (далее – Национальное исполнительное бюро) на основании настоящего Закона прекратить исполнение по находящимся в его производстве делам, относящимся к сфере регулирования настоящего Закона.
3. С целью исполнения настоящего Закона органам и должностным лицам, уполномоченным рассматривать дела об административных правонарушениях, а также Национальному исполнительному бюро по делам, находящимся в их производстве, передать личные номера соответствующих лиц органам, ведущим базы данных лиц категорий, определенных пунктом первым статьи 2 настоящего Закона, которые в пределах своей компетенции рассмотрят вопрос и установят, относится ли лицо к категории, определенной пунктом первым статьи 2 настоящего Закона, и в срок, составляющий 20 дней, предоставят надлежащую информацию органам, уполномоченным рассматривать дела об административных правонарушениях.
Статья 4
Действие настоящего Закона не распространяется на административные взыскания, до 10 апреля 2018 года наложенные уполномоченным лицом соответствующего органа местного самоуправления муниципалитета города Тбилиси за совершение административных правонарушений, предусмотренных частью 8 статьи 125 и статьей 1252 Кодекса Грузии об административных правонарушениях, и начисленные на эти взыскания пени.
Статья 5
Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.
Президент Грузии Саломе Зурабишвили
Тбилиси
18 сентября 2019 г.
№4 964 -Iс
рб
Вернуться назад
Комментарии к документу