Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
Консолидированная версия (Окончательный вариант)
|
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ
საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
|
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები დაწესებულია იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გმირობა და მამაცობა გამოიჩინეს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.
საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების დაწესებისა და მინიჭების საფუძვლებისა და წესის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების სახეობების და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობებია: ა) ორდენები: ა.ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი; ა.ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი; ა.გ) დავით აღმაშენებლის ორდენი; ა.დ) თამარ მეფის ორდენი; ა.ე) ბრწყინვალების ორდენი; ა.ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი; ა.ზ) ოქროს საწმისის ორდენი; ა.თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის; ა.ი) ღირსების ორდენი; ბ) მედლები: ბ.ა) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“; ბ.ბ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“; ბ.გ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“; ბ.დ) ღირსების მედალი; გ) (ამოღებულია - 14.11.2018, №3721). საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 21. საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობები საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობებია: ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია; ბ) საქართველოს ეროვნული პრემია; გ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშების დამტკიცების წესი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების − ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს
2019 წლის
22 თებერვლის
კანონი №4334
– ვებგვერდი,
07.03.201
9წ.
მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობები 1. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება. 2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდება სამოქალაქო, სასულიერო ანდა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მის აღორძინებაში, საზოგადოების კონსოლიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის. 4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. 5. ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის. 6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდება პირი ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის. 7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის, მამაცობისათვის, თავდადებისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო ოპერაციების მომზადებისა და განხორციელებისათვის. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა: ა) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის; ბ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის; გ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის. 9. ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. 10. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდება პირი სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის − თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისას. 11. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს დაცვისას გამოჩენილი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის. 12. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ანდა სამოქალაქო პირი საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 13. ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის. 14. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. 15. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. 16. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი პროზაული, პოეტური ან პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი 1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ჯილდოვდება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქე და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. პირს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე. 4. დაჯილდოებულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი. 5. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს სიკვდილის შემდეგაც. 6. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 7. ორდენის აღწერილობასა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 8. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა. 9. საქართველოს სახელმწიფო პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის პირობები და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 10. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისი პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას. 11. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების ან/და ლიტერატურის დარგში საქმიანობენ. 12. დასაშვებია ერთსა და იმავე დარგში ორი ან ორზე მეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემა. ავტორთა ჯგუფისთვის/თანაავტორებისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი მათ შორის თანაბრად ნაწილდება. 13. საქართველოს სახელმწიფო პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედს ან/და სხვა ავტორს, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდა და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ პირობებს. 14. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 41. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატების გაცემის წესი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულ პირს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) და საქართველოს სახელმწიფო პრემიასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით: ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისთვის – 15 000 ლარი; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის – 6 000 ლარი; გ) დავით აღმაშენებლის ორდენისთვის – 4 000 ლარი; დ) თამარ მეფის ორდენისთვის – 1 000 ლარი; ე) ბრწყინვალების ორდენისთვის – 1 000 ლარი; ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისთვის – 2 000 ლარი; ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისთვის – 1 000 ლარი; თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისთვის – 600 ლარი; ი) ღირსების ორდენისთვის – 600 ლარი; კ) მედლისთვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი; ლ) მედლისთვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი; მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის − 10 000 ლარი; ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისთვის − 10 000 ლარი; ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისთვის − 5 000 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს. 3. პირს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, გადაეცემა შესაბამისი პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატისთვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 6. სოციალური შეღავათები საქართველოს მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან იმ პირებისთვის, რომლებიც დაჯილდოვდნენ ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“−„ა.დ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, და იმ პირთათვის, რომლებსაც მიენიჭათ ამ კანონის 21 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიები, დაამტკიცონ სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი. 2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1167 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“; გ) საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554-რს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №362 დადგენილება „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლები და ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
ქუთაისი, 14 დეკემბერი 2017 წ. N1742-Iს |
Контрольный текст по состоянию на 17.12.2021 N1167
Закон Грузии
О государственных наградах и премиях Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
Государственные награды и премии Грузии учреждаются для награждения лиц за героизм и мужество, проявленные ими в боях за защиту Родины и ее единство, внесших особый вклад в строительство демократического государства, а также развитие, признание и популяризацию грузинской культуры и науки. (14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
Статья 1. Цель Закона
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
Целью настоящего Закона является определение оснований и порядка учреждения и присвоения государственных наград и премий Грузии, а также видов государственных наград и премий Грузии и размеров соответствующих единовременных денежных выплат к ним.».
Статья 2. Виды государственных наград Грузии
К видам государственных наград Грузии относятся:
а) ордена:
а.а) орден Национального героя Грузии;
а.б) орден Победы имени Святого Георгия;
а.в) орден Давида Агмашенебели;
а.г) орден Царицы Тамар;
а.д) орден «Сияние»; (14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
а.е) орден Святого Николая;
а.ж) орден Золотого Руна;
а.з) орден Вахтанга Горгасали – I степени, II степени, III степени;
а.и) орден Чести;
б) медали:
б.а) медаль «За гражданскую самоотверженность»;
б.б) медаль «За воинскую доблесть»;
б.в) медаль «За боевые заслуги»;
б.г) медаль Чести;
в) искл. (14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
Статья 21. Виды государственных премий Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
К видам государственных премий Грузии относятся:
а) премия имени Шота Руставели;
б) Национальная премия Грузии;
в) премия имени Важа Пшавела.
Статья 22. Порядок утверждения образцов государственных наград Грузии (22.02.2019 N4334)
Образцы государственных наград Грузии – орденов и медалей утверждает Президент Грузии в порядке, установленном Законом Грузии «О символах государственного значения».».
Статья 3. Условия награждения государственными наградами Грузии и присвоения государственных премий Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
1. Орден Национального героя Грузии является высшей государственной наградой Грузии, которой награждаются лица за особые выдающиеся, героические действия на благо Грузии. С награждением орденом Национального героя Грузии лицу присваивается почетное звание Национального героя Грузии.
2. Орденом Победы имени Святого Георгия награждаются лица за особый вклад в победы, достигнутые для Грузии.
3. Орденом Давида Агмашенебели награждаются лица, имеющие гражданские, духовные либо воинские или государственные специальные звания, выдающиеся государственные деятели за огромные заслуги перед Грузией, значительный вклад в дело борьбы за государственную независимость и возрождение Грузии, консолидации общества и утверждения демократии.
4. Орденом Царицы Тамар награждаются женщины за особые заслуги перед Грузией, выдающуюся государственную или (и) общественную деятельность.
5. Орденом «Сияние» награждаются выдающиеся деятели в областях культуры, образования, науки, искусства, спорта или других областях за высокие достижения в соответствующей сфере общественной жизни и особые заслуги перед Грузией. (14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
6. Орденом Святого Николая награждаются лица за благотворительность, бескорыстное служение стране и народу.
7. Орденом Золотого Руна награждаются иностранцы или лица без гражданства за особый вклад в строительство Грузинского государства, защиту его национальных интересов, обеспечение безопасности, защиту суверенитета и территориальной целостности, формирование демократического и свободного общества, установление взаимовыгодных отношений с иностранными государствами и международными организациями, защиту прав граждан Грузии за рубежом, популяризацию грузинской культуры, развитие грузинской науки и искусства.
8. Орденом Вахтанга Горгасали награждаются лица, имеющие военные или государственные специальные звания Грузии за героизм, мужество и самоотверженность, проявленные в боях за защиту Родины и ее единство, обеспечение благодаря своему умелому руководству успехов воинских частей и подразделений, разработку и проведение боевых операций. Орден Вахтанга Горгасали имеет три степени:
а) орденом Вахтанга Горгасали III степени награждаются лица за высокую боевую готовность при исполнении служебных обязанностей;
б) орденом Вахтанга Горгасали II степени награждаются лица за успешное выполнение боевых заданий военного руководства;
в) орденом Вахтанга Горгасали I степени награждаются лица за особые заслуги перед Родиной и народом, самоотверженность и самопожертвование.
9. Орденом Чести награждаются лица за особый вклад в строительство Грузинского государства – в развитие сфер управления, обороны, утверждения законности и укрепления правопорядка, экономики, здравоохранения, отраслей культуры, образования, науки, искусства или литературы, за спортивные достижения, героизм и самоотверженность.
10. Медалью «За гражданскую самоотверженность» награждаются лица за образцовые гражданские действия – при самоотверженных гражданских действиях, при проявлении особой гражданской ответственности и личного мужества.
11. Медалью «За воинскую доблесть» награждаются лица, имеющие воинские или государственные специальные звания Грузии, за мужество и исполнение воинского долга, храбрость и отвагу, проявленные при защите Грузии.
12. Медалью «За боевые заслуги» награждаются лица, имеющие военные или государственные специальные звания Грузии, или гражданские лица за особые заслуги в деле защиты Грузии и обеспечения ее единства.
13. Медалью Чести награждаются лица за особый вклад в строительство Грузинского государства и достойное служение ему.
14. Премия имени Шота Руставели выдается за создание особо значимых произведений в области литературы, музыки, киноискусства, театрального искусства, изобразительного искусства или архитектуры, получивших благодаря своим художественным достоинством всеобщее национальное признание и проникнутых общечеловеческими идеалами патриотизма, свободы и гуманизма.
15. Национальная премия Грузии выдается за труд или цикл трудов, выполненных на высоком научном уровне в области естествознания, гуманитарной, социальной, политической, экономической, юридической, медицинской областях, в области, изучающей жизнь, или в области инженерных наук, получивших всеобщее признание и внесших особый вклад в развитие не только грузинской науки, но и в духовное, социальное или (и) экономическое развитие мира.
16. Премия имени Важа Пшавела выдается за создание особо значимых прозаических, поэтических или публицистических произведений в области литературы, получивших благодаря своим художественным достоинствам всеобщее национальное признание и проникнутых общечеловеческими идеалами патриотизма, свободы и гуманизма.
Статья 4. Порядок награждения государственными наградами Грузии и присвоения государственных премий Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
1. Лицо награждается государственной наградой Грузии и лицу присваивается государственная премия Грузии решением Президента Грузии, в соответствии с установленными настоящим Законом условиями и Порядком награждения государственными наградами Грузии и присвоения государственных премий Грузии.
2. Государственными наградами Грузии, предусмотренными настоящим Законом (кроме государственной награды Грузии, предусмотренной подпунктом «а.ж» статьи 2 настоящего Закона), как правило, награждаются граждане Грузии, и государственные премии Грузии, предусмотренные настоящим Законом, как правило, присваиваются гражданам Грузии. Решением Президента Грузии государственными наградами Грузии, предусмотренными настоящим Законом, могут награждаться иностранцы или лица без гражданства, и государственные премии Грузии, предусмотренные настоящим Законом, могут присваиваться иностранцам или лицам без гражданства. Государственной наградой Грузии, предусмотренной подпунктом «а.ж» статьи 2 настоящего Закона, награждаются иностранцы или лица без гражданства.
3. Лицо награждает государственной наградой Грузии (кроме случаев, предусмотренных подпунктом «б» статьи 2 настоящего Закона) Президент Грузии по собственной инициативе, по согласованию с Председателем Парламента Грузии и Премьер-министром Грузии, а также Президент Грузии на основании совместного представления Председателя Парламента Грузии и Премьер-министра Грузии. Лицо в случаях, предусмотренных подпунктом «б» статьи 2 настоящего Закона, награждает Президент Грузии по собственной инициативе или на основании представления Председателя Парламента Грузии, Премьер-министра Грузии, Председателя Верховного Суда Грузии, Председателя Конституционного Суда Грузии, министра Грузии, государственного министра Грузии, руководителей верховных советов и правительств автономных республик, Генерального прокурора Грузии, Генерального аудитора, Президента Национального банка Грузии и мэра муниципалитета.
4. Награжденному лицу в торжественной обстановке передает государственную награду Грузии и соответствующее свидетельство Президент Грузии или на основании решения Президента Грузии (резолюции) – должное лицо либо другое официальное лицо, определенное пунктом 3 настоящей статьи.
5. Награжденное лицо за новые заслуги может быть вновь представлено к той же или другой государственной награде Грузии, если законодательством Грузии не предусмотрено иное. Лицо может быть награждено государственной наградой Грузии посмертно.
6. Процедурные и организационные вопросы, связанные с рассмотрением и решением вопросов относительно награждения государственными наградами Грузии, определяются Указом Президента Грузии.
7. Описание ордена и описание медали определяет Президент Грузии.
8. Премия имени Шота Руставели выдается раз в 3 года, не более 5 премий, Национальная премия Грузии – ежегодно, не более 2 премий, а премия имени Важа Пшавела – раз в 2 года, не более 1 премии.
9. Государственная награда Грузии выдается по результатам соответствующего конкурса. Условия проведения конкурса и связанные с ним организационные вопросы определяются Указом Президента Грузии.
10. Кандидатуры с целью выявления лауреатов государственной премии Грузии для получения соответствующей премии представляются комиссии, созданной Президентом Грузии.
11. Правом на выдвижение кандидатур для получения государственной премии Грузии обладают имеющие соответствующий авторитет и компетенцию научно-исследовательские учреждения, творческие или другие общественные организации, инициативные группы, осуществляющие деятельность в областях науки, искусства или (и) литературы.
12. В одной и той же области допускается выплата двух или более государственных премий Грузии. При присвоении государственной премии Грузии группе авторов/соавторам соответствующая единовременная денежная выплата распределяется между ними поровну.
13. Государственная премия Грузии может быть присвоена ученому, творческому работнику или (и) другому автору посмертно, если его труд/произведение было опубликовано до окончания сроков принятия конкурсной заявки и удовлетворяет условия, установленные на основании настоящего Закона.
14. В случае награждения лица государственной наградой Грузии или присвоения лицу государственной премии Грузии посмертно соответствующая единовременная денежная выплата выдается наследнику указанного лица (если таковой имеется) в порядке, установленном Гражданским кодексом Грузии.
Статья 41. Порядок выдачи дубликатов государственных наград Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
Дубликаты государственных наград Грузии выдаются распоряжением Президента Грузии только в случае, если награжденное лицо не могло предотвратить их утерю или повреждение.
Статья 5. Размеры учрежденных единовременных денежных выплат к государственным наградам и премиям Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
1. Лицам вместе с предусмотренными настоящим Законом государственными наградами Грузии (кроме государственных наград Грузии, предусмотренных подпунктами «а.е», «а.ж», «б.в» или «б.г» статьи 2 настоящего Закона) и государственными премиями Грузии выдаются также единовременные денежные выплаты в следующих размерах:
а) к ордену Национального героя Грузии – 15 000 лари;
б) к ордену Победы имени Святого Георгия – 6 000 лари;
в) к ордену Давида Агмашенебели – 4 000 лари;
г) к ордену Царицы Тамар – 1 000 лари;
д) к ордену «Сияние» – 1 000 лари;
е) к ордену Вахтанга Горгасали I степени – 2 000 лари;
ж) к ордену Вахтанга Горгасали II степени – 1 000 лари;
з) к ордену Вахтанга Горгасали III степени – 600 лари;
и) к ордену Чести – 600 лари;
к) к медали «За гражданскую самоотверженность» – 1 000 лари;
л) к медали «За воинскую доблесть» – 400 лари;
м) к премии имени Шота Руставели – 10 000 лари;
н) к Национальной премии Грузии – 10 000 лари;
о) к премии имени Важа Пшавела – 5 000 лари.
2. Установленные единовременные денежные выплаты к государственным наградам Грузии, предусмотренным подпунктами «а»–«л» пункта первого настоящей статьи, выдаются гражданам Грузии, а установленные единовременные денежные выплаты к государственным премиям Грузии, предусмотренным подпунктами «м»–«о» пункта первого настоящей статьи, – гражданам Грузии, иностранцам и лицам без гражданства.
3. Лицам, которым присвоены государственные премии Грузии, выдаются дипломы и нагрудные знаки лауреатов соответствующих премий. Описания нагрудных знаков, выдаваемых лауреатам государственных премий Грузии, определяет Президент Грузии.
4. Установленные единовременные денежные выплаты к государственным наградам и премиям Грузии, предусмотренным пунктом первым настоящей статьи, выдаются за счет ассигнований, определенных для этих целей Законом Грузии о Государственном бюджете Грузии на соответствующий год.
Статья 51. Лишение государственной награды Грузии
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
Право лишить государственной награды Грузии имеет только Президент Грузии по собственной инициативе или на основании ходатайства учреждения/органа, осуществляющего представление к награждению государственной наградой Грузии, в случае оскорбительного отношения награжденного лица к государственной награде Грузии или совершения им преступления, предусмотренного Уголовным кодексом Грузии.
Статья 6. Социальные льготы
(14.11.2018 N3721, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии. заглавие)
Правительство Грузии, правительства Абхазской и Аджарской автономных республик и муниципалитеты правомочны утверждать разного рода социальные льготы для лиц, награжденных государственными наградами Грузии, предусмотренными подпунктами «а.а»–«а.г» и «а.з» статьи 2 настоящего Закона, и для лиц, которым присвоены государственные премии Грузии, предусмотренные подпунктами «а» и «б» статьи 21 настоящего Закона.
Статья 7. Переходные положения
1. Не позднее 90 дней после опубликования настоящего Закона Президенту Грузии утвердить Порядок награждения государственными наградами Грузии, предусмотренный пунктом первым статьи 4 настоящего Закона, и Порядок проведения конкурса, предусмотренный пунктом 4 статьи 4 настоящего Закона.
2. Действие подпунктов «а» и «н» пункта первого статьи 5 настоящего Закона не распространяется на государственные награды Грузии, присвоенные до введения настоящего Закона в действие.
3. В целях подготовки и представления Парламенту Грузии соответствующих предложений для осуществления реформы в связи с государственными наградами и премиями Грузии при Администрации Президента Грузии создается межведомственная комиссия. Порядок укомплектования и осуществления деятельности межведомственной комиссии определяется Положением о межведомственной комиссии. Состав межведомственной комиссии и Положение о межведомственной комиссии утверждает Президент Грузии. Межведомственная комиссия создается только в целях подготовки и представления Парламенту Грузии предложений, предусмотренных настоящим пунктом, и упраздняется сразу после представления Парламенту Грузии указанных предложений. (17.12.2021 N1167)
Статья 8. Заключительные положения
1. Объявить утратившими силу:
а) Закон Грузии «Об учреждении государственных наград Грузии» от 24 декабря 1992 года (Ведомости Парламента Грузии № 2, 1992 год, ст. 100);
б) Указ Президента Грузии «Об учреждении премии имени Шота Руставели и национальной премии Грузии в областях искусства и науки» от 2 июля 2008 года № 343;
в) постановление Парламента Грузии «Об утверждении Положения о государственных наградах Грузии – орденах и медалях» от 31 июля 2009 года № 1554-вс;
г) постановление Правительства Грузии «О создании Комиссии по рассмотрению вопросов о присуждении премии имени Важа Пшавела в области литературы и утверждении Положения о Комиссии» от 23 июля 2015 года № 362.
2. Настоящий Закон, за исключением статей первой–6 настоящего Закона и пункта первого настоящей статьи, ввести в действие по опубликовании.
3. Статьи первую – 6 настоящего Закона и пункт первый настоящей статьи ввести в действие на 90-й день после опубликования настоящего Закона.
Президент Грузии Георгий Маргвелашвили
Кутаиси
14 декабря 2017 г.
№ 1742-Iс
рб
Комментарии к документу