Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ
|
მუხლი 1
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოების შექმნა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონი ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე. 5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს დროშა და გერბი, რომლებიც დადგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. მუხლი 2 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა; გ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა; ვ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება; ზ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა; თ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, მართვა და მხარდაჭერა; ი) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. 4. სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილების დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, აგრეთვე სპეციალური დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 3 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არაუმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი − საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. 3. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. 4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 5. უმაღლესი საბჭო: ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს; ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და საპატიო წოდებებს; ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა, ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე. 8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 9. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით. მუხლი 4 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს, ახორციელებს ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ან მინისტრის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, საქართველოს კანონს ან საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტს. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუხლი 5 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16, 4.07.2004, მუხ. 53). 3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. საქართველოს ორგანული კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონის დამტკიცებამდე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი დებულებები. |
ქუთაისი, 13 ოქტომბერი 2017 წ. N1325-რს
|
Конституционный закон Грузии
Об Аджарской Автономной Республике
Статья 1
1. Аджарская Автономная Республика – неотъемлемая территориальная единица Грузии.
2. Аджарская Автономная Республика охватывает территорию в административных границах, существующих ко дню принятия настоящего Закона. Изменение административных границ Аджарской Автономной Республики допускается органическим законом Грузии на основании инициативы Верховного Совета Аджарской Автономной Республики. Решение Верховного Совета Аджарской Автономной Республики в связи с указанной инициативой принимается большинством не менее чем в две трети полного состава.
3. В Аджарской Автономной Республике власть осуществляется в соответствии с Конституцией и законодательством Грузии. Создание органов власти в Аджарской Автономной Республике допускается только в соответствии с законодательными актами Грузии.
4. Конституция Аджарской Автономной Республики подлежит принятию и пересмотру большинством в две трети полного состава Верховного Совета Аджарской Автономной Республики. Соответствующий конституционный закон Аджарской Автономной Республики вступает в силу со вступлением в силу органического закона Грузии о его утверждении.
5. У Аджарской Автономной Республики имеются флаг и герб, установленные Конституцией Аджарской Автономной Республики. На флаге и гербе Аджарской Автономной Республики должны быть предусмотрены соответственно элементы государственного флага и герба Грузии. Порядок использования флага и герба Аджарской Автономной Республики определяется законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики.
6. Административным центром Аджарской Автономной Республики является город Батуми.
Статья 2
1. Полномочия Аджарской Автономной Республики определяются Конституцией Грузии, настоящим Законом, Конституцией Аджарской Автономной Республики, иными законодательными актами Грузии и Аджарской Автономной Республики.
2. Исключительные полномочия Аджарской Автономной Республики самостоятельно осуществляют органы власти Аджарской Автономной Республики. К исключительным полномочиям Аджарской Автономной Республики относятся:
а) принятие законов и иных нормативных актов Аджарской Автономной Республики;
б) определение структуры, полномочий и порядка деятельности Правительства Аджарской Автономной Республики;
в) определение и осуществление бюджетной политики Аджарской Автономной Республики в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики; принятие закона о бюджете Аджарской Автономной Республики и контроль за его исполнением;
г) управление и распоряжение имуществом Аджарской Автономной Республики в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики;
д) управление и распоряжение земельными, лесными и водными ресурсами, находящимися в собственности Аджарской Автономной Республики, в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики;
е) пространственно-территориальное планирование и развитие Аджарской Автономной Республики в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики;
ж) управление автомобильными дорогами и иной инфраструктурой автономного республиканского значения;
з) создание, управление и поддержка образовательных, научных, творческих и спортивных учреждений автономного республиканского значения;
и) установление и присвоение наград и почетных званий Аджарской Автономной Республики в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики;
к) управление архивной службой Аджарской Автономной Республики.
3. Аджарская Автономная Республика может осуществлять в сфере экономики, сельского хозяйства, туризма, здравоохранения и социальной защиты, образования, культуры, спорта и молодежной политики, охраны окружающей среды любые полномочия, которые законодательством Грузии не относятся к исключительным полномочиям государственной власти или собственным эксклюзивным полномочиям местного самоуправления и осуществление которых законодательством Грузии не исключается из полномочий Аджарской Автономной Республики.
4. Делегирование государством полномочий Аджарской Автономной Республики допускается законом путем передачи соответствующих материальных и финансовых ресурсов.
5. Аджарская Автономная Республика в пределах, установленных законодательством Грузии, пользуется финансовой автономией. Для обеспечения осуществления полномочий Аджарской Автономной Республики на основании закона Грузии Аджарской Автономной Республике могут быть переданы часть государственных налоговых и неналоговых доходов, а также специальное финансирование из государственного бюджета Грузии. У Аджарской Автономной Республики имеется имущество, порядок формирования которого определяется законодательством Грузии.
Статья 3
1. Верховный Совет Аджарской Автономной Республики является высшим представительным органом Аджарской Автономной Республики, который в пределах полномочий Аджарской Автономной Республики осуществляет законодательную деятельность, контролирует Правительство Аджарской Автономной Республики и осуществляет иные полномочия, определенные законодательством.
2. Верховный Совет состоит не более чем из 21 депутата, избранного на 4-летний срок. Верховный Совет избирается гражданами Грузии, зарегистрированными на территории Аджарской Автономной Республики, на основе всеобщих, равных и прямых выборов при тайном голосовании. Очередные выборы Верховного Совета проводятся в последнюю субботу октября календарного года истечения срока полномочий Верховного Совета. В случае объявления военного положения или чрезвычайного положения на всей территории Грузии либо на территории Аджарской Автономной Республики выборы Верховного Совета проводятся в 60-дневный срок после отмены чрезвычайного или военного положения. Выборы назначает Президент Грузии не позднее 60-го дня до дня выборов в порядке, установленном органическим законом Грузии. Численность депутатов Верховного Совета определяется Конституцией Аджарской Автономной Республики, а порядок их избрания – законодательством Грузии и Конституцией и законодательством Аджарской Автономной Республики. Итоговый протокол выборов Верховного Совета в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики, составляет Высшая избирательная комиссия Аджарской Автономной Республики.
3. Первое заседание Верховного Совета проводится не позднее одного месяца после выборов, и его назначает Президент Грузии. Верховный Совет приступает к работе, если подтверждены полномочия не менее чем двух третей членов Верховного Совета.
4. Член Верховного Совета не может одновременно быть членом другого представительного органа или Правительства Аджарской Автономной Республики. Иные случаи несовместимости определяются законодательством Грузии, Конституцией Аджарской Автономной Республики и Регламентом Верховного Совета.
5. Верховный Совет:
а) принимает Конституцию Аджарской Автономной Республики и другие законы Аджарской Автономной Республики;
б) утверждает Правительство Аджарской Автономной Республики;
в) правомочен большинством полного состава объявить недоверие Правительству Аджарской Автономной Республики;
г) большинством полного состава принимает закон о бюджете Аджарской Автономной Республики;
д) устанавливает награды и почетные звания Аджарской Автономной Республики;
е) осуществляет иные полномочия, определенные настоящим Законом, законодательством Грузии, Конституцией Аджарской Автономной Республики и законодательством Аджарской Автономной Республики.
6. Председатель Правительства Аджарской Автономной Республики подписывает и публикует законы Аджарской Автономной Республики, кроме Конституции Аджарской Автономной Республики. Он правомочен возвратить закон с замечаниями Верховному Совету. Верховный Совет ставит на голосование замечания Председателя Правительства, для принятия которых достаточно количества голосов, установленного для принятия закона. Для принятия закона в первоначальной редакции необходима поддержка большинства полного состава Верховного Совета. Если Председатель Правительства не подпишет закон, его подписывает и публикует Председатель Верховного Совета.
7. Полномочия Верховного Совета Аджарской Автономной Республики прекращаются с признанием полномочий вновь избранного Верховного Совета или со вступлением в силу указа Президента Грузии о роспуске Верховного Совета.
8. Президент Грузии правомочен с согласия Парламента Грузии распустить Верховный Совет, если его действия создают угрозу суверенитету, территориальной целостности страны, осуществлению органами государственной власти конституционных полномочий, он не в состоянии осуществлять полномочия, предоставленные ему настоящим Законом и Конституцией Аджарской Автономной Республики, либо он дважды подряд не утвердит Правительство Аджарской Автономной Республики. Роспуск Верховного Совета влечет прекращение полномочий Правительства Аджарской Автономной Республики. В случае роспуска Верховного Совета его полномочия и полномочия Правительства Аджарской Автономной Республики осуществляет Временный государственный совет, который назначается Президентом Грузии. Полномочия Временного государственного совета прекращаются с признанием полномочий вновь избранного Верховного Совета. Закон, принятый Временным государственным советом, требует утверждения Верховным Советом в месячный срок после признания его полномочий. Если в указанный срок закон не будет утвержден Верховным Советом, он считается утратившим силу. В случае роспуска Верховного Совета внеочередные выборы проводятся не ранее 60-го дня и не позднее 90-го дня после роспуска. Внеочередные выборы Верховного Совета не позднее 60-го дня до дня выборов назначает Президент Грузии.
9. Внутренняя организация и порядок деятельности Верховного Совета определяются Конституцией Аджарской Автономной Республики и Регламентом, принятым Верховным Советом.
Статья 4
1. Правительство Аджарской Автономной Республики является высшим исполнительным органом Аджарской Автономной Республики.
2. Правительство Аджарской Автономной Республики состоит из Председателя Правительства Аджарской Автономной Республики и министров Аджарской Автономной Республики.
3. В 2-недельный срок после признания полномочий вновь избранного Верховного Совета Аджарской Автономной Республики или прекращения полномочий Правительства Аджарской Автономной Республики Президент Грузии после консультаций с политическими субъектами, представленными в Верховном Совете, представляет Верховному Совету на утверждение кандидатуру Председателя Правительства Аджарской Автономной Республики и кандидатуры министров, названные кандидатом на должность Председателя Правительства. Голосование за утверждение Правительства Аджарской Автономной Республики проводится одновременно. Правительство Аджарской Автономной Республики считается утвержденным, если его поддержало большинство полного состава Верховного Совета. Если Верховный Совет в 2-недельный срок не утвердит Правительство, Президент Грузии правомочен в 2-недельный срок представить Верховному Совету на утверждение тот же или другой состав Правительства, голосование за утверждение которого будет проведено в 2-недельный срок.
4. Председатель Правительства Аджарской Автономной Республики является высшим должностным лицом Аджарской Автономной Республики и представляет Аджарскую Автономную Республику. Председатель Правительства Аджарской Автономной Республики руководит Правительством Аджарской Автономной Республики, в порядке, установленном законодательством, назначает на должность и освобождает от должности министров Аджарской Автономной Республики, в порядке, установленном законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики, распоряжается имуществом Аджарской Автономной Республики, представляет в Верховный Совет Аджарской Автономной Республики на утверждение бюджет Аджарской Автономной Республики, осуществляет иные полномочия, определенные настоящим Законом, Конституцией Аджарской Автономной Республики, законодательством Грузии и Аджарской Автономной Республики.
5. Создание министерств Аджарской Автономной Республики допускается только в сферах, определенных Конституцией Аджарской Автономной Республики.
6. Правительство Аджарской Автономной Республики подотчетно Президенту Грузии, Правительству Грузии и Верховному Совету Аджарской Автономной Республики.
7. Правительство Грузии правомочно приостановить действие акта Правительства, Председателя Правительства или министра Аджарской Автономной Республики или отменить указанный акт, если он противоречит Конституции Грузии, настоящему Закону, международным договорам Грузии, законам Грузии или правовым актам Президента Грузии либо Правительства Грузии.
8. Полномочия Правительства Аджарской Автономной Республики прекращаются:
а) с признанием полномочий вновь избранного Верховного Совета Аджарской Автономной Республики;
б) при объявлении недоверия Верховным Советом Аджарской Автономной Республики;
в) при отставке Председателя Правительства Аджарской Автономной Республики или ином прекращении его полномочий;
г) при роспуске Верховного Совета Аджарской Автономной Республики.
9. В случаях, предусмотренных подпунктами «а», «б» и «в» пункта 8 настоящей статьи, Правительство Аджарской Автономной Республики осуществляет свои полномочия до утверждения нового состава Правительства.
10. Структура, полномочия и порядок деятельности Правительства Аджарской Автономной Республики определяются Конституцией Аджарской Автономной Республики и законом Аджарской Автономной Республики, проект которого Председатель Правительства Аджарской Автономной Республики представляет Верховному Совету Аджарской Автономной Республики.
Статья 5
1. Настоящий Закон вести в действие по опубликовании.
2. После введения настоящего Закона в действие объявить утратившим силу Конституционный закон Грузии «О статусе Аджарской Автономной Республики» (Сакартвелос саканонмдебло мацне № 16, 4.07.2004, ст. 53).
3. Не позднее 6 месяцев после введения настоящего Закона в действие Верховному Совету Аджарской Автономной Республики представить Парламенту Грузии на утверждение вытекающие из настоящего Закона изменения, подлежащие внесению в Конституцию Аджарской Автономной Республики. До утверждения органическим законом Грузии соответствующего конституционного закона Аджарской Автономной Республики остаются в силе действующие положения Конституции Аджарской Автономной Республики.
Президент Грузии Георгий Маргвелашвили
Кутаиси
13 октября 2017 г.
№ 1325-вс
ри
Комментарии к документу