Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
Консолидированная версия (Окончательный вариант)
|
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
|
თავი I. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი, მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობა
მუხლი 1 ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებსა და საქმიანობას, აგრეთვე ამ საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2 1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებაა. იგი არის ჰუმანიტარულ სფეროში საქართველოს ხელისუფლების დამხმარე, ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელიც აღიარებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების საფუძველზე და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუხლი 3 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილია. მისი საქმიანობა ეფუძნება ამ მოძრაობის შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: ა) ჰუმანურობა; ბ) მიუკერძოებლობა; გ) ნეიტრალობა; დ) დამოუკიდებლობა; ე) ნებაყოფლობითობა; ვ) ერთიანობა; ზ) უნივერსალობა. მუხლი 4 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. მუხლი 5 საქართველოში შეიძლება არსებობდეს წითელი ჯვრის მხოლოდ ერთი ეროვნული საზოგადოება – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მუხლი 6 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის წარმოსაჩენად ყოველწლიურად აღინიშნება წითელი ჯვრის კვირეული – 1 მაისიდან 8 მაისამდე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კვირეული – 20 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე. მუხლი 7 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი; ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს; დ) პროპაგანდას უწევს სისხლის უსასყიდლო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; [ დ) პროპაგანდას უწევს ადამიანის სისხლის უანგარო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში; ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად; თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში; ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს; ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით; ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას; ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3598– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2396 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
მუხლი 8 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მუხლი 9 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას ემყარება აგრეთვე მოხალისეობის პრინციპს. მუხლი 10 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეობა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაა. იგი, როგორც წესი, არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დავალებით, მასთან ოფიციალური შრომითი ურთიერთობის დამყარების გარეშე განხორციელებული უსასყიდლო, ჰუმანიტარული და ნებაყოფლობითი საქმიანობა. მუხლი 11 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ან მეტი ასაკის ფიზიკური პირი, აგრეთვე 16 წლამდე არასრულწლოვანი, რომელიც თავისი ნებითა და თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით ახორციელებს მოხალისეობით ურთიერთობას, თუ ეს ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. თავი II. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები მუხლი 12 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს ნებისმიერ უძრავ და მოძრავ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 13 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები შეიძლება იყოს: ა) საწევრო გადასახადები; ბ) გრანტები, შემოწირულებანი, შენატანები; გ) საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; დ) საზოგადოების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო პირებთან (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება; ე) ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომლის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავალი არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების ან მიზნების შეუსაბამო იქნება და საფრთხეს შეუქმნის ამ საზოგადოების აღნიშნულ მოძრაობაში წევრობას. მუხლი 14 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევად განახორციელოს არასამეწარმეო საქმიანობა და დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ეს საქმიანობები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტურ პრინციპებს და არ უნდა სცილდებოდეს ამ მოძრაობის ფარგლებში მიღებული რეზოლუციებით, მისი პოლიტიკით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით დადგენილ ჩარჩოებს. მუხლი 15 1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სახელწოდება „წითელი ჯვარი“ ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელთა თანახმადაც გამოიყენებს იგი წითელი ჯვრის ემბლემას როგორც დამცავი ფუნქციით, ისე განმასხვავებელი ფუნქციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქმნის ლოგოსა და ბეჭედს განმასხვავებელი ფუნქციით. ამ ლოგოსა და ბეჭედზე გამოსახულია თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა (ჰერალდიკური ნიშანი) და წარწერა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“. 4. წითელი ჯვრის ემბლემისა და სახელწოდების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III. დასკვნითი დებულებანი მუხლი 16 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 52). |
ქუთაისი, 15 ივნისი 2017 წ. N968-IIს |
Контролный текст по состоянию на 15.12.2022 N2396
Закон Грузии
Об Обществе Красного Креста Грузии
Глава I .
Правовой статус, цели, задачи, функции и деятельность
Общества Красного Креста Грузии
Статья 1
Настоящий Закон определяет правовой статус, цели, задачи, функции и деятельность Общества Красного Креста Грузии, а также правовые основания имущественных и финансовых отношений указанного общества с государством.
Статья 2
1. Общество Красного Креста Грузии представляет собой гуманитарное, неправительственное, независимое общественное объединение. Оно является оказывающим властям Грузии содействие в гуманитарной сфере добровольным обществом, признанным на основании Женевских конвенций от 12 августа 1949 года и дополнительных протоколов к ним и осуществляющим полномочия, предусмотренные настоящим Законом.
2. Общество Красного Креста Грузии является основанным на членстве непредпринимательским (некоммерческим) юридическим лицом частного права.
Статья 3
Общество Красного Креста Грузии является неотъемлемой частью международного движения Красного Креста и Красного Полумесяца. Его деятельность основана на следующих фундаментальных принципах указанного движения:
а) гуманность;
б) беспристрастность;
в) нейтралитет;
г) независимость;
д) добровольность;
е) единство;
ж) универсальность.
Статья 4
Общество Красного Креста Грузии осуществляет свою деятельность в соответствии с Конституцией Грузии, Женевскими конвенциями от 12 августа 1949 года и дополнительными протоколами к ним, настоящим Законом, другими законодательными и подзаконными нормативными актами Грузии и собственным уставом.
Статья 5
В Грузии может существовать только одно национальное общество Красного Креста – Общество Красного Креста Грузии, которое осуществляет свою деятельность на всей территории Грузии.
Статья 6
Для представления деятельности, осуществляемой Обществом Красного Креста Грузии, ежегодно отмечается неделя Красного Креста – с 1 мая до 8 мая и неделя Общества Красного Креста Грузии – с 20 сентября до 28 сентября.
Статья 7
Общество Красного Креста Грузии:
а) призвано без какой-либо дискриминации ограждать людей или облегчать им лишения, вызванные вооруженными конфликтами;
б) посредством собственных программ или в качестве общества, оказывающего помощь Правительству Грузии, обеспечивает обслуживание в сферах здравоохранения, предупреждения катастроф, социального благосостояния и образования;
в) в пределах своей компетенции, в координации с органами государственной власти осуществляет социальные мероприятия;
г) пропагандирует безвозмездное донорство крови и участвует в организации соответствующих мероприятий;
г) пропагандирует безвозмездное донорство крови человека и участвует в организации соответствующих мероприятий; (15.12.2022 N2396, ввести в действие с 1 января 2025 года.)
д) содействует службам здравоохранения Грузии, медико-санитарным службам Сил Обороны Грузии и другим соответствующим ведомствам в оказании медицинской помощи и другой неотложной помощи военным и гражданским лицам, пострадавшим во время вооруженных конфликтов и стихийных бедствий; (31.10.2018 N3598, ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.)
е) в случае массового причинения вреда населению организует осуществление международных программ оказания помощи пострадавшим или (и) само участвует в их осуществлении;
ж) создает профессиональные оперативно-спасательные службы для оказания помощи пострадавшим во время стихийных бедствий, катастроф, эпидемий и вооруженных конфликтов;
з) осуществляя программы первичной помощи, участвует в обеспечении готовности населения к катастрофам и военным действиям;
и) по учебной программе оказания первичной медицинской помощи обеспечивает подготовку водителей транспортных средств –профессионалов и любителей и представителей других профессиональных групп;
к) участвует в поисковых операциях, организуемых Международным Комитетом Красного Креста, создавая для этого соответствующие службы;
л) оказывает услуги, способствующие восстановлению семейных связей, в том числе содействует членам семей, разделенных в результате вооруженных конфликтов, природных катастроф или болезней в восстановлении контакта и предоставляет им информацию о состоянии друг друга;
м) обеспечивает уважение норм международного гуманитарного права,в частности, путем распространения знаний о них и содействия защите указанных норм на национальном уровне;
н) в сотрудничестве с органами государственной власти обеспечивает соблюдение международного гуманитарного права и защиту эмблем Красного Креста, Красного полумесяца и Красного Кристалла;
о) выполняет другие функции, предусмотренные Женевскими конвенциями от 12 августа 1949 года и дополнительными протоколами к ним, законодательством Грузии и собственным уставом.
Статья 8
Членами Общества Красного Креста Грузии могут становиться любые физические и юридические лица без какой-либо дискриминации.
Статья 9
Общество Красного Креста Грузии при достижении своих целей, выполнении задач и функций опирается также на принцип добровольчества.
Статья 10
Добровольчество в Обществе Красного Креста Грузии является общественно полезной деятельностью. Оно, как правило, является безвозмездной, гуманитарной и добровольной деятельностью, осуществляемой по поручению Общества Красного Креста Грузии, без установления с ним официальных трудовых отношений.
Статья 11
Добровольцами Общества Красного Креста Грузии могут быть физические лица в возрасте 16 лет или старше, а также несовершеннолетние в возрасте до 16 лет, которые по своей воле и с согласия своих законных представителей или органа опеки/органа попечительства осуществляют добровольческие отношения, если эти отношения не противоречат интересам указанных несовершеннолетних, не причиняют вред их нравственному, физическому и умственному развитию и не ограничивают их в праве или в возможности получения обязательного начального образования и базового образования.
Глава II .
Правовые основания имущественных и финансовых
отношений Общества Красного Креста Грузии
с государством
Статья 12
Общество Красного Креста Грузии для достижения своих целей, выполнения задач и функций владеет и распоряжается любым недвижимым и движимым имуществом и пользуется указанным имуществом в соответствии с законодательством Грузии.
Статья 13
Источниками дохода Общества Красного Креста Грузии могут быть:
а) членские выплаты;
б) гранты, пожертвования, взносы;
в) доходы от предпринимательской деятельности вспомогательного характера, осуществляемой для достижения целей и выполнения задач, предусмотренных уставом Общества;
г) вознаграждение, полученное на основании договоров, заключенных с надлежащими лицами (в том числе, бюджетными организациями) для осуществления соответствующих мероприятий, исходя из целей и задач Общества и в пределах полномочий, предусмотренных настоящим Законом;
д) любые другие доходы, получение которых не противоречит законодательству Грузии. Доходы Общества Красного Креста Грузии не должны быть связаны с деятельностью, не соответствующей фундаментальным принципам или целям международного движения Красного Креста и Красного Полумесяца и создающей угрозу членству этого общества в указанном движении.
Статья 14
Общество Красного Креста Грузии правомочно для достижения гуманитарных целей осуществлять непредпринимательскую деятельность и предпринимательскую деятельность вспомогательного характера. Указанные виды деятельности всегда должны соответствовать фундаментальным принципам международного движения Красного Креста и Красного Полумесяца и не выходить за рамки, установленные принятыми в пределах указанного движения резолюциями, его политикой, а также законодательством Грузии и уставом Общества Красного Креста Грузии.
Статья 15
1. Общество Красного Креста Грузии правомочно использовать в качестве своей эмблемы изображение Красного Креста на белом фоне и наименование «Красный Крест» на основании Женевских конвенций 1949 года и дополнительных протоколов к ним, закона Грузии «Об использовании и защите эмблем и наименований Красного Креста, Красного Полумесяца и Красного Кристалла», настоящего Закона, регуляции, принятой 20 международной конференцией Красного Креста и Красного Полумесяца, и других соответствующих законодательных и подзаконных нормативных актов.
2. Общество Красного Креста Грузии определяет правила и условия, согласно которым оно будет использовать эмблему Красного Креста как с защитной функцией, так и с отличительной функцией в соответствии с законодательством Грузии.
3. Общество Красного Креста Грузии создает лого и печать с отличительной функцией. На указанных лого и печати изображена эмблема Красного Креста на белом фоне (геральдический знак) и надпись «Общество Красного Креста Грузии».
4. Использование эмблемы и наименования Красного Креста в нарушение требований закона влечет ответственность в порядке, установленном законодательством Грузии.
Глава III .
Заключительные положения
Статья 16
1. Настоящий Закон ввести в действие с 15 июля 2017 года.
2. С введением настоящего Закона в действие объявить утратившим силу Закон Грузии «Об Обществе Красного Креста Грузии» от 16 октября 1997 года (Парламентис уцкебани, № 44, 11.11.1997, с. 52).
Президент Грузии Георгий Маргвелашвили
Кутаиси
15 июня 2017 г.
№ 968-IIс
рс
Комментарии к документу