О плате за регулирование

Консолидированная версия (13/05/2025 - 12/06/2025)

საქართველოს კანონი

რეგულირების საფასურის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

     მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.   
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.

     [მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.  (ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან)]

საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №560 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

 

თავი II. რეგულირების საფასურის ცნება, ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი

    მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება

1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების  ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის დანართით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა. 

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ:

ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის  განკარგვას;

დ) აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

    მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა

1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს.

2. რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან.

3. რეგულირების საფასური არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები რეგულირების საფასური.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4865 - სსმ I, №21, 18.06.2007წ., მუხ. 180
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №43451 - სსმ I,  №42, 22.07.2010 წ., მუხ.270
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

    მუხლი 51. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი 

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა;

გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა.

3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.

[ 5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან) ]

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2393 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №560 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.

    მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.

2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით და ამ კანონით დადგენილი პერიოდულობით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებლებისთვის, მათი ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. 

თავი II1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 71. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი რეგულირების საფასურს იხდის არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი, რომლის ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა, წლიური მაქსიმალური ოდენობა ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობისთვის, რეგულირების საფასურს იხდის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონით დადგენილ რეგულირების საფასურს 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში იხდის ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა.

3. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისთვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5631 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1087 – ვებგვერდი, 17.12.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.
 

თავი III. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1860-რს

 

დანართი

საქართველოს 2017 წლის 17  მაისის   კანონი  №851  - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
 

რეგულირების საფასურის ოდენობები

 

ბუნებრივი რესურსი

ზომის ერთეული

რეგულირების საფასურის ოდენობა (ლარში)

 1

ნახშირი

1 ტონა

0,10

 2

მანგანუმი

1 ტონა/1%-იანი შემცველობით

0,10

 3

სპილენძი

1 ტონა

127,5

 4

ტყვია

1 ტონა

14,8

 5

თუთია

1 ტონა

36,0

 6

ოქრო

1 გრამი

1,5

 7

ვერცხლი

1 გრამი

0,02

 8

დიატომიტი

1 ტონა

3,0

 9

ნახშირორჟანგი (CO2)

1 ტონა

10

 10

ნავთობი:

ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი);

ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი

1 ტონა

24,19

 11

„ბორჯომის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 12

„ნაბეღლავის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 13

„საირმის“ მინერალური წყალი

1 მ3

3

 14

სხვა ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყალი

1 მ3

3

 15

ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მტკნარი წყალი

1 მ3

2

 16

სამეწარმეო მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომელიც პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოიყენება

1 მ3

2,5

161
აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მიზნით აკვაკულტურის კონსტრუქციაში არსებული ბუნებრივი წყალი
1 მ3
საზღვაო წყლისთვის − 0,05;
ტბორისთვის − 0,001;
სხვა წყლისთვის  − 0,1

 17

სხვა წიაღისეული

1 მ3

0,0

 18

ტყის მერქნიანი სახეობები

1 მ3

0,0

 19

თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები

1 კილოგრამი

0,0

 20

სოჭის გირჩა

1 კილოგრამი

0,0

 21

ქაფშია

1 ტონა

15

 22

ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტები

ძუძუმწოვრისა და ფრინველისთვის – სახეობის 1 ინდივიდი; თევზისა და წყლის ცხოველისთვის – 1 ტონა

0,0

23

ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა

1 ტონა/1000 მ3

0,0

24

 

გაზის (მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და ა. შ.) დამუშავება

1000 მ3

0,0

25

ნავთობის გადამუშავება (მათ შორის, კომპაუნდირება):

ა) მსუბუქი დისტილატი (ბენზინი, ნავთი, გაზკონდენსატი, დიზელის საწვავი და ა. შ.);

ბ) მძიმე დისტილატი (მაზუთი, ბიტუმი, პარაფინი და ა. შ.)

1 ტონა

 

1 ტონა

0,0

 

0,0

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მიწისქვეშა წყლის მხოლოდ იმ ოდენობისთვის, რომელიც უშუალოდ:

ა) ჩამოისხმება;

ბ) არის პროდუქციის ძირითადი ნედლეული (შემადგენელი ნაწილი).

Контролный текст по состоянию на 13.05. 2025 N560

 

Закон Грузии

 

О плате за регулирование

 

Глава I

Общие положения

 

Статья 1. Цели Закона (17.05.2011N4680)

1. Целью настоящего Закона является обеспечениефинансовой самостоятельности национальных регулирующих органов и юридических лиц публичного права, осуществляющих регулирование деятельностипо пользованию природными ресурсами, переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа, и выполнения ими публичной функции регулирования.(20.11.2013 N1590)

2. Настоящим Законом устанавливаются понятие платы за регулирование как одного из источников финансирования органов, определенных пунктом первым настоящей статьи, ее размер, структура и порядок уплаты. Настоящим Законом не исключается возможность наличия иного источника финансирования указанных органов.

Статья 2. Сфера действия Закона

 (13.05.2025 N560)

 Действие настоящего Закона распространяется на все органы, представляющие собой

независимые регулирующие органы согласно Закону Грузии «О национальных регулирующих органах»,юридические лица публичного права, входящие в систему Министерства охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии, – Национальное агентство окружающей среды, осуществляющее регулирование пользования природными ресурсами, и Национальное агентство минеральных ресурсов, осуществляющеерегулирование пользования полезными ископаемыми,а также юридическое лицо публичного права, входящее в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии,– Государственное агентство нефти и газа, осуществляющее регулирование деятельностипо переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа.

Глава II

Понятие, размер, структура и порядок внесения  платы за регулирование

Статья 3. Понятие платы за регулирование (17.05.2011 N4680)

1. Плата за регулирование является одним из источников формирования бюджетов органов, определенных пунктом первым статьи первой настоящего Закона, и непосредственно связана с публичным и независимым исполнением ими присвоенной законодательством Грузии функции регулирования определенной отрасли.

2. Размер платы за регулирование устанавливается нормативным актом соответствующего национального регулирующего органа. Размеры платы за регулирование деятельности по пользованию природными ресурсами, переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа определяются приложением к настоящему Закону. (17.05.2017 N851)

3. Получение органами,определенными пунктом первым статьи первой настоящего Закона, платы за регулирование не является экономической деятельностью.

Статья 4. Плательщики платы за регулирование (17.05.2011 N4680)

1. Плательщиками платы за регулирование являются все лица, осуществляющие:

а) определенную соответствующим законом регулируемую деятельность;

б) пользование природными ресурсами в порядке, установленномзаконодательством Грузии;

в) распоряжение принадлежащей государству долей нефти и газа в порядке, установленном законодательством Грузии.

г) деятельность, связанную с аквакультурой, подлежащую выдаче разрешения на осуществление деятельности, связанной с аквакультурой. (24.06.2020 N6411, ввести в действие с 1 января 2024 года.)

2. Действие пункта первого настоящей статьи не распространяется на физических лиц, пользующихся природными ресурсами для личного потребленияв соответствии с порядком, установленным законодательством Грузии.

3. Правительство Грузии правомочно освобождать от внесения платы за регулирование лиц, освобожденных в порядке, установленном законодательством Грузии, от лицензии на пользование природными ресурсами.

Статья 5. Размер и структура платы за регулирование национальных регулирующих органов. (20.11.2013 N1590)

1. Размер платы за регулированиене должен превышать 0,75 процента полной стоимости (без НДС) товаров (услуг), подлежащих регулированию,или (и) выполненных работ. (16.07.2010 N3451)

2.Плата за регулирование для плательщиков, определенных статьей 4 настоящего Закона, в течение календарного года исчисляется из суммы, определенной пунктом первым настоящей статьи.

3. Плата за регулирование должна быть недискриминационной и устанавливаться в размере, достаточном для покрытия расходов, определенных бюджетом национального регулирующего органа. (20.11.2013 N1590)

4. Определенные статьей 2 настоящего Закона национальные регулирующие органы с учетом специфики сферы регулирования вправе нормативным актом устанавливать размер платы за регулирование меньше определенного пунктом первым настоящей статьи предельного размера. (20.11.2013 N1590)           

Статья 51. Размеры, структура и порядок внесения платы за регулирование деятельности по пользованию природными ресурсами, переработке нефти,  обработке или (и) транспортировке газа (17.05.2017 N851)

1. Размеры и структура платы за регулирование деятельности по пользованию природными ресурсами, переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа определяются приложением к настоящему Закону.

2. В порядке, установленном законодательством Грузии, плата за регулирование пользования природными ресурсами взимается:

а) за добычу полезных ископаемых – не позднее 15 числа месяца, следующего за каждым кварталом, в зависимости от предусмотренного соответствующим планом освоения полезных ископаемых объема, подлежащего освоению ежегодно, в равных частях, а если объем добытых полезных ископаемых превышает предусмотренный соответствующим планом освоения полезных ископаемых объем, подлежащий освоению ежегодно, – исходя из размера фактически добытых полезных ископаемых. Установленный настоящим подпунктом порядок внесения платы за регулирование не распространяется на лиц, которым лицензия на добычу полезных ископаемых (или на пользование недрами) выдана для целей изучения и добычи полезных ископаемых, только на стадии изучения полезных ископаемых. Если при выполнении указанными лицами работ по изучению полезных ископаемых возникнет необходимость в добыче полезных ископаемых с целью изучения, плата за регулирование вносится исходя из размера фактически добытых полезных ископаемых, не позднее 15-го числа месяца, следующего за каждым кварталом;

б) за пользование рыбным ресурсом (хамсой) владельцем лицензии на рыболовство в Черном море – исходя из полного объема подлежащего добыче рыбного ресурса в соответствии с предусмотренным лицензией процентом рыбного ресурса (хамсы) из ежегодной квоты на вылов рыбы, в равных частях, дважды в год – не позднее 31 января и 31 июля.

в) с лиц, осуществляющих деятельность, предусмотренную подпунктом «г» пункта первого статьи 4 настоящего Закона, раз в год – не позднее 31 января. (24.06.2020 N6411, ввести в действие с 1 января 2024 года.)

3. Плата за регулирование деятельности по переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа взимается не позднее 15-го числа месяца, следующего за каждым кварталом.

4. Плата за регулирование добычи нефти и газа, относящихся к доле инвестора (в том числе, компенсационных нефти и газа) и распоряжения принадлежащей государству долей нефти и газа взимается не позднее 15-го числа месяца, следующего за каждым кварталом.

5. Порядок отчетности по плате за регулирование пользования природными ресурсами (кроме нефти, газа и полезных ископаемых) определяется нормативным актом юридического лица публичного права, входящего в систему Министерства охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии, – Национального агентства окружающей среды. Порядок отчетности по плате за регулирование пользования полезными ископаемыми определяется нормативным актом юридического лица публичного права, входящего в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Национального агентства минеральных ресурсов, а в случае с отношениями, регулируемыми Законом Грузии «О нефти и газе», – нормативным актом юридического лица публичного права, входящего в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Государственного агентства нефти и газа. (13.05.2025 N560)

Статья 6. Порядок внесения платы за регулирование (17.05.2017 N851)

1. Плата за регулирование перечисляется на счет соответствующего органа, определенного пунктом первым статьи первой настоящего Закона.

2.Плата за регулирование взимается с периодичностью, установленной нормативным актом соответствующего национального регулирующего органа, определенного пунктом первым статьи первой настоящего Закона, и настоящим Законом.

3. Национальный регулирующий орган, определенный пунктом первым статьи первой настоящего Закона, в пределах компетенции, предоставленной законодательством Грузии, правомочен устанавливать плату за регулирование в соответствии со статьей 4 этого же Закона отдельно за каждый вид регулируемой деятельности.

4. Средства, не использованные национальным регулирующим органом в текущем году, переходят в счет следующего года и учитываются при изменении платы за регулирование.

5. Внебюджетные средства (плата за регулирование), не использованные в текущем году юридическими лицами публичного права, осуществляющими регулирование деятельности по пользованию природными ресурсами, переработке нефти, обработке или (и) транспортировке газа, переходят в счет будущего года или (и) в соответствии с законодательством Грузии, по решению Правительства Грузии направляются в государственный бюджет Грузии.

6. Другие требования по внесению платы за регулирование, предъявляемые к лицам, осуществляющим регулируемую деятельность, определенную подпунктом «а» пункта первого статьи 4 настоящего Закона, с учетом специфики их функционирования устанавливаются нормативным актом соответствующего национального регулирующего органа.

Статья 7. Ответственность лиц, вносящих плату за

Регулирование (17.05.2011 N4680)

В случае неуплаты лицами, вносящими плату за регулирование, в установленном размере и в установленные сроки нарушитель несет ответственность в порядке, установленном законодательством Грузии, при этом соответствующий орган,определенный пунктом первым статьи первой настоящего Закона, вправе приостановить осуществление регулирующих функций в отношении нарушителя в порядке, установленном законодательством Грузии.

Глава II1. Переходные положения

(17.05.2017 N851)

Статья 71. Переходные положения (17.05.2017 N851)

 1. До утверждения соответствующего плана освоения полезных ископаемых, предусмотренного подпунктом «а» пункта 2 статьи 51 настоящего Закона, владельцы лицензии на добычу полезных ископаемых (или на пользование недрами) вносят плату за регулирование не позднее 15-го числа каждого следующего месяца, исходя из суммарного количества подлежащих добыче полезных ископаемых, в равных частях. Владельцы лицензии на добычу полезных ископаемых (или на пользование недрами), в лицензиях которых прямо не определяется суммарное количество подлежащих добыче полезных ископаемых, годовое максимальное количество или ежедневное количество подлежащих добыче полезных ископаемых, по конкретным видам полезных ископаемых, вносят плату за регулирование исходя из количества фактически добытых полезных ископаемых, не позднее 15-го числа каждого следующего месяца.

2. Владельцы лицензии на рыболовство в Черном море вносят установленную настоящим Законом плату за регулирование в пределах квоты, определенной на рыболовный сезон 2016–2017 годов, в соответствии с полным объемом рыбного ресурса (хамсы), подлежащего добыче по предусмотренному лицензией проценту, не позднее 31 июля 2017 года.

3. До 1 января 2025 года часть платы за регулирование, полученной юридическим лицом публичного права, входящим в систему Министерства экономики и устойчивого развития Грузии, – Национальным агентством по минеральным ресурсам в соответствии с настоящим Законом, по согласованию с органом, осуществляющим государственный контроль, на основании пункта первого статьи 3 настоящего Закона направляется на счет юридического лица публичного права, входящего в систему Министерства охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии, – Национального агентства окружающей среды для целей формирования его бюджета, во исполнение его же функций. (16.12.2021 N1149, ввести в действие с 1 января 2022 года.)

Глава III

Заключительное положение

Статья 8. Введение Закона в действие

Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

 

Президент Грузии                 Михаил Саакашвили

Тбилиси

1 июля 2005 года

№1860-вс

 

Приложение(17.05.2017 N851)

Размеры платы за регулирование

Природный ресурс

Единица измерения

Размер платы за регулирование (в лари)

1

Уголь

1 тонна

0,10

2

Марганец

1 тонна/ с 1% содержанием

0,10

3

Медь

1 тонна

127,5

4

Свинец

1 тонна

14,8

5

Цинк

1 тонна

36,0

6

Золото

1 грамм

1,5

7

Серебро

1 грамм

0,02

8

Диатомит

1 тонна

3,0

9

Углекислый газ (СО2)

1 тонна

 

10

10

Нефть:

а) нефть, относящаяся к доле инвестора (в том числе компенсационная нефть);

б) нефть, относящаяся к доле государства

1 тонна

24,19

11

Минеральная вода «Боржоми»

1 м3

3

12

Минеральная вода «Набеглави»

1 м3

3

13

Минеральная вода «Саирме»

1 м3

3

14

Другие подлежащие разливу подземные минеральные воды

1 м3

3

15

Подлежащие разливу подземные пресные воды

1 м3

2

16

 

 

 

 

161

Предназначенные для предпринимательских целей подземные пресные воды, используемые в качестве основного сырья для продукции

Природная вода в конструкции для аквакультурыс целью осуществления деятельности,связанной с аквакультурой

(24.06.2020 N6411, ввести в действие с 1 января 2024 года.)

 

1 м3

 

 

 

 1м3

2,5

 

 

Для морской воды – 0,05;

для прудовой воды – 0,001;

для других вод – 0,1

17

Другие полезные ископаемые

1 м3

 

0,0

18

Древесные виды леса

1 м3

0,0

19

Луковицы подснежника, клубни цикламена

1 килограмм

0,0

20

Шишки пихтовые

1 килограмм

 

0,0

21

Хамса

1 тонна

 

15

22

Другие объекты животного мира

Для млекопитающих и птиц – 1 индивид из вида;

для рыб и водных животных – 1 тонна

0,0

23

Деятельность по транспортировке нефти и газа

1 тонна/1000м3

0,0

24

Обработка газа (метан, этан, пропан, бутан и т. д.)

1000м3

0,0

25

Обработка нефти (в том числе компаундирование):

а) легкие дистилляты (бензин, керосин, газ-конденсат, дизельное горючее и т.д.)

б) тяжелые дистилляты (мазут, битум, парафин и т. д.)

 

 

1 тонна

 

 

 

 

1 тонна

 

 

 

 

 

 

0, 0

 

Примечание: Предусмотренная настоящим приложением плата за регулирование пользования природными ресурсами должна вноситься только за те объемы подземных вод, которые непосредственно:

а) подлежат розливу;

б) являются основным сырьем (составной частью) продукции.