Закон Грузии О содействии Олимпийскому движению

Первоначальный вид (29/05/2012 - 15/07/2020)

საქართველოს კანონი

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და ამ ინვესტიციების დაცვის გარანტიებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინვესტორი − პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს;

ბ) ოლიმპიური სოფელი − ოლიმპიადის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოწყობილი ტერიტორია;

გ) ხელშეკრულება − საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო, რომელიც ინვესტორის დაკვეთით , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის, სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას.

    მუხლი 3. ინვესტორის უფლებები

ინვესტორს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა უფლებით , რომლებ ითაც სარგებლობს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (შემდგომ − მშენებლობის ტერიტორია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, საბაჟო საწყობი, სპეციალური სავაჭრო ზონა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ობიექტები;

გ) საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მოიზიდოს მშენებლობისათვის დამატებითი ინვესტიციები;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით;

ე) ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

    მუხლი 4. ინვესტორის ვალდებულებები

ინვესტორი ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს საქართველო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ააშენოს ოლიმპიური სოფელი და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობები;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტები ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში უსასყიდლო სარგებლობისათვის გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორგანოს;

დ) შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

    მუხლი 5. ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა

1. ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

2 . ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან:

ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის თვის საჭირო სამშენებლო და დეკორა იული მასალების იმპორტისას;

ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის თვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ( გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას;

ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქ იონირებისათვის საჭირო ინვენტარი , ავეჯისა და სხვა მოწყობილობები (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას;

ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში;

გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.

3. ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.

5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი.

    მუხლი 6. დავის გადაწყვეტის წესი

ინვესტორსა და სახელმწიფო დაწესებულებას შორის დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოში, თუ მისი გადაწყვეტის წესი ხელშეკრულე ბით არ არის განსაზღვრული.

    მუხლი 7. კანონის ამოქმედება

1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6175-რს

LAW OF GEORGIA

ON SUPPORTING AN OLYMPIC MOVEMENT

 

Article 1 - General Provisions

This Law determines the legal basis for making investments for supporting an Olympic movement in the territory of Georgia and guarantees for protecting such investments.

 

Article 2 - Definitions of terms

The terms used in this Law have the following meaning:

a) investor - a person who, on the basis of an agreement entered into with the Government of Georgia, is building an Olympic Village and other auxiliary facilities necessary for organising Olympics (including Youth Olympic Festival);

b) Olympic Village - a territory developed under an agreement entered into between the Government of Georgia and an investor for conducting Olympics; 

c) agreement - an agreement entered into between the Government of Georgia and an investor;

d) contractor - an enterprise operating in Georgia as provided for by the Tax Code of Georgia, which, commissioned by an investor is building an Olympic Village in the territory defined in an agreement, and other auxiliary facilities necessary for organising Olympics, as well as facilities necessary for the operation of a Free Industrial Zone, customs warehouse or special trade zone and/or is conducting other construction works envisaged by an agreement.  

 

Article 3 - Investor’s rights

An investor may:

a) exercise all the rights enjoyed by legal persons registered in Georgia; 

b) establish, in the territory envisaged by an agreement, a free industrial zone, customs warehouse, special trade zone and other facilities as provided for in an agreement in accordance with the legislation of Georgia;

c) where necessary, independently attract additional investments for the construction; 

d) enjoy preferential tax treatment provided for by the legislation of Georgia;

e) enjoy other rights provided for by an agreement.

 

Article 4 - Investors' obligations

An investor shall:

a) conduct activities in accordance with the legislation of Georgia.

b) on the basis of an agreement, build the Olympic Village and other auxiliary facilities necessary for organising Olympics (including a Youth Olympic Festival) in the territory of Georgia;

c) during the conduct of the Olympics, transfer for gratuitous use, the facilities specified in sub-paragraph (b) of this article to the body envisaged by an agreement; 

d) perform other obligations under an agreement;

 

Article 5 - Taxation of investors and contractors

1. Investors and contractors shall be taxed under this Law and the Tax Code of Georgia. 

2. An investor shall, for 10 years after the commencement of the construction envisaged by an agreement, be exempt from:

a) the value added tax and import tax: 

a.a) when importing building and decorative materials for the construction envisaged by an agreement;

a.b) when importing machinery, motor vehicles (except for light vehicles) and other mechanical equipment for the construction envisaged by an agreement;

a.c) when importing inventory, furniture and other equipment (in accordance with the list defined by the Government of Georgia) necessary for proper operation of a five-star hotel envisaged by an agreement and of other auxiliary facilities necessary for organising the Olympic Village and Olympics (including a Youth Olympic Festival) before the commencement of the Olympic Festival; 

b) the profit tax in relation to the activities performed under an agreement; 

c) the taxation of dividends at source in relation to the activities performed under an agreement; 

3. The VAT paid by investors for the goods/services purchased in Georgia within the scope of the activities performed under an agreement shall be returned to the investor by the Minister of Finance of Georgia in a prescribed manner. 

4. Investors shall be taxed with property tax and property tax on land at the rate established for this territory by the representative body of the local self-government.  In addition, an investor shall be exempt from property tax and property tax on land for 5 years after the commencement of the construction of the Olympic Village.

5. A contractor shall, for 10 years after commencement of the construction, be exempt from profit tax with respect to compensation received/receivable from the investor for the construction activities performed on the plot of land envisaged by an agreement.

6. After the lapse of 10 years from commencement of the construction envisaged under an agreement, the investor and the contractor may not deduct the uncompensated loss of the previous period (in any).

7. In the case of transfer of property by the investor, a new investor (except for one specified in Article 2 of this Law) shall not be subject to the tax treatment determined by this article for investors.

 

Article 6 - Dispute settlement procedure

Any disputes between an investor and public agencies shall be settled in court unless another dispute-settlement procedure is defined under an agreement.

 

Article 7 - Entry into force of the Law

1. This Law shall apply to legal relationships arising from 1 January 2012.

2. This Law shall enter into force upon its promulgation.

 

 

President of Georgia                                                                                                                              M. Saakashvili

Tbilisi

15 May 2012

№6175-რს