Comments

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

GVIRILA - თავიდან ჩემი აზრით მნშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული
პასიხისმგებლობის საზოგადოებიდან უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საფუძვლის
არსებობისას ეს კი განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ კანონის 143 მუხლის 1 ნაწილით სადაც
განმარტებულია რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია
პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
ამასთანავე კაზუსის თანახმად არ გვაქვს პარტნიორის გარიცხვის კონკრეტული წინაპირობა
რასაც გათვალისწინებულია 143 მუხლის 2 ნაწილში, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი
საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა
საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ
პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ
გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი
ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
თვითონ დავითს რაც შეეხება მისი გარიცხვა ისე მოხდა რომ არ გვქონდა ის საფუძველი რასაც
კანონმდებლობა განმარტავს. შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ დავითის მიმართვა
სასამართლოსთვის იყო სრულიად სწორი.
არ მიმაჩნია კანონთან თანხვედრაში როდესაც საერთო კრებაზე მიღებული იქნა
გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს უნდა შეჩერებოდა
პარტნიორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება. რადგანაც ეს შეეძლო განეხორციელებინა
სასამართლოს. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ 143 მუხლის 5 ნაწილი,
რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს
შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად მეექვსე ნაწილის
მიხედვით კი სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი
გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
მომენტიდან.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

NOBATI- თავიდან შენატანით ცნებით რომ დავიწოთ, მეწარმეთა შესახებ კანონის 21 მუხლის თანახმად
შენატანის ცნება შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული
ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
ამის შემდგომ, როდესაც კაზუსის მიხედვით, პარტნიორები შეთანხმდნენ რომ შენატანს
განახორციელებდნენ 2 წლის ვადაში ეს მოქმედება სწორი იყო, რადგანაც სწორედ 24 მუხლის
მიხედვით არის განსაზღვრული შენატანის ვადა, ეს კი უნდა განხორციელდეს კანონითა და
წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
ამასთანავე 152 მუხლის თანახმად შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება
კანონით ან/და წესდებით. წინდათქმულ შენატანზეც რომ შეთანხმდენენ 2 წლით ვადითო ესეს
სწორი იყო რადგანაც 152მუხლის მესამე ნაწილით სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან
მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო
საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ
წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
შემდგომ უკვე როდესაც მათ განსაზღვრეს ფულადი და არაფულადი შენატანის არსებობა ეს
ქმედებაც კანონიერად მიმაჩნია რადგანაც, 23 მუხლის მიხედვით შენატანის სახეები შენატანის
განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით ან სხვა
მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან
მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ამ სემთხვევაში როდესაც თემურმა ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა და
შემდგომ უკვე კომპანიამ ჩამორთმევა დაიწყო არ კანონთან თავსებადი რადგანაც მას უნდა
მისცემოდა არანაკლებ 30 დღე ვადად, რაც უშუალოდ აღნიშნულია 152 მუხლის მეექვსე
ნაწილში, სადაც განმარტებულია რომ აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების
ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს
აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია
გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი
შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

QARTGVINO- თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს რეორგანიზააცის ერთ ერთი
ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 59 მუხლის გ ქვეპუნქტში და მოიცავს სამეწარმეო
საზოგადოების გაყოფას. შემდეგ როდესაც რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღო პარტნიორთა საერთო კრების 65%-მა ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის 66 მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული და ეს მოიცავს იმას რომ შერწყმის/გაყოფის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების
საერთო კრება. და ამასთან მესამე პუნქტიც უნდა აღინიშნოს, იქიდან გამომდინარე რომ
სახეზეა დარღვევა, რადგანაც ხმათა რაოდენობა უნდა აყოფილიყო 75 პროცენტი. რადგანაც
კანონის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო
საზოგადოებაში, კოოპერატივში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.
გაყოფის გეგმას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული 67მუხლის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება, სადაც წერია რომ გაყოფის შემთხვევაში
შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო
საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და
განაწილებას. შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა ყოფულიყო მითითებული.
როდესაც კომპანიამ გეგმა გამოაქვეყნა მეორე დღესვე მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა რადგანც
მისი დრო შეადგენდა 30 დღეს შესაბამისად სწორი იყო, ამას კი 69 მუხლის მიხედვით ვამბობთ,
სადაც განმარტებულია რომ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს
შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე
იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის
გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე 71 მუხლის მიხედვით შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ
კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის
დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
მიიჩნევა.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

SHPS- როდესაც საერთო კრებამ გამოიწვია დირექტორი და დაუსახელა ამისთვის მიზეზიც, ეს
სრულიად შედიოდა მის უფლებამოსილებებებში რადგანაც 44 მუხლის მიხედვიით,
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ
განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.
იმ სარჩელში მითითებას, როდესაც თორნიკემ თქვა რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის
კოდექსი იყო სწორი რადგანაც 45 პირველი ნაწლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის
სამართლის დებულებები.
ასევე 45 მეორეთი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულებას დებს
საერთო კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეულ იქნა იმ
კრების მიერ, რომელმაც მიიღო პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ
გადაწყვეტილება. (ეს მუხლი არის დამატებით მარტო 44 ითაც შეიძლება)

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

IASHVIILI- 1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი
არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის
ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო
საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ
კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა
მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს
სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ
ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ
უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე
და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა
შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და
წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის
განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და
წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას
იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი
დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს
პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო
პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა
განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე
განხორციელებაზე.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

KAKABADZE- თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ის რომ სახეზე არის სამი პარტნიორი, მათ შორის არიან: კაკაბაძე,
ხმალაძე, შპს გვირილა. ეს სამივე წარმოადგენენ სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებას სახელად "შპს ხმალაძე და კომპანია".
დამატებით უნდა ითქვას, ის რომ თითოეულ მათგანს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი
აქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არის 1000ლარი. ჯამში კი წარმოადგენს 3000ლარს.
როგორც მეწარმეთა შესახებ კანონის 94 მუხლში წერია სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი
საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების
ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად,
როგორც სოლიდარული მოვალეები. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ სოლიდარული
ტიპის საზოგადოება წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.
ამის შესაბამისად პარტნიორები ვალდებულები თანხა კომპანიის ბიუჯეტიდანაც გადაიხადონ
და ასევე თავიანთი სახსრებიდანაც.
რაც შეეხება "თბილბანკის" მოთხოვნას მიმაჩნია რომ არასწორია, რადგანაც მას ჯერ უნდა
მიემართა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ამას კი ვადასტურებთ 110
მუხლით, რომლის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ის რომ ვინაიდან გვირილა გავიდა 2018
წელს ეს არ არის საკმარისი რომ მან უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, რადგანაც 110 მუხლში
აღნიშნულია, რომ გასული უნდა იყოს 3 წელი გვირილას რომ ყველანაირი ვალდებულება
მოეხსნას.
ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კანონიერად არ მიმაჩნია "თბილბანკის" მოთხოვნა
გვირილას მიმართ, რადგანაც ის წარმოადგენდა მისი აზრით სხვა პარტნიორებთან
შედარებით გადახდისუნარიან პარტნიორს.
ვფიქრობ, რომ უპირველესად, თბილბანკს პირდაპირ უნდა მიემართა "შპს ხმალაძე და
კომპანიისათვის" და ამ შემთხვევაში კი სპს გადაიხდიდა იმ 3000ლარს რაც ბიუჯეტში ჰქონდა,
ხოლო რაც დარჩებოდა 17 000ლარი, გადანაწილდებოდა სამ პარტნიორზე

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

სამოქალაქო პროცესში სააპელაციო გასაჩივრდების უფლება წარმოადგენს , სააპელაციო წარმოების აღძვრის უფლებას (მეორე ინსტანციის აღძვრის უფლებას ) პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის გადაოწმების მიზნით . სააპელაციო გასაჩივრების უფლება , სააპელაციო გასაჩვრების უფლების მქონე პირს წარმოეშობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების (გამოტანის) დღიდან (სსსკ-ს 346-ე მუხლი )
სააპელაციო საჩვრის შეტანის ვადა არის 14 დღე . ამ ვადის გაგრძელება ან მისი აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შეუსვლელი დასაბუთებული გადაწყვეტილების მხასისთვის გადაცემის მომენტიდან . დასბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემის მომენტად ითვლება , მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტი .
ასევე აღსანიშნავია , რომ სააპელაციო გასაჩივრების ობიექტური უფლება არის პირველი ინსტანციის მიერ კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება . დასაშვებია გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გასაჩვრება თუმცა პირმა რომლეიც ასჩვრების გადაწყვეტილების ნაწილს უნდა მიუთითოს კონკრეტულად რომელ ნაწილს ასაჩვრებს და რატომ რუს ამ ნაწილის გადაჩვრება და უნდა დაასაბუთოს მისი მოთხოვნა .
ასევე აღსანიშნავია , რომ სააპელაციო გასაჩივრება დაიშვება ქონებრივ-სამართლებრივ დავებზე თუმცა მთავარი ობიექტური დასაშვბელობა გასაჩვრების ასეთ დროს არის , ის რომ სააპელაციო დავის საგნის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000ლარს . სააპელაციო საჩვრის დასაშვებლობის ერთერთი წინაპირობა არის დავის საგნის ღირებულების გარკვევა .
დასაშვბელობის ობიექტურ გარემოეას მიეკუთვნება ასევე ვადების დაცვა . ეს იმით აიხსნება , რომ სააპელციო სასამართლოში არ შეიძლება წარმოიშვას დავა თ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის გაშვებული .
ასევე აუცილეველია განისაზღვროს სუბიექტი რომელიც არის უფლევამოსილი პირი . სსსკს თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანინს უფლება აქვს მხოლოს უფლებამოსილ პირს . სააპელაციო გასაჩვრების დასაშვებლობის სუბიექტური წინაპირობა არის უფლებამოსილი პირის არსებობა რომლეიც გაასაჩვრებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას . პირებს რომლეიც არიან უფლებამოსილნი გაასაჩვრობ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არიან : მხარეების და დავის საგანზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები. ასევე უფლებამოსილი პირები შეიძლება იყვნენ , სახელშეკრულებო წარმომადგენლები თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაშ თუ მათი ეს უფლება გათვალისიწნებულია მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში .
სარჩელის შემტან პირს ეწოდება აპლანტი . სააპელაციო სასამართლოშ აპელანტი შეიძ₾ება გახდეს როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე .
რაც შეეხება ფორმალურ წნაპირობებს . კანონით მოწესრიგებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის წესი . სააპელაციო საჩივარი კერძოდ უნდა იყოს წრრილობითი ფორმის და პასუხობდეს სსსკს 177ე მუხლის მოერე და მესამე ნაიწლებს . ასევე საჩვარი შეტანილი უნადა იყოს იმ სასამართლოში რომლემაც პირველი ინსტანციის მიიღო გადაწყვეტილება . სააპელაციო საჩვარში აუცილებლად უნდა იყოს მითთებული სასმართლო რომლის სახელზეც შედგენილია საჩვარი იგულისხმება სააპელაციო სასამართლო ასევე უნდა იყოს მითითებული

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს , რომელიც აყენებს შუამდგომლობას , საპატიო მიზეზით კონკრეტული მოქმედებების განუხოციელებლობის გამო . მხარე რომელიც აპელირებს იმაზე რომ კონკრეტული საპროცესო მოქმედება ვერ განახორციელა საპატიო მიზეზების გამო მტკიცების ტვირთიც მას ეკისრება .

greg's picture
greg (giorgi)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2023/06/20
Last visit: 2023/07/08 17:03:57
Contact - All comments

.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2024/11/23 17:05:56
Contact - All comments

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გვირილას“ 2022 წლის 20 იანვარს, საერთო
კრების გადაწყვეტილებით პარტნიორთა შემადგენლობიდან გაირიცხა კომპანიის მეწილე -
დავითი, იმავე გადაწყვეტილებით კომპანიამ მას დაუდგინა და გადაუხადა წილის კომპენსაცია.
2022 წლის 1 თებერვალს შპს „გვირილამ“ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა
პარტნიორთა შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და დავითის პარტნიორთა სიიდან ამოშლა.
მეორე დღეს, 2022 წლის 2 თებერვალს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული იქნა
გადაწყვეტილება, რომ პარტნიორთა შემადგენლობის ცვლილებათა საბოლოო რეგისტრაციამდე
დავითს შეჩერებოდა პარტნიორთა კრებაზე ხმის უფლება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირდებით
დავითმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „გვირილას“ 2022 წლის 20 იანვარისა და 2022
წლის 2 თებერვლის პარტნიორთა კრებების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. იმსჯელეთ და
მიიღეთ კანონონის შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული გადაწყვეტილება წარმოდგენილ
დავასთან დაკავშირებით.
თავიდან ჩემი აზრით მნშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული
პასიხისმგებლობის საზოგადოებიდან უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საფუძვლის
არსებობისას ეს კი განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ კანონის 143 მუხლის 1 ნაწილით სადაც
განმარტებულია რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია
პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
ამასთანავე კაზუსის თანახმად არ გვაქვს პარტნიორის გარიცხვის კონკრეტული წინაპირობა
რასაც გათვალისწინებულია 143 მუხლის 2 ნაწილში, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი
საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა
საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ
პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ
გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი
ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
თვითონ დავითს რაც შეეხება მისი გარიცხვა ისე მოხდა რომ არ გვქონდა ის საფუძველი რასაც
კანონმდებლობა განმარტავს. შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ დავითის მიმართვა
სასამართლოსთვის იყო სრულიად სწორი.
არ მიმაჩნია კანონთან თანხვედრაში როდესაც საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება,
რომლითაც საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს უნდა შეჩერებოდა პარტნიორთა კრებაზე ხმის
მიცემის უფლება. რადგანაც ეს შეეძლო განეხორციელებინა სასამართლოს. ამის
დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ 143 მუხლის 5 ნაწილი, რომლის თანახმადაც
სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა
არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად მეექვსე ნაწილის მიხედვით კი სასამართლოს მიერ
პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

+ 2.სააქციო საზოგადოება - „ნობათის“ დაფუძნებისას პრტნიორები: ფიზიკური პირი - თემური,
შპს „დიდველი“ და სს „სოფელი“ შეთანხმდნენ, რომ წინდათქმული შენატანს
განახორციეელებდნენ სს-ის დაფუძნებიდან 2 წლის ვადაში, რაც ასახეს თავიანთ წესდებაში, მათ
შორის შპს „დიდველის“ შენატანი შეადგენდა 150.000 ლარის ღირებულების არაფულად შენატანს,
ხოლო თემურის და სს „სოფელის“ შენატანი განისაზღვრა 100.000 ლარით, თითოეულისთვის.
თემურმა დათქმულ დროს ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა, რის გამოც კომპანიამ
ვადის გადაცილებიდან 15 კალენდარულ დღეში, მის მიმართ დაიწყო აქციის ჩამორთმევის
პროცესი. თემურმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული
პროცედურა, აქციის ჩამორთმევის დაწყების თაობაზე. იმსჯელეთ და მიიღეთ კანონონის
შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თავიდან შენატანით ცნებით რომ დავიწოთ, მეწარმეთა შესახებ კანონის 21 მუხლის თანახმად
შენატანის ცნება შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული
ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
ამის შემდგომ, როდესაც კაზუსის მიხედვით, პარტნიორები შეთანხმდნენ რომ შენატანს
განახორციელებდნენ 2 წლის ვადაში ეს მოქმედება სწორი იყო, რადგანაც სწორედ 24 მუხლის
მიხედვით არის განსაზღვრული შენატანის ვადა, ეს კი უნდა განხორციელდეს კანონითა და
წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
ამასთანავე 152 მუხლის თანახმად შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება
კანონით ან/და წესდებით. წინდათქმულ შენატანზეც რომ შეთანხმდენენ 2 წლით ვადითო ესეს
სწორი იყო რადგანაც 152მუხლის მესამე ნაწილით სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან
მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების
რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო
მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
შემდგომ უკვე როდესაც მათ განსაზღვრეს ფულადი და არაფულადი შენატანის არსებობა ეს
ქმედებაც კანონიერად მიმაჩნია რადგანაც, 23 მუხლის მიხედვით შენატანის სახეები შენატანის
განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით ან სხვა
მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან
მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ამ შემთხვევაში როდესაც თემურმა ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა და შემდგომ
უკვე კომპანიამ ჩამორთმევა დაიწყო არ კანონთან თავსებადი რადგანაც მას უნდა მისცემოდა
არანაკლებ 30 დღე ვადად, რაც უშუალოდ აღნიშნულია 152 მუხლის მეექვსე ნაწილში, სადაც
განმარტებულია რომ აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას
სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი.
ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი აქციის
ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის განხორციელებისთვის მისცეს
მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.
+ 3. შპს „ქართული ღვინოს“ პარტნიორთა საერთო კრებამ ხმათა 65%-ის თანხმობით მიიღო
გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, კერძოდ მისივე ფილიალის („თელავის ფილიალი“)
გამოყოფისა და ამ უკანასკნელის სააქციო საზოგადოება -„მარანის“ სახელწოდებით
რეგისტრაციის თაობაზე. პარტნიორებმა შეადგინეს გაყოფის გეგმა და ასახეს ყველა
სავალდებულო მონაცემი, გარდა აქტივებისა და პასივების (ვალდებულებების) დეტალური
ჩამონათვალისა და აღწერისა. გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს კომპანიამ

გამოაქვეყნა გაყოფის გეგმა, ხოლო გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს ჩაატარა პარტნიორთა საერთო
კრება, სადაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ.
თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს რეორგანიზააცის ერთ ერთი
ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 59 მუხლის გ ქვეპუნქტში და მოიცავს სამეწარმეო
საზოგადოების გაყოფას. შემდეგ როდესაც რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
პარტნიორთა საერთო კრების 65%-მა ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის 66 მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული და ეს მოიცავს იმას რომ შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრება. და
ამასთან მესამე პუნქტიც უნდა აღინიშნოს, იქიდან გამომდინარე რომ სახეზეა დარღვევა,
რადგანაც ხმათა რაოდენობა უნდა აყოფილიყო 75 პროცენტი. რადგანაც კანონის თანახმად
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში
შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის
უმრავლესობით.
გაყოფის გეგმას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული 67მუხლის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება, სადაც წერია რომ გაყოფის შემთხვევაში შემძენი
სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის
გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას.
შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა ყოფულიყო მითითებული.
როდესაც კომპანიამ გეგმა გამოაქვეყნა მეორე დღესვე მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა რადგანც
მისი დრო შეადგენდა 30 დღეს შესაბამისად სწორი იყო, ამას კი 69 მუხლის მიხედვით ვამბობთ,
სადაც განმარტებულია რომ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის
გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე
30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა.
შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე 71 მუხლის მიხედვით შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ
კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის
დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.
+4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებამ, თავისი
გადაწყვეტილებით გამოიწვია კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი - თორნიკე, ბორდის სხდომებზე
პერმანენტულად დაუსწრებლობის მიზეზით. თორნიკემ სარჩელით მიმართა სასამართლოს
და მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ამასთან მიუთითა რომ ის არ
წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ხელმძღვანელ პირს (დირექტორს),
რომლის მიმართაც არ ვრცელდება შრომის კოდექსი, რადგან დირექტორად ის დაინიშნა
ხელმძღვანელი ორგანოს (დირექტორატის) თავმჯდომარის ბრძანებით, შესააბამისად მასთან არ
დადებულა სასამსახურო ხელშეკრულება და დირექტორად არ არის რეგისტრირებული შესაბამის
რეესტრში. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თორნიკე დირექტორის სტატუსით
რეგისტრირებული არ ყოფილა სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად, მას არ გააჩნდა
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება და მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს
შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
ითვლება თუ არა თორნიკე შპს-ს ხელმძღვანელი ორგანოს წვვრად (დირექტორად)? სწორია თუ
არა სასამართლოს გადაწყვეტილება. პასუხი დაასაბუთეთ.

როდესაც საერთო კრებამ გამოიწვია დირექტორი და დაუსახელა ამისთვის მიზეზიც, ეს
სრულიად შედიოდა მის უფლებამოსილებებებში რადგანაც 44 მუხლის მიხედვიით, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება
სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.
იმ სარჩელში მითითებას, როდესაც თორნიკემ თქვა რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის
კოდექსი იყო სწორი რადგანაც 45 პირველი ნაწლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს
წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის
დებულებები.
ასევე 45 მეორეთი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულებას დებს
საერთო კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეულ იქნა იმ
კრების მიერ, რომელმაც მიიღო პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება. (ეს
მუხლი არის დამატებით მარტო 44 ითაც შეიძლება)
5. იაშვილმა, კოკოზაიშვილმა, სპს „კილაძე და კომპანიამ“ და შპს „როლანდმა“ 2020 წლის 1
თებერვალს დააფუძნეს შპს „ბერმუხა“. წესდებით განისაზღვრა თითოეული პარტნიორის
შენატანის მოცულობა და შესაბამისად წილები (თითოეულის შენატანი განისაზღვრა 30.000
ლარით, როგორც ფულადი, ისე არაფულადი შენატანის სახით). ყველა პარტნიორმა განახორციელა
საწარმოს განთავსებულ კაპიტალში შენატანის სრულად შეტანა რეგისტრაციის მომენტში (2020
წლის 1 თებერვალს), გარდა სპს „კილაძე და კომპანიისა“, რომელსაც პარტნიორთა შეთანხმებით
(2020 წლის 2 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების #1 გადაწყვეტილებით) შენატანის
სრულად შეტანის ვადა გაუგრძელდა 2022 წლის კოკოჩაშვილმა 1 თებერვლამდე. 2020 წლის 1
აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ბერმუხას“ დაეკისრა
ჯარიმის გადახდა 25. 000 ლარის ოდენობით შპს „გნოლის“ სასარგებლოდ. შპს „ბერმუხამ“,
კრედიტორის (შპს „გნოლის“) დაკმაყოფილების მიზნით მოსთხოვა პარტნიორს - სპს „კილაძე და
კომპანიას“ დაუყოვნებლივ შეევსო შენატანი სრულად კომპანიის განთავსებულ კაპიტალში. სპს
„კილაძე და კომპანიამ“ მიუთითა პარტნიორთა 2020 წლის 2 თებერვლის #1 გადაწყვეტილებაზე,
რის საფუძველზეც უარი განაცხადა შენატანის ვადაზე ადრე განხორციელებაზე. ამავე დროს
პარტნიორმა იაშვილმა,რომელმაც განახორციელა არაფულადი შენატანი, რომლის ღირებულებაც
აღემატებოდა შეთანხმებულ შენატანს, მოითხოვა შპს "ბერმუხასგან" სხვაობის ფულადი სახით
დაბრუნება 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, რაზეც დანარჩენმა პარტნიორებმა განაცხადეს უარი.
იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს
(პარტნიორთა საერთო კრებას) უფლება უარი ეთქვა იაშვილისთვის ზემოხსენებულ
მოთხოვნაზე? ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს
„კილაძე და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება? კანონიერია თუ არა სპს „კილაძე და
კომპანიის“ უარი? პასუხი დაასაბუთეთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის გამოყენებით.
1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი
არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის ეკონომიკური
ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო
საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ
კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა

მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს
სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ ვალდებულების
შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან,
აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ უფლება უარი
ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე და
კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა
შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და
წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის
განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და
წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას
იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი
დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს
პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო
პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა
განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე
განხორციელებაზე.
6. 2015 წელს პარტნიორებმა - კაკაბაძემ, ხმალაძემ და შპს „გვირილამ“ დააფუძნეს სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხმალაძე და კომპანია“. თითოეულმა პარტნიორმა
საზოგადოების კაპიტალში შეიტანა 1000 ლარი. შპს „გვირილას“ დამფუძნებელი პარტნიორია
აბაშიძე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ამასთან „გვირილას“ განთავსებული კაპიტალის
ოდენობა 40000 ლარია. 2018 წელს შპს „გვირილა“ გავიდა სპს-ის პარტნიორთა
შემადგენლობიდან. 2020 წელს ერთ-ერთი გარიგების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე
სპს „ხმალაძე და კომპანიას“ მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სს „თბილბანკს“ 20000
ლარის მოცულობით. „თბილბანკმა“ ფულადი ვალდებულების სრული მოცულობით შესრულება
მოსთხოვა შპს „გვირილას“, რადგან მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი პარტნიორთა შორის ყველაზე
მეტად გადახდისუნარიანი იყო. შპს „გვირილამ“ განაცხადა უარი 20000 ლარის გადახდაზე, რაც
შემდეგნაირად დაასაბუთა: 1. პირველ რიგში „თბილბანკმა“ ვალდებულების შესრულება უნდა
მოსთხოვოს თავად იურიდიულ პირს - სპს „ხმალაძე და კომპანიას“ და არა პარტნიორს, რადგან
გარიგების მხარე იყო სპს „ხმალაძე და კომპანია“; 2. „გვირილა“ არ არის ვალდებული გაიზიაროს
გადახდის ვალდებულება, იმის გამო, რომ 2018 წლიდან ის აღარ არის სპს „ხმალაძე და კომპანიას“
დამფუძნებელი პარტნიორი. იმსჯელეთ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კაანონის
გამოყენებით დაასაბუთეთ პასუხი.
თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ის რომ სახეზე არის სამი პარტნიორი, მათ შორის არიან: კაკაბაძე,
ხმალაძე, შპს გვირილა. ეს სამივე წარმოადგენენ სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებას სახელად "შპს ხმალაძე და კომპანია".
დამატებით უნდა ითქვას, ის რომ თითოეულ მათგანს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი
აქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არის 1000ლარი. ჯამში კი წარმოადგენს 3000ლარს.
როგორც მეწარმეთა შესახებ კანონის 94 მუხლში წერია სოლიდარული პასუხისმგებლობის

საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი
საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების
ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად,
როგორც სოლიდარული მოვალეები. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ სოლიდარული ტიპის
საზოგადოება წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.
ამის შესაბამისად პარტნიორები ვალდებულები თანხა კომპანიის ბიუჯეტიდანაც გადაიხადონ
და ასევე თავიანთი სახსრებიდანაც.
რაც შეეხება "თბილბანკის" მოთხოვნას მიმაჩნია რომ არასწორია, რადგანაც მას ჯერ უნდა
მიემართა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ამას კი ვადასტურებთ 110
მუხლით, რომლის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ის რომ ვინაიდან გვირილა გავიდა 2018 წელს
ეს არ არის საკმარისი რომ მან უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, რადგანაც 110 მუხლში
აღნიშნულია, რომ გასული უნდა იყოს 3 წელი გვირილას რომ ყველანაირი ვალდებულება
მოეხსნას.
ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კანონიერად არ მიმაჩნია "თბილბანკის" მოთხოვნა
გვირილას მიმართ, რადგანაც ის წარმოადგენდა მისი აზრით სხვა პარტნიორებთან შედარებით
გადახდისუნარიან პარტნიორს.
ვფიქრობ, რომ უპირველესად, თბილბანკს პირდაპირ უნდა მიემართა "შპს ხმალაძე და
კომპანიისათვის" და ამ შემთხვევაში კი სპს გადაიხდიდა იმ 3000ლარს რაც ბიუჯეტში ჰქონდა,
ხოლო რაც დარჩებოდა 17 000ლარი, გადანაწილდებოდა სამ პარტნიორზე.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2024/11/23 17:05:56
Contact - All comments

სოციალური დაცვა როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების
ერთერთი ყველაზე განხილვად საკითხია. შობადობის დაბალი რიცხვი,
სიცოცხლის გაზრდილი ხანგრძლივობა, გარდაქმნები შრომის ბირჟაზე - იმ
ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც არსებული სოციალური
დაცვის სისტემები გამოწვევების წინაშე დააყენა. სოციალური სამართალი
წარმოადგენს სამართლის დარგს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს
დაიცვას თავისი მოქალაქეები ბიომეტრიული რისკების წარმოშობისას და
მისცეს შესაძლებლობა ამ რისკების წარმოშობის შემთხვევაში განაგრძონ
ღირსეული ცხოვრება სიტყვა „სოციალური“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან
„socius“, რაც როგორც ზედსართავი სახელი ნიშნავს - „ერთიანი,
დაკავშირებული“, ხოლო როგორც არსებითი სახელი ნიშნავს - „თანამონაწილე,
თანამოაზრე.“ „სოციალური“ - განიმარტება როგორც საზოგადოებრივი,
ადამიანურ ცხოვრებასთან დაკავშირებული, მათი ურთიერთობის
დამახასიათებელი. იგი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც სამართალი,
რომელიც არეგულირებს სოციალურ თანაცხოვრებას ანუ ადამიანთა
თანაცხოვრებას. თუმცა იურიდიულ ლიტერტურაში ცნება „სოციალური
სამართალი“ გამოიყენება სამი გაგებით. პირველი ეს არის სამართლის დარგი,
რომელიც განმსჭვალულია სოციალური იდეოლოგიით და მიმართულია
სუსტების დაცვისკენ, მეორე - სამართლის დარგი, რომელიც კერძო და საჯარო
სამართლის დარგებთან ერთად ქმნის მესამე მიმართულებას სამართალში. და
მესამე გაგება - სოციალური სამართალი არის ცალკე არსებული სამართლის
დარგი, რომლის საგანია სოციალური ბენეფიტები. სოციალური სამართლის
ლაიტმოტივია სუსტების დაცვა, სოციალური სამართლიანობისა და
სოციალური უსაფრთხოების რეალიზება. მისი მიზანია ადამიანის ღირსების
შესაფერისი არსებობის გარანტირება, პიროვნების თავისუფალი
განვითარებისთვის ერთნაირი წინაპირობების შექმნა, საარსებო საშუალების
მიღება თავისფულად არჩეული საქმიანობის საშუალებით.