Comments

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

ირიბი ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში
ირიბი ჩვენების, სხვა მტკიცებულებებისგან განსხვავებული წესით მოწესრიგებას, ქართულ კანონმდებლობაში არ აქვს ხანგრძლივი ისტორია და ის უკავშირდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, ვინაიდან ირიბ ჩვენებას იძლევა პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია სხვა პირის მეშვეობით გახდა ცნობილი. ანუ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან სხვაგვარად უშუალოდ არ აღუქვამს (არ მოუსმენია, განუცდია, გაუსინჯავს და ა.შ.) ის გარემოება, რომლის თაობაზეც იძლევა ჩვენებას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი და შესაბამისად, რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიწოდებული ირიბი ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების გამოყენებისათვის საპროცესო კოდექსი ადგენს ორ წინაპირობას: 1. მოწმემ სახელდებით უნდა მიუთითოს პირველწყარო, რომ შესაძლებელი იყოს საჭიროების შემთხვევაში მისი დაკითხვა; 2. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება . ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულება წარმოადგენს ირიბი ჩვენების დასაშვებობის სავალდებულო წინაპირობას მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე. შესაბამისად, გამოძიების სტადიაზე ირიბი ჩვენების გამოყენება აღკვეთის ღონისძიების, ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე სასამართლოს ნებართვის გამოთხოვისას, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, ახალი მტკიცებულებების მოძიების და სხვა მიზნებისათვის დაიშვება მაშინაც, თუ ირიბ ჩვენებაში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, საპროცესო კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს დაკითხვის/ გამოკვლევის ვალდებულებას. პირველწყაროს მოწვევა პროცესში შესაძლებელია მნიშვნელოვან (ობიექტურ და სუბიექტურ) სირთულეებთან იყოს დაკავშირებული: გარდაცვალება, დაუდგენელია ადგილსამყოფელი, უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და სამართალწარმოებაში მონაწილეობაზე, აღარ ახსოვს და ა.შ. შესაბამისად, თუ მოწმე მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა აწ გარდაცვლილი მოქალაქისაგან, აღნიშნული ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ობიექტურად არ ექნებათ შესაძლებლობა გადაამოწმონ პირველწყაროს სანდოობა . ირიბი ჩვენების გამოყენება, იკრძალება გამამტყუნებელი განაჩენის და ბრალის დადგენილების დასაბუთებისათვის. ირიბი ჩვენების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, დამატებითი მტკიცებულების მოძიების, მოწმის ჩვენების იმპიჩმენტის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ქონებაზე ყადაღის დადების, სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების, ჩხრეკა-ამოღების და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისათვის .

დათვალიერების, როგორც ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების უმთავრესი საშუალების ჩატარების თავისებურებანი

გამოძიების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეულ საგნებს ან მატერიალურ ობიექტებს, რომლებიც სწორედ მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების პროცესი ოთხი ელემენტისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ესენია: 1. მტკიცებულებათა შეკრება, 2. საპროცესო დამაგრება, 3. შემოწმება, 4. შეფასება. მტკიცებულებათა შეკრება ეს არის კომპლექსური ცნება, რომელიც მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოსაძებნად, აღმოსაჩენად და ამოსაღებად . ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმასიის ნიშან-თვისებები და რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულებებია, მაგალითად: ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი, სიგარეტის ნამწვი, ადამიანის სისხლის კვალი, დოკუმენტები, სხვა და სხვა ნივთიერებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ შედარებითი კვლევის ნიმუში, შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამასთანავე, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერების დროს უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ნივთიერი მტკიცებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, რადგან მათზე აღბეჭდილია მტკიცებულებითი კვალი. ისინი წარმოადგენენ: 1. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და საშუალებას; 2. დანაშაულის ჩადენის საგანს; 3. შეინარჩუნეს დანაშაულის სხვა და სხვა კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5. წარმოადგენენ დამნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყოფის საშუალებას . ნივთიერი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ ამ ინფორმაციის მეშვეობით დგინდება, თუ რა კავშირი აქვს ამა თუ იმ მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, თუ სისხლის სამართლის საქმეში, მთავარი ნივთიერი მტკიცებულება არის სისხლიანი იარაღი, რომელზეც დატოვებულია დამნაშავის თითის ანაბეჭდები და უცნობია აღნიშნული იარაღის წარმომავლობა ანუ სად და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი, დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აღნიშნული დანა არ იყო გამოყენებული მკვლელობის ჩადენის დროს. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების პირველი ეტაპია მოძებნა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას მათი ადგილსამყოფელის და ადგილმდებარეობის თაობაზე. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საპროცესო მოქმედების,ასევე ანონიმური ზარის საფუძველზეც. აღმოჩენას რაც შეეხება, იგი წარმოადგენს მტკიცების სუბიექტის მიერ კონკრეტული საგნის, ობიექტის, კვალის უშუალო აღქმას. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება გულისხმობს მტკიცების სუბიექტის მიერ მის მიღებას ანუ დაუფლებას. ძირითად შემთხვევებში იგი თან სდევს აღმოჩენას. მოძებნისაგან განსხვავებით, ნივთიერ მტკიცებულებატა ამოღება, მირება ყოველთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. მტკიცებულებათა შეკრების საშუალებები პირობითად შესაძლოა სამ ჯგუფად დაიყოს : 1. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ,2. საგნებისა და დოკუმენტების გამოთხოვა, 3. პროცესის მონაწილეთა მიერ მათი წარდგენა. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების ძირითად საშუალებას ამათგან საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენენ. ესენია დათვალიერება, ჩხრეკა და ამოღება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებამოვალეობანი. საგამოძიებო მოქმედებას დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით ან სასამართლოს განჩინებით ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს გამომძიებელს. გარდა ამისა, შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედება ჩატარედეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფისქაციის და ამოღების მეცნიერულ ტექნიკური საშუალებები. თუ იგი განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125 მუხლის მიხედვით დათვალიერება წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას , რომლის მიზანია დანაშაულის კვალის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა ან მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გარკვევა. დათვალიერება მოიცავს შემთხვევის ადგილის, საცავის, სადგომის, სათავსოს, გვამის, საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტების დათვალიერებას. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, აუცილებელია სასამართლო განჩინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე დათვალიერებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს ან მესაკუთრე წერილობით გამოხატავს თანხმობას . შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს დანაშაულის გახსნის წარმატებას და კონკრეტული პირის ბრალეულობის დადგენას . შემთხვევის ადგილად მიიჩნევა ადგილი, ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართი, სამსახურებრივი სადგომი ან სხვა დახურული თუ ღია ტერიტორია. დათვალიერების წარმოების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, რომლებმაც შეიძლება დამატებით მოიწვიონ ექსპერტი, დამცველი, დაზარალებული და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე . ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს სწორედ საგამოძიებო მოქმედების დროულად და სრულყოფილად ჩატარება წარმოადგენს. დათვალიერების ხარისხიანად ჩატარება ხელს უწყობს უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვებას, რომელიც შესაძლოა გამოძიების სწორად წარმართვის წინაპირობა გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში ადგილზე არსებული მტკიცებულებები შესაძლოა დაზიანდეს ან სრულად გაქრეს, რომლის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია . ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებად ასევე მიიჩნევა გვამის და ზოგადად, დოკუმენტების დათვალიერება. პირველის შემთხვევაში, გვამის გარეგნულ დათვალიერებას ახდენს მხარე და სასამართლო-სამედიცინო დარგის ექსპერტი. რაც შეეხება დოკუმენტის დავალიერებას, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნება აღმოჩენილი. აღნიშნული დოკუმენტებს შეიძლება წარმოადგენდეს, საბანკო ამონაწერები, მინდობილობები, ხელშეკრულებები, რომელთაც დათვალირების ძირითად მიზანს მათი ავთენტურობის დადგენა, არსებულ საქმესთან კავშირი, დანაშაულის კვალის გამოვლენა წარმოადგენს . აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ნივთი შენახულ იქნას პირველად მდგომარეობაში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მასალები, საქმის გამოძიების სწორად წარმართვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

ჩხრეკისა და ამოღების,როგორც მტკიცებულებათა შეკრების საშუალებებ ის ჩატარების თავისებურებანი
ჩხრეკის საგანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც საძიებოა და რის დასაძებნად და აღმოსაჩენადაც წარმოებს ეს საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკის ობიექტი კი არის ის, სადაც ან რაშიც უნდა ვეძიოთ გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე საგანი. ამ შემთხვევაში საძიებო საგანში იგულისხმება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ყოველგვარი ფასეულობა, დანაშაულის ჩადენის იარაღები, დოკუმენტები, კანონით აკრძალული სხვადასხვა სახის საგანი (ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ნარკოტიკული ნივთიერებები და სხვ.), ძებნაში მყოფი პირები, ადამიანის გვამი და სხვ. გასაჩხრეკი ობიექტების თავისებურებათა გათვალისწინებით, ჩხრეკის საგნების საძიებო ობიექტები შეიძლება იყოს საცხოვრებელი ბინა და სამსახურებრივი სამუშაო ოთახი თავისი დამხმარე სათავსოებით.თ ჩხრეკის ცალკე სახეებად უნდა მივიჩნიოთ2 : საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა დამხმარე სათავსებით; დაცული ადგილმდებარეობის ჩხრეკა; სამსახურებრივ ადგილზე სამუშაო ოთახის ჩხრეკა თავისი დამხმარე სათავსებით; პირადი ჩხრეკა.აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვმარტ₾ტ რომ ჩხრეკა არის პიროვნების ან დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და გაერთიანებების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული ისეთი იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი ბინის, შენობის, სამსახურებრივი სამუშაო ოთახის ან მდებარე დამხმარე სათავსების, ადგილმდებარეობის, პიროვნების და მისი კუთვნილი საგნებისა და ობიექტების (ხელბარგის, ტანსაცმლის, ტრანსპორტის და სხვ.) გამოკვლევა გამოსაძიებლ საქმეზე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების, დანაშაულის ჩადენის იარაღების და კვალის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და ფასეულობის, გადამალული გვამის, ძებნაში მყოფი პირის და ჭეშმარიტების დადგენისათვის საჭირო სხვა საგნებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების მიზნით.ჩხრეკის ანალოგიურად, ამოღებაც პიროვნების ან საწარმოო დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედებაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს, უმეტეს შემთხვევაში, უცნობი და გაურკვეველია, თუ ჩხრეკის შედეგად გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რა კონკრეტული სახის საგანი ან დოკუმენტი იქნება აღმოჩენილი. ამოღების დროს კი წინასწარი მონაცემებით უკვე გარკვეულია.ისევე, როგორც ჩხრეკის, ამოღების ჩატარების დროსაც საჭიროა გვქონდეს მოსამართლის, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება
ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.პირის ექსპერტად მოსაწვევად არარის სავალდებულო რომ იგი მუშაობდეს რომელიმე საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებყლ შემთხვევებში მხარეებმა ცალკეული მოქმედებები მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით უნდა ჩაატარონ.ექსპერტს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მოწმის სამართლებრივ სტატუსს შესაბამისად მას ეკისრება მისი უველა მოვალეობა .ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი.ქსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემასა და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს, ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების . თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია, გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს მას, იგი უფლებამოსილია, საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს არაუგვიანეს 48 საათისაინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;

მტკიცებულებათა კლასიფიკაცია-მტკიცებულებათა კლასიფიკაცია თავისი შინაარსის წარმომავლობისა და მნიშვნელობის მიხედვით პირობითად შეიძლება მოვახდინოდ შემდწგ ნაირად. გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები  პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები  პირველადი და წარმოებული მტკიცებულებები  პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები-გამამტყუნებელ და გამამართლებელ მტკიცებულებებს სხვაგვარად შეიძლება ვუწოდოთ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები. მოცემულ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს შეჯიბრებითი და თანასწორი სისხლის სამართლის პროცესი. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია,რომ გამოძიების ეტაპზე გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ეტაპზე მოიპოვოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასარგებლოა ბრალდებულის დაცვის პოზიციების გასამყარებლად, რომლებიც ამართლებენ ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულში ან ამსუბუქებენ მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარეს კანონით არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება გამოძიების ეტაპზე მტკიცებულების მოპოვებისას. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელ მტკიცებულებად მიიჩნევა ყველა ის მონაცემი და ინფორმაცია, რომელზეც ბრალდების მხარე ამყარებს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და რომელიც ამხელს პირს დანაშაულის ჩადენაში ,სასჯელის დანიშვნისას უმძიმებს მას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან სხვაგვარად ამძიმებს ბრალდებულის პროცესუალურ მდგომარეობას. ამის საწინააღმდეგოდ, გამამართლებელია ყველა ის მონაცემი ან ინფორმაცია, რომელიც ამართლებს პირს ჩადენილ დანაშაულში და რომელსაც იყენებს დაცვის მხარე ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების გასაქარწყლებლად ან ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები - მტკიცებულებები შესაძლოა დაიყოს ინფორმაციის წყაროს მიხედვით, ანუ თუ საიდან მომდინარეობენ ისინი. პიროვნულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ ცნობები და მონაცემები სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ,რომლებიც მიიღება სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირთაგან. ხოლო ნივთიერ მტკიცებულებებს მიეკუთვნება ის მონაცმები, რომლებიც მიიღება საგნის თვისებების, ნიშნების და მასზე დატოვებული კვალის აღქმით.პიროვნულ მტკიცებულებებს მიეკუთვნება მოწმის ზეპირი ჩვენება, მისი დაკითხვის ოქმი, ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს შედგენილი ოქმები, სადაც დაფიქსირებული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტებისა და გარემოებების თაობაზე გადმოცემულია პროცესის მონაწილე პირებისაგან. ნივთიერ მტკიცებულებებს კი წარმოადგენს დამნაშავის მიერ დატოვებული კვალი, დანაშაულის იარაღი და ა.შ პირველად მტკიცებულებად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება,რომელიც მიღებულია პირველი წყაროდან, ხოლო მეორე წყაროდან მიღებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი მიეკუთვნებიან წარმოებულ მტკიცებულებებს. მაგალითად, დანაშაულის თვითმხილველი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება პირველადი მტკიცებულებაა, ხოლო წარმოებული მტკიცებულებაა მოწმის ჩვენებ, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერი გავრცელებულ ცნობებს. ამ ტიპის მტკიცებულებას „ირიბი ჩვენება“ ეწოდება. 12 ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას უპირველესად უნდა მოხდეს პირველადი მტკიცებულებების გამოკვლევა,რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან მომხდარ ფაქტთან და იძლევიან უმნიშვნელოვანეს ცნობებს საქმესთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოში პირველადი მტკიცებულების წარდგენისას მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ დანაშაულის თვითმხილველ მოწმეს დაუსვან კითხვები და გამოავლინონ ის უზუსტობები,რაც ეჭვქვეშ დააყენებს მოცემული მტკიცებულების სანდოობას. ირიბი ჩვენებისას მოწმე პირადად არ შესწრებია დანაშაულს და იგი იმეორებს იმ ინფორმაციას, რაც სხვა პირებისგან მოისმინა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია სასამართლოში წარმოებული მტკიცებულებების გამოყენება, როდესაც საქმეში მოიპოვება მასთან დაკავშირებული პირველადი მტკიცებულებები.პირდაპირი მტკიცებულებების საშუალებით ხდება საქმეში მთავარი ფაქტების დამტკიცება. მაგალითად, სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკარდრი პირდაპირი მტკიცებულებაა, თუ მასში ჩანს, როგორ უხსნის ცეცხლს ბრალდებული დანაშაულის მსხვერპლს. არაპირდაპირი მტკიცებულება უშუალოდ პირდაპირ კავშირში არ არის მტკიცების საგანთან, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მთავარი ფაქტების შესახებ. 13 ასეთ მტკიცებულებეს შეგვიძლია მივაკუთვნოთ აუდიოჩანაწერი, სადაც ბრალდებული მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა რამდენიმე დღით ადრე. ეს ფაქტობრივი გარემოება მართალია, პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ პირი მოკლა ბრალდებულმა, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა გამოვიყენოთ ბრალდებულის მკვლელობაში სამხელად.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება  ნონიერების, კონსპირაციის,ურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის,ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს..კრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც:
ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს;     ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;საკონტროლო შესყიდვა;კონტროლირებადი მიწოდება;
საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა, ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება,არული საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ  განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და ასევე, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიშ ქმედებას წარმოადგენს.ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების აუცილებლობა თითოეულ  მუხლთან მიმართებაში  უნდა იყოს დასაბუთებული. ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენება.

წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების გაბისონიას და გაბრიჭიძის..
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 პრიმა 3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. კაზუსიდან დგინდება რომ გამოძიების პროცესში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ვიდეო და აუდიოჩაწერის სახით. სსსკ -ის 143 პირმა1 მუხლის 1-ლი ნაწილის ე) ქვეპუნქტის მიხედვით კი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეა ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება; კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათალისწინებული ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, რაც დარღვევაა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მე-2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას. ხოლო 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ არის აღნიშნული 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესახებ დანაშაული არ წარმოადგენს არც განზრახ მძიმე და არც განსაკუთრებით მძინე დანაშაულს და ასევე არც 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალშია მოცემული. შესაბამისად ამ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება არასწორად უნდა შეფასდეს. კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას მაგრამ შეიცავდა პირის მაკომპრომენტირებელ ცნობებს პირადი ცხოვრების შესახებ და ასეთი ინფორმაცია დაერთო საქმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პირებს და ასეთი ინფორმაციის საქმეზე დართვა, რომელიც საერთოდ არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას უკანონოა.

მირებული ოპერატიული ინფორმავიის საფუძველზ,პრკურორმა დიპლომატიური წამომადგებლის-122 მუხლის სამივე ნაწილია დარღვეულია წარმომადგენელის ხელმძღვანელის თანხმობიტ ან თხოვნით ანუ მან შედეგი მოლიწონა ეს იმაზე მეტყველებს რომ თანხმობა არმიუცია და მაინც ჩაატარეს ჩხრეკა ასევე ჩხრეკა ამოღებისთვის ხელმძღვანელის თანხმობა უნდა გამოითხოვოს საგარეო მინისტრმა და ამ ჩხრეკას სავალდებულოა ესწრებოდეს საგარეო საქმეთა წარმომადგენელი.

ბრასლდებლი პატარაია დაააკავეს-მე-18 მუხლის 1 ნაწილი,174 მ მე-5 ნაწილი, 38 მ 11 ე ნაწ.

ბასილაია-76 მუხლის ყველა ნაწილი,228 მუხლის მე-2 ნაწილი,242მ მე-3 ნაწილი(აქ თან ვამატებტ რომ ამ მუხლის საფუძველზე სასამართლო არარის უფლებამოსილი გამოიკვლიოს მტკიცებულებები ამის უფლება აქვს მხოლოდ მხარეებს და სასამართლოს უარი არის კანონიერი რადგან კანონმდებლობას აღნიშნული საკითხისათვის ნამდვილად არ განსაზღვრავს დროს.

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

ბრალდებული როგორც მოწმე
საქ საპროცესო კოდექსი ადვერსარობის პრინციპიდან გამომდინარე,ბრალდებულს უფლებას აძლევს საკუთარ საქმეზე ნებაყოფლობით მისცეს ჩენება,ჩვენების მიცემისას ბრალდებული სარგებლობს მოწმის სტატუსით.როგორც წესი დაცვის მხარის მოწმეს წარმოადგენს.იგი ინნფორმაციას მხოლოდ საკუთარი სურვილით იძლევა.სხვა მოწმეთაგან განსხვავებით ბრალდებულს შეუძლია თქვას უარი ჩვენებაზე და ამ შემთხვევაში უარის თქმისთვის კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარით ვერ აიძულებენ მისცეს ჩვენება.ბრალდებული მოწმედ დაიკითხება მხოლოდ მაშინ როდესაც ის ისურვებს.
საპროცესო კოდექის 47 მუხლის შესაბამისად ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს მოწმის სტატუსით და ნებაყოფლობით ჩვენება მისცეს როგორც მოწმემ.ბრალდებულის დაკითხვა მოწმის სახით შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.ეს ნიშნავს რომ შესაძლებელია დაიკითხოს როგორც მაგისტრატ მოსამართლესთან გამოძიებისას ასევე სასამართლოში საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.ბრალდებულის დაკითხვა გამოძიებისას ხდება მისი სურვილით პროკურორისა და გამომძიებლის მიერ.
სიცრუის დეტექტორი.
ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი სხეულის გაუცნობიერებელი მოქმედებების დასადგენად. ეს არის Polygraphentest .
პოლიგრაფიული სიცრუის დეტექტორი აღმოაჩინა ამერიკელმა Marston მა 20 საუკუნის დასაწყისში და პირველი ტესტიც ჩატარდა
ძირითადი იდეა ფსიქოფიზიოლოგიური სიცრუის დეტექტორის არის ის რომ სიცრუე პიროვნებაში ნერვოზულობას ანუ ნერვიულობას იწვევს, რომლის დადგენაც შესაძლებელია სხვდასხვა პარამეტრებით, მაგ.
გულისცემით,
სუნთქვით
კანის ფერის ცვალებადობით. ეს საზომი ერთეულები მეტყველებენ ან სიცრუეზე ან სიმართლეზე. სხეულის რეაქციის ინტენსივობას იწვევს
შინაგანი აღელვება და შიში, რომელსაც წარმოშობს დასმული კითხვები
პოლიგრაფია და სიცრუის დეტექტორი სინონიმებია და სინონიმებად გამოიყენება.
პოლიგრაფია ეს არის ხელსაწყო, რომლზეც ერთდროულად სხვადასხვა ფსიქოლოგიური რეაქციების ასახვა ხდება. მაგ წნევა, გულის ცემა, ოფლის წარმოშობა, კანის ფერის ცვალებადობა.. ეს არის ადამინის გაუცნობიერებელი რეაქციები, რომელიც ე. წ. Periphere Nervensystem წარმოიშობა
პირს ვისი შემოწმებაც ხდება დაუყენებენ შესაბმის ხელსაწყოს მaგ. სუნთქვის გამზომავი ქამარი. თითისელექტროდებს კანის სინათლის ცვალებადობის აღსაქმელად, ასევე წნევის გამზომავ მოწყობილობას ამას ან თვით პოლიგრაფი იწერს ან ამის ჩაწერა პირდაპი კომპიუტერსი ხდება
პოლიგრაფის ტესტი განხორციელება
პოლიგრაფიით გამოკვლევა ხდება არა საგამოძიებო ორგანოებში ან სასამართლოს შენობაში არამედ ექსპერტებთან. ტესტი ისეთ პირობებში უნდა ჩატარდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული, ტელეფონის ზარი, კარის შეღება ან დაკაკუნება ანუ ხელშშემშლელი ფაქტორები. ხელიშშემშლელ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე ოთახის მოწყობა, ოთახში არსებული ნივთები, ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული, არ შეიძლება ოთახმა გამოიწვიოს შიშის განცდა ამ პირში. პირს, რომელსაც ტესტ უტარებენ ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ აუხსნა პროცესის მიმდინარეობა და ასევე განუმრტო რომ მას ნებისმიერ დროს უფლება აქვს შეწყვიტოს ტეტსი. სასამრთლოსთვის კი ექსპერტები დასკვნას აკეთებენ ჩატარებული ტესტის თაობაზე. სადაც უნდა იყო მითითებული გამოყენებული მეთოდები, გამოკვლევის მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო გარემოებები უნდა აღინიშნოს.
სიცრუის დეტექტორი არ ნიშნავს, რომ სცრუეს აღმოაჩენს. შეფასება უნდა მოხდეს გამოკვლეულის . ორი ტესტი არსებობს
ა. მაკონტროლებელი კითხვები (Control Question Test_ CQT)
b. ქმედების ჩადენის ცოდნის ტესტი (ასევე Consealed Information Test CIT)
აქედან მხოლოდ პირველი ტესტი ემსახურება, კერძოდ მაკონტროლებელი კითხვები სიცრუეს განსაზღვრავს.
პირს უსვავენ ქმედების ირგვლივ შეკითხვებს და პარალელურად ასევე მაკონტროლებელ კითხვებს
Guilty Knowledge Test_GKT) ამ ტესტის დროს ხდება არა სიცრუის დადგენა, არამედ ცოდნის შემოწმება.

მაკონტროლებელი კითხვები

მაკონტროლებელი კითხვები ეს არის კითხვათა ცვლა უწყინარი და კრიტიკული კითხვების მაგ
პეტრე გქვიათ? ჩანთაში ბომბი გაქვთ?
არსი იმასი მდგომრეობს, რომ მოულოდნელმა კითხვებმა დამნაშავე პირის ქვეცნობიერი სხეულის რეაგირება უნდა რეაგირება უნდა გამოიწვიოს.
სტატისტიკთ დადგენილია რომ შეცდომა ერთ მეხუთედშია. ამერიკაშიც და გერმანიაშიც საქართვეოსიც დაუშვებელი მტკიცებულებაა
შესამოწმებელ პირს უსვავენ 10 შეკითხვას. სამი კითხვა აქედან შეეხება უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებას მაგ თქვენ მოიპარეთ საათი? მომდევნო სამი ან ოთხი კითხვა არის მაკონტროლებელი, რომელიც ასევე ემოციურად დატვირთულია და წინაკითხვების თემატიკასაც მოიცავს, მაგ. ბავსვობასი თუ რაიმე მოგიპარავთ?
დანარჩენი სამიდან ოთხ კითხვამდე ნეიტრალურია, და რაიმე ემოციას არ იწვევენ, მაგ სკამზე ზიხართ?
აკონტროლებელი კითხვების მომზადება წინასწარ ხდება და საკმაოდ დიდ მუშაობასთანაა დაკავშირებული
ტესტის იდეა შემდეგია:
უდანაშაულობს შემთხვევასი პირი მისთვის არასასიამოვნო მაკონტროლებელ შეკითხვებზე ძლიერ არ რეაგირებს, ძლიერი რეაქცია არ აქვს, ასევე მნიშვნელოვან კითხვებზეც
თუ მას ქმედება არ ჩაუდენია, თეორიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქმედებასთან მიმართებაში დასმულ კითხვებზე მან არ უნდა ინერვიულოს და ნერვიული რეაქციები არ ჰქონდეს. ხოლო თუ ქმედებაა აქვს ჩადენილი პირიქით უნდა ინერვიულოს.
მაკონტროლებელი კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმ პიროვნებაში ვისაც ტესტი უტარდება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური რეაქცია. ამიტომ ეს კითხვები ისეა ფორმულირებული, რომ იწვევს გამოსაცდელ პირში მერყეობას რომ ის სრულ სიმართლეს ამბობს ამისი მიღწევა ხდება პირის ბიოგრაფიის შესწავლით და კითხვა მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით დასმულია ზოგადად, რომელიც პირს უქმნის განცდას, რაღაც გამორჩა, მაგ, თუ როდისმე გაგიკეთებიათ
ნეიტრალური კითხვები არარელევანტურ ასპექტებს ეფუძნება გარემოს, მაგ ხეებს მწვანე ფოთლები აქვთ?
სიცრუის დეტექტორი აფიქსირებს არა სიცრუეს არამედ მხოლო სხეულის რეაქციას, რომელიც მის ნერვიულობზე შიშზე და მერყეობაზე უთითებს.
ლექცია 7777 მოწმის დაკითხაა
ბრალდებულის დაკითხვის უფლების შეზღუდვა

საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებულის დაკითხვის უფლების შეზღუდვის სხვადასხვა შემთხვევბს. ერთ ერთი მათგანი განვიხილეთ მოწმის უფლება უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. ბრალდებული მოკლებულია ასეთ შემთხვევაში დაკითხოს ეს პირი

მეორე ასეთ შემთხვევას წარმოადგენს

მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიებების ქვეშ მყოფი მოწმე.

ბრალდებულის უფლება დაკითხოს მოწმე შეზღუდულია იმ მოწმეთა წრით რომელთა მიმართაც ხორციელდება დაცვის

სპეციალური ღონისძიებებები
ისევე როგორც ყველა მოქალაქეს მოწმესაც გააჩნია კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება, კერძო ავტონომიის უფლება. (კონსტიტუციის მე-15. მე16 მუხლები) ამიტომაც სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოქალაქეების მითითებული უფლებები, მის მიერ მოწმის მოვალეობის განხორციელებეისას. მოწმე არ შეიძლება განხილულ იქნეს პროცესი მხოლოდ ობიექტად.მოწმის დაცვა ამიტომ უნდა იქნეს განხილული კონსტიტუციური და სამართლებრივი სახლემწიფოებრივი თვალთახედვით.
ეს კონსტიტუციურსამრთლებრივი დაცვა მოწმის წარმოადგენს ერთის მხრივ საფრთხის თავიდან აცილებას.
მაგ პოლიციელთა მეშვეობით პირის დაცვა. პირს მუდამ თან ახლავს გადაადგილებისას პოლიციის თანმშრომელი ან თანამშრომლები, თანმხლები დაცვა. ან მაგ მოწმის ახალი იდენტიფიკაციის შექმნა. ამ ღონისძიებებით მოწმის დაცვა ხდება სასამრთლო დარბაზს გარეთ, სასამრთლოს სხდომის გარეთ.

პროცესიდან გამომდინარე შესაძლებელია მოწმეთა შემდეგი სახეები გამოვყოთ, რომლებიც დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს საჭიროებენ

1.მოწმეები, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. კერძოდ მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება ან მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას. საფრთხე შესაძლებელია მოდიოდეს თვით ბრალდებულისაგან, მისი თანამონაწილისაგან მაგ. ორგანიზებულ დანაშაულთა შემთხვევბში
და
მეორე ჯგუფი, რომლებსაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემის დროს, სადაც დაკითხვას ასევე ესწრება ბრალდებული და მისი დამცველი მოწმეს ემუქრებს ფსიქიკური გავლენა, მაგ არასრუწლოვანი დაზრალებული, ან მცირეწლოვანი დაზრალებულის შემთხვევაში
პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე
განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას
მოწმის დაცვის მიზანი
მიზანი გამომდინარეობს 57-ე მუხლიდან, მიზანს წარმოადგენს მოწმისათვის იმ საფრთხის თავიდან აცილება რაც ემუქრება მოწმის სამრთლებრივი სიკეთეს ეს არის მისი სიცოცხლე ჯანმრთელობა ქონება, ასევე ახლო ნათესავები, იმის გამო რომ მოწმე თავის მოვალეობას ასრულებას და ჩვენებას იძლევა, მოწმის დაცვა სწორედ იმას ემსახურება, რომ მოწმეს არ ეშინოდეს მისი მოვალეობის შესრულებისას მოსალოდნელი საფრთხეების.
დაცვის სპეციალური ღონისძიება ასევე მიმართულია მოწმის ჩვენების მისაღებად. ვინაიდან სხვა შემხვევაში მოწმე ჩვენებას არ მისცემს ან არასწორ ჩვენებას მისცემს, ამიტომ მოწმის დაცვის ინსტიტუტს მტკიცებულების უზრუნველყოფის ფუნქციაც გააჩნია.
მოწმის დაცვისას მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოწმის სრულყოფილი დაცვა პროცესის წინ პროცესის მიმდინარეობისას და პროცესი შემდეგ. ასევე მისი ოჯახის წევრების
დაცვის განხორციელების ღონისძიებები გათვალისწინებულია 65-ე მუხლში
68-ე მუხლიდან გამომდინარე
დაცვის ერთ ერთი საშუალებაა მოწმის იდენტიფიკაციის დაცვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ
ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;

ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მინიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გა საიდუმლოება;

უსაფრთხოება მოწმის
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);

საცხოვრებელი ადგილი
საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი 1997 წლის და 2005 წლის რეკომენდაციები მოწმის დაშინებისა და ბრალდებულის უფლებების შესახებ. (recommendation No 97 13 of Ministers State concerning Intimidation of Witnesses and the right of the defence
მოწმის დაცვის ინსტიტუტის კომფლიქტი პროცესის ინტერესებთან
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოწმის დაცვის სპეციალური ინსტიტუტი გავლენას ახდენს მოწმის, როგორც მტკიცებულების საქმის არსებითი განხილვისას გამოყენებაზე, იგი კოლიზიაში მოდის პროცესის სხვა გარანტიებთან და პრინციპებთან

1. მხრაეთა მიერ მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის პრინციპი
საპროცესო კოდექსის

მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა
1. სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

სსსკ-ის 259-ე მუხლის

3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა სასამრთლო პროცესზე ?

ვინაიდან სწორედ მხარეთა მიერ მოწმის უშუალოდ დაკითხვისას უნდა შეიქმნას წარმოდგენა მოწმეზე და მის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, ვინაიდან საბოლოოდ მტკიცებულებათა შეფასებას აკეთებს და გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. პრობლემას წარმოადგენს როდესაც მოწმის დაკითხვა საერთოდ ვერ ხერხდება საქმის არსებითი განხილვისას და ხშირად მტკიცებულების სუროგატის გამოყენება ხდება. მტკიცებულების სუროგატი თავისთავად აღებული ზღუდავს სიმართლის დადგენას . ეს კი თავისთავად ზღუდავს სამართლიან სასამრთლო პროცესს. სამართლიანი განაჩენის დადგენა, მხოლოდ სამართლიან სასამართლო პროცესზე დაიშვება.
აღნიშნულს უპირისპირდება მოწმე,

ა. რომელსაც ან
ბ.რომლის ნათესავებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ემუქრებათ.
ან
გ. მათი ფსიქიკიდან გამომდინარე გარკვეულ გავლენას ახდენს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება ან თვით ბრალდებული.

აქედან გამომდინარე ეს მოწმეები,რომელებიც დაცვას საჭიროებენ, რომც დაიკითხონ სასამართლო პროცესზე მითითებულ ფაქტორთა გამო სიმართლეს არ იტყვიან, ვინაიდან ან
ა.ეშინიათ ან
ბ. რცხვენიათ,
გ. ან მიკერძოოებულები არიან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო.

აქედანგამომდინარე შესაძლებელია დასკვნა გავაკეთოთ, რომ მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიება სწორედ სიმართლის დადგენისაკენ და სწორი ჩვენებისაკენ არის მიმართული.

2, ბრალდებულის დაცვის ინტერესებთან

მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება ნიშნავს დაცვის უფლების შეზღუდვას
ბრალდებულის აქტიური როლი პროცესში გულისხმობს ასევე მის მიერ ან მისი ადვოკატის მიერ მოწმის დაკითხვას მის კონფრონტაციის უფლებას მოწმეზე. ევროპული კონვენციის მე - 6 მუხლის მე 3 ნაწილის d ქვეპუნქტიდან გამომდინარე პროცესის რომელიმე სტადიაზე ბრალდებულს უფლება უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, ამას მოითხოვს ეფექტური დაცვა. საქართველოს საპროცესო კოდექსი იცნობს 114-ე მუხლის შესაბამისად მოწმის დაკითხვას დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში გამოძიების პროცესში
ეს ჩვენება კი 243-ე მუხლიდან გამომდინარე დასაშვებია გამოქვეყნდეს საქმის არსებით განხილვაზე და მიღებულ იქნეს მტკიცებულებად.
   

1

მუხლი 243. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა და მისი დისტანციური დაკითხვა
1. გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი უნდა დაიკითხოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წესით.

მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.
3. არ დაიკითხება ის მოწმე , რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე ამ კოდექსის 114- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამო . ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება . ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს , თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით .
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

ამდენად კოფლიქტი არსებოს
მოწმის დაცვას, დაცვის უფლებასა და გარემოებების გამოკვლევას შორის. მოწმის დაცვა უპირისპირდება პროცესის ორივე ინტერესს დაცვის უფლებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას.

მოწმის ცნება, რომელსაც საფრთხე ემუქრება
საფრთხე ემუქრება მოწმეს,თუ მის მიერ მოწმის მოვალეობის შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელია ა.მისი ან .
ბ. მისი ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის საშისროება;
ასეთი საფრთხე თან ახლავს მუდამ ორგანიზებულ დანაშაულებს, თუ მოწმე მათ წინააღმდეგ მისცემს ჩვენებებს.განსაკუთრებით ეს ეხება იმ პირებს, რომლებიც წარსულში ამ კრიმინალური ორგანიზაციის წევრი იყო, აქ ხშირია შურისძიების მცდელობა. ხშირად ასეთ შემთხვევბში საფრთხე ემუქრება კონფიდენტს ან ნდობით აღჭურვილ პირებს.საფრთხე შესაძლებელი ჩვეულებრივ მოწმესაც და დაზარალებულ მოწმესაც შეექმნას მოწმის მოვალეობის შესრულებისათვის
მოწმის მიმართ საფრთხე სხვადასხვა კუთხით შეიძლება არსებონდეს
მაგ. მოწმის დაცვა გახდეს საჭირო სასამრთლო დარბაზში, დარბაზში მყოფი საზოგადოებისაგან, მოწმე რომელიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევა ან
მოწმის დაცვა სასამრთლოს სხდომის დარბაზს ფარგლებს გარეთ, როდესა მას საფრთხე მის საცხოვრებელ ბინაში ემუქრება, მას ბინაში დაესხმიან თავს ან ჩაუსფრდებიან.ასეთ შემთხვევასი მოწმის ადგილსამყოფელი უცნობი უნდა იყოს, რათა მასზე არ განხორციელდეს თავდასხმა.
ამ სემთხვევბსი გამოიყენებნ ასევე პირის იდენტიფიკაციის შეცვლასაც.

საფრთხის წარმოშობის საფუძველია
a. დანაშაულის სახე, მაგ ორგანიზებულ დნაშაულთა საქმეებზე მოწმის ჩვენება
b. 2. მოწმის სახე, რომელ მოწმეზეა საუბარი. ყველა მოწმეს არ ემუქრება საფრთხე. განსაკუთრებით საფრთხე იმ პირებს ემუქრებათ ვინც მზადყოფნას გამოთქვავენ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის

მოწმის დაცვის სახეები
მოწმის დაცვის ორი სამართლებრივი საშუალება არსებობს
ეს არის
სისხლის სამრთლის პროცესი, კერძოდ პროცესის
68-ე მუხლითა გათვალისწინებული ღონისძიებებით
ასეთი ღონისძიებებია:
ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;
ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გა საიდუმლოება;
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);
დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა;
ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია).
აც ხორციელდება
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვით . ამ ღონისძიებას იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესის მონაწილე პირების მიმართ.
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.
ჩამოთვლილი ღონისძიებები არის პროცესუალური, ხოლო ამ ღონისძიების პროცედურის განსაზღვრა კი პოლიციური, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს დაცვას
მთელი რიგი საპროცესო ნორმები მოწმის დაცვასაც ემსახურება. მაგ ბრალდებული გაყვანა მოწმის დაკითხვისას სხდომის დარბაზიდან
მე 40 მუხლის 1 ნაწილი
1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.
სასამართლო სხდომის დახურვა 182-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტი
გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;
საჯაროობის გამორიცხვა დაცვის უფლებას ნაკლებად ხელყოფს. მოწმის დაკითხვისას მნისვნელოვანია ბრალდებულის კონფრონტაციის უფლება. საჯაროობის გამორიცხვით ბრალდებულს მაინც აქვს საშუალება მოწმის დაკითხვაში დახურულ სასამრთლო სხდომაზე მიიღოს მონაწილეობა.
ნებართვა მოწმემ დაკითხვისას არ მისცეს ინფორმაცია მისი საცხოვრებელი მისამრთის თაობაზე,თუ არსებობს საფრთხე მასზე ზემოქმედების. ზემოქმედება სესაძლებელია სხვადასხვა სახის იყოს. ზემოქმედებათა სახეების გარკვეულ ნაწილს ითვალისწინებს 243-ე მუხლი
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის,
ადგილმდებარეობის დაფრვა, რა თქმა უნდა ბრალდებულის კონფრონტაციის უფლებასთან კოლიზიაში არ არის. ძალიან უმნიშვნელოა საკითხი მოწმის დამაჯერებლობის გადამოწმება, კერძოდ საცხოვრებელ ადგილზე მისვლა და მეზობლების გამოკითხვა
მოწმის სანდოობა
მოწმის სანდოობა და მისი ჩვენების სარწმუნოობა ა. მოწმის სანდოობა მოწმის ჩვენება შეესაბამება თუ არა სიმართლეს, მოწმის სანდოობით განისაზღვრება. საქართველოს საპროცესო კოდექსი შეიცავს ნორმას მოწმის სანდოობის თაობაზე (სსსკ‑ის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის შესაბამისად, მოწმის სანდოობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება აკრძალულია. მოწმის სანდოობა ორი ელემენტისაგან შედგება: ა. უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობისა და ბ. მის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობისაგან. მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება მაშინ დაედოს, თუ ბრალდებულს ან მის დამცველს შესაძლებლობა ჰქონდა მოწმე არსებითი განხილვისას, თუ არსებითი განხილვისას მოწმის დაკითხვა შეუძლებელი იყო, გამოძიების პროცესში უშუალოდ დაეკითხათ.

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

1)მოწმის სანდოობა და მისი ჩვენების სარწმუნოობა ა. მოწმის სანდოობა მოწმის ჩვენება შეესაბამება თუ არა სიმართლეს, მოწმის სანდოობით განისაზღვრება. საქართველოს საპროცესო კოდექსი შეიცავს ნორმას მოწმის სანდოობის თაობაზე (სსსკის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის შესაბამისად, მოწმის სანდოობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება აკრძალულია. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება, განაჩენს რომ დაედოს საფუძვლად როგორც მტკიცებულება, უნდა იყოს უტყუარი და დამაჯერებელი. მოწმის სანდოობის ცნებას საპროცესო კოდექსი არ განმარტავს (სსსკ-ის მე-3 მუხლი). მოწმის სანდოობის შეფასებისათვის გამოიყენება მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია და დაკავშირებულია, როგორც მოწმის პიროვნებასთან, ასევე მის ჩვენებასთან.14 მოწმის სანდოობის დადგენა ნიშნავს, მხარეთა მიერ როგორც უშუალოდ მოწმის პიროვნების ასევე, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გამოკვლევას და შეფასებას – ჩვენება სიმართლეს შეესაბამება თუ არა, კერძოდ, ჩვენება ეფუძნება თუ არა უშუალოდ მოწმის მიერ აღქმულს და განცდილს. არასწორი ინფორმაციის მიცემის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მოწმე განზრახ ცრუობს თუ შეცდომას უშვებს. ვინაიდან საპროცესო კოდექსი არ განმარტავს მოწმის სანდოობის ცნებას, მისი განსაზღვრისა და კრიტერიუმების შეფასებისას, უნდა ამოვიდეთ ჩვენების მიცემის ფსიქოლოგიიდან, რომლის შეფასება, განვრცობა და მოდიფიცირება ხდება სასამართლო პრაქტიკაში.15 მოწმის სანდოობა ორი ელემენტისაგან შედგება: ა. უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობისა და ბ. მის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობისაგან. მოწმის სანდოობის დასადგენად, მისი ჩვენების შეფასებისას, ამოსავალია მოწმის ჩვენების სარწმუნოობის (დამაჯერებლობის) შეფასება – რამდენად დამაჯერებელი და სარწმუნოა მის მიერ მიცემული ინფორმაცია. მოწმის პიროვნების სანდოობა, რომელიც ინფორმაციის მიმცემი პიროვნების საიმედოობას მოიცავს ფორმალურად, დამხმარე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, მისი ჩვენების სარწმუნოობის შეფასებისას.16 მოწმის სანდოობის შემოწმება წარმოებს მითითებული ორი ელემეტის ერთობლივი შემოწმებით. მოწმის პიროვნების სანდოობის შემოწმებისას ხდება მისი პირადი კომპეტენციის შემოწმება, ხოლო მოწმის ჩვენების სარწმუნოობის შემოწმებისას კი, მისი ჩვენების შინაარსის დამაჯერებლობისა და სარწმუნოობის შემოწმება. მოწმის პიროვნების სანდოობის კრიტერიუმებია: პიროვნული ნიშნები/ინდივიდუალური, მოტივაცია და მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას. მოწმის სანდოობის შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს ჩვენების მიცემის ფსიქოლოგია.17 ფსიქოლოგიის პროფესორის, უნდეუჩის (Undeutsch) მიერ წარმოებული კვლევის შედეგად, მოწმის ჩვენების სარწმუნოობა უხეშად, შედგება შემდეგი კრიტერიუმებისაგან: 1. პიროვნული ნიშნები, მოწმის ინდივიდუალური განვითარების მდგომარეობა; 2. მოტივი; 3. ჩვენების ისტორია; 4. მოწმის ქცევა დაკითხვისას; 5. მოწმის ჩვენების ანალიზი.18 თანმიმდევრობით თითოეული კრიტერიუმის შეფასება შესაძლებლობას იძლევა მთლიანად მოწმის სანდოობის თაობაზე დასკვნის გასაკეთებლად. აქედან უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობის კრიტერიუმებია: მოწმის პიროვნული ნიშნები პიროვნების კრიტერიუმების დადგენისას, უნდა გამოიკვლიონ და შეაფასონ პირის ინტელექტუალური, ენობრივი კომპეტენციები, თემატური თუ საგნობრივი ცოდნა, ასევე, გამოცდილება. პიროვნული კრიტერიუმები მცირე ინფორმაციას იძლევა პირის მიერ მიცემული ინფორმაციის სარწმუნოობაზე, მაგალითად, პიროვნებამ, რომელმაც ერთხელ უკვე მისცა ცრუ ინფორმაცია, შესაძლებელია მეორედ სრული სიმართლე თქვას, კარგი რეპუტაციის მქონე პირმა კი, იცრუოს. მოტივი მოტივმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს მოწმის ჩვენების სარწმუნოობაზე. ცრუ ჩვენების მიცემის ყველაზე გავრცელებული მოტივია პირადი ინტერესები, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიმართლემ მისი ინტერესები შეიძლება დააზიანოს.19 თუმცა, მოტივი დღეისათვის ჩვენების მიცემის ფსიქოლოგიაში დიდ როლს აღარ ასრულებს, ვინაიდან ურთულესია რეალური მოტივის დადგენა. თუ საქმის არსებითი განხილვისას მოტივი აშკარად გამოიკვეთება, სასამართლო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის შეფასებას. მოტივის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პირი ცრუობს. მხოლოდ მოტივის დადგენა საკმარისი არ არის შეფასების გასაკეთებლად, რომ პირი ცრუობს, მოტივის დადგენასთან ერთად, ასევე, უნდა დადგინდეს გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოტივი განაპირობებს ცრუ ჩვენების მიცემას. მოტივის არსებობისას, მნიშვნელოვანია ჩვენების ინდივიდუალური შეფასება, განსაკუთრებით შურისძიების მოტივის არსებობისას, ხომ არ განაპირობებს შურისძიების მოტივი არასწორი ინფორმაციის მიცემას. მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას დაკითვისას მოწმის ქცევა გულისხმობს ინფორმაციის მიმცემი პირის ფიზიკურ, გარეგნულ, სხეულებრივ მდგომარეობას ჩვენების მიცემისას. კერძოდ, მთელი რიგი გარეგნული ნიშნების გამოვლენას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში წარმოეშობა ე. წ. სხეულის ენის გამაფრთხილებელი სიგნალი, მაგალითად, ოფლიანობა, წამოწითლება, დაფოთვლა, პირის სიმშრალე, გაძნელებული სუნთქვა, თვალის არიდება, ხმის ტემბრის ცვლილება, ნერვიული სიცილი და სხვა მიმიკები. თუმცა, სასამართლო ამ ნიშნების შეფასებასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რამეთუ შესაძლებელია ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს არა ცრუ ინფორმაციის მიცემით, არამედ პირისათვის ზოგადად, დაკითხვის უჩვეულო სიტუაციით. დაკითხვისას როგორც წესი, ცრუ ინფორმაციის მიცემისას, პირმა მიცემულ ჩვენებაში ერთად უნდა მოაქციოს სწორი და ცრუ ინფორმაცია. ფიზიკური სიმპტომები ადამიანის სხეულში და სხეულზე ჩნდება იმ დროს, როდესაც პირმა არასწორი ინფორმაცია სწორი ინფორმაციის სტრუქტურაში უნდა მოაქციოს. არასწორი ინფორმაციით ხდება სწორი ინფორმაციის სტრუქტურის წყვეტა. იქ სადაც პირი სწორ ინფორმაციას აწვდის – მისი მიმიკა, მეტყველება, ჟესტიკულაცია ბუნებრივია. იმ ნაწილიდან, სადაც მან არასწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს – პირი არაბუნებრივია, ხმამაღლა საუბრობს ან პირიქით, ხმადაბლა, ზედმეტად სერიოზულია.20 ერთიანი მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, რომ სხეულებრივი, ფიზიკური სიმპტომები ან/და თვალში მოსახვედრი ქცევები ინფორმაციის მიცემისას არ არის პირის მიერ სიმართლის შესაბამისი ჩვენების მიცემის საიმედო საზომი. მოწმის პიროვნების სანდოობა გამოიყენება მოწმის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად. მოწმის ჩვენების სარწმუნოობა მოწმის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის შემოწმება ეფუძნება ვარაუდს, რომ მოწმის მიერ რეალურად აღქმული ინფორმაცია გამოგონილისაგან განსხვავდება როგორც თვისობრივად, ასევე ხარისხობრივად. მოწმის ჩვენების სარწმუნოობა, რომელიც მოიცავს სანდოობის ზემოთ განხილულ ყველა კრიტერიუმს შედგება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმებისაგან: ჩვენების ისტორია, ჩვენების შინაარსი და ანალიზი. უნდეუჩის კვლევებზე დაყრდნობით, ფსიქოლოგი, პროფესორი არნტცენი (Arntzen) ჩვენების სარწმუნოობის ოთხ ნიშანზე აკეთებს აქცენტს, ჩვენების შინაარსი, ჩვენების მიმდინარეობა, ჩვენების გადმოცემა, ჩვენების მოტივი21 (ჩვენების მოტივზე და გადმოცემზე ზემოთ ვისაუბრეთ). ჩვენების შინაარსი მოიცავს ჩვენების დეტალურობასა და შინაარსობრივ თავისებურებებს.22 მისი ნიშანია ჩვენების ჰომოგენურობა, კერძოდ, შინაგანი ჰომოგენურობა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენების ეპიზოდები (ნაწილები) ურთიერთსაწინააღმდეგო არ უნდა იყოს და ერთ მთლიანს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენების შინაარსის განვრცობისას, ახალი ინფორმაცია და ადრე მიცემულ ინფორმაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, ხოლო გარეგანი ჰომოგენურობა გულისხმობს, რომ ჩვენების შინაარსი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მნიშვნელოვანია ჩვენების განსაკუთრებული დეტალების ან დამტებითი გარემოებების გადმოცემა, რომლის გამოგონებაც ძალიან რთულია. ჩვენების მიმდინარეობა გულისხმობს რამდენჯერმე წარმოებული დაკითხვისას ჩვენების უცვლელობას, ასევე ჩვენების განვრცობას ახალი ინფორმაციით, რომელიც არ ეწინააღმდეგება უკვე მიცემულ ინფორმაციას. ჩვენების სტრუქტურა უცვლელი და მუდმივი რჩება.23 ეს კი, მიუთითებს ჩვენების სარწმუნოობის შეფასებისას სამ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე – ჩვენების შინაარსის, სტრუქტურისა და გამეორების კრიტერიუმებზე. ჩვენების ისტორია – ჩვენების წარმოშობის ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენების სარწმუნოობის შესამოწმებლად. პირველად მიცემულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ინფორმაციის რეკონსტრუქციისათვის მნიშვნელოვანია შემოწმდეს რა სიტუაციაში (ვითარებაში), ვის მიმართ, შემთხვევიდან რა დროის გასვლის შემდეგ იქნა პირველად ჩვენება მიცემული, მას შემდეგ კიდევ რამდენჯერ მისცა ინფორმაცია პირმა, ხომ არ იქნა სუგესტიური დაკითხვის წესით ჩვენება მიღებული. ვინაიდან, სუგესტიური დაკითხვისას ხდება დასაკითხ პირზე ზემოქმედება, დასაკითხი პირი ექცევა სუგესტიური კითხვების გავლენის ქვეშ. სუგესტიური დაკითხვისას, მანიპულაციით ხდება პასუხის მიღება. ინფორმაციის მიმცემი პირი ექცევა რა, სუგესტიური დაკითხვის გავლენის ქვეშ, დაკითხვის შემდეგ, დარწმუნებულია, რომ სუგერირებული დეტალები მან თვითონ აღიქვა, ეს კი, იწვევს ინფორმაციის გაყალბებას.24 ამგვარად, ჩვენების მიცემის ფსიქოლოგია მოწმის სანდოობას უკავშირებს მოწმის პიროვნებასა და მის მიერ მიცემულ ჩვენებას. მოწმის პიროვნების მიერ მიცემული ჩვენება წარმოადგენს მოწმის სანდოობის გამოკვლევის საგანს, რაც ხორციელდება ჩვენების მიცემის ფსიქოლოგიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით.25 მოწმის სანდოობის შესაფასებლად ზემოთ მითითებული კრიტერიუმები არ არის ამომწურავი და არც შეიძლება ასეთი ამომწურავი კატალოგის შედგენა. ყოველ კონკერტულ საქმეში კონკრეტული მოწმის დაკითხვისას სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავენ მის სანდოობას. ეს კრიტერიუმები ეხმარება სისხლის სამართლის პრაქტიკას მოწმის სანდოობის შეფასებაში.

2) მოწმის ავტონომიური ცნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით.
მოწმის ცნებას აუტონომიურად, მიზანმიმართულად, მისცა საკმაოდ ფართო განმარტება, კერძოდ, ევროპული სასამართლო მოწმის ცნებაში მოიაზრებს არა მხოლოდ იმ პირს, რომელიც სასამართლოს წინაშე უშუალოდ იქნა დაკითხული და ჩვენება მისცა, არამედ ასევე, იმას, რომელიც სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა, გამოკვლევისას არ დაკითხულა, და შესაბამისად ჩვენება არ მიუცია, ან რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს სახელმწიფოს საპროცესო კანონმდებლობით არ განიხილება როგორც მოწმე. მამხილებელი (ბრალდების) მოწმე შეიძლება იყოს თანაბრალდებული, რომელიც ბრალდებულის საწინააღმეგო ჩვენებას იძლევა, მიუხედავად, იმისა ეროვნული კანონმდებლობა, მას მოწმედ განიხილავს თუ არა. პირის მოწმედ ყოფნისათვის მთავარია მის მიერ უშალოდ პროცესის დროს ან პროცესის ფარგლებს გარეთ, მიცემული ჩვენება წარედგინოს დაკითხვის მწარმოებელი უფლებამოსილი პირის მიერ, ეს იქნება წერილობითი თუ წაკითხვის მეშვეობით თუ დაკითხვის ფორმით. მოწმედ შეიძლება ჩავთვალოთ პირი, რომელიც პირველადი წყაროდან მოსმენილ ინფორმაციას გადმოსცემს. სასამართლო ჩვენებას შეაფასებს თუ არა მოწმის სტატუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოწმე რა ეტაპზე მისცემს ჩვენებას, მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ეს ჩვენება გახდეს სასამართლოს განხილვის საგანი, და მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას არ იქნეს დარღვეული მოწმის კონფრონტაციიის უფლება, ბრალდებულის კონფრონტაციიის უფლება მხარეთა სამართლიანი მოსმენისა და შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპების გამოხატულებაა. უშუალობის პრინციპიდან გამომდინარე ყველა მტკიცებულება უნდა იქნეს გამოკვლეული პროცესზე. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს პრაქტიკაში არსებულ გარემოებებს და სამართლიანად უთითებს, რომ გარკვეულ ვითარებაში, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ევროპული სასამართლო მამხილებელ მოწმეს (ბრალდების მოწმეს) სამ მოთხოვნას უყენებს:
1) მამხილებელი (ბრალდების) მოწმე მთავარ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადდეს და დაკითხულ იქნეს მხარეთა მიერ;
2) თუ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება მთავარ სასამართლო სხდომაზე, მისი გამოუცხადებლობის პროცესუალური კომპენსაცია უნდა მოხდეს იმით, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს ან უნდა ჰქონოდა შესაძლებობა, პროცესის ფარგლებში ან თუნდაც პროცესის ფარგლებს გარეთ, უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს ან მიეღო მამხილებელი მოწმის დაკითხვაში;
3) ასეთ მტკიცებულებებს შეზღუდული მტკიცებულებითი ღირებულება აქვს. დაუშვებელია მხოლოდ ასეთი მტკიცებულება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძლვად.

3 ) ანონიმური მოწმე:
საქართველოს სისხლის სამართალი ითვალისწინებს გამოძიებისა და დევნის დაწყებას ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე; ანონიმური ცნობის საფუძველზე გამოძიების დაწყება გამომძიებლისა და პროკურორის დისკრეციაა; ევროპული სასამართლო ადგენს ანონიმური ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების ფარგლებს;
ანონიმიური მოწმეები არიან პირები, რომელთა იდენტიფიკაციის გამჟღავნება უშუალოდ მათ ან მათ ახლობლებს საფრთხეს უქმნის. ანონიმური მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ანონიმური მოწმის მიერ ინფორმაციის შეფასება სამართლიანი პროცესის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. ევროპული სასამართლო მოწმის სრულფასოვნად დაკითხვაში მოიაზრებს მოწმის იდენტიფიკაციის დადგენას და ამ ინფრომაციიის ცოდნას ბრალდებულის მიერ. მოწმის ვინაობის დადგენით ხდება მოწმის, როგორც მტკიცებულების ინდივიდუალიზაცია. მოწმის სანდოობისა და მისი ჩვენების სარწმუნოობის საკითხვის შეფასებისას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენების შინაარს და ჩვენების მიცემისას მოწმის ქცევას.
1) ანონიმური მოწმის ჩვენების შეფასება და მისი გამოყენება მტკიცებულებად დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მოწმის ანონიმურობის დასაცავად მნიშვნელოვანი და საკმარისი საფუძველი არსებობს.
2) მოწმის ანონიმურობის დაცვის საჭიროების დადგენა. მოწმის ანონიმურად დაკითხვის მნიშვნელოვან და საკმარის საფუძველთან ერთად უნდა არსებობდეს ასეთი მოწმის დაკითხვის საჭიროება.
3) ანონიმური მოწმის ჩვენება არის თუ არა ერთადერთი მამხილებელი მტკიცებულება. ანონიმური მოწმის ჩვენება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის ერთადერთი საფუძველი.

სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანონიმური მოწმის დაკითხვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ანონიმური მოწმის დაკითხვა უშუალოდ მოსამართლის მიერ და დაკითხვის აკუსტიკური გადაცემა გვერდით ოთახში, სადაც მხარეები იმყოფებიან.

4) ბრალდებული, როგორც მოწმე საქმის არსებითი განხილვისას
საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს მოწმის სტატუსით და ნებაყოფლობით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. ბრალდებულის დაკითხვა მოწმის სახით შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამომძიებლის და პროკურორის მიერ დაკითხვას. ბრალდებული, როგორც მოწმე შესაძლოა დაიკითხოს მაგისტრატ მოსამართლესთან და გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას. ბრალდებულის დაკითხვა გამოძიებისას წარმოებს ბრალდებულის სურვილით, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ. ბრალდებული ჩვენებას აძლევს მხოლოდ ბრალდებულის სახით და არა როგორც მოწმე.
ბრალდებულს, როგორც მოწმეს არ ეკისრება ჩვენების მიცემის ვალდებულება. ჩვენების მიცემა მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ჩვენების მიცემა; ბრალდებულს განემარტება დუმილის უფლება, უფლება ადვოკატზე, უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი რასაც იტყვის იგი შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ასევე შეზღუდული არ არის გამოძიების დროს ბრალის აღიარებით ან უარყოფით. ბრალდებული, რომელიც მოწმის სახით დაიკითხება სასამართლოში, ასევე დებს ფიცს.
ბრალდებულის ჩვენება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, სასამართლოში დიდი ყურადღება ენიჭება ნებაყოფლობითობას ტესტის შემოწმებისას.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2024/11/23 17:05:56
Contact - All comments

სოციალური დაცვა როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების
ერთერთი ყველაზე განხილვად საკითხია. შობადობის დაბალი რიცხვი,
სიცოცხლის გაზრდილი ხანგრძლივობა, გარდაქმნები შრომის ბირჟაზე - იმ
ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც არსებული სოციალური
დაცვის სისტემები გამოწვევების წინაშე დააყენა. სოციალური სამართალი
წარმოადგენს სამართლის დარგს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს
დაიცვას თავისი მოქალაქეები ბიომეტრიული რისკების წარმოშობისას და
მისცეს შესაძლებლობა ამ რისკების წარმოშობის შემთხვევაში განაგრძონ
ღირსეული ცხოვრება სიტყვა „სოციალური“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან
„socius“, რაც როგორც ზედსართავი სახელი ნიშნავს - „ერთიანი,
დაკავშირებული“, ხოლო როგორც არსებითი სახელი ნიშნავს - „თანამონაწილე,
თანამოაზრე.“ „სოციალური“ - განიმარტება როგორც საზოგადოებრივი,
ადამიანურ ცხოვრებასთან დაკავშირებული, მათი ურთიერთობის
დამახასიათებელი. იგი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც სამართალი,
რომელიც არეგულირებს სოციალურ თანაცხოვრებას ანუ ადამიანთა
თანაცხოვრებას. თუმცა იურიდიულ ლიტერტურაში ცნება „სოციალური
სამართალი“ გამოიყენება სამი გაგებით. პირველი ეს არის სამართლის დარგი,
რომელიც განმსჭვალულია სოციალური იდეოლოგიით და მიმართულია
სუსტების დაცვისკენ, მეორე - სამართლის დარგი, რომელიც კერძო და საჯარო
სამართლის დარგებთან ერთად ქმნის მესამე მიმართულებას სამართალში. და
მესამე გაგება - სოციალური სამართალი არის ცალკე არსებული სამართლის
დარგი, რომლის საგანია სოციალური ბენეფიტები. სოციალური სამართლის
ლაიტმოტივია სუსტების დაცვა, სოციალური სამართლიანობისა და
სოციალური უსაფრთხოების რეალიზება. მისი მიზანია ადამიანის ღირსების
შესაფერისი არსებობის გარანტირება, პიროვნების თავისუფალი
განვითარებისთვის ერთნაირი წინაპირობების შექმნა, საარსებო საშუალების
მიღება თავისფულად არჩეული საქმიანობის საშუალებით.