Comments

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
Registration Date: 2012/01/05
Last visit: 2024/04/26 17:54:48
Contact - All comments

საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შენახვისათვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი 10 წლიანი ვადა სავსებით მისაღებია. უბრალოდ შეუსაბამობაში მოდის „ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის“ 157-ე მუხლთან, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა ყოველწლიური დეკლარაციებისთვის ადგენს შენახვის 6-წლიან, ხოლო მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეთათვის 50-წლიან ვადას, რაც ასევე საკმარისია მათი ხანდაზმულობისა და პრაქტიკული საჭიროების გათვალისწინებით

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ, ე.ი. „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანებასთან შედარებით. მაგრამ სავსებით, გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანება შესაბამისობაშია მოსაყვანი ზემოხსენებულ პრეზიდენტის ბრძანებულებასთან.

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
Registration Date: 2012/01/05
Last visit: 2024/04/26 17:54:48
Contact - All comments

ნამდვილად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია შენახვის ვადაზე და არა ბრძანებასა და ბრძანებულებას შორის იურიდიული ძალის უპირატესობაზე. შესაბამისობაში მოსაყვანი ალბათ მაინც ამ ბრძანებულების მე-15 მუხლი იქნება, რადგანაც ეს ცვლილება შესულია 2009 წელს, მაშინ როცა ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა შემუშავების პროცესში იყო და მხოლოდ 2010 წელს დამტკიცდა. სხვათა შორის, მასში გათვალისწინებულია ყველა ადმინისტრაციული ორგანოს წინადადებები და შენიშვნები, მ.შ., შეშემოსავლების სამსახურის

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ ე.ი თუ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება(რომლითაც განისაზღვრა ტიპობრივი დოკუმენტების, მათ შორის დეკლარაციის შენახვის ვადა) ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას (რომლითაც ასევე განისაზღვრა დეკლარაციის შენახვის ვადა), სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში დავის წარმოშობის შემთხვევაში მოსამართლე ან უფლებამოსილი თანამდებობის პირი სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნები და არა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნები, კერძოდ:დოკუმენტის შენახვის ვადები.