of the Head of the Governing Board of the Legal Entity under Public Law called the Pension Fund of Georgia

of the Head of the Governing Board of the Legal Entity under Public Law called the Pension Fund of Georgia
Document number 01
Document issuer სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
Date of issuing 01/05/2025
Document type სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
Source and date of publishing Website, 01/05/2025
Registration code 040030000.85.099.016001
01
01/05/2025
Website, 01/05/2025
040030000.85.099.016001
of the Head of the Governing Board of the Legal Entity under Public Law called the Pension Fund of Georgia
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №01

2025 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე, გამოქვეყნების თარიღი: 12/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 30 აპრილის 4 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სახით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულება“, თავისი დანართით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს საპენსიო ფონდის

დებულება

ნაწილი პირველი

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საქართველოს საპენსიო ფონდის ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში  საპენსიო ფონდი) მოწყობისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

2. საპენსიო ფონდი არის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

3. საპენსიო ფონდი დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის, ფუნქციებისა და კომპეტენციის განხორციელებაში, მათ შორის, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ბიუჯეტის თვალსაზრისით.

4. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო (შემდგომში – მმართველობითი საბჭო) არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. საპენსიო ფონდი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და სასამართლოში გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. წინამდებარე დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.

მუხლი 2.  საპენსიო ფონდის მიზნები და ფუნქციები

1. საპენსიო ფონდის ძირითადი მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება და მართვა კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოიცავს:

ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ბ) საპენსიო აქტივების მართვას კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზს, რისკების შეფასებას, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბებას;

დ) კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.

2.  საპენსიო ფონდის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების აღრიცხვა და თითოეული მონაწილისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნა;
ბ) ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნა და საპენსიო აქტივების, მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების მართვა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად;
გ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით;

დ) საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

ე) საპენსიო შენატანებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ღონისძიებების განხილვა და გატარება;

ვ) ხელშეკრულებების დადება:

ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან;

ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისათვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;

ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) განკარგვის თაობაზე;

ზ) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

თ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებსა და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილეთა მემკვიდრეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

ი) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი ანაზღაურებისა და პირობების შექმნა;

კ) საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტის მომზადება;

ლ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საპენსიო აქტივების ინვესტირება;

მ) საპენსიო ფონდის შიდა აუდიტის პროცესის უზრუნველყოფა;

ნ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც ორგანიზაციის შიდა ოპერაციულ სტრუქტურას, ისე გარე საბაზრო გარემოს;

ო) ანგარიშგება მონაწილეების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე.

მუხლი 3.  საპენსიო ფონდის მართვის ორგანოები და სტრუქტურა

1. საპენსიო ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:

ა) მმართველობითი საბჭოს მეშვეობით;

ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში არიან:

ბ.ა) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი;

ბ.ბ)  მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;

ბ.გ) მთავარი რისკის ოფიცერი;

ბ.დ) შიდა აუდიტის უფროსი; და

ბ.ე) მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული სხვა აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი.

2. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) საინვესტიციო სამსახური;

ბ) რისკის მართვის სამსახური;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ზ) საოპერაციო და პენსიების დანიშვნა/გაცემის დეპარტამენტი;

თ) მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) დავების განხილვის ცენტრი.

3. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციები ხორციელდება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით და პრეტენზიების განხილვა  დავების განხილვის ცენტრის მეშვეობით, საპენსიო ფონდის დანარჩენი სტრუქტურული ერთეულები უნდა ჩამოყალიბდნენ დეპარტამენტებად ან მათ დაქვემდებარებაში მოქმედ სამმართველოებად, რათა სათანადოდ და ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.

4. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი) შეიმუშავებს და მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის თითოეული დეპარტამენტის დებულებასა და სტრუქტურას. დეპარტამენტებისა და მათი თანამშრომლების ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობაში.

მუხლი 4.  მმართველობითი საბჭო

1.  მმართველობითი საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისგან, რომელთაგან სამი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხუთი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთი წევრი დანიშნულია თანამდებობრივად.

2. მმართველობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

3.  მმართველობითი  საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს:

ა) მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი;
ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად მმართველობითი საბჭოს წევრია.

4. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ დანიშვნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მათი მმართველობითი საბჭოს წევრობის დარჩენილ ვადას.

5.  მმართველობითი საბჭოს წევრი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა შესაძლოა აირჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ჯამურად არ აღემატება 6 (ექვს) წელს.

6. მმართველობითი საბჭო სხდომებს ატარებს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

7. გენერალური დირექტორი ხმის მიცემის უფლების გარეშე ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომისა.

8. იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომებისა, ხმის მიცემის უფლების გარეშე და ასრულებს მმართველობითი საბჭოს სხდომის მდივნის ფუნქციას. გენერალური დირექტორი და სხდომის მდივანი უზრუნველყოფენ მმართველობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სხდომის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს და გადასცემს მას მმართველობითი საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ინახავს ოქმს ან/და გადასცემს მის ასლებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომა იმართება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს მმართველობითი საბჭოს წევრთაგან.

9.  საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე სხვა მოწვეული პირები შეიძლება დაესწრონ მმართველობითი საბჭოს სხდომას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მმართველობითი საბჭოს სულ მცირე ორი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.

10. თუ მმართველობითი საბჭოს სხდომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მმართთველობითი საბჭოს თავმჯდომარე არ მოაწერს ხელს შესაბამის დადგენილებას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ენიჭება უფლება მოაწეროს ხელი აღნიშნულ დადგენილებას.

მუხლი 5მმართველობითი საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. მმართველობითი საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. მმართველობითი საბჭო ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომდევნო წლის განმავლობაში სხდომების კალენდარს.

2. საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად ან მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 2 წევრი უფლებამოსილია მოიწვიოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.

3. მმართველობითი საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლება აქვს მმართველობითი სხდომის ჩატარებამდე მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ერთჯერადად განსაზღვროს  სხდომის თავმჯდომარე.

4. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრისათვის სხდომის ჩატარების ადგილისა და სხდომის დღის წესრიგის შეტყობინებას და მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს სხდომის თარიღამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

5. მმართველობითი საბჭოს თითოეული სხდომის დაწყებამდე აუცილებელია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო კვორუმი. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარია, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომას ესწრება არანაკლებ მმართველობითი საბჭოს ხმის უფლების მქონე 6 (ექვსი) წევრი. 

6. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 (ერთი) ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია საკითხის მხარდასაჭერად არანაკლებ მმართველობითი საბჭოს 6 (ექვსი) წევრის ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს/სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. მმართველობითი საბჭოს სხდომის სამუშაო პროცესი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით სხდომის მდივნის მიერ. მას ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს/სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

8. მმართველობითი საბჭოს მიერ სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება, გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ მისაღები გადაწყვეტილებებისა, შესაძლებელია:

ა) ტელეკონფერენციის საშუალებით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან

ბ) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან გენერალური დირექტორის მიერ საკითხის მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან გენერალურ დირექტორს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცდება მომდევნო ფიზიკურ სხდომაზე.

მუხლი 6მმართველობითი საბჭოს ფუნქციები

მმართველობითი საბჭოს ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) თითოეული კალენდარული წლის დასასრულს, მომდევნო კალენდარული წლის საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ბ) საპენსიო ფონდის თითოეული დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;

გ) საპენსიო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორების საქმიანობის ზედამხედველობა და  მათთვის შესაბამისი მითითებების მიცემა;

დ) გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსის კონკურსის წესით არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე)  გენერალური დირექტორის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების შეთანხმება;

ვ) საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;

ზ) კანონის შესაბამისად საინვესტიციო პოლიტიკის, რისკის მართვის ჩარჩოს, ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება;

თ) საჭიროებისამებრ და კანონით განსაზღვრული პერიოდულობით საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის გადასინჯვა და შესაბამისი განახლება;

ი) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;

კ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევა;

ლ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის განხორციელება საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მეშვეობით;

მ) საპენსიო ფონდის საქმიანობის  შესაბამისობის უზრუნველყოფა სათანადო რეგულაციებსა და პოლიტიკის დოკუმენტებთან;

ნ)  საპენსიო ფონდის საქმიანობის აუთსორსინგის პოლიტიკის შემუშავება;

ო) საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშგება ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე;

პ) კომიტეტების, აღმასრულებელი დირექტორების ან/და საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომლისაგან ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ საკითხზე;

ჟ) აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების და საპენსიო ფონდის ყველა სხვა თანამშრომლის მიის გადახდის პაკეტის დამტკიცება;

რ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 7საპენსიო ფონდის  კომიტეტები

1. მმართველობითი საბჭო ქმნის შემდეგ მუდმივმოქმედ კომიტეტებს: აუდიტისა და ფინანსების, რისკის, საინვესტიციო, ასევე ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტები. აღნიშნული კომიტეტები უნდა დაკომპლექტდეს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა საპენსიო ფონდის ყველა ფინანსური საქმიანობაზე, მათ შორის, შესყიდვებზე, ადმინისტრაციული ხარჯების განკარგვაზე, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა და იმ საქმიანობისა, რომელიც კანონით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციით (შემდგომში – რეგულაციით) ან მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული სხვა დოკუმენტებით/პოლიტიკით განსაზღვრულია სხვა კომიტეტების კომპეტენციად. აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი ადგენს და ამტკიცებს წესებს ყველა იმ ოპერაციისათვის, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო ფონდის გადარიცხვებთან, საბანკო ოპერაციებთან და საგადახდო ინსტრუმენტებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს ანაზღაურების პოლიტიკას და საშტატო პოლიტიკას მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი წარმართავს საპენსიო ფონდის თანამშრომლების, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების შეფასების პროცესს და  მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს/წინადადებას. ანაზღაურების და ნომინირების კომიტეტი ასევე შეიმუშავებს წესებსა და პროცედურებს აღმასრულებელი დირექტორების ვაკანტური პოზიციების შევსებისთვის და ამზადებს მათი ანაზღაურების პაკეტის წინადადებებს მათი მმართველობით საბჭოსთან დამტკიცების მიზნით. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების პრემიების მოცულობის დადგენის მიზნით შესაბამისი კომიტეტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვას. აღნიშული ინფორმაციის კონსოლიდაციისა და საჭიროებისამებრ გადასინჯვის შემთხვევაში, შეიმუშავებს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს/წინადადებას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტი ეფუძნება ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ შემუშავებულ და მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ შესრულების ძირითად ინდიკატორს.

6. თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს თავის წესდებას, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

7. მმართველობითი საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორების ან საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლის საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

8. კომიტეტების შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მმართველობითი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორები, საპენსიო ფონდის თანამშრომლები ან მოწვეული ექსპერტები. კომიტეტის წევრებს ნიშნავს მმართველობითი საბჭო. კომიტეტში გადაწყვეტილების მისაღებად ხმის უფლება აქვთ მხოლოდ მმართველობითი საბჭოს წევრებს. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევა კომიტეტის წევრთაგან.

9. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყვნენ კომიტეტის წევრები, თუმცა ისინი იმავდროულად ვერ იქნებიან კომიტეტის თავმჯდომარეები.

10. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. კომიტეტზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს  ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

11. კომიტეტის სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია:

ა) ტელეკონფერენციის საშუალებით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან

ბ) კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საკითხის კომიტეტის თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც კომიტეტის თითოეული წევრი კომიტეტის თავმდჯომარეს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც კომიტეტის  მიერ დამტკიცდება მომდევნო ფიზიკურ სხდომაზე.

12. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი და მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ესწრება საინვესტიციო კომიტეტის ყველა სხდომას.

13. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი და მთავარი რისკის ოფიცერი ესწრება რისკის კომიტეტის ყველა სხდომას.

14. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი და შიდა აუდიტის უფროსი ესწრება აუდიტისა და ფინანსების კომიტეტის ყველა სხდომას.

15. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი ესწრება ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის ყველა სხდომას.

16. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სხვა დამატებითი კომიტეტები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა.

17. თითოეული კომიტეტი ვალდებულია მმართველობით საბჭოს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

18. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალური დროებითი კომიტეტები კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებიც საჭიროებენ მიზნობრივ ექსპერტიზას, გაძლიერებულ ზედამხედველობას ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მართვას. ასეთი კომიტეტების მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა და საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების უფლებას ინარჩუნებს მმართველობითი საბჭო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ სხვაგვარად არის დადგენილი.

მუხლი 8საკონსულტაციო ჯგუფი და სამუშაო ჯგუფი

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე. საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მმართველობითი საბჭოს მიერ.

2. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სულ მცირე 6 (ექვსი) წევრისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორის მიმართვის საფუძველზე წარადგენენ მსხვილ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები/ასოციაციები.

3. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციები განხილულ უნდა იქნას მმართველობითი საბჭოს მიერ მომდევნო სხდომაზე საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების მიღების შემდეგ.

4. მმართველობითი საბჭო ან თითოეული კომიტეტი უფლებამოსილია საკუთარ წევრთაგან, აღმასრულებელ დირექტორთაგან და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელთაგან ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მმართველობითი საბჭოს ან შესაბამისი კომიტეტის ფუნქციების განხორციელების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

მუხლი 9საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევის წესი

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს მმართველობითი საბჭო და მათ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს 5 (ხუთი) წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭო.

2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული, სულ მცირე, 2 (ორი) ადგილობრივი საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის მმართველობით პოზიციაზე ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

4. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) გასაუბრება;

დ) შესაფერისობის შემოწმება.

5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს მმართველობითი საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი, ხოლო კონკურსის ჩატარების ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.

6. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს აღმასრულებელი დირექტორების შერჩევისა და შეფასების დეტალურ პროცესს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

7. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

8. მმართველობითი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ერვონული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.

მუხლი 10. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) საკუთარი განცხადება, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მიმართავს მმართველობით საბჭოს;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულება;

თ) გარდაცვალება;

ი) მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილება;

კ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, საპენსიო ფონდის შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, სხვა აღმასრულებელ დირექტორს ან საპენსიო ფონდის სხვა ნებისმიერ შესაბამის თანამშრომელს დააკისროს გათავისუფლებული აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება. ასეთ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელ აღმასრულებელ დირექტორს დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის ყველა ფუნქცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

ნაწილი მეორე. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა

მუხლი 11. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა და დირექტორატი

1. საპენსიო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავენ შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორები და მათი მოადგილეები.

2. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობასა და შედეგებზე, გარდა საინვესტიციო, რისკებისა და შიდა აუდიტის მიმართულებებისა და იმ საკითხებისა, რომლებიც სხვაგვარად არის განსაზღვრული კანონით, რეგულაციით ან მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტებით (პოლიტიკით).

3. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილია დირექტორატი, რომელიც შედგება ყველა აღმასრულებელი დირექტორისაგან, გარდა შიდა აუდიტის უფროსისა. დირექტორატის წევრები ასევე არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები. დირექტორატს თავმჯდომარეობს გენერალური დირექტორი. დირექტორატის საქმიანობის წესები განისაზღვრება მის მიერვე დამტკიცებული წესდებით, რომელიც არ საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებული არიან გენერალურ დირექტორს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია და ანგარიში მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შიდა აუდიტის უფროსი უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულების დროს გამოვლენილი საკითხების შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის მიწოდებას დირექტორატისათვის.

5. საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის მართვაზე. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყოს. დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ამ დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს ხელმძღვანელი. საინვესტიციო სამსახურისა და რისკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ აღმასრულებელი დირექტორები – მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია აღმასრულებელი დირექტორი — შიდა აუდიტის უფროსი. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი შეარჩევენ თავიანთ მოადგილეებს და დასანიშნად წარუდგენენ გენერალურ დირექტორს.

6. თუ დებულების მე-2 ნაწილში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გენერალურ დირექტორთან კოორდინაციით, ამზადებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას, რომელსაც გენერალური დირექტორი წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.

7. თუ დებულების მე-2 ნაწილში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. შესაბამისი უფლებამოსილებების მოადგილისთვის გადაცემა ხორციელდება გენერალური დირექტორისათვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

 

მუხლი 12. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას და ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნას, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

გ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე და მათ მემკვიდრე/ბენეფიციარებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას, ყველა სარგებლის დროული გადახდის პრინციპის დაცვით;

დ) ამზადებს და ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო ფონდის საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმას მიმდინარე წლისთვის;

ე) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, მმართველობით საბჭოს წარუდგენს საპენსიო ფონდის წლიურ არააუდირებულ ფინანსურ ანგარიშს;

ვ) კანონით განსაზღვრულ ვადაში, ყოველწლიურად, ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტისათვის მმართველობითი საბჭოს მიერ წარსადგენად ამზადებს საპენსიო ფონდის საქმიანობის წლიურ ანგარიშს;

ზ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მმართველობით საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტს შემოსავლების სამსახურთან ერთად;

თ) მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს მიერ განსახილველად და დასამტკიცებლად ამზადებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას;

ი) მონაწილეობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასების პროცესში. ასევე, აღნიშნული შეფასების პროცესში ახდენს კონსოლიდაციას სხვა აღმასრულებელი დირექტორების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების შეფასებებს, რის შემდეგაც ამზადებს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტისთვის წარსადგენად და განსახილიველად და შემდგომ მმართველობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებლად;

კ) მმართველობითი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს წინაშე წარადგენს ანგარიშებს;

ლ) მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს:

ლ.ა) საპენსიო ფონდის დეპარტამენტების დებულებებს;

ლ.ბ) საპენსიო ფონდის ეთიკის კოდექსს;

ლ.გ) სხვა საჭირო შიდა დოკუმენტებს;

მ) ახორციელებს ყველა დოკუმენტის შენახვასა და აღრიცხვას;

ნ) აფორმებს ხელშეკრულებებს:

ნ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასა (კომპანიებსა) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან;

ნ.ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ან დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარიზაციისა და წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან ან სხვა ნებისმიერ პირთან;

ნ.გ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისათვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან;

ნ.დ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის/განკარგვის თაობაზე;

ო) ხსნის საბანკო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში საპენსიო ფონდის ადმინისტრირება-მართვის მიზნებისთვის, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევამდე ნომინალური მფლობელობის ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში, საპენსიო აქტივების განთავსებისა და მართვის მიზნით;

პ) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

ჟ) განიხილავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევის საკითხებზე.

2. გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მართვასთან დაკავშირებული ჩანაწერების აღრიცხვასა და შენახვას, რაც მოიცავს ყველა შემოსავლისა და გასავლის, საპენსიო განაცხადების და მათი განხილვის, განხორციელებული ინვესტიციების, მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმების და კორესპონდენციის ჩანაწერებს და სხვა. ჩანაწერის განადგურება შესაძლებელია მხოლოდ მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერის შექმნიდან გასულია არანაკლებ 10 (ათი) წელი. ამავდროულად, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებთან დაკავშირებული ჩანაწერები ან მათი ელექტრონული ასლები, რომლებიც ადასტურებს პენსიის გაცემის უფლებას ბენეფიციარისათვის (მონაწილე და მემკვიდრე) შენახული უნდა იქნეს განუსაზღვრელი ვადით.

3. გენერალურ დირექტორს ჰყავს არაუმეტეს 2 (ორი) მოადგილე, რომელთაც თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. გენერალური დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.

4. თუ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი მმართველობითი საბჭოს მიერ, მოქმედი გენერალური დირექტორი აგრძელებს დროებით უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით.

5. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში,   ბრძანების საფუძველზე, საპენსიო ფონდის ფარგლებში, კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ შექმნას საკონსულტაციო საბჭო.

6. თუ კანონით, რეგულაციით, დებულებით ან მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტით (პოლიტიკით) სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს და გააფორმოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში გენერალური დირექტორი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს მმართველობით საბჭოსთან მის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტები.

 

მუხლი 13. საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტი

საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა;

ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება და ერთეულების გაანგარიშება/გამოთვლა;

გ) მონაწილეების ინფორმირება საპენსიო აქტივებზე მათი უფლებების შესახებ (მათ შორის, პენსიის მიღების ფორმების შესახებ) და პენსიის გაცემა კანონით, შესაბამისი რეგულაციებითა და მმართველობითი საბჭოს ან/და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვა წესების შესაბამისად;

დ) მონაწილისა და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა;

ე) ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო შენატანების ანგარიშების განხილვა და დამუშავება;

ვ) საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლა საპენსიო ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ზ) სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება;

თ) ჩანაწერების წარმოება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 14. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური

1. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

2. საინვესტიციო სამსახურის ფუნქციები, სხვა საკითხებთან ერთად და კანონის შესაბამისად, მოიცავს ინვესტიციების მართვას, საინვესტიციო ოპერაციებს, საინვესტიციო კვლევას და საინვესტიციო პორტფელის რისკების ანალიზს.

3. საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და საინვესტიციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე. საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების მართვაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო პროცესებიდან წარმოქმნილი რისკების მართვაზე.

5.  მთავარი საინვესტიციო ოფიცერი:

ა) უფლებამოსილია, საპენსიო ფონდის სახელით მიიღოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, სავაჭრო გარიგებები და წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან საინვესტიციო გარიგებების, გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის განსახორციელებლად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ფარგლებში;

ბ) მმართველობითი საბჭოს მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის  არჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია, მისცეს დავალებები/ინსტრუქციები სპეციალიზებულ დეპოზიტარს;

გ) მმართველობითი საბჭოს მიერ  ერთი ან მეტი აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია, მისცეს დავალებები/ინსტრუქციები აქტივების მმართველ კომპანიას/კომპანიებს;

დ) მონაწილეობას იღებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;

ე) შეიმუშავებს და საინვესტიციო სამსახურში ნერგავს შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებსა და პროცესებს;

ვ) უფლებამოსილია, მოამზადოს და წარუდგინოს სქემის მონაწილეებს, მედიას, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს პარლამენტს რეგულარული სიახლეები საინვესტიციო შედეგების შესახებ;

ზ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით და საინვესტიციო კომიტეტისა და მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

6. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ.

7. გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით, უფლებამოსილია მთავარი საინვესტიციო ოფიცრის არყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქციები დროებით დააკისრის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს.

 

მუხლი 15. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების, მმართველობითი საბჭოს და საპენსიო ფონდის კომიტეტების ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, საპენსიო ფონდის ყველა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და გარე კომუნიკაციციისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს მივლინებებს, საერთაშორისო ვიზიტებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ბ) საპენსიო ფონდის უზრუნველყოფა ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;

გ) საპენსიო ფონდის კუთვნილი ქონების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. საპენსიო ფონდის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;

დ) სასაწყობე მეურნეობის მართვა, აუცილებელი მინიმალური მარაგების/ნაშთების შესახებ ინფორმაციის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და აღნიშნული მარაგების/ნაშთების კონტროლი;

ე) საპენსიო ფონდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკის გამართულობისა და უსაფრხოების უზრუნველყოფა, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვა;

ვ) საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ შენობასა და ტერიტორიული სამსახურების ოფისებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის და შრომის უსაფრთხოების დამატებითი რეგულაციების უზრუნველყოფა;

ზ) საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებული კორესპონდენციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკასთან;

ი) საპენსიო ფონდის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის, მათ შორის საპენსიო ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული კორესპონდენციის, მონიტორინგი და აღრიცხვა, ასევე, ასეთი კორესპონდენციის დროული დამუშავება;

კ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, დამსაქმებლებისთვის, თვითდასაქმებული პირებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის, პრაქტიკული ან/და მეთოდოლოგიური მომსახურების გაწევა ადგილზე ან დისტანციურად (ცხელი ხაზის მეშვეობით);

ლ) საპენსიო ფონდის ცხელი ხაზით უზრუნველყოფა და მისი მეშვეობით შემოსული ზარების მიღება, მონიტორინგი, პასუხის გაცემა/კონსულტაციის გაწევა;

მ) მონაწილეთა მომსახურების სივრცე(ებ)ში დაინტერესებულ პირებთან უშუალო კომუნიკაცია და სათანადო მომსახურების/კონსულტაციის გაწევა;

) დაგროვებითი საპენსიო სქემის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული კითხვების/მოთხოვნების მიღება, გადამოწმება, კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება ან/და საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადაგზავნა შესაბამისი რეაგირებისთვის;

ო) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 16. იურიდიული დეპარტამენტი

1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) გენერალური დირექტორისა და მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) გენერალური დირექტორისა და მმართველობითი საბჭოს მიერ გამოსაცემი შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოქვეყნებისათვის საჭირო პროცესების უზრუნველყოფა;

გ) შესაბამისი სამართლებრივი სიახლეების/საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

დ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა;

ე) საპენსიო ფონდში შესული ადმინისტრაციული საჩივრებისა და საპენსიო ფონდის მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა გენერალური დირექტორისთვის ან/და მმართველობითი საბჭოსთვის;

ვ) საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) საპენსიო ფონდის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, განსაზღვროს სამართლებრივი დავის წარმართვის ტაქტიკა და სტრატეგია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც სამართლებრივმა დავამ შესაძლოა საპენსიო ფონდს მნიშვნელოვანი მატერიალური ან რეპუტაციული ზიანი მიაყენოს, რა შემთხვევაშიც სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული საპენსიო ფონდის სტრატეგია საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.

4. იურიდიული დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი დავის მორიგებით დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მმართველობით საბჭოსთან წინასწარი შეთანხმებით. 

5. საპენსიო ფონდის საწინააღმდეგო ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრება საბოლოო სასამართლო ინსტანციამდე.

 

მუხლი 17. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

1. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიზანია საჯარო მნიშვნელობის ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება, ასევე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების წარმართვა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საჭიროებისამებრ, საპენსიო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ბ) მედიაკამპანიების წარმოებისთვის/განთასებისათვის შესაბამისი შესყიდვის უზრუნველყოფა და შესყიდული ეთერის/პლატფორმის შედეგების რეგულარული მონიტორიგი, ბრენდის აქტივობის და აქტუალურობის მონიტორინგი, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის და მათი განწყობების შეფასება როგორც დაგრვებითი საპენსიო სქემის მიმართ ზოგადად, ასევე საგანგებო ვითარებების შემთხვევაში;

გ) მჭიდრო თანამშრომლობა საპენსიო ფონდის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფისათვის;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საპენსიო ფონდის ურთიერთობის კოორდინაცია და მართვა;

ე) საპენსიო ფონდის სარეკლამო და საინფორმაციო, მარკეტინგული კამპანიის წარმოება და მართვა. ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება და საინფორმაციო/სოციალურ საშუალებებში გაზიარება/გავრცელება;

ვ) თემატური ელექტრონული ან/და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება;

ზ) საპენსიო ფონდთან დაკავშირებული მედიამონიტორინგის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;

თ) საკომუნიკაციო გეგმის მომზადება და მართვა;

ი) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 18. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საპენსიო ფონდის საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ან გარე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვა/ადმინისტრირება;

გ) საპენსიო ფონდში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვით;

დ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი და დროული რეაგირება;

ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ვ) პენსიისა და საპენსიო აქტივების მოცულობის სიმულაციისა და გამოთვლისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;

ზ) ფართოდ გამოყენებადი საპენსიო პროგრამებისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნა და სისტემური დანერგვა;

თ) გარე მომსახურების მომწოდებლების მიერ შექმნილი სისტემებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, მათი მუშაობის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;

ი) რისკის მართვის სამსახურთან კოორდინაციით საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის, წესებისა და პროცედურების შემუშავება და გენერალური დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) საპენსიო ფონდის ყველა პროგრამული უზრუნველყოფისათვის უსაფრთხოების მონიტორინგი;

ლ) ქსელის დაცულობის, შეუღწევადობისა უსაფრთხოების და მონაცემთა ცენტრისა და უბედური შემთხვევისგან აღდგენის ინფრასტრუქტურის არსებობის უზრუნველყოფა;

მ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 19. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს კანონისა და „სახელმწიფო შიდა, ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) ფინანსური მართვა და შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან, მარეგულირებელ აქტებთან და შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება;

გ) საპენსიო ფონდის საქმიანობის ეფექტიანობი გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება როგორც შიდა ასევე გარე აუდიტის მიზნებისათვის;

ე) საპენსიო ფონდის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის სათანადოდ დაცულობის შეფასება;

ვ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან;

ზ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს შიდა აუდიტის უფროსი გენერალურ დირექტორთან და აუდიტისა და ფინანსების კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია, იყოს საპენსიო ფონდში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

5. საპენსიო ფონდის თანამშრომლები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ  საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ან/და ქმედებების განხორციელება.

6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს და  აუდიტისა და ფინანსების კომტეტის წინაშე.

7. შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშებს წარუდგენს  მმრთველობით საბჭოს, აუდიტისა და ფინანსების კომიტეტს და გენერალურ დირექტორს.

 

მუხლი 20. მთავარი რისკის ოფიცერი და რისკის მართვის სამსახური

1. რისკის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი რისკის ოფიცერი.

2. რისკის მართვის სამსახურის ფუნქციები, სხვა საკითხებთან ერთად და კანონის შესაბამისად, მოიცავს საინვესტიციო და ოპერაციული რისკების მართვას, შესაბამისობის კონტროლს, რისკების პოლიტიკის შექმნასა და დანერგვას.

3. საპენსიო ფონდის რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს მთავარი რისკის ოფიცერი გენერალურ დირექტორთან და რისკის კომიტეტთან კონსულტაციით. რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

4. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობის რისკების მართვაზე. რისკების მართვა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და შეფასების, მიტიგაციის და კონტროლის, რისკის მონიტორინგისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების განსაზღვრასა და გაუმჯობესებას.

5. რისკის მართვის სამსახური ვალდებულია, განახორციელოს საპენსიო ფონდის რისკის მართვა და ამ ფუნქციის განსახორციელებლად:

ა) გენერალურ დირექტორთან, მმართველობით საბჭოსთან და რისკის კომიტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება და უწყვეტი გაძლიერება, რაც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, რაოდენობრივი გაზომვის, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებას და ანგარიშგებას, ისე რომ საპენსიო ფონდის რისკების მართვის შესაძლებლობები იყოს მტკიცე და ეფექტიანი საპენსიო ფონდის მიერ რისკის აღების ფუნქციების განხორციელებაში;

გ) უნდა ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისთვის და მიიღოს ინფორმაცია იმ ყველა ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელეებლი პირების მიერ;

დ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი;

ე) განიხილოს და შეაფასოს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, წესები და პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ და მონიტორინგი გაუწიოს მათ განხორციელებას;

ვ) მიიღოს მონაწილეობა რისკის მართვის ჩარჩოს  შემუშავების პროცესში;

ზ) უზრუნველყოს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების/პროცესების შემუშავება და დანერგვა რისკის მართვის სამსახურში;

თ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

6. საპენსიო ფონდის საერთო რისკის დონე უნდა შეფასდეს, შემოწმდეს და იმართებოდეს ისე, რომ საპენსიო ფონდის რისკის საერთო მაჩვენებელი არ უნდა აჭარბებდეს იმ ზღვარს, რომელიც დადგენილია მმართველობითი საბჭოს მიერ. რისკის მართვის ჩარჩოში განსაზღვრული ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში, მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს რისკის კომიტეტსა და გენერალურ დირექტორს აღნიშნულის შესახებ.

7. გენერალური დირექტორი, მთავარი რისკის ოფიცერს წარდგინებით, უფლებამოსილია, მთავარი რისკის ოფიცრის არყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქციები დროებით დააკისრის მთავარი რისკის ოფიცრის მოადგილეს.

 

მუხლი 21. საფინანსო დეპარტამენტი

1. საფინანსო დეპარტამენტი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საფინანსო საქმიანობის  მართვაზე, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, შესაბამისი რეგულაციებითა და მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტებით/პოლიტიკით.

2. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საპენსიო ფონდის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;

გ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;

დ) საპენსიო ფონდის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;

ე) საპენსიო ფონდის ძირითადი საშუალებების, საპენსიო ფონდის ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზება და მისი შედეგების ბუღალტრული ასახვით უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფა;

ზ) საპენსიო ფონდის მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, კანონმდებლობით დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება;

თ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ი) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;

კ) საპენსიო ფონდის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების დარიცხვა და გაცემა;

ლ) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;

მ) სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) შესრულების მონიტორინგი;

ნ) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;

ო) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;

პ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში  დროული და ადეკვატური რეაგირება;

ჟ) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა

რ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 22. მონიტორინგის და აღსრულების დეპარტამენტი

1. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტის ფუნქცია, სხვა საკითხებთან ერთად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს დამსაქმებელთა მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოებას განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე, უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მონიტორინგს და ადგენს შესაბამის ანგარიშებს/სამართალდარღვევის ოქმებს. მონიტორინგის და აღსრულების  დეპარტამენტი წარმოადგენს საპენსიო ფონდს აღნიშნულ საქმეებში და შეისწავლის დამსაქმებლებისა და მესამე პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

2. მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 23. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დასაქმების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საპენსიო ფონდსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;

ვ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 24. დავების განხილვის ცენტრი

1. გენერალური დირექტორი შეიმუშავებს დავების განხილვის ცენტრის დებულებასა და შიდა პროცედურებს და წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. დავების განხილვის ცენტრისათვის მიმართვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ნებისმიერი სახის პრეტენზია საპენსიო ფონდის მიმართ, ასევე მესამე პირებისათვის, რომელთაც სურთ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება.  

2. დავების განხილვის ცენტრის შიდა მექანიზმები უნდა ითვალისწინებდეს პრეტენზიის ან/და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ელექტრონული ან სხვა ფორმით. დავების გადაწყვეტის ცენტრმა უნდა განიხილოს მისთვის წარდგენილი პრეტენზია/საჩვარი  30 კალენდარული დღის განმავლობაში და მიიღოს გადაწყვეტილება.

 

მუხლი 25. ანგარიშგება და პასუხისმგებლობა სტრუქტურული ერთეულებ შორის

საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საპენსიო ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანგარიშვალდებულება და დაქვემდებარება განსაზღვრულია დებულების დანართის შესაბამისად (დანართი №1).

 

ნაწილი მესამე

სხვადასხვა

მუხლი 26საპენსიო ფონდის თანამშრომლების შერჩევის წესი

1. საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე (გარდა აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებისა) თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. საპენსიო ფონდის თანამშრომლის შერჩევის მიზნით საპენსიო ფონდში გენერალური დირექტორის მიერ იქმნება  საკონკურსო კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საპენსიო ფონდის არსებული თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანა ან/და დაწინაურება. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ დეტალურად განისაზღვრება საკონკურსო კომისიის შექმნის, საქმიანობის კანდიდატთა შერჩევის და შეფასების წესები და კრიტერიუმები.

2. საკონკურსო მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ნუსხასთან და ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ შესაბამისი პოზიციისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

3. გენერალური დირექტორი აღასრულებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებს.

მუხლი 27. საპენსიო ფონდის ანგარიშვალდებულება და გარე აუდიტი

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი დამატებით ადგენს მონაწილეთათვის დამატებითი რეგულარული ანგარიშგების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას.

3. ერთ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.

4. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი გარე არაფინანსური აუდიტის ჩატარება, თუ აღნიშნული მოთხოვნა აკმაყოფილებს აუდიტისა და ფინანსების კომიტეტის მოთხოვნებსა და პროცედურებს და მმართველობითი საბჭოს მიერ იქნება ნებადართული.

 

მუხლი 28საპენსიო ფონდის დაფინანსება და ქონება

1. საპენსიო ფონდის დაფინანსების წყაროებია:

ა) საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასური, რომელიც გამოითვლება და გამოიქვითება საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან კანონის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსულობები და სახსრები მოხმარდება საპენსიო ფონდის მხოლოდ კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას და შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.

3. საპენსიო ფონდის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

4. საპენსიო ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

5. საპენსიო ფონდს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.

6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გახსნას ანგარიშები საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და მართოს საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

 

მუხლი 29კონფიდენციალურობა

1. საპენსიო ფონდის თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დაუშვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.

2. საპენსიო ფონდში არსებულ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება, გადაეცეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან დაგროვებითი საპენსიო სქემის შესაბამისი მონაწილის ან/და პენსიის/საპენსიო აქტივების მიმღების თანხმობის საფუძველზე.

3. რისკის კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს და მმართველობითმა საბჭომ დაამტკიცოს ინფორმაციის დამუშავების, შენახვის, კლასიფიკაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) და მასზე წვდომის პოლიტიკა. აღნიშნული პოლიტიკის აღსრულებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ხოლო მისი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს რისკის მართვის სამსახური.

 

მუხლი 30დაზღვევა

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შეიძინოს სადაზღვევო პოლისები საპენსიო ფონდის, მმართველობითი საბჭოს წევრების და საპენსიო ფონდის თანამშრომლების კანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებების დასაზღვევად. აღნიშნული სადაზღვევო პოლისები უნდა ფარავდნენ საპენსიო ფონდის დონეზე საოპერაციო პასუხისგებლობას, მათ შორის, ინსტიტუციურ შეცდომებსა და გამოტოვებებს, რაც გულისხმობს საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარე შეცდომების/ხარვეზების, მესამე მხარის მიერ საჩივრების, სასამართლო ხარჯებისა და საპენსიო ფონდის რეპუტაციული ზიანისაგან დაზღვევას.

2.  სადაზღვევო პოლისების საფასური დაფინანსდება საპენსიო ფონდის მიერ, იმ პირობით, რომ აღნიშნული პოლისები დაფარავს მხოლოდ მმართველობითი საბჭოს წევრებისა და საპენსიო ფონდის თანამშრომლების პასუხისმგებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში.

3. ფიდუციური პასუხისმგებლობისა და შეცდომებისა და გამოტოვებების პოლისის შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია კონკურენტული სადაზღვევო წინადადებების მისაღებად პოლისის ნაწილის პირობად დაადგინოს, რომ საპენსიო ფონდის მიერ ფრანშიზის ფარგლებში მოხდება ზიანის ანაზღაურება გარკვეული ზღვრის ფარგლებში. აღნიშნული ზღვრის დასადგენად მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ეროვნულ ბანკს.

 

მუხლი 31. სამართლებრივი დავები

1. მხოლოდ მმართველობითი საბჭოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მორიგების შესახებ ნებისმიერ სამართლებრივ ქმედებასა ან მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს პოტენციურ სამართლებრივ დავებს — როგორც საპენსიო ფონდის სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგ და იმ პირობებითა და წესით, რაც განსაზღვრული იქნება მმართველობითი საბჭოს მიერ.

2. საპენსიო ფონდის იურიდიულ დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება წამოიწყოს და აწარმოოს სამართლებრივი დავები, რომლებიც მოიცავს პოტენციურ სასამართლო დავებს, და გამოვიდეს მოპასუხედ ფონდი ყველა იმ სამართლებრივი ქმედებისა და მოთხოვნის, ასევე გამოძიებებისა და ადმინისტრაციული წარმოებებისგან, რომლებიც აღძრულია საპენსიო ფონდის, მმართველობითი საბჭოს ერთი ან რამდენიმე მოქმედი ან ყოფილი წევრის, გენერალური დირექტორის, სხვა აღმასრულებელი დირექტორების ან ერთი ან მეტი თანამშრომლის წინააღმდეგ. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც დავამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპუტაციული ან ფინანსური ზიანი და რომლის შედეგადაც შესაძლოა კანონით განსაზღვრული მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედება, ან იურიდიული დეპარტამენტი გასცემს რეკომენდაციას გარე იურიდიული წარმომადგენლის დაქირავების შესახებ, ასეთ შემთხვევებში იურიდიული დეპარტამენტი საჭიროებს მმართველობითი საბჭოს თანხმობას.

მუხლი 32. დელეგირების უფლება

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს კომიტეტს ან კომიტეტებს, გენერალურ დირექტორს, სხვა აღმასრულებელ დირექტორს ან  საპენსიო ფონდში დასაქმებულ სხვა ნებისმიერ პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, რეგულაციას, დებულებასა და მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილ წესებს, სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს თავისი ფუნქციები/უფლებამოსილებები. გენერალური დირექტორის მიერ მასთან ნორმატიული აქტის გამოცემის შეთანხმების დელეგირებას განახორციელებს, აღნიშნული დელეგირება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მმართველობითი საბჭოს შესაბამის კომიტეტზე.

2. მმართველობითი საბჭოს მიერ რომელიმე მისი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირების  შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომლითაც უნდა განისაზღვროს, თუ რომელ ორგანოზე/ორგანოებზე ხდება დელეგირება და რომელი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება. ყველა ასეთ დელეგირებას უნდა გააჩნდეს დელეგირების უფლების ამოქმედების თარიღი, რომელიც განახლდება ყოველი ახალი დელეგირების განხორციელების ან არსებული დელეგირების ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში.

3. დელეგირების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს დელეგირებული პირ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგს.

 

მუხლი 33. ინტერესთა კონფლიქტი

მმართველობითი საბჭო ამტკიცებს ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს.  ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში დადგენილი უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის მართვის წესები საპენსიო ფონდის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონესა და პროცესში (მათ შორის, შერჩევის/დასაქმების პროცესშიც). აღნიშნული ჩარჩო შეიძლება მოიცავდეს დეკლარციის ფორმებსა და მათი განცხადების პროცედურებს, ინტერესთა კონფლიქტის მართვის მექანიზმებსა და შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, აცილებას, წვდომის ან/და საქმიანობის შეზღუდვებს და სხვა შესაბამის ზომებს.

 

მუხლი 34. მარეგულირებელი სამართალი

1.  დებულება უნდა განიმარტოს და საპენსიო ფონდის მართვა უნდა განხორციელდეს კანონისა და საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში მითითება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებზე მოიცავს ასევე იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც შეცვლიან ან ჩაანაცვლებენ აღნიშნულ მუხლებს და რომლებსაც საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები დაამტკიცებენ, ისევე როგორც ნებისმიერ შემდგომ ცვლილებებს.

ნაწილი მეოთხე

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 35. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების რომელიმე მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა გავლენას არ მოახდენს დებულების სხვა ნორმების ნამდვილობაზე. ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი, რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო იოლად მიიღწევა საპენსიო ფონდის მიზანი.

 

მუხლი 36. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულების დანართი 1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა ძალაში შედის მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნისთანავე.

2. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად.

3. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნამდე მმართველობითი საბჭო განახორციელებს 2025 წლის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებებს გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორების და მათი მოადგილეების მიმართულებით.

4. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე, 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ყველა კომიტეტი აგრძელებს ფუნქციონირებას როგორც ამ დებულებით განსაზღვრული საკონსულტაციო საბჭო, გენერალური დირექტორის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 90 დღის ვადაში, ერთი მხრივ, გენერალურმა დირექტორმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ახალი საშტატო ნუსხისა და 2025 წლის დარჩენილი პერიოდის ბიუჯეტს კორექტირება და წარუდგინოს ის მმართველობით საბჭოს, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ ვადაში მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების – განახლებული საშტატო ნუსხისა და კორექტირებული ბიუჯეტის  აღნიშნულ ვადაში დამტკიცება.

6. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან და 2025 წლის დარჩენილი პერიოდის ბიუჯეტის კორექტირებასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე ძალაში რჩება 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი და საშტატო ნუსხა.


სსიპ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე