Directive 2008/122/EC of the European Parliament and of Council of 14 January 2009 on the protection of consumers in respect of certain aspects of timeshare, long-term holiday product, resale and exchange contracts

 

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 14 იანვრის დირექტივა 2008/122/EC

მომხმარებლის დაცვის შესახებ თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროკავშირის ევროპარლამენტი და ევროსაბჭო,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კერძოდ კი, ამ ხელშეკრულების 95-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას,

ითვალისწინებენ რა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა ევროპული კომიტეტის მოსაზრებას1,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად2,

ვინაიდან:

  1. დროის წილობრივი განაწილებით უძრავი ქონების გამოყენების უფლების შეძენასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ზოგიერთ ასპექტში მყიდველების დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 26 ოქტომბრის დირექტივის 94/47/EC მიღების შემდეგ3, თაიმშერი განვითარდა და ბაზარზე გამოჩნდა მისი მსგავსი, დასვენების ახალი პროდუქტები. ამ დასვენების ახალ პროდუქტებს და თაიმშერთან დაკავშირებულ გარკვეულ გარიგებებს, როგორებიცაა გადაყიდვის ხელშეკრულებები და გაცვლის ხელშეკრულებები, 94/47/EC დირექტივა არ ითვალისწინებს. ამასთან, დირექტივის 94/47/EC გამოყენების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასში უკვე შესული ზოგიერთი საკითხი საჭიროებს განახლებას ან განმარტებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი პროდუქტების წარმოქმნა, რომელთა მიზანია ამ დირექტივის გვერდის ავლა.
  2. რეგულაციებში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ამახინჯებს კონკურენციას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს, რაც ხელს უშლის შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, დირექტივა 94/47/EC უნდა შეიცვალოს ახალი, თანამედროვე დირექტივით. იმდენად, რამდენადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წევრი სახელმწიფოების ეკონომიკაში, ხელი უნდა შეეწყოს თაიმშერისა და გრძელვადიანი დასვენების ინდუსტრიის ზრდასა და მწარმოებლურობას, რისთვისაც მიღებულ უნდა იქნეს გარკვეული საერთო წესები.
  3. იმისთვის, რომ ამაღლდეს სამართლებრივი განსაზღვრულობა და მომხმარებლებმა სრულად ისარგებლონ შეღავათებით შიდა ბაზარზე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კანონები შემდგომი დაახლოების მიზნით. აქედან გამომდინარე, თაიმშერისა და გრძელვადიანი დასვენების პროდუქტების გასაღების, გაყიდვისა და გადაყიდვის ზოგიერთი ასპექტი, აგრეთვე, დროის წილობრივი განაწილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლებები სრულად უნდა იქნეს ჰარმონიზებული. წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში ძალაში დატოვონ ან შემოიღონ დებულებები, რომლებიც განსხვავდება ამ დირექტივის დებულებებისგან. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამგვარი ჰარმონიზებული დებულებები, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ძალაში დატოვონ ან მიიღონ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, წევრ სახელმწიფოებს, მაგალითად, უნდა შეეძლოთ, ძალაში დატოვონ ან მიიღონ დებულებები სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლებიც სცდება ამ დირექტივის მოქმედების სფეროს, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გავლენების შესახებ ან დებულებები, რომელთა თანახმადაც მომხმარებელსა და თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის გამყიდველს შორის ძალაში ვერ შევა რაიმე ვალდებულება, ვერც რაიმე გადახდა განხორციელდება აღნიშნულ პირებს შორის, სანამ მომხმარებელი ხელს არ მოასწერს საკრედიტო შეთანხმებას აღნიშნული მომსახურებების შესყიდვის დასაფინანსებლად.
  4. ევროგაერთიანების კანონმდებლობის თანახმად, ეს დირექტივა არ უნდა ზღუდავდეს წევრი სახელმწიფოებისგან ამ დირექტივის დებულებების გამოყენებას იმ სფეროებში, რომელთაც ის არ არეგულირებს. აქედან გამომდინარე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ძალაში დატოვონ ან მიიღონ ამ დირექტივის დებულებების ან მისი გარკვეული დებულებების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დირექტივით არ რეგულირდება.
  5. ამ დირექტივაში შესული სხვადასხვა ხელშეკრულებები გარკვევით უნდა განისაზღვროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი დებულებების გვერდის ავლა.
  6. ამ დირექტივის მიზნებისთვის, თაიმშერის ხელშეკრულებები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ისინი მოიცავს საცხოვრებლის, მათ შორის, სასტუმროს ოთახების მრავალჯერად დაჯავშვნას, ვინაიდან მრავალჯერადი დაჯავშვნა არ ითვალისწინებს ცალკეული დაჯავშვნიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების გარდა სხვა უფლებებსა და ვალდებულებებს. თაიმშერის ხელშეკრულებები არ მოიცავს არც ჩვეულებრივ საიჯარო ხელშეკრულებებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ეხება გამოყენების ერთ ცალკეულ უწყვეტ პერიოდს და არა რამდენიმე პერიოდს.
  7. ამ დირექტივის მიზნებისთვის, გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ისინი მოიცავს ჩვეულებრივ ლოიალურობის პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ფასდაკლებებს სასტუმროების ქსელში შემავალ სასტუმროებში მომავალი გაჩერების შემთხვევაში, ვინაიდან პროგრამის წევრობა არ მოიპოვება საფასურის სანაცვლოდ და არც მომხმარებლის გადახდილი საფასურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საცხოვრებელთან დაკავშირებით ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღება.
  8. ამ დირექტივამ გავლენა არ უნდა იქონიოს საგზურით მგზავრობის, საგზურით დასვენებისა და ტურისტული მომსახურების პაკეტის შესახებ საბჭოს 1990 წლის 13 ივნისის დირექტივაზე 90/314/EEC4.
  9. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 11 მაისის დირექტივა 2005/29/EC შიდა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შესახებ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (დირექტივა არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შესახებ)5 კრძალავს შეცდომაში შემყვან, აგრესიულ და სხვა არაკეთილსინდისიერ კომერციულ პრაქტიკას ბიზნესსა და მომხმარებელს შორის. თაიმშერთან, გრძელვადიანი დასვენების პროდუქტებთან, გადაყიდვასა და გაცვლასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და კომერციული პრაქტიკის ბუნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია უფრო დეტალური და სპეციფიკური დებულებების მიღება საინფორმაციო მოთხოვნებსა და ფასდაკლების აქციებთან დაკავშირებით. ფასდაკლების აქციებზე მოწვევის კომერციული მიზანი გასაგები უნდა იყოს მომხმარებლისთვის. წინასახელშეკრულებო ინფორმაცია დებულებებთან დაკავშირებით და ხელშეკრულება უნდა იყოს გასაგებად ჩამოყალიბებული და განახლებული. იმისთვის, რომ მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ინფორმაციას ხელშეკრულების დადებამდე, ის მათ უნდა მიეწოდოთ საშუალებებით, რომლებიც მათთვის იმ დროისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.
  10. მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომელსაც მოვაჭრეები ვერ უარყოფენ, წინასახელშეკრულებო ინფორმაცია მიიღონ და ხელშეკრულება გააფორმონ მათთვის ნაცნობ ენაზე, რომელსაც ისინი აირჩევენ. ამასთან, ხელშეკრულების განხორციელებისა და აღსრულების გასამარტივებლად წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ დააწესონ მომხარებლისთვის ხელშეკრულების სხვა ენაზე შედგენილი ვერსიების მიწოდების ვალდებულება.
  11. იმისთვის, რომ მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, სრულად გაიაზრონ ხელშეკრულებაში მათთვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, მათ უნდა მიეცეთ დრო, რომლის განმავლობაშიც შეძლებენ ხელშეკრულებიდან გასვლას ყოველგვარი დასაბუთებისა და ხარჯის დაკისრების გარეშე. ამჟამად აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა წევრ სახელმწიფოებში განსხვავებულია და გამოცდილება აჩვენებს, რომ დირექტივით 94/47/EC დადგენილი ვადა საკმარისი ხანგრძლივობის არ არის. აქედან გამომდინარე, ვადა უნდა გაიზარდოს, რათა მიღწეული იქნეს მომხმარებლის მაღალი დონის დაცვა და მეტი მკაფიოობა მომხმარებლებისა და მოვაჭრეებისთვის. ვადის ხანგრძლივობა, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მოდალობები და გავლენები ჰარმონიზებული უნდა იყოს.
  12. მომხმარებელს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ეფექტურ სამართლებრივ დაცვის საშუალებებზე იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეები ვერ დააკმაყოფილებენ წინასახელშეკრულებო ინფორმაციასთან დაკავშირებულ დებულებებს ან ხელშეკრულებას, კერძოდ კი, დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს ყველა საჭირო ინფორმაცია და, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმების დროს. ამასთან, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან ერთად მომხმარებელს უნდა შეეძლოს, ისარგებლოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფრო ვრცელი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრეებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამგვარი გახანგრძლივებული ვადის განმავლობაში ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებისას მომხმარებელი არაფერს იხდის მიუხედავად იმისა, თუ რა მომსახურებებით ისარგებლა მან. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვა მომხმარებელს ხელს არ უშლის, მოიძიოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად საინფორმაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
  13. ამ დირექტივაში განსაზღვრული ვადების გამოსათვლელად გამოიყენება საბჭოს 1971 წლის 3 ივნისის რეგულაცია (EEC, Euratom) No 1182/71 პერიოდების, თარიღებისა და ვადების6 დადგენის წესების შესახებ.
  14. მომხმარებელთა დაცვის გასაუმჯობესებლად უნდა აიკრძალოს მოვაჭრეების ან ნებისმიერი მესამე მხარის სასარგებლოდ წინასარ გადახდა ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის დასრულებამდე. რაც შეეხება გადაყიდვის ხელშეკრულებებს, წინასწარი გადახდა უნდა იკრძალებოდეს რეალურ გაყიდვამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, თუმცა წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ შუამავლებისთვის საბოლოო ანგარიშსწორების შესაძლებლობისა და მოდალობების რეგულირება გადაყიდვის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემთხვევაში.
  15. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებების შემთხვევაში გადასახდელი საფასური, ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის კონტექსტში, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს ერთი წლის შემდეგ გადასახდელ თანხებში შესწორების შეტანას იმ მიზნით, რომ შენარჩუნდეს ამ განვადების თანხების რეალური ღირებულება, მაგალითად, გათვალისწინებულ იქნეს ინფლაცია.
  16. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გავა ხელშეკრულებიდან და საფასური სრულად ან ნაწილობრივაა დაფარული კრედიტით, რომელიც მომხმარებელზე გასცა მოვაჭრემ ან მესამე მხარემ, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის შეთანხმების საფუძველზე, საკრედიტო შეთანხმება უნდა შეწყდეს მომხმარებლისთვის რაიმე ხარჯის დაკისრების გარეშე. იგივე ეხება ხელშეკრულებებს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებითაც, რომელთაც უზრუნველყოფს მოვაჭრე ან მესამე მხარე, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის შეთანხმების საფუძველზე.
  17. ხელშეკრულების მიმართ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენება მომხმარებელს არ ართმევს უფლებას, დაცული იყოს ამ დირექტივის შესაბამისად. კანონმდებლობა, რომელიც ვრცელდება ხელშეკრულებაზე, უნდა განისაზღვროს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ევროგაერთიანების წესების მიხედვით, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 17 ივნისის რეგულაციის (EC) No 593/2008 შესაბამისად (რეგულაცია სახელშეკრულებო ვალდებულებებზე გავრცელებული კანონმდებლობის შესახებ) (რომი I)7. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, შესაძლებელია მესამე ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენება, განსაკუთრებით, თუ მოვაჭრეების სამიზნეს წარმოადგენენ მომხმარებლები, რომლებიც დასასვენებლად იმყოფებიან მესამე ქვეყანაში და არა იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანაა. გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი კომერციული პრაქტიკა დამახასიათებელია ამ დირექტივით რეგულირებული სფეროებისთვის და რომ ხელშეკრულებები დაკავშირებულია მნიშვნელოვან თანხებთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი დამცავი საშუალებები ზოგიერთი სპეციფიკური ვითარებისთვის, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულება მოქცეულია რომელიმე სახელმწიფოს სასამართლოების იურისდიქციაში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლის დაცვა ამ დირექტივის შესაბამისად. ეს ცნება ასახავს მომხმარებელთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებებს, რომლებიც წარმოიშობა ამ დირექტივის რეგულირების სფეროში შემავალი ხელშეკრულებებისთვის დამახასიათებელი კომპლექსურობიდან, მათი გრძელვადიანი ბუნებიდან და ფინანსური შესაბამისობიდან.
  18. სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების იურისდიქციის, ასევე მათი აღიარებისა და აღსრულების შესახებ საბჭოს 2000 წლის 22 დეკემბრის რეგულაციის (EC) No 44/2001 შესაბამისად8, უნდა განისაზღვროს, თუ რომელ სასამართლოებს ექნებათ ამ დირექტივაში შესულ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის უფლება.
  19. მომხმარებლებისთვის ამ დირექტივით გათვალისწინებული დაცვის სრული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, მოვაჭრეთა მიერ საინფორმაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორც ხელშეკრულების წინა ეტაპზე, ისე ხელშეკრულების პერიოდში, საჭიროა, წევრმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სანქციები ამ დირექტივის დარღვევის შემთხვევებისთვის.
  20. აუცილებელია, უზრუნველყოფილი იქნეს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში იმ პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, რომელთაც კანონიერი ინტერესები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყოს სამართლებრივი საშუალებები ამ დირექტივის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოში საქმის აღსაძვრელად.
  21. აუცილებელია, დაწესდეს შესაბამისი და ეფექტური სამართლებრივი დაცვის პროცედურები წევრ სახელმწიფოებში მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შორის დავების მოსაგვარებლად. ამ მიზნით წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საჯარო ან კერძო ორგანოების შექმნას, რათა დავები გადაწყდეს სასამართლოს გარეშე.
  22. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლები ინფორმირებული იყვნენ იმ ეროვნული დებულებების შესახებ, რომლებშიც გადატანილია ეს დირექტივა. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ მოვაჭრეებსა და ქცევის კოდექსის ავტორებს, რათა მათ მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია ამ სფეროში თავიანთი ქცევის კოდექსების შესახებ. მომხმარებელთა მაღალ დონეზე დაცვის მიზნით შესაძლებელია მომხმარებელთა ორგანიზაციების ინფორმირება ქცევის კოდექსის შემუშავების შესახებ ან მათი ჩართვა ამ პროცესში.
  23. ვინაიდან ამ დირექტივის მიზნები სათანადოდ ვერ მიიღწევა წევრი სახელმწიფოები დონეზე და, შესაბამისად, მათი უკეთ მიღწევა შესაძლებელია ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია, მიიღოს ზომები საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 მუხლში განსაზღვრული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნულ მუხლში, ეს დირექტივა არ მოითხოვს იმაზე მეტს, რაც შიდა ბაზრის ხელშემშლელი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და მომხმარებელთა დაცვის საერთო მაღალი დონის მისაღწევადაა საჭირო.
  24. ეს დირექტივა პატივს სცემს ძირითად უფლებებს და, განსაკუთრებით, ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ევროკავშირის კონვენციითა და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით აღიარებულ პრინციპებს.
  25. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ უწყებათაშორისი შეთანხმების 34-ე მუხლი ითვალისწინებს9 წევრი სახელმწიფოების ხელშეწყობას, რათა მათ თავიანთი და ევროკავშირის ინტერესებისთვის შექმნან საკუთრი ცხრილები, რომლებშიც, შეძლებისდაგვარად, გამოჩნდება ურთიერთკავშირი ამ დირექტივასა და ტრანსპოზიციის ღონისძიებებს შორის, ასევე იმისათვის, რომ გამოაქვეყნონ ისინი,

 

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მიაღწიოს მომხმარებლების მაღალ დონეზე დაცვას, თაიმშერისა და გრძელვადიანი დასვენების პროდუქქტების, ასევე გაცვლის ხელშეკრულებების ბაზარზე გატანის, გაყიდვისა და გადაყიდვის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებით წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების გზით.

2. ეს დირექტივა ეხება გარიგებებს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის.

ეს დირექტივა არ ზღუდავს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც:

  1. ითვალისწინებს სახელშეკრულებო სამართალში განსაზღვრულ სამართლებრივი დაცვის ზოგად საშუალებებს;
  2. უკავშირდება უძრავი ან მოძრავი ქონების რეგისტრაციასა და უძრავი ქონების გადაცემას;
  3. უკავშირდება დაარსების ან ავტორიზაციის რეჟიმების პირობებს ან ლიცენზირების მოთხოვნებს და
  4. უკავშირდება იმ უფლებების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრას, რომლებიც ამ დირექტივით რეგულირებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდეს.

 

მუხლი 2

განმარტებები

1. ამ დირექტივის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

  1. „თაიმშერის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთზე მეტი წლით და რომლის თანახმადაც მომხმარებელი, საფასურის გადახდის სანაცვლოდ, იღებს უფლებას, საცხოვრებელი გამოიყენოს ერთი ან მეტი ღამით ერთზე მეტ გამოყენების პერიოდში;
  2. „გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს და რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ, უმთავრესად, იძენს ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას საცხოვრებელთან დაკავშირებით, ცალკე ან სამოგზაურო თუ სხვა მომსახურებებთან ერთად;
  3. „გადაყიდვის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოვაჭრე საფასურის სანაცვლოდ ეხმარება მომხმარებელს თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში;
  4. „გაცვლის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ უერთდება გაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს ღამის გასათევზე ან სხვა მომსახურებებზე, სამაგიეროდ ის სხვა პირებს გადასცემს დროებითი წვდომის უფლებას მომხმარებლის იმ თაიმშერის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე;
  5. „მოვაჭრე“ არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედების მიზანი დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან და ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან მოვაჭრის დავალებით;
  6. „მომხმარებელი“ არის ფიზიკური პირი, რომლის მოქმედების მიზანი არ არის დაკავშირებული ამ პირის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან;
  7. „დამხმარე ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი სარგებლობს მომსახურებებით, რომლებიც დაკავშირებულია თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან და რომლებიც უზრუნველყოფილია მოვაჭრის ან მესამე მხარის მიერ, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე;
  8. „ხანგამძლე მატარებელი“ არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს ან მოვაჭრეს საშუალებას აძლევს, პირადად მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს მომავალში ინფორმაციის გამოყენების მიზნებისთვის ადეკვატური დროის განმავლობაში და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად კვლავწარმოების საშუალებას;
  9. „ქცევის კოდექსი“ არის შეთანხმება ან წესების კრებული, რომელიც არ არის დაწესებული წევრი სახელმწიფოს კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით და რომელიც განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევას, რომელნიც იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ კოდექსის ნორმები ერთი ან ერთზე მეტი კონკრეტული კომერციული პრაქტიკის ან ბიზნეს სექტორის ფარგლებში;
  10. „ქცევის კოდექსის ავტორი“ არის ნებისმიერი სუბიექტი, მოვაჭრის ან მოვაჭრეთა ჯგუფის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ქცევის კოდექსის შექმნასა და შესწორებაზე ან/და რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს იმ პირთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობა, რომელთაც ნაკისრი აქვთ მისი შესრულების ვალდებულება.

2. თაიმშერის ხელშეკრულების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რაც შესაბამისად განსაზღვრულია (a) და (b) ქვეპუნქტებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება, რომელიც იძლევა ვადის ავტომატური გაგრძელების ან გახანგრძლივების შესაძლებლობას.

 

მუხლი 3

რეკლამა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი რეკლამა იძლეოდეს მუხლის (4)1-ში მითითებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და მიუთითებდეს, თუ სად შეიძლება მისი მიღება.

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პირადად სთავაზობენ თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებას სარეკლამო ღონისძიების ან ფასდაკლების აქციის ფარგლებში, მოვაჭრემ მოწვევაში გარკვევით უნდა მიუთითოს კომერციული მიზნისა და აქციის ხასიათის შესახებ.

3. მუხლის (4)1-ში მითითებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქციის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

4. თაიმშერი ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტი ბაზარზე არ უნდა იქნეს გატანილი ან გაყიდული, როგორც ინვესტიცია.

 

მუხლი 4

წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

1. მანამ, სანამ მომხმარებელი დადებს რაიმე ხელშეკრულებას ან მიიღებს შეთავაზებას, მოვაჭრემ მომხმარებელს გარკვევით და სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი და სათანადო ინფორმაცია შემდეგნაირად:

  1. თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში I მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
  2. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში II მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
  3. გადაყიდვის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში III მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
  4. გაცვლის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3.

2. პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს უფასოდ, ქაღალზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე , რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია შედგენილი იქნეს იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

 

მუხლი 5

თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელშეკრულება შედგეს წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

მიუხედავად ამისა, წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს, შეუძლია დამატებით მოითხოვოს, რომ:

  1. თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა;
  2. თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომელიც ერთ კონკრეტულ უძრავ ქონებას ეხება, მოვაჭრე მომხმარებელს მიაწვდის ხელშეკრულების დამოწმებულ თარგმანს იმ წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, სადაც აღნიშნული ქონებაა განთავსებული, თუ ეს ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

წევრმა სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც მოვაჭრე ახორციელებს გაყიდვებს, შესაძლოა, მოითხოვოს, რომ თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

2. მუხლში (4)1 მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არ უნდა შეიცვალოს, თუ მხარეები აშკარად სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ან, თუ ცვლილებები გამოწვეულია უჩვეულო და გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რომლებიც მოვაჭრის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა სათანადო სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაშიც.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს უნდა ეუწყოს ქაღალდის ფურცელზე ან მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომ სხვა ხანგამძლე მატარებელზე ხელშეკრულების დადებამდე.

ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ.

3. მუხლში 4(1) გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

  1. თითოეული მხარის ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს და ხელმოწერას და
  2. ხელშეკრულების დადების თარიღსა და ადგილს.

4. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლის ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობაზე, მუხლში 6 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობასა და მუხლში 9 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის გასვლამდე წინასწარი გადახდის აკრძალვაზე.

ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალ-ცალკე.

ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ ფორმას, რომელიც მოცემულია დანართში V და ემსახურება მე-6 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გამარტივებას.

5. მომხმარებელს გადაეცემა ხელშეკრულების ასლი ან ასლები მისი გაფორმებისას.

 

მუხლი 6

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

1. ამ დირექტივის დებულებების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან ერთად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელს მიეცეს 14 კალენდარული დღე, რათა გავიდეს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე.

2. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს:

  1. ხელშეკრულების ან ნებისმიერი წინასწარი სავალდებულო ხელშეკრულების დადების დღიდან; ან
  2. იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას ან ნებისმიერ წინასწარ სავალდებულო ხელშეკრულებას, თუ ეს ხდება (a) ქვეპუნქტში გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.

3. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა იწურება:

  1. ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, როდესაც მოვაჭრეს შევსებული არ აქვს და მომხმარებლისთვის წერილობით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლით გადაცემული არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა მე-5 მუხლის 5(4) მოთხოვნის შესაბამისად;
  2. ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ მუხლში 4(1) მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა მომხმარებლისთვის მიწოდებული არ არის წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით.

ამასთან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი სანქციები მე-15 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვის დროისთვის, მოვაჭრეს არ აქვს დაკმაყოფილებული ამ დირექტივაში განსაზღვრული საინფორმაციო მოთხოვნები.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა, რომელიც მოთხოვნილია მუხლში 5(4), მოვაჭრემ შეავსო ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით და გადასცა მომხმარებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან. ანალოგიურად, თუ ინფორმაცია, რომელზეც მითითებულია მუხლში 4(1), მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, მომხმარებელს გადაეცა ქაღალდის ფურცლის ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამგვარი ინფორმაციის მიღების დღიდან.

5. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა პუნქტის 1 შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით, ვინაიდან ისინი ეხება თაიმშერის ხელშეკრულებას.

 

მუხლი 7

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მოდალობები

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განიზრახავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, მან ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე მოვაჭრეს უნდა აუწყოს ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ, რასაც წარადგენს ქაღალდზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე შედგენილი შეტყობინების სახით. მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელიც მოცემულია დანართში V, რომელსაც უზრუნველყოფს მოვაჭრე მუხლის 5(4) შესაბამისად. ბოლო ვადა დაცულია იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაიგზავნება ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე.

 

მუხლი 8

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გავლენები

1. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებით წყდება მხარეების ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.

2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს რაიმე ხარჯი, არც რაიმე გადასახადი იმ მომსახურებისთვის, რომელიც შესაძლოა გაწეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გასვლამდე.

 

მუხლი 9

წინასწარ გადახდა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-6 მუხლის შესაბამისად აიკრძალოს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენებისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, ფულის ანგარიშებზე დარეზერვება, ვალის არსებობის ღიად აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობა მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის დასრულებამდე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აიკრძალოს გადაყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, ფულის ანგარიშებზე დარეზერვება, ვალის არსებობის ღიად აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობა მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ რეალური გაყიდვის განხორციელებამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე.

 

მუხლი 10

გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სპეციფიკური დებულებები

1. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებების შემთხვევაში, გადახდა სრულდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ხელშეკრულებაში განსაზღვრული საფასურის ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკისგან. გადახდები, საწევრო შენატანის ჩათვლით, უნდა დაიყოს ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად. მოვაჭრემ უნდა გაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა გადახდასთან დაკავშირებით გადახდის ყოველ თარიღამდე მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე.

2. მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. აღნიშნული უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაში.

 

მუხლი 11

დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც მომხმარებელი იყენებს თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ნებისმიერი გაცვლის დამატებითი ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დამატებითი ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდეს ისე, რომ მომხმარებელს არ დაეკისროს რაიმე ხარჯი.

2. მომხმარებლებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48/EC დირექტივის მე-15 მუხლის შეუზღუდავად[10], როდესაც საფასური სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა მოვაჭრემ ან მესამე მხარემ, მომხმარებლისთვის მიცემული კრედიტის მეშვეობით მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის შეთანხმების საფუძველზე, საკრედიტო შეთანხმება უნდა შეწყდეს მომხმარებლისთვის რაიმე ხარჯის დაკისრების გარეშე, თუ მომხმარებელი გამოიყენებს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ დეტალური წესები ამგვარი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

 

მუხლი 12

დირექტივის იმპერატიული ხასიათი და გამოყენება საერთაშორისო შემთხვევებში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც ხელშეკრულების მიმართ გამოყენებული კანონი არის წევრი სახელმწიფოს კანონი, მომხმარებლებს არ ჰქონდეთ უფლება, უარი თქვან მათთვის ამ დირექტივით გადაცემულ უფლებებზე.

2. თუ გამოყენებული კანონი მესამე ქვეყანას ეკუთვნის, მომხმარებლებს არ წაერთმევათ ამ დირექტივით გათვალისწინებული დაცვის უფლება, რომელიც ხორციელდება ფორუმის წევრ სახელმწიფოში:

  • თუ ნებისმიერი შესაბამისი უძრავი ქონება მდებარეობს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან
  • იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება უშუალოდ არაა დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, მოვაჭრე ახორციელებს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას წევრ სახელმწიფოში ან, ნებისმიერი საშუალებით, მიმართავს ამგვარ საქმიანობას წევრ სახელმწიფოში, ხოლო ხელშეკრულება დაკავშირებულია ამგვარი საქმიანობის სფეროსთან.

 

მუხლი 13

სასამართლო და ადმინისტრაციული დაცვის საშუალებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობდეს ადეკვატური და ეფექტური საშუალებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოვაჭრეთა მხრიდან ამ დირექტივასთან შესაბამისობა.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული საშუალებები მოიცავს დებულებებს, რომელთა მიხედვით ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთი ან მეტი შემდეგ ორგანოთაგან უფლებამოსილია, საქმე აღძრას სასამართლოში ან კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ამ დირექტივის განსახორციელებლად ეროვნული დებულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად:

  1. საჯარო ორგანოები ან ორგანიზაციები ან მათი წარმომადგენლები;
  2. მომხმარებელთა ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მომხმარებლების დაცვის კანონიერი ინტერესი;
  3. პროფესიული კავშირები, რომელთაც აქვთ საქმის აღძვრის კანონიერი ინტერესი.

 

მუხლი 14

მომხმარებლის ინფორმაცია და სამართლებრივი დაცვის სასამართლოს გარე საშუალებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს იმ ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, რომელშიც გადმოტანილია ეს დირექტივა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყონ მოვაჭრეებსა და ქცევის კოდექსის ავტორებს, რათა მათ საკუთარი ქცევის კოდექსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს.

კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის დონეზე ქცევის კოდექსის შექმნას ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით კი, პროფესიული კავშირების, ორგანიზაციებისა და ასოციაციების მიერ, იმ მიზნით, რომ გამარტივდეს ამ დირექტივის განხორციელება. ეს ასევე დაეხმარება მოვაჭრეებსა და მათ ფილიალებს მომხმარებლებისთვის ნებისმიერი ამგვარი კოდექსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ნიშანდების მეშვეობით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სასამართლოს გარეთ საჩივრების განხილვისა და ზარალის ანაზღაურების ადეკვატური და ეფექტური პროცედურების შექმნას ამ დირექტივის შესაბამისად, მომხმარებელთა დავების გადასაწყვეტად და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა წაახალისონ მოვაჭრეები და მათი ფილიალები, რათა მათ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს ამგვარი პროცედურების ხელმისაწვდომობის შესახებ.

 

მუხლი 15

სანქციები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი სანქციები იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე არ შეასრულებს ამ დირექტივის შესაბამისად მიღებულ ეროვნულ დებულებებს.

2. აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი.

 

მუხლი 16

ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა

1. წევრმა სახელმწიფოებმა ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ 2011 წლის 23 თებერვლამდე. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააცნონ ევროკომისიას აღნიშნული დებულებების ტექსტები.

მათ აღნიშნული დებულებები უნდა გამოიყენონ 2011 წლის 23 თებერვლიდან.

აღნიშნული დებულებების მიღებისას წევრმა სახელმწიფოებმა მათში უნდა მიუთითონ ეს დირექტივა, ან ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა ახლდეს ასეთი მითითება. ამგვარი მითითების ფორმას განსაზღვრავენ წევრი სახელმწიფოები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ ამ დირექტივით რეგულირებულ სფეროში.

 

მუხლი 17

გადასინჯვა

კომისიამ უნდა გადახედოს ამ დირექტივას და ანგარიში წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს არაუგვიანეს 2014 წლის 23 თებერვლისა.

საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი წინადადებები სფეროში არსებულ სიახლეებთან მის მისასადაგებლად.

კომისიამ შესაძლოა ინფორმაცია მოითხოვოს წევრი სახელმწიფოებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისგან.

 

მუხლი 18

გაუქმება

დირექტივა 94/47/EC უნდა გაუქმდეს.

მითითება გაუქმებულ დირექტივაზე ითვლება, როგორც მითითება ამ დირექტივაზე და ის წაკითხული უნდა იქნეს დანართში VI მოცემული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

 

მუხლი 19

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 20

ადრესატები

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში, 2009 წლის 14 იანვარს.

 

ევროპარლამენტის სახელით                                                                        საბჭოს სახელით

თავმჯდომარე                                                                                                თავმჯდომარე

ჰ.გ. პოტერინგი                                                                                              ა. ვონდრა

 

 

დანართი I

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა თაიმშერის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., უძრავი ქონების აღწერილობა):

 

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

 

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

 

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

 

თუ ხელშეკრულება ეხება კონკრეტულ უძრავ ქონებას, რომელიც მშენებლობის პროცესშია - თარიღი, როდესაც საცხოვრებელი და მომსახურებები/ობიექტები დასრულდება/ხელმისაწვდომი იქნება:

 

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს უფლებ(ებ)ის შესაძენად:

 

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები);

 

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მთავარი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და ამ სახის მომსახურებებისთვის მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის მითითება:

 

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ობიექტების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., საცურაო აუზი ან საუნა):

 

არის თუ არა აღნიშნული მოწყობილობები გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

 

თუ არ არის, განისაზღვროს, თუ რა არის გათვალისწინებული და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი:

 

არის თუ არა შესაძლებელი გაცვლის სქემასთან მიერთება?

 

თუ არის, განისაზღვროს გაცვლის სქემის დასახელება:

 

წევრობის/გაცვლის ხარჯების მითითება:

 

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

 

 

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

  • მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ გადახდილ გადახდასაც.
  • მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
  • საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

ნაწილი 3:

 

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

  1. ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
  • პირობები, რომლებიც განსაზღვრავს იმ უფლების გამოყენებას, რომელიც არის ხელშეკრულების საგანი, იმ წევრი სახელმწიფო(ებ)ის ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი ქონება მდებარეობს და ინფორმაცია იმის შესახებ, დაკმაყოფილებულია თუ არა აღნიშნული პირობები ან, თუ არ არის, რა პირობები დარჩა დასაკმაყოფილებელი,
  • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება უზრუნველყოფს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალი საცხოვრებლის გამოყენების უფლებას - ინფორმაცია იმ შეზღუდვების შესახებ, რომელთა თანახმადაც მომხმარებელი ყოველთვის ვერ გამოიყენებს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალ ნებისმიერ საცხოვრებელს.
  1. ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ
  • თუ ხელშეკრულება ეხება სპეციფიკურ უძრავ ქონებას - ამ უძრავი ქონების ზუსტი და დეტალური აღწერილობა და მისი ადგილმდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება რამდენიმე ქონებას (რამდენიმე კურორტს) - მათი შესაბამისი აღწერილობა და მდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და მოწყობილობების შესაბამისი აღწერილობა,
  • მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებები (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და მომსახურების პირობები,
  • საჭიროების შემთხვევაში, საერთო ობიექტები, როგორებიცაა: საცურაო აუზი, საუნა და სხვა, რომლებთანაც მომხმარებელს აქვს ან ექნება წვდომა და რა პირობებით.
  1. დამატებითი მოთხოვნები საცხოვრებლისთვის, რომელიც მშენებლობის პროცესშია (შესაბამის შემთხვევაში)
  • საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოების მდგომარეობა და მომსახურებების სისრულე, რომ საცხოვრებელი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი ობიექტის მდგომარეობა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,
  • საცხოვრებლის დასრულებისა და მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის გაწეული მომსახურებების შესრულების ბოლო ვადა (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი იმ ობიექტის დასრულების ბოლო ვადა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,
  • მშენებლობის ნებართვის ნომერი და კომპეტენტური ორგანოს ან ორგანოების დასახელება(დასახელებები) და სრული მისამართ(ებ)ი,
  • გარანტია საცხოვრებლის დასრულებასთან დაკავშირებით ან გარანტია ნებისმიერი გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი არ არის დასრულებული და, საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი გარანტიების მოქმედების პირობები.
  1. ინფორმაცია ხარჯების შესახებ
  • თაიმშერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ზუსტი და სათანადო აღწერილობა; როგორ განაწილდება ეს ხარჯები მომხმარებლებზე და როგორ და როდის შეიძლება გაიზარდოს ამგვარი ხარჯები; ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის გამოთვლის მეთოდი, სავალდებულო სახელმწიფო მოსაკრებლები (მაგალითად, ბეგარა და გადასახადები) და ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები (მაგალითად, მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების),
  • შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე ხარჯი, იპოთეკა, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან რაიმე სხვა საგადასახადო გირავნობა რეგისტრირებული საცხოვრებლის საკუთრების უფლებაზე.
  1. ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
  • შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
  1. დამატებითი ინფორმაცია
  • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ქონების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და მისი ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის, შეუძლიათ თუ არა და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ამ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებზე გავლენის მოხდენა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა,
  • ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა სახელშეკრულებო უფლებების გადაყიდვის სისტემასთან მიერთება, ინფორმაცია შესაბამისი სისტემის შესახებ და ამ სისტემის მეშვეობით გადაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების მითითება,
  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მართვის შესახებ გადაწყვეტილებებთან, ხარჯების გაზრდასა და პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,
  • საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

 

 

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

დანართი II

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა:

 

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

 

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

 

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

 

უფლების შესაძენად მომხმარებლის გადასახდელი საფასური, მათ შორის, ნებისმიერი პერიოდული ხარჯი, რომლის დარიცხვასაც მომხმარებელი უნდა ელოდოს საცხოვრებელთან, მოგზაურობასა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან წვდომის უფლების მოპოვების შედეგად:

 

ეტაპობრივი გადახდის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საფასურის ტოლ შენატანებად გადახდას ხელშეკრულების პერიოდის ყოველ წელს და მათ გადასახდელად დაწესებული თარიღები:

 

ეტაპობრივად გადასახდელი შენატანების ოდენობა შეიძლება შეიცვალოს ერთი წლის შემდეგ, რათა შენარჩუნდეს ამ შენატანების რეალური ღირებულება, მაგალითად, გათვალისწინებულ იქნეს ინფლაცია.

 

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური საწევრო შენატანები):

 

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ფასდაკლება სასტუმროში გაჩერებასა და ავიაფრენებზე):

 

შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

 

თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (მაგ., სამი ღამით გაჩერება, რომელიც გათვალისწინებულია წლიურ საწევრო შენატანში, ყველა სხვა საცხოვრებელი გადახდილი უნდა იქნეს ცალკე):

 

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

 

 

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

  • მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
  • მომხმარებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი წლიური შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება.
  • მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
  • საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

  1. ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
  • მომავალი ჯავშნებისთვის ხელმისაწვდომი ფასდაკლებების სათანადო და ზუსტი აღწერა, რომელსაც ნიმუშად ახლავს ბოლოდროინდელი შეთავაზებების მაგალითები.
  • ინფორმაცია მომხმარებლის მიერ უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, კერძოდ, ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე ან ინფორმაცია შეთავაზებებზე, რომლებიც ეფუძნება პრინციპს - პირველ მომსვლელს პირველს ემსახურებიან, ინფორმაცია გარკვეული რეკლამების ვადებსა და სპეციალურ ფასდაკლებებზე.
  1. ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
  • შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
  1. დამატებითი ინფორმაცია
  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,
  • საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

 

 

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

დანართი III

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გადაყიდვის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., ბაზარზე გატანა):

 

ხელშეკრულების ხანგრძლივობა:

 

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურებების შესაძენად:

 

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ადგილობრივი გადასახადები, ნოტარიუსის გადასახადები, რეკლამის ხარჯი):

 

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

 

 

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

  • მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება რეალურ გაყიდვამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
    • მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
    • საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

ნაწილი 3:

 

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად,
  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,
  • საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

 

 

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

დანართი IV

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გაცვლის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა:

 

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

 

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

 

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

 

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გაცვლის სისტემის საწევრო შენატანის სახით:

 

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები):

 

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი:

 

შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

 

თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (ხარჯების ტიპები და ოდენობების მითითება, მაგ., ინდივიდუალური გაცვლის ოპერაციებისთვის გადასახდელი საფასურის დადგენა, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ჩათვლით):

 

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

 

 

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

  • მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა.
  • ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
    • მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
    • საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

  1. ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
  • ახსნა-განმარტება იმისა, თუ როგორ მუშაობს გაცვლის სისტემა; გაცვლის შესაძლებლობები და მოდალობები; გაცვლის სისტემაში მომხმარებლის თაიმშერის ღირებულების მითითება და კონკრეტული გაცვლის შესაძლებლობების მაგალითები,
  • ხელმისაწვდომი კურორტების რაოდენობის და გაცვლის სისტემის წევრთა რაოდენობის მითითება, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შერჩეული კონკრეტული საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა, მაგალითად, „პიკის“ სეზონების გამო მოთხოვნის წინასწარ, დიდი ხნით ადრე დაჯავშვნის პოტენციური საჭიროება და ნებისმიერი შეზღუდვის მითითება მომხმარებლის მიერ გაცვლის სისტემაში უზრუნველყოფილი თაიმშერის უფლებების შედეგად მიღებულ არჩევანთან დაკავშირებით.
  1. ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ
  • უძრავი ქონებისა და მისი ადგილმდებარეობის მოკლე და სათანადო აღწერილობა; როდესაც ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და ობიექტების სათანადო აღწერილობა; მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მომხმარებელმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია.
  1. ინფორმაცია ხარჯების შესახებ
  • ინფორმაცია მოვაჭრის ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმადაც მან უნდა უზრუნველყოს დეტალების მიწოდება გაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე გაცვლის თითოეული შეთავაზების შესახებ, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის შესახებ, რომელიც მომხმარებელს დაეკისრება გაცვლასთან დაკავშირებით.
  1. ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
  • შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტაზე შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
  1. დამატებითი ინფორმაცია
  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,
  • საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

 

 

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

დანართი V

ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გასამარტივებლად

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება იწყება …………………….. (ავსებს მოვაჭრე, მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე).

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია აღნიშნული ფორმა, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ფორმას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია ყველა საჭირო ინფორმაცია, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ინფორმაციას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელმა მოვაჭრეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ქვემოთ მითითებული დასახელების და მისამართის გამოყენებით, ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით (მაგ., წერილი ფოსტით, ელ. ფოსტა). მომხმარებელს შეუძლია ამ ფორმის გამოყენება, თუმცა ის სავალდებულო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ეროვნული სახელშეკრულებო სამართლის წესები შესაძლოა ითვალისწინებდეს მომხმარებლის უფლებებს, მაგ., ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში.

 

წინასწარ გადახდის აკრძალვა

ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, გადასახადს, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ.

ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.

შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ

  • ვის (მოვაჭრის სახელი და მისამართი) (*):
  • მე/ჩვენ (**) გაცნობებ(თ), რომ მე/ჩვენ (**) გავდივარ(თ) ხელშეკრულებიდან,
  • ხელშეკრულების დადების თარიღი (*):
  • მომხმარებლ(ებ)ის სახელ(ებ)ი (***):
  • მომხმარებლ(ებ)ის მისამართ(ებ)ი (***):
  • მომხმარებლ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმა ქაღალდზეა შედგენილი) (***):
  • თარიღი (***):

(*) ავსებს მოვაჭრე მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე.

(**) წაშალეთ შესაბამის შემთხვევაში.

(***) ივსება მომხმარებლ(ებ)ის მიერ, თუ ეს ფორმა გამოყენებულია ხელშეკრულებიდან გასვლისთვის.

 

 

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

 

 

დანართი VI

კორელაციის ცხრილი ამ დირექტივისა და დირექტივის 94/47/EC დებულებებს შორის

დირექტივა 94/47/EC

ეს დირექტივა

მუხლი 1, პირველი პუნქტი

მუხლი 1(1) და მუხლი 1(2), პირველი აბზაცი

მუხლი 1, მეორე პუნქტი

მუხლი 1, მესამე პუნქტი

მუხლი 1(2), მეორე აბზაცი

მუხლი 2, პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 2(1)(a)

მუხლი 2(1)(b) (ახალი)

მუხლი 2(1)(c) (ახალი)

მუხლი 2(1)(d) (ახალი)

მუხლი 2, მეორე ქვეაბზაცი

მუხლი 2, მესამე ქვეაბზაცი

მუხლი 2(1)(e)

მუხლი 2, მეოთხე ქვეაბზაცი

მუხლი 2(1)(f)

მუხლი 2(1)(g) (ახალი)

მუხლი 2(1)(h) (ახალი)

მუხლი 2(1)(i) (ახალი)

მუხლი 2(1)(j) (ახალი)

მუხლი 2(2) (ახალი)

მუხლი 3(1)

მუხლი 4(1)

მუხლი 3(2)

მუხლი 5(2)

მუხლი 3(3)

მუხლი 3(1)

მუხლი 3(2) (ახალი)

მუხლი 3(3) (ახალი)

მუხლი 3(4) (ახალი)

მუხლი 4, პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 5(1), პირველი აბზაცი და მუხლი 5(2), პირველი აბზაცი

მუხლი 4, მეორე ქვეაბზაცი

მუხლი 4(3) და მუხლი 5(1)

მუხლი 4(2) (ახალი)

მუხლი 5(4) (ახალი)

მუხლი 5(5) (ახალი)

მუხლი 5(1), შესავალი წინადადება

მუხლი 6(1)

მუხლი 5(1), პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 6(1) და მუხლი 6(2)

მუხლი 5(1), მეორე ქვეაბზაცი

მუხლი 6(3) და მუხლი 6(4)

მუხლი 5(1), მესამე ქვეაბზაცი

მუხლი 6(3)

მუხლი 6(5) (ახალი)

მუხლი 5(2)

მუხლი 7

მუხლი 8(1) (ახალი)

მუხლი 5(3)

მუხლი 8(2)

მუხლი 5(4)

მუხლი 8(2)

მუხლი 6

მუხლი 9(1)

მუხლი 9(2) (ახალი)

მუხლი 10(1) (ახალი)

მუხლი 10(2) (ახალი)

მუხლი 11(1) (ახალი)

მუხლი 7, პირველი პუნქტი

მუხლი 11(2)

მუხლი 7, მეორე პუნქტი

მუხლი 11(3)

მუხლი 8

მუხლი 12(1)

მუხლი 9

მუხლი 12(2)

მუხლი 10

მუხლები 13 და 15

მუხლი 11

მუხლი 14(1) (ახალი)

მუხლი 14(2) (ახალი)

მუხლი 12

მუხლი 16

მუხლი 17 (ახალი)

მუხლი 18 (ახალი)

მუხლი 19 (ახალი)

მუხლი 13

მუხლი 20

დანართი

დანართი I

დანართი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 5(3)(a) და დანართი I, ნაწილი 1, პირველი ველი

დანართი, ქვეპუნქტი (b)

დანართი I, ნაწილი 1, მესამე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 1, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (c)

დანართი I, ნაწილი 1, მეორე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(1)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(2)

დანართი I, ნაწილი 1, მეოთხე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(3)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(4)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(5)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მეოთხე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (e)

დანართი I, ნაწილი 1, მეექვსე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (f)

დანართი I, ნაწილი 1, მეექვსე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (g)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (h)

დანართი I, ნაწილი 1, მეოთხე ველი

დანართი, ქვეპუნქტი (i)

დანართი I, ნაწილი 1, მეხუთე და მეექვსე უჯრები და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 4, ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (j)

დანართი I, ნაწილი 2, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (k)

დანართი I, ნაწილი 2, მეშვიდე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (l)

დანართი I, ნაწილი 2, პირველი და მესამე ქვეაბზაცები, დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, პირველი ქვეაბზაცი და დანართი V (ახალი)

დანართი, ქვეპუნქტი (m)

მუხლი 5(3)(b)

დანართი I, ნაწილი 1, მერვე ველი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 2, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 2, მეოთხე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 1, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 4, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, მესამე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, მეოთხე ქვეაბზაცი (ახალი)

დანართები II-V (ახალი)

 



[1] ოფიციალური ჟურნალი C 44 16.2.2008, გვ. 27.

[2]ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის მოსაზრება (რომელიც ოფიციალურ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა) და საბჭოს 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

[3]ოფიციალური ჟურნალი L 280, 29.10.1994, გვ. 83.

[4]ოფიციალური ჟურნალი L 158, 23.6.1990, გვ. 59.

[5] ოფიციალური ჟურნალი L 149, 11.6.2005, გვ. 22.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 124, 8.6.1971, გვ. 1.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 177, 4.7.2008, გვ. 6.

[8]ოფიციალური ჟურნალი L 12, 16.1.2001, გვ. 1.

[9]ოფიციალური ჟურნალი, C 321, 31.12.2003, გვ. 1.

[10] ოფიციალური ჟურნალი L 133, 22.5.2008, გვ. 66.