On the Use of the Defence Forces of Georgia

On the Use of the Defence Forces of Georgia
Document number 84
Document issuer Prime Minister of Georgia
Date of issuing 12/04/2020
Document type Order of the Prime Minister of Georgia
Source and date of publishing Website, 12/04/2020
Expiration Date 23/05/2020
Registration code
84
12/04/2020
Website, 12/04/2020
On the Use of the Defence Forces of Georgia
Prime Minister of Georgia

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის

ბრძანება №84

2020 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს    პრეზიდენტის    2020  წლის  21  მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გვარა, ლეღვა, მუხაესტატე, წყავროკა) გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აპრილის №239 დადგენილებით  გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.

2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 12 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი  გახარია