DIRECTIVE 2006/126/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 20 December 2006 on driving licences (Recast)

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 2006/126/EC

მართვის მოწმობის შესახებ (შეცვლილი რედაქციით)

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, და კერძოდ, ამ ხელშეკრულების 71-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას[1],

რეგიონების კომიტეტი გაიარეს რა კონსულტაცია რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ,

მოქმედებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებ 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად[2],

ვინაიდან:

  1. 1991 წლის 29 ივლისის საბჭოს დირექტივა 91/439/EEC მართვის მოწმობების[3] შესახებ რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შესწორდა. ახლა როდესაც ახალი შესწორებები შედის აღნიშნულ დირექტივაში, სასურველია, საკითხების განმარტებისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი დებულებები მოცემული იყოს შეცვლილი რედაქციით.
  2. მართვის მოწმობის შესახებ წესები საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, რომელსაც წვლილი შეაქვს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში და ხელს უწყობს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, რომლებიც იღებენ ბინადრობას სხვა წევრ სახელმწიფოში და არა იქ სადაც გაიცა მოწმობა. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს სათანადოდ აღიარებული მართვის მოწმობის მფლობელობა ხელს უწყობს პირის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას. მართვის მოწმობის შესახებ წესების ჰარმონიზაციის მხრივ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, წევრ ქვეყნებს შორის ისევ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებები მართვის მოწმობის პერიოდული შეცვლისა და სატრანსპორტო საშუალებათა ქვეკატეგორიების შესახებ წესებში, რომლებიც საჭიროა უფრო სრულყოფილად იყოს ჰარმონიზებული, რათა ხელი შეეწყოს ევროგაერთიანების პოლიტიკის განხორციელებას.
  3. დირექტივით 91/439 / EEC გათვალისწინებული მოქმედების ვადის შესახებ ეროვნული დებულებების ჩამოყალიბების შესაძლებლობა იწვევს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა წესების თანაარსებობას და მოქმედი მართვის მოწმობების 110-ზე მეტი სხვადასხვა მოდელის არსებობას წევრ სახელმწიფოებში. ეს ქმნის გამჭვირვალობის პრობლემებს მოქალაქეებისათვის, პოლიციის ძალებისა და მართვის მოწმობების გამოყენებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციებისათვის და იწვევს დოკუმენტების გაყალბებას, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე ათეული წლის წინ არის გაცემული.
  4. იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ერთიანი ევროპული მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის იმ 110 უკვე მიმოქცევაში არსებულზე კიდევ ერთ დამატებით მოდელად დამატება, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რომ მხოლოდ ეს ერთი მოდელი გასცენ ყველა მოწმობის მფლობელზე.
     
  5. ამ დირექტივამ არ უნდა დააზიანოს ავტომობილის მართვის არსებული უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებულია ან მიღებულია განაცხადის წარდგენის თარიღამდე.
  6. მართვის მოწმობები ურთიერთაღიარების რეჟიმში მოქმედებენ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ამ დირექტივის მიერ განსაზღვრული მოქმედების ვადის გამოყენება მოწმობის მიმართ, რომელიც გაცემულია სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ შეზღუდული ადმინისტრაციული ვადის გარეშე და რომლის მფლობელიც მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
  7. ახალი მართვის მოწმობების ადმინისტრაციული მოქმედების ვადის შემოღება საშუალებას უნდა იძლეოდეს პერიოდული განახლების დროს გამოიყენებულ იქნეს უახლესი გაყალბების საწინააღმდეგო ზომები, აგრეთვე სამედიცინო გამოკვლევები ან წევრი სახელმწიფოების მიერ გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
  8. საგზაო უსაფრთხოების საფუძველზე, უნდა იქნეს დადგენილი მინიმალური მოთხოვნები მართვის მოწმობის გასაცემად. საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდებისა და მოწმობის გაცემის სტანდარტების ჰარმონიზება. ამ მიზნით უნდა განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ცოდნა, უნარ-ჩვევები და ქცევა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა უნდა ეფუძნებოდეს ამ კონცეფციებს და უნდა მოხდეს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების მართვის ფიზიკური და ფსიქიკური მომზადების მინიმალური სტანდარტების ხელახალი განსაზღვრა.
  9. ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის მინიმალური სტანდარტების შესრულების დასაბუთება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მძღოლების მიერ პირთა გადაყვანის ან საქონლის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის, როდესაც გაიცემა მართვის მოწმობა და შემდეგ პერიოდულად. ასეთი რეგულარული კონტროლი მინიმალური სტანდარტების შესაბამისი ეროვნული წესების მიხედვით, ხელს შეუწყობს პირთა თავისუფალ გადაადგილებას, თავიდან ირიდებს კონკურენციის დამახინჯებებს და უკეთ გაითვალისწინებს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების კონკრეტულ პასუხისმგებლობას. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება დააწესონ სამედიცინო შემოწმება, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის მინიმალური სტანდარტების შესაბამისობის გარანტია, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის. გამჭვირვალობის მიზნით, ასეთი გამოცდები უნდა ემთხვეოდეს მართვის მოწმობის განახლებას და, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს მოწმობის მოქმედების ვადის პერიოდით.
  10. აუცილებელია კვლავ გავაძლიეროთ თანმიმდევრული დაშვების პრინციპი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებისა და მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებისთვის.
  11. მიუხედავად ამისა, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ უფლება, რომ საგზაო უსაფრთხოების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, დაადგინონ გარკვეულ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე უფრო მაღალი ასაკობრივი შეზღუდვა; წევრ ქვეყნებს გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიეცეთ უფლება, რომ დაადგინონ ქვედა ასაკობრივი ზღვარი, რათა მოხდეს ეროვნული გარემოებების გათვალისწინება.
  12. კატეგორიების განმარტებებში უფრო მეტად უნდა აისახოს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მახასიათებლები და სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო უნარები.
  13. მოპედების მართვის მოწმობების კატეგორიების დანერგვა, კერძოდ, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას, რაც შეეხება ყველაზე უფრო ახალგაზრდა მძღოლებს ვინც, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე უფრო მძიმე დარტყმის ქვეშაა საგზაო ავარიებისაგან.
  14. კონკრეტული დებულებები უნდა იქნეს მიღებული, რათა ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუადვილდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვა.
  15. საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ მართვის მოწმობის გატანის, შეჩერების, განახლებისა და გაუქმების შესახებ მათი ეროვნული დებულებების გამოყენება მათ ტერიტორიაზე ჩვეულებრივ ცხოვრების უფლების მიმღები მართვის მოწმობის ყველა მფლობელის მიმართ.
  16. მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუში, როგორც განსაზღვრულია დირექტივაში 91/439 / EEC, უნდა შეიცვალოს ერთი ნიმუშით პლასტიკური ბარათის სახით. ამავდროულად, ეს მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუში, უნდა იყოს ადაპტირებული მოპედებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობების და მოტოციკლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობების დანერგვის გათვალისწინებით(საფუძველზე).
  17. ფუნქციონალური მიკროსქემის ჩართვამ ახალი პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობაში წევრ სახელმწიფოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესონ გაყალბების საწინააღმდეგო დაცვის დონე. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ მოქნილობა, რომ შეიტანონ ეროვნულ მონაცემები ჩიპზე, თუ ეს ხელს არ უშლის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ მონაცემებს. ფუნქციონალური მიკროსქემის მიმართ ტექნიკური მოთხოვნები უნდა განსაზღვროს კომისიამ, რომელსაც ეხმარება მართვის მოწმობის საკითხთა კომიტეტი.
  18. გამომცდელების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისათვის უნდა დადგინდეს მინიმალური სტანდარტები რაც შეეხება გამომცდელის პროფესიაზე წვდომას და გამომცდელის ტრენინგის შესახებ მოთხოვნებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მართვის მოწმობის მიღების მსურველი განმცხადებლების უფრო ობიექტური შეფასება და მიიღწევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის უფრო გაზრდილი ჰარმონიზაცია.
  19. კომისიას უნდა ქონდეს უფლება, რომ მოახდინოს სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის შესაბამისად I -დან VI -მდე დანართების ადაპტირება.
  20. ზომები, რომელთა მიღებაც აუცილებელია წინამდებარე დირექტივის განსახორციელებლად, მიღებულ უნდა იქნეს ევროსაბჭოს 1999 წლის 28 ივნისის 1999/468/EC გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს პროცედურებს ევროკომისიისთვის გადაცემული განხორციელების უფლებამოსილების გამოსაყენებლად[4].
  21. კერძოდ, კომისია უნდა იყოს აღჭურვილი უფლებამოსილებით რათა ჩამოაყალიბოს ამ დირექტივის გომოყენებისთვის საჭირო კრიტერიუმები. რადგან ეს ზომები ზოგად სფეროს მიეკუთვნება და შექმნილია შესწორებების შესატანად ამ დირექტივის მეორეხარისხოვან ელემენტებში, ისინი უნდა იქნეს მიღებული მარეგულირებელი პროცედურების შესაბამისად გადაწყვტილების 1999/468/EC 5a მუხლში გათვალისწინებული გულდასმით შესწავლით.
  22. რადგან ამ დირექტივის მიზნები არ არის დამაკმაყოფილებლად მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ და ევროგაერთიანების დონეზე მათი მიღწევა უკეთესად არის შესაძლებელი მათი მასშტაბიდან და მათი გავლენიდან გამომდინარე, ევროგაერთიანებას შეუძლია მიიღოს ზომები, სუბსიდიური პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 მუხლში. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია ამ მიზნების მისაღწევად.
  23. წინამდებარე დირექტივამ არ უნდა შეზღუდოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ბოლო ვადებთან დაკავშირებით და VII დანართის B ნაწილში ჩამოთვლილი დირექტივების გამოყენება.

 

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

მუხლი 1

მოწმობის დადგენილი ნიმუში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ ეროვნული მართვის მოწმობა I დანართში მოცემული ევროგაერთიანების დადგენილი ნიმუშის საფუძველზე, ამ დირექტივის დებულებების შესაბამისად. ემბლემა, ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის პირველ გვერდზე უნდა შეიცავდეს იმ წევრი სახელმწიფოს განმასხვავებელ ნიშანს, რომელმაც გასცა მოწმობა.

2. მონაცემთა დაცვის წესების შეზღუდვის გარეშე, წევრ სახელმწიფოებს შეძლიათ, რომ შემოიღონ მონაცემთა მატარებელი (ფუნქციონალური მიკროსქემა) მართვის მოწმობის ნაწილის სახით, მაშინვე, როგორც კი მოთხოვნებს I დანართში მითითებული ფუნქციონალური მიკროსქემის შესახებ, რომლებიც შედგენილია ამ დირექტივის მეორეხარისხოვან ელემენტებში შესწორების შესატანად, მისი შევსებით(მასზე დამატებით), დაადგენს კომისია ამ დრექტივის მე-9(2) მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ეს მოთხოვნები უნდა ითვალისწინებდეს EC ტიპის დამტკიცებას, რომელის მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მონაცემთა განზრახ დაზიანების ან შეცვლის მცდელობების მიმართ მედეგობის უნარის დემონსტრირება ხდება.

3. ინტეგრირებულ მიკროსქემაში უნდა იყოს გაერთიანებული მართვის მოწმობის ჰარმონიზებული მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია I დანართში.

კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეინახონ დამატებითი მონაცემები, იმის გათვალისწინებით, რომ ამან არანაირად ხელი არ უნდა შეუშალოს ამ დირექტივის განხორციელებას.

მე-9(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეიტანოს შესწორებები I დანართში მომავალში ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობის გარანტიისათვის.

4. კომისიასთან შეთანხმებით, I დანართში მოცემულ დადგენილ ნიმუშში წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები, რომლებიც აუცილებელია მართვის მოწმობის კომპიუტერული დამუშავებისათვის.

მუხლი 2

ურთიერთაღიარება

1. წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული მართვის მოწმობები უნდა იყოს ურთიერთაღიარებული.

2. როდესაც მე-7(2) მუხლში მოცემული ადმინისტრაციული მოქმედების ვადის გარეშე მოქმედი ეროვნული მართვის მოწმობის მფლობელი იღებს ჩვეულებრივი ბინადრობის უფლებას სხვა წევრ სახელმწიფოში და არა მართვის მოწმობის გამცემ წევრ სახელმწიფოში, მასპინძელ წევრ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მოწმობის მიმართ ამ მუხლში მოცემული ადმინსტრაციული მოქმედების ვადები მართვის მოწმობის განახლებით, მათ ტერიტორიაზე მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ბინადრობის მიღების თარიღიდან ორი წლის შემდეგ.

მუხლი 3

გაყალბების საწინააღმდეგო ზომები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა თავიდან იქნას აცილებული მართვის მოწმობების, მათ შორის, ამ დირექტივის ძალაში შესვლამდე გაცემული მართვის მოწმობების დადგენილი ნიმუშების გაყალბების ყველანაირი რისკი. მათ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ევროკომისიას.

2. მართვის მოწმობისთვის გამოყენებული მასალა, რა სახითაც მოცემულია I დანართში, უნდა იყოს დაცული გაყალბებისგან ამ დირექტივის მეორეხარისხოვან ელემენტებში შესწორების შეტანისათვის შედგენილი სპეციფიკაციების გამოყენებისას, მისი შევსებით (მასზე დამატებით), რომელიც უნდა დაადგინოს კომისიამ მე-9(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად. წევრ სახელმწიფოები თავისუფალნი არიან დამატებითი უსაფრთხოების მახასიათებლების შემოღების თვალსაზრისით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2033 წლის 19 იანვრისთვის, ყველა გაცემული ან ბრუნვაში არსებული მართვის მოწმობები აკმაყოფილებდნენ ამ დირექტივის ყველა მოთხოვნებს.

მუხლი 4

კატეგორიები, განმარტებები და მინიმალური ასაკი

1. პირველ მუხლში გათვალისწინებული მართვის მოწმობა იძლევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებამოსილებას ქვემოთ განსაზღვრულ კატეგორიებში. მისი გაცემა შეიძლება მინიმალური ასაკიდან, რომელიც აღნიშნულია თითეული კატეგორიისათვის. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ თვითმავალ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი ძალით მოძრაობს გზაზე, სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალების გარდა.

2. მოპედები:

AM კატეგორია:

  • ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს როგორც განსაზღვრულია 2002 წლის 18 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2002/24/EC 1(2)(a) მუხლში, რომელიც დაკავშირებულია ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების[5] ტიპის დამტკიცებასთან ( იმ სატრანსპორტო საშუალების გამოკლებით, რომელთა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე ტოლია, ან არ აღემატება 25 კმ/სთ-ს), და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2002/24/EC 1(3)(a) მუხლში,
  • 16 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი AM კატეგორიისათვის;

3. მოტოციკლები მოტოციკლის ეტლთან ერთად ან მის გარეშე და სამთვლიანი მოტოციკლები;

  • „მოტოციკლი“ ნიშნავს ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას ეტლით ან მის გარეშე. როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2002/24/EC 1(2)(b) მუხლში,
  • `სამთვლიანი მოტოციკლი“ ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებას სამი სიმეტრიულად მოწყობილი თვლით, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2002/24/EC 1(2)(c) მუხლში,
  1. A1 კატეგორია:
  • მოტოციკლი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ​3-ს, ხოლო სიმძლავრე არ აღემატება 11 კვტ-ს და სიმძლავრისა და წონის შეფარდება კი (სიმძლავრე/წონა) არ აღემატება 0,1 კვტ/კგ-ს,
  • სამთვლიანი მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს,
  • 16 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი A1 კატეგორიისათვის;
  1. A2 კატეგორია:
  • მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრისა და წონის შეფარდება კი (სიმძლავრე/წონა) არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს და არ არის წარმოქმნილი მასზე ორჯერ მეტი სიმძლავრის სატრანსპორტო საშუალებისაგან,
  • 18 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი A2 კატეგორიისათვის;
  1. A კატეგორია:
  1. მოტოციკლები
  • 20 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი A კატეგორიისათვის. თუმცა, ამ კატეგორიის მოტოციკლების მართვაზე წვდომა ექვემდებარება A2 მოწმობის შესაბამისი მოტოციკლების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების ქონას. წინასწარი გამოცდილების ქონის ამ მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ კაბდიდატი სულ მცირე 24 წლის არის.
  1. სამთვლიანი მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს
  • 21 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი სამთვლიანი მოტოციკლებისათვის, რომელთა სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებები

  • „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. იგი არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ტრაქტორს,
  • „სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო ტრაქტორი“ ნიშნავს თვლიან ან მუხლუხა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, ორი ან ორზე მეტი ღერძით, რომლის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს მისი გამწევი ძალის გამოყენებაში და რომელიც სპეციალურად დაპროექტებულია გარკვეული იარაღების, მანქანა-დანადგარების, ან მისაბმელების გაწევის, მიწოლის, ტარების და მართვის ფუნქციის შესასრულებლად, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამურნეო ან სატყეო ოპერაციებთან დაკავშირებით და რომელთა გამოყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად, ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის, მხოლოდ დამხმარე (მეორადი) ფუნქციაა;    
  1. B1 კატეგორია:
  • კვადროციკლი, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2002/24/EC. 1(3)(b) მუხლით,
  • 16 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი B1 კატეგორიისათვის,
  • B1 კატეგორია არის არჩევითი; წევრ ქვეყნებში, რომლებიც არ შემოიღებენ ამ კატეგორიის მართვის მოწმობას, B კატეგორიის მართვისთვის საჭირო მართვის მოწმობა უნდა იქნეს მოთხოვნილი ასეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის;
  1. B კატეგორია:

ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დაპროექტებული და აგებულია მძღოლისა და დამატებით არაუმეტეს 8 მგზავრის გადასაყვანად ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაერთიანებული იყოს მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს,

შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, ამ კატეგორიაში შემავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძლება იქნეს გაერთიანებული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 4 250 კგ-ს; იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გაერთიანება(კომბინაცია) აღემატება 3 500 კგ, წევრმა სახელმწიფოებმა, V დანართის დებულებების შესაბამისად, უნდა მოითხოვონ, რომ ამ გაერთიანების მართვა მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდეს, როდესაც:

  • ტრენინგი დასრულდება, ან
  • ჩაბარებული იქნება გამოცდა უნარებსა და ქცევაში.

წევრ სახელმწიფოებს აგრეთვე შეუძლიათ, რომ მოითხოვონ ორივე, როგორც ამ ტრენინგის დასრულება, ასევე გამოცდის ჩაბარება უნარებსა და ქცევაში.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღნიშნონ მართვის მოწმობაზე ასეთი შემადგენლობის მართვის უფლებამოსილება ევროგაერთიანების შესაბამისი კოდის საშუალებით.

18 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი B კატეგორიისათვის,

  1.  BE კატეგორია:
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელიც შედგება B კატეგორიის ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალებისაგან და მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელისაგან, როდესაც მისაბმელის, ან ნახევრად მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3500კგ-ს,
  • 18 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი BE კატეგორიისათვის;
  1. C1 კატეგორია:
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება გარდა D1 ან D კატეგორიებში შემავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს და რომელიც დაპროექტებული და აგებულია მძღოლისა და დამატებით არაუმეტეს 8 მგზავრის გადასაყვანად, ამ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაერთიანებული იყოს მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს,
  1. C1E კატეგორია:
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელშიც ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალება შედის C1 კატეგორიაში და მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს, იმისი გათვალისწინებით, რომ ამ შემადგენლობის ნებადართული მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს,
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელშიც ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალება შედის B კატეგორიაში და მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500კგ-ს, იმისი გათვალისწინებით, რომ ამ შემადგენლობის ნებადართული მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს,
  • 18 წელი დადგენილია, როგორც მინიმალური ასაკი C1 და C1E კატეგორიებისათვის, ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ დებულებების დაურღვევლად, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 15 ივლისის დირექტივაში 2003/59/EC საქონლის გადაზიდვისა ან მგზავრების გადაყვანისათვის განკუთვნილი გარკვეული საგზაო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების თავდაპირველი კვალიფიკაციისა და პერიოდული ტრენინგის შესახებ[6];
  1. C კატეგორია:

ავტოსატრანსპორტო საშუალება გარდა D1 ან D კატეგორიებში შემავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს და რომელიც დაპროექტებული და აგებულია მძღოლისა და დამატებით არაუმეტეს 8 მგზავრის გადასაყვანად; ამ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაერთიანებული იყოს მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

  1. CE კატეგორია:
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელშიც ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალება შედის C კატეგორიაში და მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს,
  • 21 წელი არის დადგენილი როგორც მინიმალური ასაკი C და CE კატეგორიებისათვის, ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ დებულებების დაურღვევლად დირექტივაში 2003/59/EC ;
  1. D1 კატეგორია:

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაპროექტებული და აგებულია მძღოლისა და დამატებით 16 მგზავრის გადასაყვანად და მაქსიმალური სიგრძით, რომელიც არ აღემატება 8 მ-ს; ამ კატეგორიაში შემავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაერთიანდეს მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

  1. D1E კატეგორია:
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელშიც ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალება შედის D1 კატეგორიაში და მისი მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს,
  • მინიმალური ასაკი 21 წელი არის დადგენილი D1 და D1E კატეგორიებისათვის, ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ დებულებების დაურღვევლად დირექტივაში 2003/59/EC ;
  1. D კატეგორია:

ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაპროექტებული და აგებულია მძღოლისა და დამატებით არაუმეტეს 8 მგზავრის გადასაყვანად; ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მართვა შეიძლება D კატეგორიის მოწმობით, შეიძლება გაერთიანებული იყოს მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

  1. DE კატეგორია:
  • შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების ტიპის დამტკიცების წესების დებულებების დაურღვევლად, სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობა, რომელშიც ტრაქტორის ტიპის სატარანსპორტო საშუალება შედის D კატეგორიაში და მისი მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს,
  • 24 წელი არის დადგენილი როგორც მინიმალური ასაკი  D და DE კატეგორიებისათვის, ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ დებულებების დაურღვევლად დირექტივაში 2003/59/EC ;

 

5. კომისიასთან შეთანხმებით, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამორიცხონ ამ მუხლის გამოყენებიდან გარკვეული სპეციფიკური ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები უნარშეზღუდული ადამიანებისათვის.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამორიცხონ ამ დირექტივის გამოყენებიდან სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფების მიერ გამოიყენება, ან რომელიც მათი კონტროლის ქვეშაა.

6. წევრმა სახელმწიფოებმა მართვის მოწმობის გასაცემად შეიძლება ასწიონ ან დასწიონ დადგენილი მინიმალური ასაკი:

  1. AM კატეგორიისთვის დასწიონ 14 წლამდე ან ასწიონ 18 წლამდე;
  2. B1 კატეგორიისთვის ასწიონ 18 წლამდე;
  3. A1 კატეგორიისთვის ასწიონ 17 ან 18 წლამდე,
  • თუ განსხვავება ორი წელია A1 კატეგორიისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკსა და A2 კატეგორიისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს შორის, და
  • არსებობს მოთხოვნა A2 კატეგორიის მოტოციკლების მართვის მინიმუმ ორი წლის გამოცდილების ქონის შესახებ, მანამდე სანამ შესაძლებელი გახდება A კატეგორიის მოტოციკლების მართვაზე წვდომის მინიჭება, როგორც ეს მითითებულია მე-4(3)(c)(i) მუხლში;
  1. დასწიონ 17 წლამდე B და BE კატეგორიებისთვის.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მინიმალური ასაკის დაწევა C კატეგორიისთვის 18 წლამდე და D კატეგორიისთვის 21 წლამდე, რაც შეეხება:

  1. სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც იყენებს სახანძრო სამსახური და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად;
  2. სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გადიან საგზაო შემოწმებას რემონტის ან ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

მართვის მოწმობები, რომლებიც გაცემულია ამ პუნქტის მიხედვით უფრო მცირე ასაკის პირებზე ვიდრე დადგენილია მე-2-დან მე-4-მდე პუნქტებში, მხოლოდ გამცემი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იქნება მოქმედი მანამდე, სანამ მოწმობის მფლობელი არ მიაღწევს იმ მინიმალური ასაკის ზღვარს, რომელიც დადგენილია მე-2-დან მე-4-მდე პუნქტებში.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მათ ტერიტორიაზე აღიარონ მართვის მოწმობების ნამდვილობა, რომლებიც გაცემული უფრო მცირე ასაკის მძღოლებზე, ვიდრე დადგენილია მე-2-დან მე-4-მდე პუნქტებში.

მუხლი 5

პირობები და შეზღუდვები

1. მართვის მოწმობაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული ის პირობები რომელთა შესაბამისადაც მძღოლს აქვს მინიჭებული მართვის უფლებამოსილება.

2. თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მინიჭებულია მხოლოდ გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, ან ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, უნდა იქნეს ჩაბარებული მე-7 მუხლში გათვალისწინებული გამოცდა უნარებსა და ქცევაში ამ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის.

მუხლი 6

ეტაპობრივობა(სტადიის განსაზღვრა) და ეკვივალენტობა კატეგორიებს შორის

1. მართვის მოწმობების გაცემა ექვემდებარება შემდეგი პირობების შესრულებას:

  1. მართვის მოწმობები C1, C, D1 და D კატეგორიებისათვის გაიცემა მხოლოდ იმ მძღოლებზე, რომელთაც უკვე აქვთ მინიჭებული B კატეგორიაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილება;
  2. მართვის მოწმობები BE , C1E, CE, D1E და DE კატეგორიებისათვის გაიცემა მხოლოდ იმ მძღოლებზე, რომელთაც უკვე აქვთ მინიჭებული B, C1, C, D1 და D კატეგორიებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებამოსილება, შესაბამისად;

2. მართვის მოწმობების ნამდვილობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  1. მართვის მოწმობები, რომლებიც მინიჭებულია C1E, CE, D1E ან DE კატეგორიებისთვის მოქმედი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობისთვის რომლებიც შედიან BE კატეგორიაში;
  2. მართვის მოწმობები, რომლებიც მინიჭებულია CE კატეგორიისთვის მოქმედი იქნება DE კატეგორიისთვის, რადგან მათი მფლობელებს მინიჭებული აქვთ D კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებამოსილება;
  3. მართვის მოწმობები, რომლებიც მინიჭებულია CE და DE კატეგორიისთვის მოქმედი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობისთვის, რომლებიც შედიან C1E და D1E კატეგორიებში, შესაბამისად;
  4. ნებისმიერი კატეგორიისთვის მინიჭებული მართვის მოწმობები მოქმედი იქნება AM კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის. თუმცა, მის ტერიტორიაზე გაცემული მართვის მოწმობების შემთხვევაში წევრ სახელმწიფოს შეუძლია ეკვივალენტობის შეზღუდვა AM კატეგორიისათვის A1, A2 და A კატეგორიების მიმართ, თუ ეს წევრი ქვეყანა დააწესებს პრაქტიკულ ტესტს(გამოცდას), როგორც AM კატეგორიის მიღების პირობას;
  5. A2 კატეგორიისთვის გაცემული მართვის მოწმობა ასევე მოქმედი იქნება A1 კატეგორიისთვის;
  6. A, B, C ან Dკატეგორიისთვის გაცემული მართვის მოწმობები ასევე მოქმედი იქნება A1, A2, B1, C1, ან D1 კატეგორიებისათვის, შესაბამისად.

3. მათ ტერიტორიაზე მართვისათვის, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიანიჭონ შემდეგი ეკვივალენტობები:

  1. სამთვლიანი მოტოციკლი B კატეგორიისათვის გაცემული მოწმობის შესაბამისად, 15 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე სამთვლიანი მოტოციკლებისთვის, იმ პირობით, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელი სულ მცირე 21 წლისაა;
  2. A1 კატეგორიის მოტოციკლები B კატეგორიის მართვის მოწმობის შესაბამისად.

რადგან ეს პუნქტი მოქმედია მხოლოდ მათ ტერიტორიებზე, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აღნიშნონ მართვის მოწმობაზე, რომ მფლობელს აქვს მინიჭებული ამ სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებამოსილება.

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, მიანიჭონ მართვის უფლებამოსილება მათ ტერიტორიაზე:

  1. D1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების( 3500კგ ნებადართული მაქსიმალური მასით, ნებისმიერი სპეციალიზებული მოწყობილობის გამორიცხვით, რომელიც გამიზნულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადასაყვანად) B კატეგორიის მართვის მოწმობის 21 წელზე მეტი ასაკის მფლობელების მიერ, რომელიც აღებულია სულ მცირე ორი წლის წინ, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ არაკომერციული პირები სოციალური დანიშნულებით და რომ მძღოლი აწვდის მის მომსახურებას ნებაყოფილობით საფუძველზე;
  2. სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500კგ, B კატეგორიის მართვის მოწმობის 21 წელზე მეტი ასაკის მფლობელების მიერ, რომელიც აღებულია სულ მცირე ორი წლის წინ, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების მთავარი დანიშნულებაა მისი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტაციონარულია, როგორც სასწავლო ან სარეკრეაციო ზონა და რომ ისინი გამოიყენება არაკომერციული პირების მიერ სოციალური დანიშნულებით და სატრანსპორტო საშუალებები მოდიფიცირებულია ისე, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება არც ცხრა პირზე მეტი ადამიანის გადაყვანისთვის და არც რაიმე საქონლის გადაზიდვისთვის, გარდა იმისა რაც აუცილებლად საჭიროა მათი მიზნების შესასრულებლად.

მუხლი 7

გაცემა, ნამდვილობა და განახლება

1. მართვის მოწმობები გაიცემა მხოლოდ იმ განმცხადებლებზე:

  1. რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა უნარებსა და ქცევაში და თეორიული გამოცდა და რომლებიც აკმაყოფილებენ სამედიცინო სტანდარტებს II და III დანართების დებულებების შესაბამისად;
  2. რომლებმაც გაიარეს თეორიული გამოცდა მხოლოდ AM კატეგორიაში; წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოთხოვონ განმცხადებლებს, რომ მათ გაიარონ გამოცდა უნარებსა და ქცევაში და სამედიცინო გამოკვლევა ამ კატეგორიისათვის.

ამ კატეგორიაში შემავალი ტრიციკლებისა და კვადროციკლებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ განსხვავებული გამოცდა უნარებსა და ქცევაში. სატრანსპორტო საშუალებების დიფერენციაციისათვის AM კატეგორიაში, მართვის მოწმობაში შეიძლება ჩაიწეროს ეროვნული კოდი;

  1. რომლებმაც, რაც შეეხება A2 კატეგორიას ან A კატეგორიას, შესაბამისად A1 კატეგორიაში ან A2 კატეგორიაში შემავალი მოტოციკლის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების ქონის პირობით, გაიარეს გამოცდა უნარებსა და ქცევაში მხოლოდ, ან დაასრულეს ტრენინგი(მომზადების კურსი) VI დანართის შესაბამისად;
  2. რომლებმაც დაასრულეს ტრენინგი, ან ჩააბარეს გამოცდა უნარებსა და ქცევაში, ან დაასრულეს ტრენინგი და ჩააბარეს გამოცდა უნარებსა და ქცევაში V დანართის მიხედვით, რაც შეეხება B კატეგორიას სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობის მართვისთვის, როგორც განსაზღვრულია მე-4(4)(b) მუხლის მეორე ქვეაბზაცში;
  3. რომელთაც აქვთ მათი ჩვეულებრივი ბინადრობის უფლება მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან შეუძლიათ წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომ ისინი სწავლობენ იქ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.

2.(a) 2013 წლის 19 იანვრიდან, წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოწმობებს AM, A1, A2, A, B, B1 და BE კატეგორიებისთვის ექნება 10 წლიანი ადმინისტრაციული ვადა.

წევრ სახელმწიფოს შეუძლია, რომ ირჩიოს ასეთი მოწმობების გაცემა 15 წლამდე ადმინისტრაციული ვადით;

  1. 2013 წლის 19 იანვრიდან, წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოწმობებს C, CE, C1, C1E, D, DE, D1 და D1E კატეგორიებისთვის ექნება 5 წლიანი ადმინისტრაციული ვადა;
  2. მართვის მოწმობის განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ადმინისტრაციული მოქმედების ვადა სხვა კატეგორიის ან კატეგორიებისთვის, რომელთა მართვის უფლებამოსილებაც გააჩნია მოწმობის მფლობელს, იმდენად რამდენადაც ეს შეესაბამება ამ დირექტივაში განსაზღვრულ პირობებს;
  3. ფუნქციონალური მიკროსქემის არსებობა პირველი მუხლის შესაბამისად, არ იქნება მართვის მოწმობის ნამდვილობის წინაპირობა. ფუნქციონალური მიკროსქემის დაკარგვა ან წაკითხვადობის დაკარგვა, ან მისი ნებისმიერი სხვაგვარი დაზიანება, გავლენას არ მოახდენს დოკუმენტის ნამდვილობაზე.

 

3. მართვის მოწმობების განახლება, როდესაც მათი ადმინისტრაციული ვადა ამოიწურება, ექვემდებარება:

  1. III დანართში განსაზღვრულ, მართვისათვის ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის გაგრძელებას მართვის მოწმობებისათვის C, CE, C1, C1E, D, DE, D1 და D1E კატეგორიებში, და
  2. ჩვეულებრივი ბინადრობის უფლება მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან მტკიცებულება, რომ განმცხადებლები სწავლობენ იქ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ როდესაც ანახლებენ მართვის მოწმობებს AM, A, A1, A2, B, B1 და BE კატეგორიებში, მოითხოვონ გამოკვლევა, რომლის დროსაც გამოიყენება III დანართში ჩამოყალბებული ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის მინიმალური სტანდარტები მართვისთვის.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ მე-2 პუნქტში განსაზღვრული მართვის მოწმობების ადმინისტრაციული მოქმედების ვადა, რომელიც გაცემულია ახალბედა მძღოლებზე ნებისმიერი კატეგორიისათვის, მათ მიმართ კონკრეტული ღონისძიებების გატარების მიზნით, რაც მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ ახალბედა მძღოლებზე პირველად გაცემული მართვის მოწმობების ადმინისტრაციული მოქმედების ვადა 3 წლამდე C და D კატეგორიისათვის, ასეთი მძღოლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების გატარების მიზნით, რაც მიზნად ისახავს მათი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ მე-2 პუნქტში განსაზღვრული ინდივიდუალური მართვის მოწმობების ადმინისტრაციული მოქმედების ვადა ნებისმიერი კატეგორიისთვის, თუ საჭიროდ ჩაითვლება გაზრდილი სიხშირით გამოყენება სამედიცინო შემოწმებების, ან სხვა კონკრეტული ღონისძიებების ისეთი როგორიცაა შეზღუდვების დაწესება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეამცირონ მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული მოქმედების ვადა მართვის მოწმობებისათვის, რომელთა მფლობელები არიან 50 წლის ასაკს მიღწეული მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, სამედიცინო შემოწმებების გაზრდილი სიხშირით ჩასატარებლად, ან სხვა კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად, მაგალითად როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ადმინისტრაციული მოქმედების ვადის შემცირების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მართვის მოწმობის განახლებისას.

4. ეროვნული სისხლის სამართლისა და პოლიციის კანონების დაურღვევლად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, გამოიყენონ მართვის მოწმობის გაცემის მიმართ მათი ეროვნული წესების დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ დირექტივაში მითითებულისაგან განსხვავებულ პირობებთან.

5.(a) არავის შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი მართვის მოწმობა;

  1. წევრმა სახელმწიფომ უარი უნდა განაცხადოს მოწმობის გაცემაზე, როდესაც დაადგენს, რომ განმცხადებელი უკვე ფლობს მართვის მოწმობას;
  2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები (b) პუნქტის შესაბამისად. აუცილებელი ღონისძიებები, რაც შეეხება ამ საკითხს, მართვის მოწმობის ჩანაცვლება, განახლება ან გაცვლა უნდა იყოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან გადამოწმებული, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისათვის, რომ განმცხადებელი უკვე არის სხვა მართვის მოწმობის მფლობელი;
  3. (b) პუნქტის შესაბამისად შემოწმებების განხორციელების ხელშეწყობისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის მართვის მოწმობის ქსელი, როგორც კი იგი ამოქმედდება.

მე-2 მუხლის დაურღვევლად, მართვის მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფო მიმართავს სათანადო მზრუნველობას რათა უზრუნველყოს პირის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება და გამოიყენებს მის ეროვნულ დებულებებს მართვის უფლების გაუქმებისა და ჩამორთმევისათვის თუ დადგინდა, რომ მართვის მოწმობა გაცემულია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

მუხლი 8

ადაპტაცია სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესთან

სამეცნიერო და ტექნიკურ პროგრესთან I-დან VI-მდე დანართების ადაპტაციისათვის საჭირო შესწორებები უნდა იქნეს მიღებული მე-9(2) მუხლში მითითებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 9

კომიტეტი

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს მართვის მოწმობის საკითხთა კომიტეტმა.

2. როდესაც მითითებულია წინამდებარე პუნქტი, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5a(1, 2, 3,4) მუხლი და მე-7 მუხლი, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 10

გამომცდელები

ამ დირექტივის ძალაში შესვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გამომცდელები უნდა აკმაყოფილებდნენ IV დანართში განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებს,

 სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გამომცდელები, რომლებიც 2013 წლის 19 იანვრამდე უკვე მუშაობდნენ ამ თანამდებობაზე, უნდა დაექვემდებარონ მხოლოდ ხარისხის უზრუნველყოფისა და რეგულარული პერიოდული გადამზადების ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებს.

მუხლი 11

სხვადასხვა დებულებები მართვის მოწმობის გადაცვლის, გამოთხოვის, ჩანაცვლების შესახებ და მართვის მოწმობის აღიარება

1. თუ მოქმედი ეროვნული მართვის მოწმობის, რომელიც გაცემულია წევრი სახელმწიფოს მიერ მფლობელმა მიიღო ჩვეულებრივი ბინადრობა სხვა წევრ სახელმწიფოში, მან შეიძლება მოითხოვოს მისი მართვის მოწმობის გადაცვლა ეკვივალენტურ მოწმობაზე. იმ წევრმა სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს გადაცლას უნდა შეამოწმოს თუ რომელი კატეგორიისათვის არის კვლავ მოქმედი წარმოდგენილი მართვის მოწმობა.

2. სისხლის სამართლისა და პოლიციის კანონმდებლობის ტერიტორიულობის პრინციპის დაცვის შესაბამისად, ჩვეულებრივი ბინადრობის წევრ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს თავისი ეროვნული დებულებები სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელისთვის მართვის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, გამოთხოვის ან გაუქმების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში გადაცვალოს მართვის მოწმობა ამ მიზნით.

3. წევრმა სახელმწიფომ, რომლიც ახორციელებს გადაცვლას, უკან უნდა დაუბრუნო ძველი მოწმობა იმ წევრ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომელთაც ეს მართვის მოწმობა გსცეს და დაასახელოს ამის მიზეზი.

4. წევრმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას მართვის მოწმობის გაცემაზე იმ განმცხადებელზე, რომლის მართვის მოწმობა სხვა სახელმწიფოში შეზღუდული, შეჩერებული ან გამოთხოვილია.

წევრმა სახელმწიფომ შეიძლება უარი განაცხადოს სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი მართვის მოწმობის ნამდვილობის აღიარებაზე პირის მიმართ, რომლის მართვის მოწმობა შეზღუდული, შეჩერებული ან გამოთხოვილია ყოფილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

წევრმა სახელმწიფომ შეიძლება, რომ უარი თქვას მართვის მოწმობის გაცემაზე იმ განმცხადებელზე, რომლის მართვის მოწმობა გაუქმებულია სხვა სახელმწიფოში.

5. მართვის მოწმობის, რომელიც, მაგალითად, დაიკარგა ან მოპარულია, მონაცვლე მართვის მოწმობის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებისაგან, სადაც მფლობელს გააჩნია ჩვეულებრივი ბინადრობა; ამ ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ჩანაცვლება, იმ ინფორმაციის, რომელსაც ისინი ფლობენ ან, საჭიროების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოს, რომელმაც გასცა მოწმობის დედანი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისგან წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

6. როდესაც წევრი სახელმწიფო გადაცვლის მესამე ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშზე, ასეთი გადაცვლა უნდა ჩაიწეროს ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშში, ისევე როგორც ყოველი მომდევნო განახლება ან ჩანაცვლება.

ასეთ გადაცვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობა ჩაბარებულია წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისათვის, რომლებიც ანხორციელებენ ამ გადაცვლას. თუ მოწმობის მფლობელი გადასცემს მის ჩვეულებრივ ბინადრობას სხვა წევრ სახელმწიფოს, ამ უკანასკნელმა არ არის საჭირო, რომ გამოიყენოს ურთიერთაღიარების პრონციპი, რომელიც მოცემულია მე-2 მუხლში.

მუხლი 12

ჩვეულებრივი ბინადრობა

ამ დირექტივის მიზნებისათვის, „ჩვეულებრივი ბინადრობა“ ნიშნავს ადგილს, სადაც პირი ჩვეულებრივ ცხოვრობს, 185 დღე ყოველ კალენდარულ წელში, პირადი ან პროფესიული კავშირების გამო, ან, თუ პირს არ გააჩნია პროფესიული კავშირები, პირადი კავშირების გამო, რომელიც აჩვენებს ახლო კავშირებს ამ პირისა და ადგილს შორის სადაც ის ცხოვრობს.

თუმცა, პირის ჩვეულებრივი ბინადრობის ადგილად, რომლის პროფესიული კავშირები პირადი კავშირებისაგან განსხვავებულ ადგილას არის და ვინც შედეგად მორიგეობით ცხოვრობს სხვადასხვა ადგილას, რომელიც განლაგებულია ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოში, უნდა იქნას მიჩნეული მისი პირადი კავშირების ადგილი, იმისი გათვალისწინებით, ეს პირი რეგულარულად ბრუნდება იქ. ბოლო პირობის დაკმაყოფილება არ არის საჭირო, როდესაც პირი ცხოვრობს წევრ სახელმწიფოში განსაზღვრული ხანგრძლივობის ამოცანის განსახორციელებლად. უნივერსიტეტსა და სკოლაში სწავლა არ გულისხმობს ჩვეულებრივი ბინადრობის გადაცემას.

მუხლი 13

სახელმწიფოების, რომლებიც არ შედიან ევროგაერთიანებაში, მართვის მოწმობის დადგენილ ნიმუშებს შორის ეკვივალენტობები

1. კომისიასთან შეთანხმებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ეკვივალენტობები ამ დირექტივის განხორციელებამდე მიღებულ უფლებამოსილებებს შორის და მე-4 მუხლში განსაზღვრული კატეგორიები.

კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ რომ შეიტანონ ისეთი შესწორებები მათ ეროვნულ კანნმდებლობაში, რომელიც საჭიროა მე-11(4),(5) და (6) მუხლის დებულებების განხორციელების მიზნისათვის.

2. ავტომობილის მართვის ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებულია 2013 წლის 19 იანვრამდე, არ შეიძლება იყოს გაუქმებული ან რაიმე გზით კვალიფიცირებული ამ დირექტივის დებულებებით.

მუხლი 14

გადასინჯვა

კომისიამ უნდა წარამოდგინოს მოხსენება, ამ დირექტივის განხორციელების შესახებ საგზაო უსაფრთხოებაზე მისი ზეგავლენის ჩათვლით, არაუადრეს 2018 წლის 19 იანვრისა.

მუხლი 15

ურთიერთდახმარება

წევრი სახელმწიფოები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს ამ დირექტივის განხორციელებაში და უნდა გაცვალონ ინფორმაცია მათ მიერ გაცემული, გადაცვლილი, ჩანაცვლებული, განახლებული ან გაუქმებული მართვის მოწმობების შესახებ. მათ უნდა გამოიყენონ ევროკავშირის მართვის მოწმობის ქსელი, რომელიც ჩამოყალიბდა ამ მიზნით, მაშინვე როგორც კი ეს ქსელი ამოქმედდება.

მუხლი 16

ტრანსპოზიცია (გადატანა)

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ არაუგვიანეს 2011 წლის 19 იანვრისა წესები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც აუცილებელია დასაცავად შემდეგი მუხლების: 1(1)-ლი მუხლი, მე-3 მუხლი, მე-4(1), (2), (3) და (4)(b)-დან (k)-მდე მუხლი, მე-6(1), (2)(a), (c), (d) და (e) მუხლი, მე-7(1)(b), (c) და (d), (2), (3) და (5) მუხლი, მე-8 მუხლი, მე-10 მუხლი, მე-13 მუხლი, მე-14 მუხლი, მე-15 მუხლი და I დანართის მე-2 პუნქტის, II დანართი მე-5.2 პუნქტის, რომლებიც ეხება შემდეგ კატეგორიებს: A1, A2 და A, IV, V და VI. ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ კომისიას ამ დებულების ტექსტს.

2. მათ უნდა გამოიყენონ ეს დებულებები 2013 წლის 19 იანვრიდან.

3. როცა წევრი სახელმწიფოები ამ დებულებებს მიიღებენ, ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას ამ დირექტივაზე, ან მათ თან უნდა ახლდეს ასეთი მითითება მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში. ისინი ასევე უნდა შეიცავდნენ აღნიშვნას, რომ ძალაში მყოფ კანონებში, რეგულაციებში, ან ადმინისტრაციულ დებულებებში გაკეთებელი მითითებები გაუქმებული დირექტივის შესახებ უნდა იყოს მიღებული, როგორც ამ დირექტივის შესახებ გაკეთებული მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ამ მითითების გაკეთების მეთოდები და მისი ტექსტის ფორმულირება.

4. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

მუხლი 17

გაუქმება

დირექტივა 91/439/EEC უნდა გაუქმდეს 2013 წლის 19 იანვრიდან, წევრის სახელმწიფოების ვალდებულებების შეუზღუდავად VII დანართის B ნაწილში აღნიშნულ საბოლოო ვადებთან დაკავშირებით ამ დირექტივის გადმოსატანად ეროვნულ კანონმდებლობაში.

დირექტივის 91/439/EEC მე-2(4) მუხლი უნდა გაუქმდეს 2007 წლის 19 იანვარს.

მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე და უნდა იქნეს წაკითხული VIII დანართით განსაზღვრული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

მუხლი 18

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

მე-2(1) მუხლი, მე-5 მუხლი, მე-6(2)(b) მუხლი, მე-7(1)(a) მუხლი, მე-9,მუხლი მე-11(1), (3), (4), (5) და (6) მუხლი, მე-12 მუხლი, და I, II და III დანართები უნდა იქნეს გამოყენებული 2009 წლის 19 იანვრიდან.

მუხლი 19

ადრესატები

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2006 წლის 20 დეკემბერს.

ევროპარლამენტის სახელით საბჭოს სახელით

პრეზიდენტი პრეზიდენტი

ჯ. ბორელ ფონტელესი    ჯ. კორკეაოჯა

 

დანართი I

დებულებები ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის შესახებ

  1. მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის ბარათის ფიზიკური მახასიათებლები უნდა იყოს ISO 7810 და ISO 7816-1-ის შესაბამისი.

ბარათის დამზადება ხდება პოლიკარბონატისაგან.

საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადასტურების მიზნით მართვის მოწმობების მახასიათებლების ტესტირების მეთოდები უნდა იყოს ISO 10373- ის შესაბამისი.

  1. მართვის მოწმობების ფიზიკური უსაფრთხოება.

მართვის მოწმობების ფიზიკური უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:

  • ყალბი ბარათების დამზადება: ახალი ობიექტის შექმნა, რომლის მსგავსება დოკუმენტთან ძალიან დიდია, ან მოწმობის თავიდან დამზადების, ან დოკუმენტის დედანის კოპირების საშუალებით,
  • მასალის შეცვლა: დოკუმენტის დედანის თვისების შეცვლა, მაგ. დოკუმენტზე დაბეჭდილი ზოგიერთი მონაცემის შეცვლით;

საერთო უსაფრთხოება მთლიანად სისტემაშია, რომელიც შედგება განცხადებით მიმართვის პროცესის, მონაცემთა გადატანის პროცესის, მასალის რომლისგანაც ბარათი არის დამზადებული, ბეჭდვის ტექნიკის, სხვადასხვა უსაფრთხოების მახასიათებლების მინიმალური კომპლექტის და პერსონალიზაციის პროცესისაგან.

  1. მასალა, რომელიც გამოყენებულია მართვის მოწმობის დასამზადებლად, გაყალბებისაგან უსაფრთხოდ დაცული უნდა იქნეს შემდეგი ტექნიკის გამოყენებით (სავალდებულო უსაფრთხოების მახასიათებლები):
  • ბარათი უნდა იყოს დამზადებული UV მატირებული ქაღალდისაგან.
  • უსაფრთხოების ფონური ნიმუში, რომელიც ისეა დამზადებული, რომ მედეგია სკანირების, ბეჭდვის ან კოპირების გამოყენებით გაყალბებისადმი, მრავალფერიანი უსაფრთხოების მელნით ცისარტყელასებული ბეჭდვის გამოყენებით და დადებითი და უარყოფითი „გილიოში“(ორნამენტი) დეკორატიული ტექნიკით ბეჭდვის საშუალებით. ნიმუში არ უნდა შედგებოდეს ძირითადი ფერებისაგან (CMYK), უნდა შეიცავდეს კომპლექსური ნიმუშის დიზაინს, მინიმუმ ორი სპეციალური ფერით და უნდა შეიცავდეს მიკროტექსტებს.
  • ოპტიკური ცვლადი ელემენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ასლის გადაღებისა და განზრახ დაზიანებისაგან ფოტოსურათის შესაბამის დაცვას,
  • ლაზერული გრავირება
  • ფოტოსურათის არეალში უსაფრთხოების დიზაინის ფონი და ფოტოსურათი ერთმანეთზე უნდა გადადიოდეს სულ მცირე მის კიდეზე (შემასუსტებელი ნიმუში) მაინც.
  1. დამატებით, მასალა, რომელიც გამოყენებულია მართვის მოწმობებისთვის, გაყალბებისაგან უსაფრთხოდ უნდა იქნეს დაცული სულ მცირე სამი ტექნიკის გამოყენებით(დამატებითი უსაფრთხოების მახასიათებლები) შემდეგიდან:
  • ოპტიკურად ცვლადი მელანი*,
  • თერმოქრომული მელანი*,
  • სპეციალიზებული ჰოლოგრამები*,
  • ცვალებადი ლაზერული გამოსახულებები*,
  • ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი, ხილული და გამჭვირვალე
  • ირისული (ცისარტყელისებური) ბეჭდვა,
  • ფონში ციფრული წყლის ნიშანი
  • ინფრაწითელი ან ფოსფოეული პიგმენტები,
  • რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი ნიშნები, სიმბოლოები და ნიმუშები*.
  1. წევრ სახელმწიფოები თავისუფალნი არიან დამატებითი უსაფრთხოების მახასიათებლების შემოღების თვალსაზრისით. როგორც ბაზისი, სასურველია იმ ტექნიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნულია (*) ვარსკვლავის სიმბოლოთი, რადგან ისინი საშუალებას აძლევენ სამართალდამცავ მოხელეებს შეამოწმონ ბარათის ნამდვილობა რაიმე სპეციალური საშუალებების გარეშე.
  1. მოწმობას უნდა ქონდეს ორი მხარე.

პირველი გვერდი უნდა შეიცავდეს:

  1. ლიცენზიის გამცემი წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ენებზე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი სიტყვები „მართვის მოწმობა“;
  2. მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს დასახელება (არასავალდებულო);
  3. მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ჩაბეჭდილია ნეგატივში ცისფერ მართკუთხედში და გარშემორტყმულია თორმეტი ყვითელი ვარსკვლავით; განმასხვავებელი ნიშნები უნდა იყოს შემდეგი:

B:        ბელგია

CZ:     ჩეხეთის რესპუბლიკა

DK:     დანია

D:       გერმანია

EST:    ესტონეთი

GR:     საბერძნეთი

E:        ესპანეთი

F:        საფრანგეთი

IRL:    ირლანდია

I:         იტალია

CY:     კვიპროსი

LV:     ლატვია

LT:      ლიტვა

L:        ლუქსემბურგი

H:       უნგრეთი

M:       მალტა

NL:     ნიდერლანდები

A:       ავსტრია

PL:      პოლონეთი

P:        პორტუგალია

SLO:    სლოვენია

SK:      სლოვაკეთი

FIN:    ფინეთი

S:        შვედეთი

UK:     გაერთიანებული სამეფო;

  1. გაცემული მოწმობის შესაბამისი კონკრეტული ინფორმაცია, შემდეგი ნუმერაციით:
  1. მფლობელის გვარი;
  2. სახელი (სახელები)
  3. დაბადების თარიღი და ადგილი;
  4. (a) მოწმობის გაცემის თარიღი;
  1. მოწმობას მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. ან ტირე, თუ მართვის მოწმობა გაიცემა მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, მე-7(2)(c) მუხლის დებულების შესაბამისად;
  2. გამცემი ორგანოს (მოწმობის) დასახელება(შეიძლება დაიბეჭდოს მე-2 გვერდზე);
  3. მე-5 სათაურის ქვეშ მოცემულისაგან განსხვავებული ნომერი ადმინისტრაციული მიზნებისათვის (არასავალდებულო);
  1. მოწმობის ნომერი;
  2. მფლობელის ფოტოსურათი;
  3. მფლობელის ხელმოწერა;
  4. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან საფოსტო მისამართი(არასავალდებულო);
  5. სატრანსპორტო საშუალების(ების) კატეგორია, რომლის მართვის უფლებამოსილებაც გააჩნია მფლობელს (ეროვნული კატეგორიები დაიბეჭდება ჰარმონიზებული კატეგორიებისაგან განსხვავებული შრიფტით);
  1. ვარდისფრად დაბეჭდილი სიტყვები „ევროგაერთიანების დადგენილი ნიმუში“ მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს ენაზე(ენებზე) და სიტყვები „მართვის მოწმობა“ ევროგაერთიანების სხვა ენებზე, აყალიბებს მოწმობის ფონს;

           Permiso de Conducción

           Řidičský průkaz

           Kørekort

           Führerschein

           Juhiluba

           Άδεια Οδήγησης

           Driving Licence

           Permis de conduire

           Ceadúas Tiomána

           Patente di guida

           Vadītāja apliecība

           Vairuotojo pažymėjimas

           Vezetői engedély

           Liċenzja tas-Sewqan

           Rijbewijs

           Prawo Jazdy

           Carta de Condução

           Vodičský preukaz

           Vozniško dovoljenje

           Ajokortti

           Körkort;

  1. მითითება საღებავების შესახებ:
  • ცისფერი: პანტონის რეფლექსური ცისფერი
  • ყვითელი: პანტონის ყვითელი.

მე-2 გვერდი უნდა შეიცავდეს:

  1. სატრანსპორტო საშუალების(ების) კატეგორიას, რომლის მართვის უფლება აქვს მფლობელს (ეროვნული კატეგორიები უნდა დაიბეჭდოს ჰარმონიზებული კატეგორიებისაგან განსხვავებულად (განსხვავეული შრიფტით);
  2. თითეული კატეგორიის პირველად გაცემის თარიღი (ეს თარიღი უნდა განმეორდეს ახალ მოწმობაზე შემდგომი ჩანაცვლების ან გადაცვლის შემთხვევაში);
  3. თითეული კატეგორიის ვადის ამოწურვის თარიღი;
  4. დამატებითი ინფორმაცია/შეზღუდვა(ები), კოდის ფორმით (ქვე)კატეგორიის პირდაპირ, რომელზეც იგი მოქმედებს.

კოდები იქნება შემდეგნაირი:

  • კოდები 01-დან 99-მდე:       ჰარმონიზებული ევროგაერთიანები კოდები
  • მძღოლი (სამედიცინო მიზეზები)
  1. მხედველობის კორექცია ან/და დაცვა
    1. სათვალეები
    2. კონტაქტური ლინზა(ები)
    3. დამცავი მინა
    4. გაუმჭვირვალე ლინზები
    5. თვალის საფარი
    6. სათვალეები ან კონტაქტური ლინზები
  2. სმენის აპარატი/საკომუნიკაციო დახმარება
    1. სმენის აპარატი ერთი ყურისთვის
    2. სმენის აპარატი ორი ყურისთვის
  3. პროთეზი/ორთოპედიური აპარატი კიდურებისთვის
    1. ზედა კიდურის პროთეზი /ორთოპედიური აპარატი
    2. ქვედა კიდურის პროთეზი /ორთოპედიური აპარატი

05. შეზღუდული გამოყენება ( ქვეკოდის გამოყენების სავალდებულოა, მართვის უფლება ექვემდებარება შეზღუდვებს სამედიცინო მიზეზების გამო)

  1. შემოიფარგლება მხოლოდ დღის საათებში გადაადგილებით(მაგალითად: მზის ამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ და ერთი საათით ადრე მზის ჩასვლამდე)
  2. შემოიფარგლება გადაადგილებით მხოლოდ . . .კმ რადიუსში, მოწმობის მფლობელის ბინადრობი ადგილიდან, ან მხოლოდ ქალაქის/რეგიონის შიგნით
  3. მართვა მგზავრების გარეშე
  4. შემოიფარგლება გადაადგილებით, რომლის სიჩქარე  არ აღემატება . . .კმ/სთ                                            
  5. მართვის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხევვევაში აქვს, თუ ახლავს მართვის მოწმობის მფლობელი
  6. მისაბმელის გარეშე
  7. აკრძალულია მართვა ავტომაგისტრალზე
  8. აკრძალულია ალკოჰოლი

სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციები

  1. მოდიფიცირებული(შეცვლილი) ტრანსმისია(გადაცემა)
    1. ხელის ტრანსმისია
    2. ავტომატური ტრანსმისია
    3. ელექტრონულად მართული ტრანსმისია
    4. რეგულირებადი სიჩქარეთა გადართვის ბერკეტი
    5. მეორადი სიჩქარეთა კოლოფის გარეშე
  1. მოდიფიცირებული გადაბმულობა(„სცეპლენია“)
    1. რეგულირებადი სიჩქარეთა გადართვის ბერკეტი
    2. ხელის გადაბმულობა(„სცეპლენია“)
    3. ავტომატური გადაბმულობა(„სცეპლენია“)
    4. გატიხვრა გადაბმულობის(„სცეპლენია“) სატერფულის
      წინ/გასაშლელი/განცალკევებული გადაბმულობის(„სცეპლენია“) სატერფული
  1. მოდიფიცირებული სამუხრუჭე სისტემები
    1. რეგულირებადი სამუხრუჭე სატერფული
    2. გაფართოებული სამუხრუჭე სატერფული
    3. სამუხრუჭე სატერფული, რომელიც მორგებულია მარცხენა ტერფით გამოყენებისთვის
    4. სამუხრუჭე სატერფული ტერფის ლანჩით
    5. დახრილი სამუხრუჭე სატერფული
    6. ხელის(ადაპტირებული) მუშა მუხრუჭი
    7. გაძლიერებული(არმირებული) მუშა მუხრუჭის მაქსიმარ]ლური გამოყენება
    8. მუშა მუხრუჭში ინტეგრირებული საავარიო მუხრუჭის მაქსიმალური გამოყენება
    9. რეგულირებადი სადგომი მუხრუჭი
    10. ელექტრონულად მართვადი სადგომი მუხრუჭი
    11. (რეგულირებადი) ფეხით მართვადი სადგომი მუხრუჭი
    12. გატიხვრა სამუხრუჭე სატერფულის
      წინ/გასაშლელი/განცალკევებული სამუხრუჭე სატერფული
    13. მუხლით მართვადი მუხრუჭი
    14. ელექტრონულად მართვადი მუშა მუხრუჭი
  1. მოდიფიცირებული ამაჩქარებლის სისტემები
    1. რეგულირებადი ამაჩქარებლის სატერფული
    2. ამაჩქარებლისსატერფული ტერფის ლანჩით
    3. დახრილი ამაჩქარებლის სატერფული
    4. ხელის ამაჩქარებელი
    5. ამაჩქარებელი მუხლთან
    6. სერვო ამაჩქარებელი(ელექტრონული, პნევმატიკური და ა.შ)
    7. ამაჩქარებლის სატერფული სამუხრუჭე სატერფულის მარცხნივ
    8. ამაჩქარებლის სატერფული მარცხნივ
    9. გატიხვრა ამაჩქარებლის სატერფულის
      წინ/გასაშლელი/განცალკევებული ამაჩქარებლის სატერფული
  1. მოდიფიცირებული გაერთიანებული სამუხრუჭე და ამაჩქარებლის სისტემები
    1. პარალელური სატერფულები
    2. სატერფულები ერთი და იგივე (ან თითქმის ერთი და იგივე) დონეზე
    3. ამაჩქარებელი და მუხრუჭი სრიალით
    4. ამაჩქარებელი და მუხრუჭი სრიალით და დეფორმაციის გასწორებით
       
    5. გასაშლელი/განცალკევებული ამაჩქარებელი და სამუხრუჭე სატერფული
    6. აწეული ძირი(ფსკერი)
    7. გატიხვრა სამუხრუჭე სატერფულის მხარეს
    8. გატიხვრა პროთეზისთვის სამუხრუჭე სატერფულის მხარეს
       
    9. გატიხვრა აქსელერტორის (ამაჩქარებლის) და სამუხრუჭე სატერფულების წინ
    10. ქუსლის/ფეხის დამჭერი საყრდენი
    11. ელექტრულად მართული ამაჩქარებელი და მუხრუჭი

შუქების ჩამრთველები, მინის საწმენდი მექანიზმი (ავტოსატრანსპორტო საშუალების)/ გამრეცხი, საყვირი, მიმართულების მაცვენებლები და ა.შ)

  1. საკონტროლო მოწყობილობები, რომლებიც მართულია საჭით მართვასა და მანევრულობაზე ნეგატიური გავლენის გარეშე
  2. საკონტროლო მოწყობილობები, რომლებიც მართვადია საჭისა და აქსესუარების გათავისუფლების გარეშე (კვანძი, ჩანგალი და ა.შ.)
  3. საკონტროლო მოწყობილობები, რომლებიც მართვადია საჭისა და აქსესუარების(კვანძი, ჩანგალი და ა.შ.) გათავისუფლების გარეშე, მარცხენა ხელით
  4. საკონტროლო მოწყობილობები, რომლებიც მართვადია საჭისა და აქსესუარების(კვანძი, ჩანგალი და ა.შ.) გათავისუფლების გარეშე, მარჯვენა ხელით
  5. საკონტროლო მოწყობილობები, რომლებიც მართვადია საჭისა და აქსესუარების (კვანძი, ჩანგალი და ა.შ.) გათავისუფლების გარეშე და კომბინირებული ამაჩქარებელი და დამუხრუჭების მექანიზმები
  1. მოდიფიცირებული საჭით მართვა
    1. სტანდარტული საჭით მართვის გამაძლიერებელი
    2. არმირებული საჭით მართვის გამაძლიერებელი
    3. საჭით მართვა სარეზერვო სისტემის გამოყენებით
    4. დაგრძელებული საჭის სვეტი
    5. რეგულირებადი საჭის თვალი (უფრო დიდი ან/და უფრო სქელი საჭის თვალის სექცია, შემცირებული დიამეტრის საჭის თვალი და ა.შ)
    6. დახრილი საჭე (საჭის თვალი)
    7. ვერტიკალური საჭე
    8. ჰორიზონტალური საჭე
    9. ფეხით ოპერირებადი მართვა
    10. ალტერნატიული დარებულირებული საჭით მართვა(„ჯოისტიკი“ და ა.შ.)
    11. საჭის სახელური საჭის თვალზე
    12. ხელის ორტეზი საჭის თვალზე
    13. ორთოპედიული ფიქსატორი ტენოდეზი
  1. მოდიფიცირებული უკანა ხედვის სარკე(ები)
    1. გარე (მარცხენა ან) მარჯვენა მხარეს უკანა ხედვის სარკე
    2. გარე უკანა ხედვის სარკე, რომელიც დამაგრებულია ფრთაზე
    3. დამატებითი შიდა უკანა ხედვის სარკე, რომელიც იძლევა საგზაო მოძრაობის დანახვის საშუალებას
    4. პანორამული შიდა უკანა ხედვის სარკე
    5. უხილავი ზონის უკანა ხედვის სარკე
    6. ელექტრული მართვის გარე უკანა ხედვის სარკე(ები)
  2. მოდიფიცირებული მძღოლის სავარძელი
    1. მძღოლის სავარძელი კარგი ხედვის სიმაღლეზე და საჭის თვლიდან ნორმალური მანძილით დაშორებული და სატერფული
    2. მძღოლის სავარძელი, რომელიც რეგულირებადია სხეულის ფორმის მიხედვით
    3. მძღოლის სავარძელი გვერდითი საყრდენით ჯდომის დროს კარგი სტაბილურიბის მისაღწევად
    4. მძღოლის სავარძელი საიდაყვეთი
    5. მძღოლის სავარძლის მოსრიალე ნაწილის დაგრძელება
    6. უსაფრთხოების ღვედის დარეგულირება
    7. სხეულზე შემოსაჭერი ტიპის უსაფრთხოების ღვედი
  3. მოტოციკლების მოდოფიკაცია (ცვლილებები) (ქვეკოდის გამოყენება სავალდებულოა)
    1. ერთიანი მართვის მუხრუჭი
    2. (რეგულირებადი) ხელით მართული მუხრუჭი(წინა ბორბალი)
    3. (რეგულირებადი) ფეხით მართული მუხრუჭი(უკანა ბორბალი)
    4. (რეგულირებადი) ამაჩქარებლის სახელური
    5. (რეგულირებადი) ხელის ტრანსმისია და ხელის გადაბმულობა(„სცეპლენია“)
    6. (რეგულირებადი) უკანა ხედვის სარკე(ები)
    7. (რეგულირებადი) ბრძანებები ( მიმართულების მაჩვენებლები, მუხრუჭის მაშუქი/სდექ–სიგნალი, . . )
    8. სავარძლის სიმაღლე, რომელიც საშუალებას მისცემს მძღოლს, მჯდომარე პოზიციაში, ორივე ფეხი ქონდეს გზაზე ერთდროულად
  4. მოტოციკლი მხოლოდ გვერდითი ეტლით
  1. მხოლოდ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით/შასის ნომერი (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი,VIN )
  2. მხოლოდ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით/სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი (სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი,VRN )

ადმინისტრაციული საკითხები

  1. მოწმობის ნომრის N. . . .გადაცვლა, რომელიც გაცემულია. . .( ევროკავშირის / გაეროს (EU/UN) განმასხვავებელი ნიშანი მესამე ქვეყნის შემთხვევაში; მაგ: 70.0123456789.NL)
  2. მოწმობის N. . . დუბლიკატი ( ევროკავშირი / გაერო (EU/UN) განმასხვავებელი ნიშანი მესამე ქვეყნის შემთხვევაში; მაგ: 71.987654321.HR)
  3. მხოლოდ A კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, ცილინდრის სამუშაო მოცულობა 125სმ3 და მაქსიმალური სიმძლავრე 11კვტ (A1)
  4. მხოლოდ B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ან სამთვლიანი მოტოციკლის ან ტიპი (B1) კვადროციკლის მართვის უფლებით
  5. მხოლოდ C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7500კგ (C1)
  6. მხოლოდ D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რომლებშიც ადგილების რაოდენობა არ აღემატება 16 ადგილს, მძღოლის ადგილის გამოკლებით (D1)
  7. მხოლოდ C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7500კგ (C1), რომელიც მიმაგრებულია მისაბმელზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება750 კგ-ს, იმისი გათვალისწინებით, რომ მსგავსად ფორმირებული მატარებლის ტიპის სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12000კგ-ს და რომ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება გამწევი სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასას (C1E)
  8. მხოლოდ D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რომლებშიც ადგილების რაოდენობა არ აღემატება 16 ადგილს, მძღოლის ადგილის გამოკლებით (D1), რომელიც მიმაგრებულია მისაბმელზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, იმისი გათვალისწინებით, რომ (a) მსგავსად ფორმირებული მატარებლის ტიპის სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12000კგ-ს და რომ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება გამწევი სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასას და (b) მისაბმელი არ გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად (D1E)
  9. მხოლოდ ავტომატური ტრანსმისიის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით
  10. (…)მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რომელთა სპეციფიკაცია მოცემულია ფრჩხილებში, დირექტივის 91/439/EEC მე-10(1) მუხლის გამოყენების კონტექსტში

90.01:       მარცხნივ

90.02:       მარჯვნივ

90.03:       მარცხენა

90.04:       მარჯვენა

90.05:       ხელი

90.06:       ფეხი

90.07:       გამოყენებადი

  1. პროფესიული კომპეტენციის სერტიფიკატის (CPC) მფლობელი მძღოლი, რომელიც აკმაყოფილებს დირექტივით 2003/59/EC გათვალისწინებულ პროფესიული ვარგისობის ვალდებულებებს,  . . . მდე [მაგ.: 95.01.01.2012]
  2. მძღოლი, რომელმაც დაასრულა მომზადება ან ჩააბარა უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა V დანართის დებულებების შესაბამისად.
  • კოდი 100 და უფრო ზევით: ეროვნული კოდები, რომლებიც მოქმედია მხოლოდ მართვის მოწმობის გამცემი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.

როდესაც კოდი ვრცელდება ყველა კატეგორიაზე, რომლისთვისაც არის გაცემული მოწმობა, იგი შეიძლება დაიბეჭდოს 9, 10 და 11 სათაურის ქვეშ;

  1. ამ დანართის 4(a) სექციის განხორციელების დროს დატოვებულია სივრცე(ცარიელი ადგილი), რათა მასპინძელ წევრ სახელმწიფოს შეეძლოს, რომ შეიტანოს მართვის მოწმობის გამოყენებისათვის საჭირო აუცილებელი ინფორმაცია;
  2. სივრცე, რომელიც დატოვებულია რათა წევრმა სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს მართვის მოწმობის გამოყენებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, ან ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია საგზაო უსაფრთხოებასთან(არასავალდებულო). თუ ინფორმაცია დაკავშირებულია ერთ-ერთ სათაურთან, რომელიც განსაზღვრულია ამ დანართში, მას წინ უნდა უძღოდეს ამ სათაურის ნომერი.

მფლობელის კონკრეტული წერილობითი შეთანხმებით, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მართვის მოწმობის ადმინისტრირებასთან, ან საგზაო უსაფრთხოებასთან შეიძლება ასევე ჩაემატოს ამ სივრცეში, მსგავსმა ჩამატებამ არც ერთი მხრივ არ უნდა შეცვლოს მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის გამოყენება მართვის მოწმობის სახით;

  1. დანომრილი საკითხების, რომლებიც აღნიშნულია მართვის მოწმობის 1 და 2 გვერდზე, ახსნა-განმარტება (სულ მცირე შემდეგი საკითხების:1, 2, 3, 4 (a), 4 (b), 4 (c), 5, 10, 11 and 12)

თუ წევრ სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ ჩანაწერი გააკეთოს ეროვნულ ენაზე, გარდა შემდეგი ენებისა: ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ესტონური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, უნგრული, იტალიური, ლატვიური, ლიტვური, მალტური, პოლონური, პორტუგალიური, სლოვაკური, სლოვენური, ესპანური მან უნდა შეადგინოს ლიცენზიის ორენოვანი ვერსია ერთ-ერთი აღნიშნული ენების გამოყენებით, ამ დანართის სხვა დებულებების შეუზღუდავად;

  1. სივრცე უნდა დაეთმოს ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილ ნიმუშში, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩანაწერის შეტანა მიკროსქემაზე ან მსგავს ცომპიუტერულ მოწყობილობაზე.

 

4. სპეციალური დებულებები

  1. როდესაც, ამ დანართის მიხედვით, წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი არის სხვა წევრ სახელმწიფოში, ამ წევრ სახემწიფოს შეუძლია შეიტანოს მართვის მოწმობაში ეს ინფორმაცია, როგორც ამას მოითხოვს მართვის მოწმობის გამოყენების საჭიროება, იმისი გათვალისწინებით, რომ ამ წევრ სახელმწიფოს ასევე შეაქვს ამ ტიპის ინფორმაცია იმ მოწმობებში, რომელსაც იგი გასცემს და იმის გათვალისწინებთ, რომ ამ მიზნით რჩება საკმაო სივრცე.
  2. წევრი სახელმწიფოებს, კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლიათ დაამატონ საღებავები და აღნიშვნები, როგორიცაა მაგალითად შტრიხ კოდი და ეროვნული სიმბოლიკა, ამ დანართის სხვა დებულებების დაურღვევლად.

მართვის მოწმობის ურთიერთაღიარების კონტექსტში, შტრიხ კოდში არ შეიძლება სხვა ინფორმაციის შეტანა იმის გარდა რისი წაკითხვაც უკვე შესაძლებებლია მართვის მოწმბაში, ან რაც აუცილებელია მართვის მოწმობის გაცემის პროცესისთვის.

ევროგაერთიანების მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუში

გვერდი 1: მართვის მოწმობა (წევრი სახელმწიფო)

გვერდი 2:       1. სახელი 2. სახელი 3. დაბადების თარიღი და ადგილი 4a. მოწმობის გაცემის თარიღი 4b. ვადის გასვლის ოფიციალური თარიღი 4c. გაცემული . . .მიერ 5. მოწმობის სერიული ნომერი 8. საცხოვრებელი ადგილი 9. კატეგორია [7] 10. გაცემის თარიღი, კატეგორიით 11. ვადის ამოწურვის თარიღი, კატეგორიით 12. შეზღუდვები

მართვის მოწმობის დადგენილი ნიმუშის ეგეზემპლიარი

ბელგიური მრთვის მოწმობა (ინფორმაციისთვის)

 

დანართი II

1. მინიმალური მოთხოვნები მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მართვის მოწმობის მიღების მსურველი განმცხადებლები ფლობდნენ ცოდნასა და უნარებს და აჩვენებენ ქცევას, რომელიც აუცილებელია ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. გამოცდები ამის შესასრულებლად უნდა შედგებოდეს:

  • თეორიის გამოცდა, და შემდეგ
  • უნარებისა და ქცევის გამოცდა.

პირობები, რომლის მიხედვითაც ეს გამოცდები უნდა ჩატარდეს ჩამოყალიბებულია ქვემოთ.

A. თეორიის გამოცდა

1. ფორმა

შერჩეული ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს იმაში დარწმუნება, რომ განმცხადებელს აქვს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილი საგნების შესახებ მოთხოვნილი ცოდნა.

მართვის მოწმობის ნებისმიერი განმცხადებელი ერთ კატეგორიაში, რომელმაც ჩააბარა გამოცდა თეორიაში განსხვავებული კატეგორიაში მოწმობის მისაღებად, შეიძლება განთავისუფლდეს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული საერთო დებულებებისაგან.

2. თეორიის გამოცდის შინაარსი, რომელიც ეხება ყველა სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს

  1. ქვემოთ ჩამოთვლილი თითეული პუნქტის შესახებ უნდა დაისვას შეკითხვები, კითხვების შინაარსსა და ფორმას თითეული სახელმწიფო გადაწყვეტს საკუთარი შეხედულებისამებრ:
  1. საგზაო მოძრაობის წესები
  • კერძოდ, რაც შეეხება საგზაო ნიშნებს, აღნიშვნებს და ნიშნებს, განსხვისების ზოლებს და სიჩქარის ლიმიტებს;
  1. მძღოლი:
  • სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სიფხიზლისა და ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენის მნიშვნელოვნება,
  • პროცენტები, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით რეაქციის დრო, ისევე როგორც მართვის ქცევაში ცვლილება ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სამკურნალო პრეპარატიის ზეგავლენის გამო, გონებრივი მდგომარეობა და დაღლილობა;
  1. გზა:
  • ყვლაზე უფრო მნიშვნელოვანი პრონციპები, რაც შეეხება უსაფრთხო მანძილის დაცვას სატრანსპორტო საშუალებებს შორის სამუხრუჭო მანძილს და გზის დაჭერას სხვადასხვა ამინდის პირობებში,
  • მართვის რისკ ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა საგზაო პირობებთან, განსაკუთრებით, როდესაც ეს პირობები იცვლება ამინდის და დღისა და ღამის დროის ცვლილების შესაბამისად,
  • სხვადასხვა ტიპის გზების მახასიათებლები და ამასთან დაკავშირებული კანონით დადგენილი მოთხოვნები;
  1. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები:
  • კონკრეტული რისკ ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გამოცდილების უქონლობასთან და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების ყველაზე უფრო სოციალურად დაუცველი კატეგორიები, როგორიცაა ბავშვები, ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები და ადამიანები, რომელთა მობილურობა შეზღუდულია,
  • რისკები, რომლებსაც შეიცავს ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მოძრაობა და მათი მძღოლების სხვადასხვა მხედველობის არეები.
  1. ზოგადი წესები და რეგულაციები და სხვა საკითხები:
  • წესები, რომლებიც ეხება ადმინისტრაციულ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების გამოსაყენებლად,
  • ზოგადი წესები, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი ნებისმიერი უბედური შემთხვევის დროს (გამაფრთხილებელი მოწყობილობების დამონტაჟება და განგაშის ჩართვა) და ის ზომები, რომლებიც მან შეიძლება მიიღოს რათა დაეხმაროს საგზაო უბედური შემთხვევის მსხვერპლებს აუცილებლობის შემთხვევაში,
  • სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორები, ტვირთის გადატანა და ადამიანების გადაყვანა;
  1. უსაფრთხოების წინასწარი ზომები სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლის დროს;
  2. მექანიკური ასპექტები საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; განმცხადებლებს უნდა შეეძლოთ, რომ აღმოაჩინონ ყველაზე უფრო ხშირი ხარვეზები, განსაკუთრებით საჭით მართვის დროს, შეჩერების და დამუხრუჭების სისტემები, საბურავები, განათება და მიმართულების ინდიკატორები, რეფლექტორები, უკანა ხედვის სარკეები, ქარსარიდი მინები და მინის საწმენდები, გამოსაბოლქვი სისტემა, უსაფრთხოების ღვედები და ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა;
  3. სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მოწყობილობა და კერძოდ, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, თავის დასადებები და ბავშვის უსაფრთხოების აღჭურვილობა;
  4. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული(ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობების შესაბამისი გამოყენება, საწვავის ზომიერი მოხმარება, დამაბინძურებელი გამონაფრქვევის შეზღუდვა და ა.შ.) სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ წესები.

2,1(1)  

3. კონკრეტული დებულებები, რომლებიც შეეხება A1, A2 და A კატეგორიებს

  1. ზოგადი ცოდნის სავალდებულო შემოწმება, რაც შეეხება:
  1. დამცავი ეკიპირის გამოყენება, როგორიცაა ხელთათმანები, ჩექმები, ტანსაცმელი და უსაფრთხოების ჩაფხუტი;
  2. მოტოციკლის მძღოლის ხილვადობა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის;
  3. რისკ ფაქტორები სხვადასხვა საგზაო პირობებთან, როგორც ზემოთ არის ჩამოყალიბებული დამატებითი ყურადღებით სრიალა ნაწილების მიმართ ისეთების როგორიცაა: სადრენაჟო თხრილების საფარები, საგზაო მონიშვნები როგორიცაა ხაზები და ისრები, ტრამვაის რელსები;
  4. მექანიკური ასპექტები საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით, როგორც ზემოთაა აღნიშნული, დამატებითი ყურადღების გამოჩენაა საჭირო ავარიული გაჩერების გამომრთველის მიმართ, ზეთის დონეების და ჯაჭვის მიმართ.

4. კონკრეტული დებულებები, რომლებიც შეეხება C, CE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიებს

  1. ზოგადი ცოდნის სავალდებულო შემოწმება, რაც შეეხება:
  1. სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხანგრძლივობის შესახებ წესები და დასვენების პერიოდები, როგორც ეს განსაზღვრულია 1985 წლის 20 დეკემბრის საბჭოს რეგულაციით (EEC) No 3820/85, საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული გარკვეული სოციალური კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ[8]; ჩამწერი აღჭურვილობის გამოყენება როგორც ეს განსაზღვრულია 1985 წლის 20 დეკემბრის საბჭოს რეგულაციით (EEC) No 3821/85[9],
  2. შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების შესახებ წესები: საქონელი ან მგზავრები;
  3. სატრანსპორტო საშუალებები და სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა საქონლის გადატანის და მგზავრების გადაყვანისათვის ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით.
  4. თუ როგორ უნდა მოვიქცეთ უბედური შემთხვევის დროს; უბედური შემთხვევის, ან მსგავსი შემთხვევის შემდეგ მისაღები ზომების ცოდნა, მათ შორის გადაუდებელი მოქმედებების, როგორიცაა მგზავრების ევაკუაცია და პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნა;

     
  5. უსაფრთხოების წინასწარი ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული საჭეების მოხსნის ან შეცვლის დროს;
  6. სატრანსპორტო საშუალებების წონისა და პარამეტრების შესახებ წესები, სიჩქარეთა შემზღუდველების შესახებ წესები;
  7. მათი სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული მხედველობის არისთვის დაბრკოლების შექმნა;
  8. საგზაო რუკის წაკითხვა, მარშრუტის დაგეგმვა, ელექტრული სანავიგაციო სისტემების გამოყენება(არასავალდებულო);
  9. უსაფრთხოების ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვასთან; ტვირთის გაკონტროლება(დაწყობა და დამაგრება), სხვადასხვა სახეობის ტვირთთან დაკავშირებული სირთულეები (მაგ. სითხეები, დაკიდული ტვირთი,. . . ), საქონლის დატვირთვა და გადმოტვირთვა და დამტვირთავი აღჭურვილობის გამოყენება (კატეგორიები: C, CE, C1, C1E მხოლოდ);
  10. მძღოლის პასუხისმგებლობა მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით; მგზავრების კომფორტი და უსაფრთხოება; ბავშვების ტრანსპორტირება; გამგზავრებამდე ჩასატარებელი აუცილებელი შემოწმება, ყველა სახეობის ავტობუსი უნდა შეადგენდეს თეორიის გამოცდის ნაწილს( საჯარო სამსახურის ავტობუსები და სამგზავრო ვაგონები, სპეციალური პარამეტრების მქონე ავტობუსები,. . .) (კატეგორიები D, DE, D1, D1E მხოლოდ).
  1. ზოგადი ცოდნის სავალდებულო შემოწმება შემდეგი დამატებითი დებულებების შესახებ, რომლებიც შეეხება C, CE, D და DE კატეგორიებს;
  1. შიგაწვის ძრავის, სითხეების( მაგ, ძრავას ზეთი, მაცივებელი, გამრეცხი სითხე), საწვავის სისტემის, ელექტრო სისტემის, ანთების სისტემის. ტრანსმისიის სისტემის (გადაბმულობა, სიჩქარეთა კოლოფი და ა.შ.) კონსტრუქციის და მოქმედების პრონციპი;
  2. საზეთ-საპოხი მასალით და ანტიფრიზით დაცვა;
  3. საბურავების კონსტრუქციის, მორგების, სწორი გამოყენების და მათზე ზრუნვის პრინციპები;
  4. ტიპების, ოპერაციის, ძირითადი ნაწილების, შეერთების, მუხრუჭის ფიტინგების და სიჩქარის რეგულატორების გამოყენების და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის და ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემის გამოყენების პრონციპები;
  5. ტიპების, ოპერაციის, ძირითადი ნაწილების, შეერთების, დაწყვილების(შეერთების) სისტემების გამოყენების და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის (კატეგორიები CE, DE მხოლოდ) პრონციპები;
  6. ავარიული დაზიანების მიზეზების დადგენის მეთოდები;
  7. სატრანსპორტო საშუალებების პრევენციული მოვლა-პატრონობა და აუცილებელი მიმდინარე შეკეთებები;
  8. მძღოლის პასუხისმგებლობა საქონლის მიღების, გადატანის და ადგილზე მიტანასთან დაკავშირებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად (C, CE კატეგორიები მხოლოდ).

 

B. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა

5. სატრანსპორტო საშუალება და მისი აღჭურვილობა

  1. მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა უნდა ექვემდებარებოდეს უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდის ჩაბარებას, რომელიც უნდა იქნეს ჩაბარებული მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

თუ განმცხადებელი ჩააბარებს უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდას ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებზე, ეს უნდა იქნეს ჩაწერილი ყველა მართვის მოწმობაში, რომელიც გაცემულია ასეთი გამოცდის საფუძველზე. მართვის მოწმობები, სადაც შეტანილია ასეთი აღნიშვნები, უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის, რომელთაც გააჩნიათ ავტომატური გადაცემის კოლოფი.

„ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებას, რომელშიც გადაცემის რიცხვი ძრავასა და ბორბლებს შორის შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამაჩქარებლის ან მუხრუჭების გამოყენებით

  1. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოყენებულია უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდაში, უნდა შეესაბამებოდეს საერთო კრიტერიუმებს, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შექმნან დებულებები უფრო მკაცრი კრიტერიუმებისთვის ან დაამატონ სხვები.

A1 კატეგორია:

კატეგორია A1 მოტოციკლი გვერდითი ეტლის გარეშე, 120სმ3 კუბატურით და მათ შეუძლიათ განავითარონ სულ მცირე 90კმ/სთ სიჩქარე.

A2 კატეგორია:

მოტოციკლი გვერდითი ეტლის გარეშე, 400სმ3 ცილინდრის სიმძლავრით და ძრავის სიმძლავრით სულ მცირე 25კვტ.

A კატეგორია

მოტოციკლი გვერდითი ეტლის გარეშე, 600სმ3 ცილინდრის სიმძლავრით და ძრავის სიმძლავრით სულ მცირე 40კვტ.

B კატეგორია:

ოთხ-ბორბლიანი კატეგორია B სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უნარი აქვს განავითაროს სულ მცირე 100კმ/სთ სიჩქარე;

BE კატეგორია:

კომბინაცია, რომელიც შედგენილია B კატეგორიის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების და 1000კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან, რომელსაც უნარი აქვს განავითაროს სულ მცირე 100კმ/სთ, რომელიც არ ჯდება B კატეგორიაში; მისაბმელის სატვირთო განყოფილება შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე ისევე ფართო და ისევე მაღალია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება; მისაბმელი შეიძლება ასევე იყოს ოდნავ ნაკლებ განიერი ვიდრე ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმის გათვალისწინებით, რომ უკანა ხედის დანახვა შეიძლება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების გარე უკანა ხედვის სარკეების გამოყენებით; მისაბმელი უნდა იქნეს წარმოდგენილი მინიმუმ 800კგ რელური საერთო მასით;

B1 კატეგორია:

მოტორიანი კვადროციკლი რომელსაც უნარი აქვს განავითაროს სულ მცირე 60 კმ/სთ სიჩქარე;

C კატეგორია:

C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ნებადართული მაქსიმალური მასის სულ მცირე 12 000 კგ, სულ მცირე 8 მ სიგრძის სულ მცირე 2,40 მ სიგანის და და რომელსაც უნარი აქვს განავითაროს სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარე; რომელიც აღჭურვილია ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემით და სიჩქარეთა კოლოფით, რომელსაც აქვს სულ მცირე რვა წინსვლის გადაცემის რიცხვი და ჩამწერი მოწყობილობა როგორც განსაზღვრულია რეგულაციით (EEC) No 3821/85; სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე ისევე განიერი და ისევე მაღალია როგორც სატრანსპორტო საშუალების კაბინა; სატრანსპორტო საშუალება უნდა იქნეს წარმოდგენილი სულ მცირე 10000 კგ რეალური საერთო მასით;

CE კატეგორია:

ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან ან C კატეგორიის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებისა და სულ მცირე 7,5 მ სიგრძის მისაბმელის შემადგენლობა; ორივეს ავტომობილს, რომელიც გადაბმულია მისაბმელთან და შემადგენლობას უნდა ქონდეს სულ მცირე 20 000კგ ნებადართული მაქსიმალური მასა, სულ მცირე 14 მ სიგრძე და სულ მცირე 2,40მ სიგანე, უნდა ქონდეს უნარი განავითაროს სულ მცირე 80კმ/სთ სიჩქარე, აღჭურვილი უნდა იყოს ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემით და სიჩქარეთა კოლოფით, რომელსაც აქვს სულ მცირე რვა წინსვლის გადაცემის რიცხვი და ჩამწერი მოწყობილობა როგორც განსაზღვრულია რეგულაციით (EEC) No 3821/85; სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე ისევე განიერი და ისევე მაღალია როგორც სატრანსპორტო საშუალების კაბინა; ორივე ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან და შემადგენლობა უნდა იქნეს წარმოდგენილი სულ მცირე 15000 კგ რეალური საერთო მასით;

C1 კატეგორია:

CI ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ნებადართული მაქსიმალური მასით სულ მცირე 4 000 კგ, სულ მცირე 5 მ სიგრძის და უნარი აქვს განავითაროს სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარე; რომელიც აღჭურვილია ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემით და ჩამწერი მოწყობილობა როგორც განსაზღვრულია რეგულაციით (EEC) No 3821/85; სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე ისევე განიერი და ისევე მაღალია როგორც სატრანსპორტო საშუალების კაბინა;

C1E კატეგორია:

შემადგენლობა, რომელიც შედგენილია C1 კატეგორიის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების და სულ მცირე 1250კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან, ეს შემადგენლობა უნდა იყოს სულ მცირე 8 მეტრი სიგრძის და უნარი უნდა ქონდეს რომ განავითაროს სულ მცირე 80კმ/სთ, მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელის, რომელიც არის ოდნავ ნაკლებ განიერი და იმავე სიმაღლის როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინა, იმის გათვალისწინებით, რომ უკანა ხედის დანახვა შეიძლება მხოლოდ ავტო სატრანსპორტო საშუალების გარე უკანა ხედვის სარკეების გამოყენებით; მისაბმელი უნდა იქნეს წარმოდგენილი მინიმუმ 800კგ რელური საერთო მასით;

D კატეგორია:

D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება სულ მცირე 10 მეტრი სიგრძის, სულ მცირე 2.40 მეტრი სიგანის და სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარით; აღჭურვილი ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემით და ჩამწერი მოწყობილობით როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციით (EEC) No 3821/85;

DE კატეგორია:

შემადგენლობა, რომელიც შედგენილია D კატეგორიის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების და სულ მცირე 1250კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან, სულ მცირე 2.40 მეტრი სიგანის და სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარით; მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე 2 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლისაა; მისაბმელი უნდა იქნეს წარმოდგენილი მინიმუმ 800 კგ რეალური საერთო მასით;

D1 კატეგორია:

D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ნებადართული მაქსიმალური მასით სულ მცირე 4000კგ, სულ მცირე 5 მეტრი სიგრძის და სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარით; აღჭურვილი ანტი–ბლოკირების სამუხრუჭე სისტემით და ჩამწერი მოწყობილობით, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციით (EEC) No 3821/85;

D1E კატეგორია:

შემადგენლობა, რომელიც შედგენილია D1 ქვეკატეგორიის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების და სულ მცირე 1250კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან და სულ მცირე 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარით; მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს მისაბმელისაგან, რომელიც სულ მცირე 2 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლისაა; მისაბმელი უნდა იქნეს წარმოდგენილი მინიმუმ 800 კგ რეალური საერთო მასით;

საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებები BE, C, CE, C1, C1E, D, DE, D1 და D1E კატეგორიებისთვის, რომლებიც არ არიან ზემოთაღნიშნულ მინიმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, მაგრამ რომლებიც იყვნენ გამოყენებაში დირექტივის ძალაში შესვლის მომენტში ან მომენტამდე, შეიძლება ისევ იქნეს გამოყენებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ აღემატება 10 წელს ამ თარიღის შემდეგ. მოთხოვნები იმ ტვირთის მიმართ, რომელიც გადატანილი უნდა იყოს ამ სატრანსპორტო საშუალებებით, შეიძლება იქნეს განხორციელებული წევრი სახელმწიფოების მიერ ათ წლამდე პერიოდში კომისიის დირექტივის 2000/56/EC[10] ძალაში შესვლის მომენტიდან.

6. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა რაც შეეხება A1, A2 და A კატეგორიებს

  1. სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ტექნიკური შემოწმება, რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას

განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ უნარი აქვთ, რომ მოემზადონ უსაფრთხო მართვაში, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებით:

  1. დამცავი ეკიპირების მორგება, როგორიცაა ხელთათმანები, ჩექმები, ტანსაცმელი და უსაფრთხოების ჩაფხუტი;
  2. შემთხვევითი შემოწმებების ჩატარება, თუ რა მდგომარეობაშია საბურავები, მუხრუჭები, საჭე, ავარიული გადამრთველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯაჭვი, ზეთის დონეები, შუქები, რეფლექტორები, მიმართულების ინდიკატორები და ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა.
  1. სპეციალური მანევრირება, რომლის გამოცდაც უნდა ჩატარდეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
  1.  მოტოციკლის დაყენება სადგომზე და გადმოყვანა სადგომიდან, ძრავის დახმარების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების გვედიგვერდ ფეხით სვლის საშუალებით;
  2.  მოტოციკლის მის სადგომზე დაყენება;
  3. უნდა შესრულდეს სულ მცირე ორი მანევრირება დაბალი სიჩქარით, ზიგზაგის ჩათვლით; ეს იძლევა გადაბმულობის ხელით მართვის კომპეტენციის შეფასების საშუალებას, მუხრუჭებთან, ბალანსის დაცვასთან, ხედვის მიმართულებასთან და მოტოციკლზე პოზიციასთან და სატერფულებზე ტერფების პოზიციასთან ერთობლიობაში;
  4. უნდა შესრულდეს სულ მცირე ორი მანევრირება მაღალი სიჩქარით, რომლიდანაც ერთი მანევრირება უნდა შესრულდეს მეორე ან მესამე სიჩქარით, სულ მცირე 30 კმ/სთ და დაბრკოლების გვერდის ავლის ერთი მანევრირება მინიმალური სიჩქარით 50 კმ/სთ; ეს საშუალებას იძლევა, რომ შეფასდეს კომპეტენცია მოტოციკლზე პოზიციაში, ხედვის მიმართულება, ბალანსი, საჭის მართვის ტექნიკა და სიჩქარეთა შეცვლის ტექნიკა;
  5. დამუხრუჭება: უნდა შესრულდეს სულ მცირე ორი დამუხრუჭების სავარჯიშო, საავარიო დამუხრუჭების ჩათვლით მინიმალურ სიჩქარეზე 50 კმ/სთ; ეს საშუალებას იძლევა, რომ შეფასდეს წინა და უკანა მუხრუჭების მართვის კომპეტენცია, ხედვის მიმართულება და პოზიცია მოტოციკლზე.

სპეციალური მანევრირება, რომელიც აღნიშნულია მე-6.2.3-დან 6.2.5-მდე პუნქტებში უნდა იქნეს განხორციელებული არაუგვიანეს 5 წლისა დირექტივის 2000/56/EC ძალაში შესვლის შემდეგ.

  1. ქცევა საგზაო მოძრაობაში

განმცხადებლებმა უნდა განახორციელონ ყველა შემდეგი ქმედება ნორმალური საგზაო მოძრაობის პირობებში, სრულიად უსაფრთხოდ და ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღებით:

  1. გასვლა: პარკირების შემდეგ; საგზაო მოძრაობაში გაჩერების შემდეგ; მისასვლელი გზიდან გასვლა;
  2. სწორ გზებზე ტარება; მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანების გვერდით ჩავლა, შემოსაზღვრულ სივრცეებში ამ მანევრების ჩატარების ჩათვლით;
  3. მოსახვევების გავლა;
  4. გზაჯვარედინები: გზაჯვარედინებთან და გზასაყარებთან მიახლოება და მათი გადაკვეთა;
  5. მიმართულების შეცვლა: მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნება; მოძრაობის ზოლების შეცვლა;
  6. ავტომაგისტრალებთან მიახლოება/გასვლა ან მსგავსი (თუ შესაძლებელია): ჩქაროსნული ზოლებიდან მოძრაობასთან შეერთება; მოძრაობის შენელების ზოლზე შესვლა;
  7. სატრანსპორტო საშუალების გასწრება /გვერდით ჩავლა: საგზაო მოძრაობის გასწრება(თუ შესაძლებელია): შეფერხებების გვერდის ავლა, მაგ. სადგომზე გაჩერებული(პარკირებული) მანქანების; სხვა საგზაო მოძრაობის მხრიდან მისთვის გასწრება(თუ შესაბამისია);
  8. გზის კონკრეტული მახასიათებლები(თუ ხელმისაწვდომია): საგაბარიტო წრეები; რკინიგზის გადასასვლელი; ტრამვაის/ავტობუსის გაჩერებები; ქვეითთა გადასასვლელი; აღმართზე ასვლა/დაღმართზე ჩამოსვლა გრძელ ფერდობებზე;
  9. უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება, სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლის დროს.

7. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა რაც შეეხება B, B1 და BE კატეგორიებს

  1. სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ტექნიკური შემოწმება, რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას

განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ უნარი აქვთ, რომ მოემზადონ უსაფრთხო მართვაში, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებით:

  1. სავარძლის დარეგულირება საჭიროებისამებრ, რათა მიღწეული იქნეს სწორი ჯდომითი პოზიცია;
  2. უკანა ხედვის სარკეების, უსაფრთხოების ღვედების და თავის დასადებების დარეგულირება თუ ხელმისაწვდომია;
  3. შემოწმება კარებები დაკეტილია თუ არა;
  4. შემთხვევითი შემოწმებების ჩატარება, თუ რა მდგომარეობაშია საბურავები, საჭე, მუხრუჭები, ავარიული ჯაჭვი, სითხეები(მაგ.ზეთის დონეები, მაცივებელი/გამაგრილებელი სითხე, საწმენდი სითხე), შუქები, რეფლექტორები, მიმართულების ინდიკატორები და ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა;
  5. უსაფრთხოების ფაქტორების შემოწმება, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დატვირთვასთან: ძარა, ფურცლები, სატვირთო კარებები, კაბინის ჩაკეტვა, დატვირთვის მეთოდი, ტვირთის დაცვა (BE კატეგორია მხოლოდ);
  6. გადაბმის მექანიზმის, მუხრუჭების და ელექტრო კავშირების შემოწმება ( BE კატეგორია მხოლოდ).
  1. B და B1 კატეგორიები: სპეციალური მანევრირება, რომლის გამოცდაც უნდა ჩატარდეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

უნდა ჩატარდეს შემდეგი შერჩეული მანევრირებების გამოცდა(სულ მცირე ორი მანევრირება ოთი წერტილისათვის, რომელშიც შედის ერთი მანევრირების შესრულება უკუსვლით მოძრაობით):

  1.  უკუსვლით მოძრაობა სწორ ხაზზე ან უკუსვლით მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ კუთხის მოსახვევში, ამავდროულად შენარჩუნებლი უნდა იყოს სწორი საგზაო მოძრაობის ზოლი;
  2. სატრანსპორტო საშუალების მოტრიალება ისე რომ დადგეს საპირისპიროდ მდებარე გზის პირისპირ, წინსვლითა და უკუსვლით მოძრაობის გამოყენებით;
  3. სატრანსპორტო საშუალების პარკირება და პარკირების სივრცის დატოვება (პარალელურად, ირიბულად ან მარჯვენა კუთხით, წინსვლით ან უკუსვლით, მარცხნივ, აღმასვლით ან დაღმასვლით);
  4. ზუსტად დამუხრუჭება გაჩერებაზე; თუმცა საავარიო გაჩერების შესრულება არის (არჩევითი/არასავალდებულო).
  1.  BE კატეგორია: სპეციალური მანევრირებები, რომლის გამოცდაც უნდა ჩატარდეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
  1. გადაბმა ან ჩახსნა, ან ჩახსნა და თავიდან გადაბმა მისაბმელის მის ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან; ეს მანევრირება უნდა მოიცავდეს ავტომზიდი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას მისაბმელის გვერდით(ე.ი. ერთ ხაზში არა);
  2. მრუდის გასწვრივ უკუსვლით მოძრაობა, რომლის ხაზი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა გადაწყვიტონ წევრმა სახელმწიფოებმა;
  3. უსაფრთხო პარკირება დატვირთვა/გადმოტვირთვა.
  1. ქცევა საგზაო მოძრაობაში

განმცხადებლებმა უნდა განახორციელონ ყველა შემდეგი ქმედება ნორმალური საგზაო მოძრაობის პირობებში, სრულიად უსაფრთხოდ და ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღებით:

  1. გასვლა: პარკირების შემდეგ; საგზაო მოძრაობაში გაჩერების შემდეგ; მისასვლელი გზიდან გასვლა;
  2. სწორ გზებზე მართვა; მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანების გვერდით ჩავლა, შემოსაზღვრულ სივრცეებში ამ მანევრების ჩატარების ჩათვლით;
  3. მოსახვევებში მართვა;
  4. გზაჯვარედინები: გზაჯვარედინებთან და გზასაყარებთან მიახლოება და მათი გადაკვეთა;
  5. მიმართულების შეცვლა: მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნება; მოძრაობის ზოლების შეცვლა;
  6. ავტომაგისტრალებთან მიახლოება/გასვლა ან მსგავსი (თუ ხელმისაწვდომია): ჩქაროსნული ზოლიდან მოძრაობასთან შეერთება; მოძრაობის შენელების ზოლზე შესვლა;
  7. სატრანსპორტო საშუალების გასწრება /გვერდით ჩავლა: საგზაო მოძრაობის გასწრება(თუ შესაძლებელია): შეფერხებების გვერდის ავლა, მაგ. სადგომზე გაჩერებული(პარკირებული) მანქანების; სხვა საგზაო მოძრაობის მხრიდან მისთვის გასწრება(თუ შესაბამისია);
  8. გზის კონკრეტული მახასიათებლები(თუ ხელმისაწვდომია): საგაბარიტო წრეები; რკინიგზის გადასასვლელი; ტრამვაის/ავტობუსის გაჩერებები; ქვეითთა გადასასვლელი; აღმართზე ასვლა/დაღმართზე ჩამოსვლა გრძელ ფერდობებზე;
  9. უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება, სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლის დროს.

8. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა რაც შეეხება C, CE, C1, C1E, D: DE, D1 და D1E კატეგორიები

  1. სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ტექნიკური შემოწმება, რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას

განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ უნარი აქვთ, რომ მოემზადონ უსაფრთხო მართვაში, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებით:

  1. სავარძლის დარეგულირება საჭიროებისამებრ, რათა მიღწეული იქნეს სწორი ჯდომითი პოზიცია;
  2. უკანა ხედვის სარკეების, უსაფრთხოების ღვედების და თავის დასადებების დარეგულირება თუ არის შესაძლებელი;
  3. შემთხვევითი შემოწმებების ჩატარება, თუ რა მდგომარეობაშია საბურავები, საჭე, მუხრუჭები, შუქები, რეფლექორები, მიმართულების მაჩვენებლები და ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა;
  4. გამაძლიერებლით დამუხრუჭების შემოწმება და საჭის მართვის სისტემები; ბორბლების მდგომარეობის შემოწმება, საშხეფარი(შხეფებისაგან დასაცავი საფარი ბორბლებზე), საქარე მინა, ფანჯრები და საწმენდები, სითხეები( მაგ. ძრავას ზეთი, გამაცივებელი/გამაგრილებელი სითხე, საწმენდი სითხე); ხელსაწყოტა პანელის შემოწმება და გამოყენება, ჩამწერი მოწყობილობის ჩათვლით როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციაში (EEC) No 3821/85;
  5. ჰაერის წნევის, ჰაერშემკრები ცისტერნის და შეჩერების შემოწმება;
  6. უსაფრთხოების ფაქტორების შემოწმება, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დატვირთვასთან: ძარა, ფურცლები, სატვირთო კარებები, დამტვირთავ-გადმომტვირთავი მექანიზმი (თუ არსებობს), კაბინის ჩაკეტვა (თუ არსებობს), დატვირთვის მეთოდი, ტვირთის დაცვა( C, CE, C1, C1E კატეგორიები მხოლოდ);
  7. გადაბმის მექანიზმის, მუხრუჭების და ელექტრო კავშირების შემოწმება ( CE, C1E, DE, D1E კატეგორია მხოლოდ);
  8. სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღების უნარი; ძარას, სამოსამსახურო კარებების, ავარიული გასასვლელების, პირველი დახმარების აღჭურვილობის, და სხვა უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმება ( მხოლოდ D, DE, D1, D1E კატეგორიები);
  9. საგზაო რუკის წაკითხვა, მარშრუტის დაგეგმვა, ელექტრული სანავიგაციო სისტემების გამოყენება(არჩევითი/არასავალდებულო).
  1. სპეციალური მანევრირება, რომლის გამოცდაც უნდა ჩატარდეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
  1. გადაბმა ან ჩახსნა, ან ჩახსნა და თავიდან გადაბმა მისაბმელის მის ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან; ეს მანევრირება უნდა მოიცავდეს ავტომზიდი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას მისაბმელის გვერდით(ე.ი. ერთ ხაზში არა)(მხოლოდ CE, C1E, DE, D1E კატეგორიები);
  2. მრუდის გასწვრივ უკუსვლით მოძრაობა, რომლის ხაზი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა გადაწყვიტონ წევრმა სახელმწიფოებმა;
  3. უსაფრთხო პარკირება დატვირთვა/გადმოტვირთვა სატვირთო რამპაზე/პლატფორმაზე ან მსგავს დამონტაჟებულ ნაგებობაზე (მხოლოდ C, CE, C1, C1E კატეგორიები);
  4. პარკირება, რათა მგზავრებს მიეცეს ავტობუსში უსაფრთხო ჩაჯდომის და გადმოსვლის საშუალება (მხოლოდ D, DE, D1, D1E კატეგორიები).
  1. ქცევა საგზაო მოძრაობაში

განმცხადებლებმა უნდა განახორციელონ ყველა შემდეგი ქმედება ნორმალური საგზაო მოძრაობის პირობებში, სრულიად უსაფრთხოდ და ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღებით:

  1. გასვლა: პარკირების შემდეგ; საგზაო მოძრაობაში გაჩერების შემდეგ; მისასვლელი გზიდან გასვლა;
  2. სწორ გზებზე მართვა; მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანების გვერდით ჩავლა, შემოსაზღვრულ სივრცეებში ამ მანევრების ჩატარების ჩათვლით;
  3. მოსახვევებში მართვა;
  4. გზაჯვარედინები: გზაჯვარედინებთან და გზასაყარებთან მიახლოება და მათი გადაკვეთა;
  5. მიმართულების შეცვლა: მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნება; მოძრაობის ზოლების შეცვლა;
  6. ავტომაგისტრალებთან მიახლოება/გასვლა ან მსგავსი (თუ შესაძლებელია): ჩქაროსნული ზოლებიდან მოძრაობასთან შეერთება; მოძრაობის შენელების ზოლზე შესვლა;
  7. სატრანსპორტო საშუალების გასწრება /გვერდით ჩავლა: საგზაო მოძრაობის გასწრება(თუ შესაძლებელია): შეფერხებების გვერდის ავლა, მაგ. სადგომზე გაჩერებული(პარკირებული) მანქანების; სხვა საგზაო მოძრაობის მხრიდან მისთვის გასწრება(თუ შესაბამისია);
  8. გზის კონკრეტული მახასიათებლები(თუ ხელმისაწვდომია): საგაბარიტო წრეები; რკინიგზის გადასასვლელი; ტრამვაის/ავტობუსის გაჩერებები; ქვეითთა გადასასვლელი; აღმართზე ასვლა/დაღმართზე ჩამოსვლა გრძელ ფერდობებზე;
  9. უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება, სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლის დროს.

9. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდის შეფასება

  1. თითოეული ზემოაღნიშნული მართვის სიტუაციისთვის, შეფასება უნდა ასახავდეს თუ რამდენად მარტივად ართმევს თავს განმცხადებელი სატრანსპორტო საშუალების კონტროლს და მის მიერ ნაჩვენებ უნარს, რომ საგზაო მოძრაობაში მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება სრულიად უსაფრთხოდ. გამომცდელი თავს უნდა გრძნობდეს უსაფრთხოდ მთელი გამოცდის მიმდინარეობისას. მართვის შეცდომები ან საშიში მოქმედება, რომელიც უშუალოდ აგდებს საფრთხეში საგამოცდო სატრანსპორტო საშუალების, მისი მგზავრების, ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, უნდა დაჯარიმდეს გამოცდაში ჩაჭრით, იმისდა მიუხედავად უნდა ჩაერიოს თუ არა გამომცდელი ან თანმხლები პირი. მიუხედავად ამისა, გამომცდელი თავისუფალია მის არჩევანში გადაწყვიტოს უნდა დაასრულოს თუ არა უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა.

მართვის გამომცდელები უნდა იყვნენ მომზადებულნი, რათა სწორად შეაფასონ განმცხადებლის უსაფრთხო მართვის უნარი. მართვის გამომცდელების მუშაობას უნდა გაეწიოს ზედამხედველობა და მონიტორინგი, წევრი სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილება მინიჭებული პირის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარვეზის შეფასების სწორი და თანამიმდევრული გამოყენება ამ დანართში განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.

  1. მათ მიერ შეფასების დროს, მართვის გამომცდელები უნდა უთმობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას აჩვენებს თუ არა განმცხადებელი ფრთხილად მართვისა და საზოგადოებრივი მართვის ქცევას. ეს უნდა ასახავდეს მართვის საერთო სტილს და მართვის გამომცდელმა უნდა მიიღოს ეს მხედველობაში განმცხადებლის შესახებ საერთო სურათის შექმნისას. იგი მოიცავს ადაპტირებულ და განსაზღვრულ (უსაფრთხო) მართვას, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, სხვა საგზაო მოძრაობის გათვალისწინებით, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით (განსაკუთრებით უფრო სოციალურად დაუცველი) და გააზრებულად.
  2. მართვის გამომცდელი ასევე შეაფასებს განმცხადებელი:
  1. აკონტროლებს თუ არა სატრანსპორტო საშუალებას, შემდეგის გათვალისწინებით: უსაფრთხოების ღვედების, უკანა ხედვის სარკეების, თავის დასადებების, სავარძლის სათანადო გამოყენება; შუქების და სხვა მოწყობილობების სათანადო გამოყენება; გადაბმულობის, სიჩქარეთა კოლოფის, ამაჩქარებლის, სამუხრუჭე სისტემების(მესამე სამუხრუჭე სისტემის ჩათვლით, თუ ასეთი არსებობს), საჭით მართვა; სატრანსპორტო საშუალების გაკონტროლება სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა სიჩქარეებზე, მდგრადობა(სტაბილურობა) გზაზე მოძრაობისას; წონა და პარამეტრები სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები; ტვირთის წონა და ტიპი( მხოლოდ BE, C, CE, C1, C1E, DE, D1E კატეგორიები); მგზავრების კომფორტი (მხოლოდ D, DE, D1, D1E კატეგორიები)(არ უნდა განხორციელდეს სწრაფი აჩქარება, რყევების და უხეში დამუხრუჭების გარეშე მოძრაობა);
  2. მართვა ეკონომიურად და ეკოლოგიურად სუფთა წესით, წუთში ბრუნვათა რიცხვის გათვალისწინებით, სიჩქარეების შეცვლა, დამუხრუჭება და აჩქარება (მხოლოდ BE, C, CE, C1, C1E, D, DE, D1, D1E კატეგორიები);
  3. დაკვირვება: გარშემო დაკვირვება, სარკეების სატანადო გამოყენება, შორ მანძილზე, საშუალო და ახლო მანძილებზე ხედვა;
  4. პრიორიტეტის დაცვა/გზის დათმობა; პრიორიტეტის დაცვა გზაჯვარედინებზე, გადაკვეთის წერტილებსა და გზასაყარებზე; გზის დათმობა სხვა შემთხვევებში (მაგ. მიმართულების ცვლილება, მოძრაობის ზოლების ცვლილება, სპეციალური მანევრირებები);
  5. გზაზე სწორი პოზიციის შერჩევა: სათანადო პოზიცია გზაზე, მოძრაობის ზოლებში, საგაბარიტო წრეებზე, სატრანსპორტო საშუალების ტიპი და მახასიათებლები; წინასწარი პოზიცია;
  6. მანძილის (დისტანციის) დაცვა: შესაბამისი მანძილის (დისტანციის) დაცვა წინ და გვერდით; საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისგან სათანადო დაშორების (დისტანციის) შენარჩუნება;
  7. სიჩქარე: არ უნდა მოხდეს მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეზე გადაჭარბება; მეტეოროლოგიური / საგზაო პირობების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, სიჩქარის დარეგულირება სიჩქარის ეროვნულ ზღვრებამდე; ისეთი სიჩქარით მართვა, რომ შესაძლებელი იყოს ხილვადი და თავისუფალი გზის მანძილზე გაჩერება; სიჩქარის დარეგულირება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა საერთო სიჩქარის შესაბამისად;
  8. შუქნიშნები: საგზაო ნიშნები და სხვა მაჩვენებლები: შუქნიშნებზე სწორად მოქცევა, საგზაო მოძრაობის კონტროლიორების მითითებების შესრულება; საგზაო ნიშნების მიხედვით სწორად მოქცევა (აკრძალვები ან ბრძანებები); საგზაო მონიშვნების შესაბამისად სათანადო მოქმედების განხორციელება;
  9. სიგნალი: სიგნალის მიცემა როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვს, დროის შერჩევა სწორად და სათანადოდ; შესაბამისი მოქმედება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ყველა სხვა სიგნალთან დაკავშირებით;
  10. დამუხრუჭება და გაჩერება: სიჩქარის შემცირება დროში, გარემოებების შესაბამისად დამუხრუჭება ან გაჩერება; გააზრება; სხვადასხვა დამუხრუჭების სისტემების გამოყენება (მხოლოდ C, CE, D, DE კატეგორიებისთვის); მუხრუჭების გარდა სხვა სიჩქარის შემცირების სისტემების გამოყენება (მხოლოდ C, CE, D, DE კატეგორიებისთვის).

10. გამოცდის ხანგრძლივობა

გამოცდის ხანგრძლივობა და გადაადგილების მანძილი საკმარისი უნდა იყოს ამ დანართის B პუნქტში განსაზღვრული უნარებისა და ქცევის შესაფასებლად. არავითარ შემთახვევაში არ შეიძლება, რომ სატრანსპორტო საშუალების გზაზე მართვისთვის დახარჯული დრო იყოს 25 წუთზე ნაკლები A, A1, A2, B, B1 და BE კატეგორიებისთვის და 45 წუთი სხვა კატეგორიებისთვის. ეს დრო არ მოიცავს განმცხადებლის მიღებას, სატრანსპორტო საშუალების მომზადებას, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ შემოწმებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სპეციალურ მანევრირებებს და პრაქტიკული გამოცდის შედეგის გამოცხადებას.

  1. გამოცდის ჩატარების ადგილი

სპეციალური მანევრირებების შეფასების გამოცდის ნაწილი, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს სპეციალური გამოცდის ჩატარების მოედანზე. როდესაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ტესტის ნაწილი რათა შეფასდეს საგზაო მოძრაობაში ქცევა უნდა ჩატარდეს განაშენიანებული ტერიტორიის გარეთ გზებზე, ექსპრესგზები და ავტომაგისტრალები (ან მსგავსი), ისევე როგორც ყველა სახეობის ურბანულ გზებზე (საცხოვრებელი ზონები, 30 და 50 კმ/სთ ტერიტორიებზე, ურბანული ექსპრესგზები) რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება შეხვდეთ მძღოლებს. ასევე სასურველია, რომ გამოცდა ჩატარდეს სხვადასხვა დატვირთვის (სიხშირის) საგზაო მოძრაობის პირობებში. დრო, რომელიც დახარჯულია გზაზე, უნდა იქნეს გამოყენებული ოპტიმალური გზით, რათა შეფასდეს განმცხადებელი სხვადასხვა საგზაო მოძრაობის ყველა სიტუაციაში, რომელიც კი შეიძლება შეხვდეს, ყურადღების სპეციალური გამახვილებით ამ ტერიტორიებს შორის ცვლილებაზე.

II. ცოდნა, უნარი და ქცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ნებისმიერ დროს უნდა ქონდეთ ცოდნა, უნარი და ქცევა, რომელიც აღწერილია 1-ლიდან მე-9 პუნქტების ჩათვლით, რათა შეეძლოთ:

  • საგზაო მოძრაობის საშიშროებების აღიარება და მათი სიმწვავის შეფასება,
  • საკმარისად უნდა იცნობდნენ მათ სატრანსპორტო საშუალებებს, რათა არ შექმნან საშიში სიტუაციები და ქონდეთ სათანადო რეაქცია, როდესაც ასეთი სიტუაცია შეიქმნება,
  • საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და კერძოდ მათი რომლებიც განკუთვნილია საგზაო უბედური შემთხვევების აღსაკვეთად და საგზაო მოძრაობის ნაკადის შესანარჩუნებლად,
  • ნებისმიერი ძირითადი ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა მათ სატრანსპორტო საშუალებებში, კერძოდ იმ ხარვეზების, რომლებიც საფრთხეს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას,
  • ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო ქცევაზე (მაგ. ალკოჰოლი, დაღლილობა, ცუდი მხედველობა და ა.შ.) ისე, რომ ყველა ის უნარი იყოს შენარჩუნებული, რომელიც საჭიროა უსაფრთხო მართვისთვის,
  • ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება და კერძოდ, ყველაზე სუსტთა და ყველაზე უფრო მეტად დაუცველთა მიმართ სხვების მიმართ პატივისცემის გამოჩენით.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სათანადო ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მძღოლები რომელთაც დაკარგეს ცოდნა, უნარები და ქცევა, როგორც ეს აღწერილია 1-ლიდან მე-9 პუნქტების შესაბამისად, შეეძლოთ აღიდგინონ ეს ცოდნა და უნარები და ისევ აჩვენონ შესაბამისი ქცევა, რომელიც საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის.

 

დანართი III

ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის მინიმალური სტანდარტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის

ახსნა-განმარტებები

  1. ამ დანართის მიზნებისთვის, მძღოლები დაყოფილია ორ ჯფუფად:
    1. 1 ჯგუფი 1:

A, A1, A2, AM, B, B1 და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები.

  1. 2 ჯგუფი 2:

 C, CE, C1, C1E, D, DE, D1 და D1E კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები.

  1. 3 ეროვნული კანონმდებლობაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს ის დებულებები, რომლებიც მოცემულია ამ დანართში მე-2 ჯგუფის მძღოლებისთვის, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიერ გამოყენებისათვის, რომლებიც იყენებენ მათ მართვის მოწმობებს პროფესიული მიზნებით (ტაქსები, სასწრაფოები და ა.შ.).
  2. მსგავსად, პირველი მართვის მოწმობის მიღების, ან მართვის მოწმობის განახლების მსურველი განმცხადებლები კლასიფიცირებულნი იქნებიან ჯგუფში, რომელთაც ისინი იქნებიან მიკუთვნებულნი, როგორც კი მოწმობა გაიცემა ან განახლდება.

სამედიცინო შემოწმება

  1. ჯგუფი 1:

განმცხადებლებს მოეთხოვებათ, რომ გაიარონ სამედიცინო შემოწმება თუ აშკარა გახდება აუცილებელი ფორმალობების შესრულებისას ან გამოცდების მიმდინარეობის განმავლობაში, რომლებიც მათ უნდა გაიარონ მართვის მოწმობის აღებამდე, რომ მათ აქვთ ერთი ან მეტი სამედიცინო თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც აღნიშნულია ამ დანართში.

  1. ჯგუფი 2:

განმცხადებლებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მანამდე სანამ მართვის მოწმობა პირველად გაიცემა მათზე და შემდეგ მძღოლების შემოწმება მოხდება ერონული სისტემების შესაბამისად, რომელიც არსებობს მათ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე წევრ სახელმწიფოში, როდესაც კი მათი მართვის მოწმობა განახლდება.

  1. წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილი სტანდარტები მართვის მოწმობების გაცემისა და ნებისმიერი შემდგომი განახლებისათვის შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ის რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დანართში.

 

მხედველობა

  1. მართვის მოწმობის მიღების მსურველმა ყველა განმცხადებელმა უნდა გაიაროს სათანადო გამოკვლევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ გააჩნიათ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო შესაბამისი მხედველობის სიმახვილე. როდესაც არსებობს ეჭვის მიზეზი, რომ განმცხადებლის მხედველობა არ არის სათანადო, იგი უნდა შეამოწმოს კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ. სამედიცინო შემოწმების დროს ყურადღება უნდა დაეთმოს განსაკუთრებით შემდეგს: მხედველობის სიმახვილეს, მხედველობის ველს, ღამის მხედველობას და თვალის პროგრესირებად დაავადებებს.

ამ დანართის მიზნებისთვის, ინტრა-ოკულარული ლინზები არ ჩაითვლება მაკორექტირებელ ლინზებად.

ჯგუფი 1:

  1. 1 მართვის მოწმობის მიღების, ან მისი განახლების მსურველ განმცხადებლებს უნდა ქონდეთ ბინოკულარული მხედველობის სიმახვილე, თუ საჭიროა მაკორექტირებელი ლინზების დახმარებით, სულ მცირე 0,5 როდესაც ერთდროულად ხდება ორივე თვალის გამოყენება. მართვის მოწმობები არ გაიცემა ან განახლდება, თუ, სამედიცინო შემოწმების განმავლობაში, ნაჩვენები იქნება, რომ მხედველობის ჰორიზონტალური ველი ნაკლებია, ვიდრე 120o o, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც სათანადოდ გამართლებულია სამედიცინო დასკვნის საფუძველზე და დადებითი პრაქტიკული გამოცდით, ან თუ დაინტერესებული პირი, განიცდის თვალის ნებისმიერ სხვა მდგომარეობას, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხო მართვას. როდესაც თვალის პროგრესირებადი დაავადება აღმოჩენილია, ან მის შესახებ განცხადებულია, მართვის მოწმობების გაცემა ან განახლება შეიძლება განმცხადებლის მიერ კომპეტენტური სამედიცინო ორგანოს ჩატარებული სამედიცინო შემოწმებების რეგულარულად გავლის საფუძველზე.
  2. 2 განმცხადებლები, რომელთაც სურვილი აქვთ რომ მიიღონ, ან განაახლონ მართვის მოწმობა და რომელთაც აქვთ ერთ თვალში სრული ფუნქციური დაკარგვა მხედველობის ან ვინც მხოლოდ ერთ თვალს იყენებს (მაგ. დიპლოპიას შემთხვევაში), უნდა ქონდეთ მხედველობის სიმახვილე სულ მცირე 0,6, მაკორექტირებელი ლინზებით თუ საჭიროა. კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა დაამოწმოს, რომ მონოკულარული მხედველობის ეს პირობა არსებობდა საკმაოდ ხანგრძლივად, რათა დაშვებული იყოს ადაპტაცია და რომ ამ თვალში მხედველობის ველი არის ნორმალური.

ჯგუფი 2:

  1. 3 მართვის მოწმობის მიღების, ან მისი განახლების მსურველ განმცხადებლებს უნდა ქონდეთ მხედველობის სიმახვილე, მაკორექტირებელი ლინზებით თუ საჭიროა, სულ მცირე 0,8 უფრო ჯანმრთელ თვალში და სულ მცირე 0,5 უფრო დაზიანებულ თვალში. თუ მაკორექტირებელი ლინზები გამოყენებულია, რათა მიღწეული იქნას 0,8 და 0,5 სიდიდეები, დაუკორექტირებელი მხედველობის სიმახვილე თითეულ თვალში უნდა აღწევდეს 0,05, ან მინიმალური მხედველობის სიმახვილე (0,8 და 0,5) უნდა იქნეს მიღწეული სათვალეებით კორექტირების საშუალებით, რაც არ უნდა აჭარბებდეს პლიუს ან მინუს 8 დიოპტერის მქონე თვალის ოპტიკურ ძალას, ან კონტაქტური ლინზების დახმარებით (დაუკორექტირებელი მხედველობა=0,05). კორექტირება კარგად უნდა იყოს გადატანილი(შეგუებული). მართვის მოწმობები არ გაიცემა ან განახლდება განმცხადებლებისთვის, ან მძღოლებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური ბინოკულარული მხედველობის ველი და რომლებიც დაავადებულნი არიან დიპლოპიით.

სმენადობა

  1. მართვის მოწმობა შეიძლება გაიცეს ან განახლდეს მე -2 ჯგუფში შემავალ განმცხადებლებზე ან მძღოლებზე, რაც ექვემდებარება კომპეტენტური სამედიცინო ორგანოს მიერ დასკვნის გაცემას; განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამედიცინო შემოწმებების დროს კომპენსაციის სფეროს.

პირები მოტორული ფუნქციების ქმედუუნარობით

  1. მართვის მოწმობა არ გაიცემა ან არ განახლდება განმცხადებლებზე ან მძღოლებზე, რომელთაც გააჩნიათ მოტორული სისტემის ფუნქციონირების ჩივილები, ან მათი პათოლოგია, რაც ხდის საშიშს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას.

ჯგუფი 1:

  1. 1 მართვის მოწმობები, რომლებიც ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაიცეს ფიზიკურად ქმედუუნარო განმცხადებლებზე ან მძღოლებზე, კომპეტენტური სამედიცინო ორგანოს მიერ დასკვნის გაცემის შემდეგ. ეს დასკვნა უნდა დაეფუძნოს კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ჩივილებისა და პათოლოგიის სამედიცინო შეფასებას და როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვს, პრაქტიკულ გამოცდას. ამან ასევე უნდა აჩვენოს, თუ სატრანსპორტო საშუალების როგორ მოდიფიკაციაა საჭირო და სჭირდება თუ არა მძღოლს, რომ აღჭურვილი იყოს ორთოპედიული მოწყობილობით, რამდენადაც უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდა აჩვენებს, რომ ასეთი მოწყობილობით მართვა არ იქნება საფრთხის შემცველი.
  2. 2 მართვის მოწმობები გაიცემა ან განახლდება ნებისმიერ განმცხადებელზე, რომელსაც აქვს პროგრესირებადი დაავადება, იმ პირობით, რომ ქმედუუნარო პირი რეგულარულად იქნება გამოკვლეული, რათა შემოწმდეს, რომ პირს ისევ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სრულიად უსაფრთხოდ მართვის უნარი.

როდესაც ქმედუუნარობა სტატიკურია (არაპროგრესირებადია), მართვის მოწმობები შეიძლება გაიცეს ან განახლდეს, ისე რომ განმცხადებელი არ დაექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას.

ჯგუფი 2:

  1. 3 კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვას რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

  1. ნებისმიერი დაავადება, რომელსაც უნარი აქვს რომ დაუქვემდებაროს პირველად მართვის მოწმობის მიმღები განმცხადებელი, ან მძღოლი, რომელმაც მიმართა მართვის მოწმობის განახლებისათვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის უცაბედ ჩავარდნას, ისე რომ ხდება ცერებრალური ფუნქციების უცაბედი გაუარესება, წარმოადგენს საშიშროებას საგზაო უსაფრთხოებისათვის.

ჯგუფი 1:

  1. 1 მართვის მოწმობები არ გაიცემა, ან არ განახლდება, მძიმე არითმიის მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე.
  2. 2 მართვის მოწმობების გაცემა ან განახლება შეიძლება, ელექტროკარდიოსტიმულატორის მქონე განმცხადებლებზე და მძღოლებზე, რაც ექვემდებარება უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნის გაცემას და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.
  3. 3 პათოლოგიური არტერიული სისხლის წნევის მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე მართვის მოწმობის გაცემისა და განახლების საკითხი უნდა შეფასდეს სამედიცინო შემოწმების სხვა შედეგებზე დაყრდნობით, ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სირთულეების და თუ რა საშიშროების წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოებისთვის ამის გათვალისწინებით.
  4. 4 ზოგადად, მართვის მოწმობა არ უნდა გაიცეს, ან განახლდეს დასვენების ან ემოციის დროს სტენოკარდიის მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე. მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე მართვის მოწმობის გაცემა, ან განახლება ექვემდებარება უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნის გაცემას და თუ აუცილებელია, რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.
  5. 5 კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვას რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტება.

შაქრის დიაბეტი

  1. მართვის მოწმობების გაცემა ან განახლება შეიძლება, შაქრის დიაბეტის მქონე განმცხადებლებზე და მძღოლებზე, რაც ექვემდებარება უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნის გაცემას და თითეული შემთხვევის შესაბამის რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.

ჯგუფი 2:

  1. 1  მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გაიცეს ან განახლდეს მართვის მოწმობა, შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებლებზე ან მძღოლებზე ამ ჯგუფში, რომლებსაც ესაჭიროებათ ინსულინით მკურნალობა და მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადოდ გამართლებულია უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნით და ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.

     

ნევროლოგიური დაავადება

  1. მართვის მოწმობა არ უნდა გაიცეს, ან განახლდეს მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე, თუ განაცხადი გამყარებული არ არის უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნით.

დაავადებებთან, ან ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობა, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ცენტრალურ ან პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, რამაც გამოიწვია სენსორული ან მოტორული ხარვეზები და ზეგავლენა მოახდინა წონასწორობასა და კორდინაციაზე, შესაბამისად უნდა იქნეს გათვალისწინებული მათ ფუნქციურ ზეგავლენებთან და პროგრესირების რისკთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, მართვის მოწმობის განახლების საკითხი ექემდებარება პერიოდულ შეფასებებს, გაუარესების რისკის შემთხვევაში.

  1. ეპილეპსიური შეტევები, ან ცნობიერების მდგომარეობის სხვა უცაბედი დარღვევები წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას საგზაო უსაფრთხოებისთვის თუ ეს მოუვიდა პირს, რომელიც მართავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებას.

ჯგუფი 1:

  1. 1  მართვის მოწმობა შეიძლება გაიცეს ან განახლდეს, რაც ექვემდებარება კომპეტენტური სამედიცინო ორგანოს მიერ შემოწმების ჩატარებას და რეგულარ სამედიცინო შემოწმებებს. ამ სამედიცინო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ეპილეფსიის მდგომარეობის ან ცნობიერების სხვა დარღვევების, მისი კლინიკური ფორმის და პროგრესირების (მაგალითად, არ ყოფილა ეპილეპსიური შეტევები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში) შესახებ, მიღებული მკურნალობის და მისი შედეგების შესახებ.

ჯგუფი 2:

  1. 2  ეპილეფსიური შეტევების, ან ცნობიერების მდგომარეობის სხვა მოულოდნელი დარღვევების მქონე განმცხადებლებსა და მძღოლებზე არ შეიძლება მართვის მოწმობის გაცემა ან განახლება.

ფსიქიკური აშლილობა

ჯგუფი 1:

  1. 1  მართვის მოწმობები არ გაიცემა, ან არ განახლდება, განმცხადებლებსა და მძღოლებზე, რომლებსაც აქვთ:
  • მძიმე ფსიქიკური აშლილობა, იქნება ის თანდაყოლილი თუ დაავადებისაგან, ტრამვის ან ნეიროქირურგიული ოპერაციებისაგან გამოწვეული,
  • მძიმე ოლიგოფრენია,
  • ასაკით გამოწვეული მწვავე ქცევითი პრობლემები; ან პიროვნების დეფექტები, რომელიც იწვევს მნიშვნელოვნად გაუარესებულ განსჯის უნარს, ქცევას ან შეგუებადობას,

თუ მათი გამოყენება არ ეყრდნობა უფლებამოსილ სამედიცინო დასკვნას და თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.

ჯგუფი 2:

  1. 2  კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტება.

ალკოჰოლი

14. ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს ძირითად საშიშროებას საგზაო უსაფრთხოებისათვის. პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, სამედიცინო დარგს უნდა ჰქონდეს ძალიან ფხიზელი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ.

ჯგიფი 1:

  1. მართვის მოწმობები არ გაიცემა, ან არ განახლდება ალკოჰოლზე დამოკიდებული განმცხადებლებისა და მძღოლებისათვის ან რომელთაც არ გააჩნიათ უნარი რომ თავი შეიკავოს დალევისა და სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან.

ალკოჰოლისაგან თავის შეკავების დადასტურებული პერიოდის შემდეგ, ასევე უფლებამისილი სამედიცინო დასკვნის და რეგულარული შემოწმებების საფუძველზე, მართვის მოწმობები შეიძლება გაიცეს, ან განახლდეს წარსულში ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე განმცხადებელსა და მძღოლებზე.

ჯგუფი 2:

  1. კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს სატრანსპორტო საშუალებების მართვას, რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტება.

ნარკოტიკები და სამკურნალო პრეპარატები

15. არამართებული გამოყენება:

მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს, ან განახლდეს განმცხადებლებსა და მძღოლებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, ან რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი ფსიქოტროპული ნივთიერებებზე, მაგრამ რეგულარულად არასათანადოდ იყენებენ მათ, რა კატეგორიის მართვის მოწმობაც არ უნდა იყოს მოთხოვნილი.

რეგულარული გამოყენება:

ჯგუფი 1:

  1. 1  მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს, ან განახლდეს განმცხადებლებსა და მძღოლებზე, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, რამაც შეიძლება შეაფერხოს უსაფრთხო მართვის უნარი, როდესაც ათვისებული რაოდენობები ისეთია, რომ შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მართვაზე. ეს ეხება ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, ან სამკურნალო პრეპარატების გაერთიანებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მართვის უნარზე.

ჯგუფი 2:

  1. 2  კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს სატრანსპორტო საშუალებების მართვას, რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტებები.

თირკმელის ფუნქციის დარღვევა

ჯგუფი 1;

  1. 1  მართვის მოწმობების გაცემა ან განახლება შეიძლება, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე განმცხადებლებზე და მძღოლებზე, რაც ექვემდებარება უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნის გაცემას და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.

ჯგუფი 2:

  1. 2  იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში სათანადოდ გამართლებულია უფლებამოსილი სამედიცინო დასკვნებით და ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს, მართვის მოწმობები არ გაიცემა ან განახლდება განმცხადებლებზე ან მძღოლებზე, რომლებსაც აქვთ მძიმე და შეუქცევადი თირკმლის უკმარისობა.

სხვადასხვა დებულებები

ჯგუფი 1:

  1. 1  ექვემდებარება რა უფლებამოსილ სამედიცინო დასკვნის წარმოდგენას და თუ აუცილებლობა მოითხოვს, რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს, მართვის მოწმობები გაიცემა ან განახლდება განმცხადებლებზე ან მძღოლებზე, რომლებსაც აქვთ გადანერგილი ორგანო, ან ხელოვნული იმპლანტი, რომელიც გავლენას ახდენს მართვაზე.

ჯგუფი 2:

  1. 2  კომპეტენტურმა სამედიცინო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის დამატებითი რისკები და საშიშროებები, რომელიც თან ახლავს სატრანსპორტო საშუალებების მართვას, რომლებზეც ვრცელდება ამ ჯგუფის შესახებ განმარტება.

18. ზოგადი წესი, როდესაც განმცხადებლებს ან მძღოლებს აქვთ ნებისმიერი დარღვევა რაც არ ყოფილა აღნიშული წინა პუნქტში, მაგრამ იგი პასუხისმგებელია ან შედეგად იწვევს ფუნქციონალური ქმედუნარიანობის შეზღუდვას, რაც თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენს საჭესთან უსაფრთხოებაზე, მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს ან განახლდეს თუ განაცხადი არ ეფუძნება უფლებამოსილ სამედიცინო დასკვნას და თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს.

 

დანართი IV

მინიმალური სტანდარტები იმ პირებისათვის, რომლებიც ატარებენ პრაქტიკულ გამოცდას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად 

  1. სატრანსპორტო საშუალების მართვის გამომცდელის მიერ მოთხოვნილი კომპეტენციები
    1. კანდიდატის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკული შეფასებების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უნდა ქონდეს 1.2-დან 1.6-მდე პუნქტებში ჩამოთვლილი საკითხების ცოდნა, უნარები და გაგება.
    2. გამომცდელის კომპეტენციები უნდა იყოს შესაბამისი, რათა შეაფასოს მართვის მოწმობის კატეგორიის მიღების მსურველი კანდიდატის მიერ დავალების შესრულება, რომლის უფლებამოსილების მინიჭებისთვისაც ტარდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა.
    3. მართვის ცოდნა, გაგება და შეფასება:
  • მართვის ქცევის თეორია,
  • საფრთხის აღქმა და ავარიისთვის თავის არიდება,
  • სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი), რომელიც საძრკველს უყრის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის სტანდარტებს,
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მოთხოვნები,
  • შესაბამისი საგზაო და საგზაო მოძრაობის კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამის ევროკავშირისა და ეროვნულ კანონმდებლობას და განმარტებით სახელმძღვანელო მითითებებს(რეკომენდაციებს),
  • შეფასების თეორია და ტექნიკა,
  • ავტომობილის ფრთხილად მართვა,
  1. შეფასების უნარები:
  • კანდიდატის მიერ დავალების საერთო შესრულებაზე ზუსტი დაკვირვების, მონიტორინგის და შესრულების შეფასების უნარი, კერძოდ:
  • სახიფათო სიტუაციების სწორი და ყოვლისმომცველი ამოცნობა,
  • ასეთი მდგომარეობების მიზეზის და სავარაუდო ზეგავლენის ზუსტი განსაზღვრა,
  • კომპეტენციის მიღწევა და შეცდომების ამოცნობა,
  • შეფასების ერთგვაროვნება და თანამიმდევრულობა,
  • ინფორმაციის სწრაფი ასიმილაცია და ძირითადი საკითხების ამოკრეფა,
  • წინ ხედვა, პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება, და მათთან გამკლავების სტრატეგიის შემუშავება,
  •  დროული და კონსტრუქციული ინფორმაციის მიწოდების .უკუკავშირის უზრუნველყოფა.
  1. პერსონალური მართვის უნარები:
  • მართვის მოწმობის კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩატარებისთვის უფლებამოსილ პირს უნდა შეეძლოს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების მუდმივად მაღალი სტანდარტით მართვა.
  1. მომსახურების ხარისხი:
  • დადგენა და ინფორმაციის მიწოდება თუ რისი მოლოდინი უნდა ქონდეს კანდიდატს გამოცდის დროს,
  • ინფორმაციის მიწოდება ნათლად, შინაარსის, სტილის და ენის შერჩევა, რომელიც მორგებულია მსმენელებზე და კონტექსტზე და კანდიდატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა,
  • გამოცდის შედეგის შესახებ ნათელი ინფორმაციის მიწოდება,
  • კანდიდატების პატივისცემით და არადისკრიმინაციული მოპყრობა.
  1. სატრანსპორტო საშუალების ტექნიკისა და ფიზიკის ცოდნა:
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკის ცოდნა, როგორიცაა: საჭე, საბურავები, მუხრუჭები, განათება, კონკრეტულად მოტოციკლებისა და მაღალი ტვირთამწეობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
  •  დატვირთვის უსაფრთხოება,
  • სატრანსპორტო საშუალებების ფიზიკის ცოდნა, ისეთის როგორიცაა: სიჩქარე, ხახუნი, დინამიკა და ენერგია.
  1. მართვა საწვავის ეფექტურად გამოყენებით და ეკოლოგიურად სუფთა წესით.
  2. ზოგადი პირობები
    1. B კატეგორიის მართვის გამომცდელი:
  1. უნდა ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას, სულ მცირე 3 წლის განმავლობაში;
  2. უნდა იყოს არანაკლებ 23 წლისა;
  3.  უნდა ქონდეს წარმატებით დამთავრებული საწყისი კვალიფიკაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ დანართის მე-3 პუნქტში და რასაც შემდგომში მოჰყვება ამ დანართის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის უზრუნველყოფის და პერიოდული გადამზადების ორგანიზება;
  4. უნდა ქონდეს შეწყვეტილი პროფესიული განათლება, რომლის დროსაც სულ მცირე მე-3 დონე უნდა ქონდეს დამთავრებული, როგორც განსაზღვრულია 1985 წლის 16 ივლისის საბჭოს გადაწყვეტილებით 85/368/EEC ევროპული თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს შორის პროფესიული მომზადების კვალიფიკაციის შედარებითობის შესახებ[11];
  5. შეიძლება არ იყოს აქტიური, როგორც იმავდროულად კომერციული ინსტრუქტორ-მასწავლებელი მართვის სკოლაში.
  1. მართვის გამომხდელი სხვა კატეგორიებისთვის:
    1. უნდა ფლობდეს მართვის მოწმობას შესაბამის კატეგორიაში ან ფლობდეს ეკვივალენტურ ცოდნას სათანადო (ადეკვატური) პროფესიული კვალიფიკაციის საშუალებით;
    2. უნდა ქონდეს წარმატებით დამთავრებული საწყისი კვალიფიკაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ დანართის მე-3 პუნქტით, რასაც შემდგომში მოჰყვება ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის უზრუნველყოფის და პერიოდული გადამზადების ორგანიზება;
    3. უნდა იყოს კვალიფიციური B კატეგორიის მართვის გამომცდელი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში; ამ პერიოდზე უარის თქმა შეიძლება იმ პირობით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ გამომცდელს შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ:
  • გაჩნია სულ მცირე 5 წლიანი მართვის გამოცდილება მოთხოვნილ კატეგორიაში, ან
  • მართვის უნარის თეორიული და პრაქტიკული შეფასების უფრო მაღალი სტანდარტი ვიდრე საჭიროა მართვის მოწმობის მისაღებად, რითაც უქმდება ამ მოთხოვნის შესრულების აუცილებლობა,
  1. უნდა ქონდეს დასრულებული პროფესიული განათლება, რომლის დროსაც სულ მცირე მე-3 დონე უნდა ქონდეს შეწყვეტილი, როგორც განსაზღვრულია საბჭოს გადაწყვეტილებით 85/368/EEC;[M-1]
  2. შეიძლება არ იყოს აქტიური, როგორც იმავდროულად კომერციული ინსტრუქტორ-მასწავლებელი მართვის სკოლაში.
  3. ეკვივალენტობა
    1. წევრმა სახლმწიფოებმა შეიძლება მიანიჭონ AM, A1, A2 და A კატეგორიებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილება გამომცდელს საწყისი კვალიფიკაციის გავლის შესაბამისად, რომელიც მე-3 პუნქტშია აღწერილი ერთ-ერთი ამ კატეგორიისთვის.
    2. წევრმა სახლმწიფოებმა შეიძლება მიანიჭონ C1, C, D1 და D კატეგორიებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილება გამომცდელს საწყისი კვალიფიკაციის გავლის შესაბამისად, რომელიც მე-3 პუნქტშია აღწერილი ერთ-ერთი ამ კატეგორიისთვის.
    3. წევრმა სახლმწიფოებმა შეიძლება მიანიჭონ გამომცდელს BE, C1E, CE, D1E და DE კატეგორიებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილება, საწყისი კვალიფიკაციის გავლის შესაბამისად, რომელიც მე-3 პუნქტშია აღწერილი ერთ-ერთი ამ კატეგორიისთვის.
  4. საწყისი კვალიფიკაცია
    1. საწყისი მომზადება
      1. მანამდე სანამ მიენიჭება პირს უფლება რომ ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდები, ამ პირმა დამაკმაყოფილებლად უნდა ჩააბაროს ისეთი მზადების კურსი, როგორიც შეიძლება განსაზღვროს წევრმა სახელმწიფომ, რათა ქონდეს კომპეტენციები რომლებიც მოცემულია 1-ლ პუნქტში.
      2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, რომელიმე კონკრეტული მზადების კურსის შინაარსი უნდა იყოს დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილებასთან მართვის მოწმობის ერთი კატწგორიისათვის, თუ ერთზე მეტი კატეგორიისათვის.
    2. გამოცდები
      1. მანამდე სანამ პირს მიენიჭება უფლებამოსილება რომ ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდები, ამ პირმა უნდა აჩვენოს ცოდნის, გაგები, უნარების, და შესაბამისობის დამაკმაყოფილებელი სტანდარტი 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილ საგნებთან დაკავშირებით.
      2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მართონ საგამოცდო პროცესი, რომელიც ახდენს პირის კომპეტენციების შეფასებას პედაგოგიურად შესაბამისი წესით, როგორც განსაზღვრულია 1-ლი პუნქტის მიხედვით, კერძოდ პუნქტი 1.4. გამოცდის პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ელემენტებს. კომპიუტერზე დაფუძნებული შეფასება უნდა იქნეს გამოყენებული სადაც ეს შესაძლებელია. ნებისმიერი გამოცდის ხასიათის და ხანგრძლივობის შესახებ დეტალური ინფორმაცია და შეფასებები გამოცდის დროს გადაწყდება ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოების შეხედულებისამებრ.
      3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, რომელიმე კონკრეტული გამოცდის შინაარსი უნდა იყოს დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილებასთან მართვის მოწმობის ერთი კატეგორიისათვის, თუ ერთზე მეტი კატეგორიისათვის.
  5. ხარისხის უზრუნველყოფა და პერიოდული გადამზადება
    1. ხარისხის უზრუნველყოფა

 4.1.1 წევრ სახელმწიფოებს უნდა ქონდეთ განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მართვის გამომცდელების სტანდარტების შენარჩუნება.

4.1.2 ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა მოიცავდეს გამომცდელებზე დაკვირვებას მათი მუშაობის დროს, მათ შემდგომ გადამზადებასა და რე-აკრედიტაციას, მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და მათ მიერ ჩატარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის შედეგების პერიოდული განხილვას.

4.1.3 წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი გამომცდელი დაექვემდებაროს ყოველწლიურ ზედამხედველობას ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საშუალებით რომლებიც ჩამოთვლილია 4.1.2. პუნქტში. უფრო მეტიც, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თითეული გამომცდელი იყოს დაკვირვების ქვეშ, რომელიც ატარებს გამოცდებს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, მინიმალური პერიოდისათვის, რომელიც შეადგენს ჯამურად სულ მცირე ნახევარ დღეს, რაც იძლევა რამდენიმე გამოცდაზე დაკვირვების საშუალებას. როდესაც საკითხები განსაზღვრულია მაკორექტირებელი ქმედება უნდა განხორციელდეს. პირი რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას უნდა იყოს ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

 4.1.4 წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ როდესაც გამომცდელს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, რომ ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა ერთზე მეტ კატეგორიაში და იგი აკმაყოფილებს ზედამხედველობის მოთხოვნებს ერთ კატეგორიაში გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით, იგი ასევე აკმაყოფილებს მოთხოვნებს ერთზე მეტ კატეგორიაში.

4.1.5 მართვის გამომცდელების მუშაობას უნდა გაეწიოს ზედამხედველობა და მონიტორინგი წევრი სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილება მინიჭებული პირის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეფასების სწორი და თანამიმდევრული გამოყენება.

  1. 2 პერიოდული გადამზადება

4.2.1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმისათვის რომ დარჩნენ უფლებამოსილნი, მართვის გამომცდელები, იმ კატეგორიის ნომრის მიუხედავად რომლისთვისაც ისინი არიან აკრედიტირებულნი, გაივლიან:

– მინიმალურ ჯამში 4 დღიან პერიოდულ რეგულარულ გადამზადებას თითეული ორწლიანი პერიოდისათვის, რათა:

– შეინარჩუნონ და განაახლონ საჭირო ცოდნა და გამოცდის ჩატარების უნარები,

– განავითარონ ახალი კომპეტენციები, რაც გახდა აუცილებელი მათი პროფესიის განხორციელებისათვის,

– უზრუნველსაყოფა, რომ გამომცდელი განაგრძობს გამოცდების ჩატარებას სამართლიანი და ერთიანი სტანდარტით.

– მინიმალური, სულ მცირე ჯამში 5 დღიანი პერიოდული გადამზადება ყოველი 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში,

– რათა განავითაროს და შეინარჩუნოს მართვისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები.

4.2.2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, დაუყოვნებლივ კონკრეტული მომზადების ჩატარება იმ გამომცდელებისთვის, რომელთა შესახებაც ადგილზე არსებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემით დადგინდა, რომ მუშაობენ მძიმე დარღვევებით.

4.2.3. პერიოდულმა მომზადებამ შეიძლება მიიღოს ბრიფინგის, საკლასო მომზადების, სტანდარტული ან ელექტრონული სწავლების ფორმა და ის შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საფუძველზე. იგი შეიძლება მოიცავდეს სტანდარტების ისეთ რე-აკრედიტაციას, როგორც ამას წევრი სახელმწიფოები ჩათვლიან შესაბამისად.

4.2.4. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ როდესაც გამომცდელს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, რომ ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა ერთზე მეტ კატეგორიაში და იგი აკმაყოფილებს პერიოდული მომზადების მოთხოვნებს ერთ კატეგორიაში გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით, იგი ასევე აკმაყოფილებს მოთხოვნებს ერთზე მეტ კატეგორიაში. იმ პირობით, რომ პირობები, რომლებიც განსაზღვრულია 4.2.5. პუნქტში დაკმაყოფილებულია

4.2.5. როდესაც გამომცდელს არ ჩაუტარებია გამოცდები რპმელიმე კატეგორიაში 24 თვიანი პერიოდის განმავლობაში, გამომცდელმა უნდა გაიაროს შესაბამისი ხელახალი შეფასება, მანამდე სანამ დაიშვება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩასატარებლად რომელიც დაკავშირებულია ამ კატეგორიასთან. ეს ხელახალი შეფასება შეიძლება ჩატარდეს, როგორც მოთხოვნის ნაწილი რომელიც ჩამოყალიბებულია 4.2.1. პუნქტში.

5. შეძენილი უფლებები

5.1. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიცენ უფლება პირებს რომელთაც აქვთ მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების უფლებამოსილება, უშუალოდ მანამდე სანამ ეს დებულებები შევა ძალაში, გააგრძელონ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების ჩატარება, იმისდა მიუხედავად, რომ მათ არ ქონდათ მინიჭებული უფლებამოსილება მე-2 პუნქტში მოცემული ზოგადი პირობების, ან საწყისი კვალიფიკაციის მიღების პროცესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია მე-3 პუნქტში.

5.2. ეს გამომცდელები ექვემდებარებიან რეგულარული დაკვირვებას და ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რომლებიც განსაზღვრულია მე-4 პუნქტში.

დანართი V

მინიმალური მოთხოვნები მძღოლთა მომზადებისა და გამოცდისათვის შემადგენლობებისათვის, როგორც განსაზღვრულია მე-4(4)(B) მუხლის მეორე აბზაცში

  1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები რათა:
  • დაამტკიცონ და ზედამხედველობა გაუწიონ მე-7(1)(d) მუხლით გათვალისწინებულ მძღოლთა მომზადებას, ან
  • ორგანიზება გაუწიონ მე-7(1)(d) მუხლით გათვალისწინებული უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდას.
  1. 1 მძღოლთა მომზადების ხანგრძლივობა
  • სულ მცირე 7 საათი.
  1. მძღოლთა მომზადების შინაარსი(საკითხთა ჩამონათვალი)

მძღოლის მომზადება უნდა მოიცავდეს ცოდნას, უნარებსა და ქცევას, როგორც ეს აღწერილია II დანართის მე-2 და მე-7 პუნქტებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა:

  • სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დინამიკას, უსაფრთხოების კრიტერიუმებს, ტრაქტორის და მისაბმელის(შემაწყვილებელი მექანიზმები), სწორ დატვირთვას და უსაფრთხოების ნაწილებს;

პრაქტიკული კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავარჯიშოებს: აჩქარება, შენელება, უკუსვლით მოძრაობა, დამუხრუჭება, სამუხრუჭე მანძილი, მოძრაობის ზოლების ცვლა, დამუხრუჭების/არიდების მოქმედება, მისაბმელის მოძრაობა, მისაბმელის ჩახსნა და ჩაბმა მის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დგომა;

  • მომზადების თითეულმა მონაწილემ უნდა შეასრულოს მომზადების პრაქტიკული კომპონენტები და უნდა აჩვენოს მისი უნარები და ქცევა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე,
  • სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მომზადებისთვის გამოიყენება უნდა შედიოდეს იმ მართვის მოწმობის კატეგორიაში, რომლის მისაღებადაც გააკეთეს განაცხადი მონაწილეებმა.
  1. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდის ხანგრძლივობა და შინაარსი

გამოცდის ხანგრძლივობა და გადაადგილების მანძილი საკმარისი უნდა იყოს მე-3 პუნქტში განსაზღვრული უნარებისა და ქცევის შესაფასებლად.

 

 

დანართი VI

მინიმალური მოთხოვნები მძღოლთა მომზადებისა და გამოცდისათვის A კატეგორიაში შემავალი მოტოციკლებისათვის (პროგრესირებადი ხელმისაწვდომობა)

  1.  წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები რათა:
  • დაამტკიცონ და ზედამხედველობა გაუწიონ მე-7(1)(c) მუხლით გათვალისწინებულ მძღოლთა მომზადებას, ან
  • ორგანიზება გაუწიონ მე-7(1)(c) მუხლით გათვალისწინებული უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდის.
  1. მძღოლთა მომზადების ხანგრძლივობა
  • სულ მცირე 7 საათი.
  1. მძღოლთა მომზადების შინაარსი (საკითხთა ჩამონათვალი)
  • მძღოლთა მომზადება უნდა მოიცავდეს II დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ასპექტს
  • თითეულმა მონაწილემ უნდა შეასრულოს მომზადების პრაქტიკული კომპონენტები და უნდა აჩვენოს მისი უნარები და ქცევა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე.
  • მოტოციკლები, რომლებიც მომზადებისთვის გამოიყენება უნდა შედიოდეს იმ მართვის მოწმობის კატეგორიაში, რომლის მისაღებადაც გააკეთეს განაცხადი მონაწილეებმა.
  1. უნარებისა და ქცევის შეფასების გამოცდის ხანგრძლივობა და შინაარსი

გამოცდის ხანგრძლივობა და გადაადგილების მანძილი საკმარისი უნდა იყოს ამ დანართის მე-3 პუნქტში განსაზღვრული უნარებისა და ქცევის შესაფასებლად.

დანართი VII

ნაწილი A

გაუქმებული დირექტივა, როგორი თანამიმდევრობითაც შესწორდა

(მითითებულია მე-17 მუხლში)

საბჭოს დირექტივა 91/439/EEC[12]

(ოფიციალური ჟურნალი L 237, 24.8.1991, გვ. 1)

საბჭოს დირექტივა 94/72/EC

(ოფიციალური ჟურნალი L 337, 24.12.1994, გვ. 86)

საბჭოს დირექტივა 96/47/EC

(ოფიციალური ჟურნალი L 235, 17.9.1996, გვ. 1)

საბჭოს დირექტივა 97/26/EC

(ოფიციალური ჟურნალი L 150, 7.6.1997, გვ. 41)

კომისიის დირექტივა 2000/56/EC

(ოფიციალური ჟურნალი L 237, 21.9.2000, გვ. 45)

ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/59/EC , მხოლოდ მე-10 მუხლი, მე-2 პუნქტი

(ოფიციალური ჟურნალი L 226, 10.9.2003, გვ. 4)

ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No 1882/2003, მხოლოდ II დანართი, 24-ე პუნქტი

(ოფიციალური ჟურნალი L 284, 31.10.2003, გვ. 1)

 

ნაწილი B

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის და გამოყენების ბოლო ვადა

(მითითებულია მე-17 მუხლში)

დირექტივა

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ბოლო ვადა

გამოყენების თარიღი

დირექტივა 91/439/EEC

1994 წლის 1-ლი ივლისი

1996 წლის 1-ლი ივლისი

დირექტივა 94/72/EC

-

1995 წლის 1-ლი იანვარი

გადაწყვეტილება 96/427/EC

-

1996 წლის 16 ივლისი

დირექტივა 96/47/EC

1996 წლის 1-ლი ივლისი

> 1996 წლის 1-ლი ივლისი

დირექტივა 97/26/EC

1998 წლის 1-ლი იანვარი

1998 წლის 1-ლი იანვარი

დირექტივა 2000/56/EC

2003 წლის 30 სექტემბერი

2003 წლის 30 სექტემბერი, 2008 წლის 30 სექტემბერი (II დანართი, 6.2.5 პუნქტი) და 2013 წლის 30 სექტემბერი( II დანართი მე-5.2 პუნქტი)

დირექტივა 2003/59/EC

2006 წლის 10 სექტემბერი

2008 წლის 10 სექტემბერი (სამგზავრო ტრანსპორტი) და 2009 წლის 10 სექტემბერი (საქონლის გადამზიდავი ტრანსპორტი)

 

დანართი VIII

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 91/439/EEC

წინამდებარე დირექტივა

1(1)-ლი მუხლი, პირველი წინადადება

1(1)-ლი მუხლი, პირველი წინადადება

1(1)-ლი მუხლი, მეორე წინადადება

-

1(2)-ლი მუხლი

1(2)-ლი მუხლი

მე-2(1) მუხლი

-

მე-2(2) მუხლი

1(3)-ლი მუხლი

-

მე-2(1) მუხლი

1(1)-ლი მუხლი, მეორე წინადადება

მე-2(2) მუხლი

მე-3(1) მუხლი

 

მე-3(2) მუხლი

 

მე-3(3) მუხლი

მე-3(2) მუხლი

-

მე-2(4) მუხლი

-

მე-3(1) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი, შესავალი

მე-4(1) მუხლი, პირველი წინადადება

-

მე-4(2) მუხლი, პირველი წინადადება

-

მე-4(2) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, პირველი ქვეაბზაცი

მე-4(3) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მეორე ქვეაბზაცი

მე-4(4)(b) მუხლი, პირველი აბზაცი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მესამე ქვეაბზაცი

მე-4(4)(b) მუხლი, მეორე აბზაცი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მეოთხე ქვეაბზაცი

მე-4(4)(c) მუხლი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მეხუთე ქვეაბზაცი

მე-4(4)(f) მუხლი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მეექვსე ქვეაბზაცი

მე-4(4)(g) მუხლი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მეშვიდე ქვეაბზაცი

მე-4(4)(j) მუხლი

მე-3(1) მუხლი, პირველი აბზაცი, მერვე ქვეაბზაცი

მე-4(4)(k) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, შესავალი

-

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, პირველი ქვეაბზაცი

მე-4(3)(a) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეორე ქვეაბზაცი

მე-4(4)(a) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მესამე ქვეაბზაცი

მე-4(4)(d) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეოთხე ქვეაბზაცი

მე-4(4)(e) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეხუთე ქვეაბზაცი

მე-4(4)(h) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეექვსე ქვეაბზაცი, შესავალი

მე-4(4)(i) მუხლი

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეექვსე ქვეაბზაცი, პირველი ქვექვეაბზაცი

-

მე-3(2) მუხლი, პირველი აბზაცი, მეექვსე ქვეაბზაცი, მეორე ქვექვეაბზაცი

-

მე-3(3) მუხლი, შესავალი

-

მე-3(3) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-4(1) მუხლი, მესამე წინადადება

მე-3(3) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი,პირველი აბზაცი

მე-4(3) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-3(3) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი, მეორე აბზაცი

-

მე-3(3) მუხლი, მესამე ქვეაბზაცი

მე-3(4) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-3(3) მუხლი, მეოთხე ქვეაბზაცი

მე-4(4) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-3(3) მუხლი, მეხუთე ქვეაბზაცი

მე-4(4) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

-

მე-3(4) მუხლი

მე-3(4) მუხლი

-

მე-3(5) მუხლი

-

მე-3(6) მუხლი

მე-4(5) მუხლი, პირველი წინადადება

-

მე-4(5) მუხლი, მეორე წინადადება

მე-4 მუხლი

მე-5 მუხლი

მე-5(1) მუხლი

მე-6(1) მუხლი

მე-5(1)(a) მუხლი

მე-6(1)(a) მუხლი

მე-5(1)(b) მუხლი

მე-6(1)(b) მუხლი

მე- 5(2) მუხლი, შესავალი

მე- 6(2) მუხლი, შესავალი

მე-5(2)(a) მუხლი

მე-6(2)(a) მუხლი

მე-5(2)(b) მუხლი

მე-6(2)(b) მუხლი

-

მე-6(2)(c) მუხლი

-

მე-6(2)(d) მუხლი

-

მე-6(2)(e) მუხლი

-

მე-6(2)(f) მუხლი

მე-5(3) მუხლი

-

მე-5(4) მუხლი

მე-6(4) მუხლი

მე- 6(1) მუხლი, შესავალი

მე-4(1) მუხლი, მეორე წინადადება

მე-6(1)(a) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-4(3)(a) მუხლი, მესამე ქვეაბზაცი

მე-6(1)(a) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-4(4)(a) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-6(1)(b) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი

მე-4(3)(b) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

 

მე-4(3)(c) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-6(1)(b) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი პირველი ალტერნატივა

მე-4(4)(b) მუხლი, მეხუთე აბზაცი

მე-6(1)(b) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი მეორე ალტერნატივა

მე-4(4)(c) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-6(1)(b) მუხლი, მესამე ქვეაბზაცი პირველი და მეორე ალტერნატივა

მე-4(4)(g), მეორე ქვეაბზაცი

მე- 6(1)(b) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი მესამე და მეოთხე ალტერნატივა

მე-4(4)(e) მუხლი, მესამე ქვეაბზაცი

მე-6(1)(c) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი პირველი და მეორე ალტერნატივა

მე-4(4)(k) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-6(1)(c) მუხლი, პირველი ქვეაბზაცი მესამე და მეოთხე ალტერნატივა

მე-4(4)(i) მუხლი, მეორე ქვეაბზაცი

მე-6(2) მუხლი

მე-4(6) მუხლი, პირველი აბზაცი

-

მე-4(6) მუხლი, მეორე აბზაცი

მე-6(3) მუხლი

მე-4(6) მუხლი, მესამე და მეოთხე აბზაცები

მე-7(1) მუხლი, შესავალი

მე-7(1) მუხლი, შესავალი

მე-7(1)(a) მუხლი

მე-7(1)(a) მუხლი

-

მე-7(1)(b) მუხლი

-

მე-7(1)(c) მუხლი

-

მე-7(1)(d) მუხლი

მე-7(1)(b) მუხლი

მე-7(1)(e) მუხლი

მე-7(2) მუხლი

-

მე-7(3) მუხლი

-

-

მე-7(2) მუხლი

-

მე-7(3) მუხლი

მე-7(4) მუხლი

მე-7(4) მუხლი

მე-7(5) მუხლი

მე-7(5)(a) მუხლი

-

მე-7(5)(b) მუხლი

-

მე-7(5)(c) მუხლი

-

მე-7(5)(d) მუხლი

მე-7 a(1) მუხლი

-

მე-7 a(2) მუხლი

მე-8 მუხლი

მე- 7 b მუხლი

მე-9 მუხლი

-

მე-10 მუხლი

მე-8 მუხლი

მე-11 მუხლი

მე-9 მუხლი

მე-12 მუხლი

მე-10 მუხლი

მე-13(1) მუხლი

-

მე-13(2) მუხლი

მე-11 მუხლი

მე-14 მუხლი

მე-12(1) მუხლი

-

მე-12(2) მუხლი

-

მე-12(3) მუხლი

მე-15 მუხლი

-

მე-16 მუხლი

მე-13 მუხლი

მე-17 მუხლი, პირველი აბზაცი

-

მე-17 მუხლი, მეორე აბზაცი

-

მე-18 მუხლი

მე-14 მუხლი

მე-19 მუხლი

I დანართი

-

Ia დანართი

I დანართი

II დანართი

II დანართი

III დანართი

III დანართი

-

IV დანართი

-

V დანართი

-

VI დანართი

 



[1]ოფიციალური ჟურნალი  C  112, 30.04.2004, გვ. 34.

[2]2005 წლის 23 თებერვლის ევროპარლამენტის დასკვნა (ოფიციალური ჟურნალი C 304 E, 01.12.2005, გვ. 202), 2006 წლის 18 სექტემბრის ევროსაბჭოს ერთიანი პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 295 E, 05.12.2006, გვ. 1) და 2006 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტის გადაწყვეტილება (ჯერ არ არის გამოქვეყნებული ოფიციალურ ჟურნალში). 2006 წლის 19 დეკემბრის საბჭოს გადაწყვეტილება,

[3]ოფიციალური ჟურნალი  L 237, 24.08.1991, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა შესწორებები ევროპის პარლამენტის და საბჭოს რეგულაციის (EC) No 1882/2003 შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი, L 284, 31.10.2003, გვ. 1).

[4]ოფიციალური ჟურნალი  L 184, 17.07.1999, გვ. 23. გადაწყვეტილება, რომელშიც  შესწორებები შევიდა  2006/512/EC გადაწყვეტილების შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი L 200, 22.07.2006, გვ. 11).

[5]ოფიციალური ჟურნალი  L 124, 09.05. 2002, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები  შევიდა კომისიის 2005/30/EC დირექტივის შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი L 106, 27.04.2005, გვ. 17).

[6]ოფიციალური ჟურნალი  L 226, 10.09.2003, გვ. 4. დირექტივა, რომელშიც  შესწორებები შევიდა დირექტივის 2004/66/EC შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი L 168, 01.05.2004,, გვ. 35).

[7]შენიშვნა: დაემატება პიქტოგრამა და ხაზი AM კატეგორიისთვის. შენიშვნა: ტერმინი „‘A2“ დაემატება მოტოციკლის კატეგორიის შესახებ სექციას

[8]ოფიციალური ჟურნალი  L 370, 09.05. 1985, გვ. 1. რეგულაცია, როგორც გაუქმდა იგი ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციის (EC) No 561/2006 შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი, L 102, 11.04.2006, გვ. 1).

[9]ოფიციალური ჟურნალი  L 370, 09.05. 1985, გვ. 8.  რეგულაცია, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია რეგულაციით  (EC) No 561/2006.

[10]2000 წლის 14 სექტემბრის კომისიის დირექტივა 2000/56/EC რომლითაც შევიდა შესწორებები საბჭოს დირექტივაში 91/439/EEC მართვის მოწმობის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 237, 21.9.2000, გვ. 45).

[11]ოფიციალური ჟურნალი  L 199, 31.07.1985, გვ. 56.

[12]გამოცდის ხანგრძლივობა და გადაადგილების მანძილი საკმარისი უნდა იყოს რათა შეფასდეს ამ დანართის მე-3 პუნქტში განსაზღვრული უნარები და ქცევა.


 [M-1]აქ იმავე გადაწყვეტილებაზეა მითითებული როგორც რამდენიმე პუნქტის ზევით, მაგრამ სიტყვებია არეული ჯერ completed,მერე terminated, ზუსტად ვერ მივხვდი რისითქმა უნდათ რომ შეწყვეტილი უნდა ქონდეს განათლება თუ დასრულებული

 

To see the original English version of this document, please, follow the link:

DIRECTIVE 2006/126/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL

of 20 December 2006

on driving licences (Recast)