On New Psychoactive Substances

Consolidated version (final)

 

საქართველოს კანონი

 

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით;

ბ) ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. 

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.

საქართველოს 2018 წლის 4  აპრილის კანონი №2119  ვებგვერდი, 19.04.2018წ.

 

მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია;

ბ) ფსიქოაქტიური ზეგავლენა – აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა;

გ) ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზურად დამზადებული ქიმიური ნაერთი;

დ) მინარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც ერთ ან ერთზე მეტ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს;

ე) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

 

მუხლი 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა

1. აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

2. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა.

3. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი.

4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე სხვადასხვა ნორმის შესაბამისი გავრცელება

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე შესაბამისად ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 32-ე  მუხლებისა და V-VI თავების მოქმედება.

 

მუხლი 6. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია

იქმნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ სახელმწიფო კომისიის დებულება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3058  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 7. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები

1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია:

ა) აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის ბაზარზე მიმოქცევას;

ბ) ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

გ) საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის;

დ) აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების თაობაზე.

2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ:

ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება ნარკოტიკული სიმთვრალის გამოსაწვევად ხდებოდა;

ბ) მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს, საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია.

3. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიების განხორციელება ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

                                                                     

მუხლი 8. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასები

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანას არ ეწინააღმდეგება ამ კლასებში ისეთი ნაერთების არსებობა:

ა) რომლებსაც მოხმარების შემთხვევაში არ შეუძლიათ ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა ან უმნიშვნელო ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლიათ;

ბ) რომლებზედაც, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე ან ფარმაცევტულ პროდუქტზე, ვრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი.

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 15 მაისამდე უზრუნველყონ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა და ამოქმედება.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის  სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართში შეტანამდე. 

საქართველოს 2018 წლის 4  აპრილის   კანონი №2119  –  ვებგვერდი, 19.04.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3058  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 აპრილი 2014 წ.

N2234-IIს

LAW OF GEORGIA

ON NEW PSYCHOACTIVE SUBSTANCES

 

Article 1 - Purpose of the Law

The purpose of this Law is to avoid potential threats to the health of the population related to the distribution of new psychoactive substances, to prevent the illegal circulation of new psychoactive substances and to ensure the coordinated work of respective responsible agencies.

 

Article 2 - Scope of the Law

1. This Law shall apply to

a) new psychoactive substances which are not determined by the Single Convention on Narcotic Drugs of 1961 and the United Nations Convention on Psychotropic Substances of 1971;

b) substances which do not fall within the category of substances subject to special control and which are determined by the Single Convention on Narcotic Drugs of 1961 and the United Nations Convention on Psychotropic Substances of 1971.

2. This Law shall not apply to:

a) the circulation of pharmaceutical products determined by the legislation of Georgia;

b) substances under special control.

Law of Georgia No 2119 of 4 April 2018 – website, 19.4.2018

 

Article 3 - Definition of terms used in the Law

For the purposes of this Law, the terms used herein have the following meanings:

a) new psychoactive substance - a substance or admixture determined by annexes to this Law, whose consumption may exert a psychoactive effect on the human body;

b) psychoactive effect – a disorder of the central nervous system accompanied by changes in perception, mood, consciousness, cognition and behaviour;

c) substance - a natural or a synthetically manufactured chemical compound;

d) admixture - a mixture or a solution which contains one or more new psychoactive substances;

e) reasonable grounds to believe - a fact and/or information that would be sufficient for an objective observer to make a conclusion taking the circumstances into consideration.

 

Article 4 - Prohibition of illegal circulation of new psychoactive substances

1. The illegal manufacturing, production, purchase, storage, transportation, transfer, marketing, illegal bringing into Georgia, illegal taking out of Georgia, or international transit of new psychoactive substances shall be prohibited.

2. The use, bringing into or taking out of Georgia of new psychoactive substances shall be permitted for carrying out training, scientific research, expert examination and forensic activities.

3. For carrying out training, scientific research, expert examination and forensic activities, the rule established for permits for narcotic drugs strictly limited for circulation shall apply to permits for the use, bringing into or taking out of Georgia of new psychoactive substances.

4. The illegal circulation of new psychoactive substances shall entail liability established by law.

 

Article 5 - Respective application of different norms to new psychoactive substances

Articles 14 and 32 and Chapters V-VI of the Law of Georgia on Narcotic Drugs, Psychotropic Substances and Precursors, and Narcological Assistance shall respectively apply to new psychoactive substances.

 

Article 6 - State commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances

A state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances shall be established, which shall be composed of representatives of the Ministry of Internal Affairs of Georgia, the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia, and the Ministry of Finance of Georgia. The statute of the mentioned state commission shall be approved by a joint order of the Minister of Internal Affairs of Georgia, the Minister of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia, and the Minister of Finance of Georgia.

Law of Georgia No 3058 of 5 July 2018 – website, 11.7.2018

 

Article 7 - Powers of the state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances

1. The state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances shall:

a) observe the circulation of different chemical compounds in the market which contain a potential threat;

b) assess and analyse risks related to new psychoactive substances taking into consideration international experience;

c) prepare proposals for the Government of Georgia to initiate the inclusion of new psychoactive substances and classes of chemical compounds of new psychoactive substances in the annexes to this Law;

d) publish quarterly and annual reports on the existing situation in Georgia related to new psychoactive substances.

2. The state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances shall be authorised to prepare proposals to initiate the inclusion of new psychoactive substances in the annexes to this Law if:

a) there are reasonable grounds to believe that certain chemical compounds in particular circles of the population were abused for causing narcotic intoxication;

b) their consumption, according to the experience of scientists, relevant state bodies and international organisations, poses a threat to the life or health of consumers or it is impossible to exclude such a threat.

3. The state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances shall be authorised to prepare proposals to initiate the inclusion of classes of chemical compounds of new psychoactive substances in the annexes to this Law if taking the same measure for preventing the circulation of certain new psychoactive substances and, accordingly, for preventing a potential threat to the life or health of consumers, is less effective.

 

Article 8 - Classes of chemical compounds of new psychoactive substances

The inclusion of classes of chemical compounds of new psychoactive substances in the annexes to this Law does not contradict the existence of those compounds in these classes:

a) which cannot produce a psychoactive effect or may produce a negligible psychoactive effect;

b) to which, as substances or pharmaceutical products under special control, a respective legal regime applies.

 

Article 9 - Transitional provisions

1. The Minister of Internal Affairs of Georgia, the Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia and the Minister of Finance of Georgia shall ensure the issuance and enactment of a joint order on establishing a state commission for facilitating the prevention of the circulation of new psychoactive substances and the approval of its statute before 15 May 2014.

2. The Minister of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia shall ensure the determination of the obligation to dispense those pharmaceutical products on prescription whose one or more substances fall within the class of chemical compounds of new psychoactive substances determined by Annex No 2 to this Law but at the same time are not subject to dispensing on prescription.

3. Article 2(1)(b) of this Law shall be applicable until the substances provided for by the same sub-paragraph are included in Annex No 1 to the Law of Georgia on Narcotic Drugs, Psychotropic Substances and Precursors, and Narcological Assistance.

Law of Georgia No 2119 of 4 April 2018 – website, 19.4.2018

Law of Georgia No 3058 of 5 July 2018 – website, 11.7.2018

 

Article 10 - Final provision

This Law shall enter into force on 1 May 2014.

 

 

President of Georgia                                                                                                                         Giorgi Margvelashvili

Kutaisi

16 April 2014

No 2234-II