Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On Approval of Technical Regulations for Self-monitoring and Reporting of Emissions of Harmful Substances from Stationary Sources of Pollution | |
|---|---|
| Document number | 413 |
| Document issuer | Government of Georgia |
| Date of issuing | 31/12/2013 |
| Document type | Ordinance of the Government of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 13/01/2014 |
| Activating Date | 01/01/2014 |
| Registration code | 300160070.10.003.017619 |
| Consolidated publications | |
Initial version (13/01/2014 - 23/12/2016)
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი”. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის №86 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი
|
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანიეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.
მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის დადგენა. 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოება და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა.
მუხლი 3. ძირითად ცნებათა განმარტებანი ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს: ა) ,,ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა; ბ) ,,მავნე ნივთიერება“– ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; გ) ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება“ – ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში მავნე ნივთიერებათა არსებობის შედეგად; დ) ,,მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება მავნე ნივთიერებათა გამოყოფა (ტექნოლოგიური დანადგარი, აპარატი და სხვა); ე) ,,მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა); ვ) ,,დაბინძურების წყარო“– მავნე ნივთიერებათა გამოყოფის ან (და) გაფრქვევის წყარო; ზ) ,,მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა); თ) ,,მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა არამიმართული ნაკადის სახით (დანადგარების ჰერმეტულობის დარღვევის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში გამწოვი დანადგარების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის და საერთოდ, მათი არარსებობის დროს და ა.შ.). მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება. 2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს: ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას); ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას; გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას. 3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია: ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი; ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი. 4. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომსაკონტროლო აპარატურის გამოყენებით. 5. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით. 6. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი ხორციელდება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად) ფორმების საფუძველზე. 7. პად-ის ფორმები განკუთვნილია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (ფორმა №პად-1), აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის (ფორმა №პად-2) და ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების (ფორმა №პად-3) აღრიცხვისათვის. 8. პად-ის ფორმების წარმოებას ახორციელებს საწარმო ან მისი დაკვეთით ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. პად-ის ფორმებს ყოველკვარტალურად (ყოველი კვარტალის ბოლოს) აწარმოებს ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციონარული ობიექტი, ხოლო ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სხვა დანარჩენი საქმიანობის ობიექტები – წელიწადში ორჯერ (ნახევარი წლის და წლის ბოლოს). 10. პად-ის ფორმები წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის საფუძველს, რომელსაც აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 თებერვლამდე შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიული ორგანოებს, გარდა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული ობიექტებისა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტები სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს წარუდგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური აღრიცხვის ფორმები, მათი შეთანხმების შემთხვევაში დადგენილი წესით 1 მარტამდე წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. 11. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას აწარმოებს ყველა ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირი, რომელთაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები. 12. პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის სუბიექტს.
მუხლი 5. პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსების პირობები პად-ის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ფორმების თითოეული სტრიქონის ყველა სვეტში უნდა ჩაიწეროს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გაესვას ხაზი; ბ) ფორმების თითოეული სვეტის (სტრიქონის) შევსებისას დაცული უნდა იქნეს მაჩვენებლების სიდიდის სიზუსტე, რომლებიც მითითებულია თითოეული ფორმის შევსების წესებში.
მუხლი 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის №პად-1-ის ფორმის შევსების წესები1. ფორმა №პად-1 (დანართი 1) არის საწარმოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვიანობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი. 2. ფორმა №პად-1-ში ჩანაწერები წარმოებს დაბინძურების წყაროების პარამეტრების გაზომვების მონაცემებისა და აღებული სინჯების ლაბორატორიული ანალიზების დამუშავების საფუძველზე. დასაშვებია აგრეთვე დასადგენ პარამეტრთა დადგენა საანგარიშო მეთოდიკების გამოყენებით. 3. 1-ლ სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) ნომერი და დასახელება. გამოყოფის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: №1, №2, №3 და ა.შ. 4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება. გაფრქვევის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: გ-1, გ-2, გ-3 და ა.შ. 5. მე-3 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახე (ორგანიზებული ან არაორგანიზებული). 6. მე-4 და მე-5 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, შესაბამისად, სიმაღლე და დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება – მეტრი) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. 7. მე-6 და მე-7 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად სინჯების (გაზომვების) აღების თარიღი და ადგილი. 8. მე-8, მე-9 და მე-10 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურა, სიჩქარე და მოცულობა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელთან ან არაორგანიზებული წყაროს ზედაპირზე. მე-8 სვეტის მონაცემები (განზომილება – t0 c) მოყვანილ უნდა იქნეს მთელ რიცხვებში, მე-9 და მე-10 სვეტების მონაცემები (შესაბამისად განზომილებები – მ/წმ და მ3/წმ) – მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით. აირჰაერმტვერნარევის მოცულობა (სვეტი 10) იანგარიშება ფორმულით:
V1 = W0 x S მ3/წმ,
სადაც: W0 – გაფრქვევის წყაროს მილყელიდან აირჰაერმტვერნარევის გამოსვლის საშუალო სიჩქარეა, მ/წმ; S – მილყელის განიკვეთის ფართობია აირის მილყელიდან გამოსვლის ადგილზე, მ2. 9. მე-11 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება. 10. მე-12 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება – გ/მ3) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 11. მავნე ნივთიერებათა დაბინძურების იმ წყაროებისთვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, ფორმა №პად-1-ის მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 სვეტებში მრიცხველში უჩვენებენ აირმტვერდამჭერ მოწყობილობამდე ჩატარებული გაზომვების მონაცემებს, ხოლო მნიშვნელში – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის შემდეგ ჩატარებული გაზომვების მონაცემებს. 12. მე-13 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) მუშაობის დრო. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება – სთ/კვარტალი ან ნახევარი წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით. 13. მე-14 სვეტში აღინიშნება სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, მე-15 სვეტში – მათგან გამწმენდ მოწყობილობაზე მოხვედრილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, მე-16 სვეტში - დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-17 და მე-18 სვეტებში – ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა. საწარმოში აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობის შემთხვევაში მე-14, მე-15 და მე-16 სვეტები არ ივსება. მე-14, მე-15, მე-16, მე-18, სვეტებში მონაცემები (განზომილება – ტ/კვარტალი ან ნახევარი წელი) და მე-17 სვეტის მონაცემები (განზომილება – გ/წმ) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. მავნე ნივთიერებათა რაოდენობა იანგარიშება ფორმულით: M= V1. x Cსაშ გ/წმ, G= V1. x Cსაშ x T x 3600/106 ტ/კვარტალი ან ნახევარი წელი, სადაც: Cსაშ – მავნე ნივთიერებათა საშუალო კონცენტრაციაა აირჰაერმტვერნარევში, გ/მ3; T – მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს მუშაობის დროა, სთ/კვარტალი ან ნახევარი წელი. 14. მე-19 სვეტში აღინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი ნორმა. ამ სვეტში მონაცემები (განზომილება-გ/წმ) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 15. მე-20 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების განსაზღვრის მეთოდების დასახელება. 16. 21-ე სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-1-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.
მუხლი 7. აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის აღრიცხვის №პად-2-ის ფორმის შევსების წესები 1. ფორმა №პად-2-ის (დანართი 2) შევსება ხდება ყველა იმ საწარმოში, რომლებსაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი აირმტვერდამჭერი მოწყობილობები. 2. 1-ლ სვეტში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დასახელება. 3. მე-2 და მე-3 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) და გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება. 4. მე-4 და მე-5 სვეტებში აღნიშნულია შესაბამისად აირმტვერდამჭერი მოწყობილობის და აირმტვრედამჭერ მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ნამუშევარი საათების რაოდენობა კვარტალში ან ნახევარ წელში. ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით. 5. მე-6 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მოცდენის დრო ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას, ხოლო მე-7 სვეტში – აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას მისი ცალკეული აპარატების მოცდენის დრო. მე-6 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას არ მუშაობს მთლიანად აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, ხოლო მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, როცა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობისას გამორთულია მისი ცალკეული აპარატები. ამ სვეტების მონაცემები მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით. 6. მე-8 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის (მისი ცალკეული აპარატების) მოცდენის მიზეზები. 7. მე-9 სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-2-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.
მუხლი 8. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების აღრიცხვის №პად-3-ის ფორმის შევსების წესები 1. ფორმა №პად-3-ს (დანართი 3) ავსებს ყველა ის საწარმო, რომლებიც ახორციელებენ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობის შემცირების უზრუნველსაყოფად. 2. 1-ლ სვეტში აღინიშნება წარმოების (საამქროს, უბნის) და ტექნოლოგიური მოწყობილობის დასახელება. 3. მე-2 სვეტში აღინიშნება დაგეგმილი ღონისძიების დასახელება. 4. მე-3 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების ვადა. 5. მე-4 სვეტში აღინიშნება ღონისძიების შესრულების დანერგვის აქტის ნომერი და თარიღი. 6. მე-5 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება. 7. მე-6 – მე-10 სვეტები ივსება ღონისძიებების განხორციელების და ფორმა №პად-1-ის მონაცემების საფუძველზე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილებად) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით. 8. მე-11 სვეტში აღინიშნება ფორმა №პად-3-ის შემვსების ხელმოწერა და თარიღი.
მუხლი 9. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსების წესები 1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმაში (დანართი 4) აისახება მონაცემები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ, აგრეთვე აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში მოხვედრილ და დაჭერილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობების შესახებ. ფორმაში წარმოდგენილია ასევე მონაცემები საწარმოს საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ. 2. აღრიცხვას ექვემდებარება საწარმოში არსებული ორგანიზებული და არაორგანიზებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან წარმოქმნილ აირებში შემავალი ყველა მავნე ნივთიერება. 3. პირველ სვეტში აღინიშნება სტრიქონის ნომერი. 4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება და მასში მითითებულია ძირითადი მავნე ნივთიერებები. მე-2 სვეტში მითითებულ ძირითად მავნე ნივთიერებათა გარდა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სვეტში სპეციალურად გამოყოფილ შეუვსებელ სტრიქონებში სხვა მავნე ნივთიერებათა დასახელებების ჩაწერა. 5. მე-3 სვეტში აღინიშნება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა. 6. მე-4 და მე-5 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირმტვერდამჭერ მოწყობილობებში მოხვედრილი და დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობები. 7. მე-6 სვეტში აღნიშნულია საანგარიშო წელს სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-7 სვეტში – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა. 8. თუ საწარმო არ არის აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, მაშინ ფორმის მე-4 და მე-5 სვეტები არ ივსება და ამ შემთხვევაში სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვეტი 3) ტოლი იქნება სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობისა (სვეტი 6). 9. მე-3 – მე-7 სვეტების მონაცემები (განზომილება – ტონა/წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.
მუხლი 10. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი 1 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის ფორმა №პად-1
წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება
დანართი 1-ის გაგრძელება
დანართი 2 აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის აღრიცხვის ფორმა №პად-2 წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება
დანართი 3 ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების აღრიცხვის ფორმა №პად-3
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Return back
Document comments