Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
On Determining Investigative and Territorial Investigative Jurisdiction of Criminal Cases | |
---|---|
Document number | 34 |
Document issuer | Minister of Justice of Georgia |
Date of issuing | 07/07/2013 |
Document type | Order of Minister of Georgia |
Source and date of publishing | Website, 08/07/2013 |
Expiration Date | 25/12/2019 |
Registration code | 080240000.22.027.016435 |
Consolidated publications |
34
07/07/2013
Website, 08/07/2013
080240000.22.027.016435
On Determining Investigative and Territorial Investigative Jurisdiction of Criminal Cases
Minister of Justice of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system
Initial version (08/07/2013 - 06/08/2013)
|
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
განისაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა დანართის შესაბამისად. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა
|
1.
სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი. |
2.
პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურატურის მუშაკის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. |
3.
პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე - 335-ე, 337-ე - 342-ე (გარდა ამ დანართის მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. |
4.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ (გარდა ამ დანართის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). |
5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 1921, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ დანართის მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა) 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. |
6.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში. |
7.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა) მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. |
8.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781-ე, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს. |
9.
თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი. |
10.
თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა. |
11.
ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. |
12.
გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება. |
13.
თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული. |
14.
თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის. |
15.
დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი. |
7.
25/12/2019 -
Order of Minister of Georgia -
474 -
Website, 25/12/2019
6.
13/12/2018 -
Order of Minister of Georgia -
363 -
Website, 13/12/2018
5.
29/07/2016 -
Order of Minister of Georgia -
144 -
Website, 31/07/2016
4.
30/07/2015 -
Order of Minister of Georgia -
88 -
Website, 30/07/2015
3.
13/02/2015 -
Order of Minister of Georgia -
61 -
Website, 13/02/2015
2.
06/05/2014 -
Order of Minister of Georgia -
23 -
Website, 06/05/2014
1.
06/08/2013 -
Order of Minister of Georgia -
39 -
Website, 14/08/2013
Document changes
7
Date of issuing : 25/12/2019
Date of publishing : 25/12/2019
Document number : 474
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
6
Date of issuing : 13/12/2018
Date of publishing : 13/12/2018
Document number : 363
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
5
Date of issuing : 29/07/2016
Date of publishing : 31/07/2016
Document number : 144
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
4
Date of issuing : 30/07/2015
Date of publishing : 30/07/2015
Document number : 88
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
3
Date of issuing : 13/02/2015
Date of publishing : 13/02/2015
Document number : 61
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2
Date of issuing : 06/05/2014
Date of publishing : 06/05/2014
Document number : 23
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1
Date of issuing : 06/08/2013
Date of publishing : 14/08/2013
Document number : 39
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
Document comments