Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On Special State Ranks | |
|---|---|
| Document number | 640 |
| Document issuer | Parliament of Georgia |
| Date of issuing | 05/12/2000 |
| Document type | Law of Georgia |
| Source and date of publishing | LHG, 48, 16/12/2000 |
| Registration code | 120.260.080.05.001.000.852 |
| Consolidated publications | |
Consolidated versions (29/11/2019 - 30/12/2021)
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ე2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652);
თ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3134);
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ლ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4084);
მ) საქართველოს პროკურატურა;
ნ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები
სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. (ამოღებულია).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი,უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
31. (ამოღებულია - 29.11.2019, №5400).
32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ დანაყოფსა და სამოქალაქო დანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
33. (ამოღებულია - 29.11.2019, №5400).
4. ამ მუხლის მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
5. (ამოღებულია).
მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე - პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ - პოლკოვნიკი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ - სერჟანტი/მასტერ - მიჩმანი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან - ლეიტენანტი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე - პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ - მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ - ლეიტენანტი/ადმირალი.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სისტემის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა) მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.
41. (ამოღებულია - 07.12.2017, №1709).
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის“.
5 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების“.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე - პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი, გენერალ - ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის“.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
მუხლი 54. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციალური წოდებები:
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს დაზვერვის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „დაზვერვის“.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2985-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.151
მუხლი 55. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.
3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.
5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 56. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოების“.
მუხლი 58. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდებები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
მუხლი 59. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდებები
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ეროვნული უსაფრთხოების“.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4400 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
მუხლი 6. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
დ) კაპიტანი, კაპიტან - ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.
3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადას ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
სპეციალური წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება
1.სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი უფლებამოსილია უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭების უფლება გადასცეს დაწესებულების სისტემაში შემავალი დანაყოფის უფროსს.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით.
5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.
6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
8. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
მუხლი 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) შეფასების შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირები.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 10. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2 1. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11. გარდამავალი დებულება
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო და საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდებების ამ კანონით დადგენილ სპეციალურ წოდებებთან გათანაბრების წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. იმ პირებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ იუსტიციის გენერლის უმაღლესი სპეციალური წოდება, აღნიშნული წოდება ჩაეთვალოთ იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებად.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის დებულებანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ამოქმედებამდე მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევის საფუძვლად.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წელი, №6, მუხ. 99) საქართველოს კანონის მუხლები, გარდა 121 მუხლისა.
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№640–Iს
Return back
Document comments