On the Approval of the Regulation for the Accreditation of Educational Programmes and the Fee for the Accreditation of Educational Institutions

  • Word
On the Approval of the Regulation for the Accreditation of Educational Programmes and the Fee for the Accreditation of Educational Institutions
Document number 65/ნ
Document issuer Minister of Education and Science of Georgia
Date of issuing 04/05/2011
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing Website, 110504011, 04/05/2011
Registration code 430030000.22.022.016102
Consolidated publications
  • Word
65/ნ
04/05/2011
Website, 110504011, 04/05/2011
430030000.22.022.016102
On the Approval of the Regulation for the Accreditation of Educational Programmes and the Fee for the Accreditation of Educational Institutions
Minister of Education and Science of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (04/05/2011 - 21/10/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №65/ნ

2011 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი„ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ„ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ„, ,,ვ1 „ და ,,ო„ ქვეპუნქტების, 472 მუხლის მე-4 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური დანართი №2-ის შესაბამისად.

 3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

დანართი №1

საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომში - სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და აკრედიტაციის პროცედურას.

    მუხლი 2. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

2 . აკრედიტაციის სტანდარტებია :

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

3 . აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც დასტურდება შიდა შეფასებ (თვითშეფასება). თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).

თავი II

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

    მუხლი 3. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების მისიაში ასახული საერთო პრინციპებისა და პრიორიტეტების, ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებიდან გამომდინარე მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის გზებს;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს თითოეული მოსწავლისათვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ -ჩვევების გამომუშავებას, აძლევს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას;

დ) უზრუნველყოფილია სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა.

  მუხლი 4. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაგეგმილი სასწავლო პროცესი ორგანიზებულად ხორციელდება და არსებობს დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მორგებულია ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეების ჯგუფების და მთელი კლასის საჭიროებებზე;

გ) მოსწავლის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

დ) მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფს მოსწავლის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.

    მუხლი 5. მოსწავლეების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებები, მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მისი მიღწევების გაუმჯობესებისათვის საჭირო კონსულტაცია და დახმარება;

ბ) სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მათი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე წარმატებების მიღწევას;

გ) მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, დაწესებულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და მოსწავლეთა მიღწევების წახალისებას.

    მუხლი 6. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი მონაწილეობს მათი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში;

ბ) სკოლაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გამოიყენება მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად;

გ) სკოლას შემუშავებული აქვს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმები.

    მუხლი 7. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე - შეამოწმე - განავითარე „ ციკლს;

ბ) შიდა და გარე შეფასებ გამოყენებულია სასკოლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.

თავი III

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

    მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია;

ბ) პროგრამის კომპონენტების (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების შინაარსისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევ;

გ) პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;

დ) პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე) და დასაქმების ბაზარზე;

ე) პროგრამის სწავლის შედეგები განსაზღვრასა და პროგრამის განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება.

    მუხლი 9. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;

გ) პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია;

დ) პროფესიული სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

ე) პროფესიული სტუდენტის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.

    მუხლი 10. პროფესიული სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:

ა) პროფესიული სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;

ბ) დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ჩართვას პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებში და ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებას;

გ) დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე.

    მუხლი 11. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:

ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს;

გ) პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით;

დ) სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;

ე) არსებობს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფ .

    მუხლი 12. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:

ა) მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე - შეამოწმე - განავითარე „ ციკლს;

ბ) შიდა და გარე შეფასებ გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.

თავი IV

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

    მუხლი 13. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია;

ბ) პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნების და სწავლის შედეგების მიღწევას;

გ) პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნების და სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;

დ) პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე) და დასაქმების ბაზარზე;

ე) პროგრამის სწავლის შედეგები განსაზღვრსა და პროგრამის განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება.

    მუხლი 14. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;

გ) პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია;

დ) სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

ე) სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ .

    მუხლი 15. სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სტუდენტი იღებს თავ ისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;

ბ) დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა;

გ) დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში;

დ) დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე.

    მუხლი 16. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში - შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით;

გ) პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით;

დ) სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;

ე) არსებობს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა .

    მუხლი 17. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე - შეამოწმე - განავითარე „ ციკლს.

ბ) შიდა და გარე შეფასებ გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასა უმჯობესებლად.

    მუხლი 18. რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებები

1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.

2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების არჩევანის შესაბამისად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობის სახით მიმართულების ან დარგის/სპეციალობის მიხედვით. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობა განიხილება ერთ საგანმანათლებლო პროგრამად.

თავი V

აკრედიტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 19. აკრედიტაციის პროცესი

1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;

ე) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

2. აკრედიტაციისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

    მუხლი 20. თვითშეფასება

1 . თვითშეფასება ხდება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად.

2 . თვითშეფასების შედეგები აისახება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშ ში.

    მუხლი 21. სააკრედიტაციო განაცხადი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშ თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის ;

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ელექტრონული ფორმით;

გ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. აკრედიტაციის მაძიებელი აკრედიტაციის საფასურს იხდის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შესაბამისად, ცენტრის წერილის საფუძველზე.

    მუხლი 22. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.

4. დაწესებულება ვალდებულია, დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

5. ამ დებულების მიზნების თვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

  8. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 23. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

1.აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის წესი მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2 . აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სტუდენტი და ცენტრის თანამშრომელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე შესაბამისი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი.

    მუხლი 24. სააკრედიტაციო ვიზიტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.

3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშ ი და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით ;

ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.

4. ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წარმოება.

    მუხლი 25. დასკვნა

1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ .

2. დასკვნა აღწერს თვითშეფასების ანგარიშის მონაცემების ნამდვილობას და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტთან შესაბამისობას.

3. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 26. ზეპირი მოსმენა

1. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში - საბჭო) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

   3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4 . სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5 . სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

6 . საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7 . ცენტრისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.

8 . საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9 . სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10 . დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

11 . ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.

12 . საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.

    მუხლი 27. აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინები :

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატიურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას.

3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

    მუხლი 28. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტაციაზ ე უარის თქმის შესახებ;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტა ციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ, თუ მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

4 . საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5 . საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6 . გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

7. საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

8. აკრედიტაციის ვადა 5 წელია.

თავი VI

აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი

    მუხლი 29. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. აკრედიტაციის სტანდარტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში.

3. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია, განსაზღვროს გონივრული (არანაკლებ 15 დღის) ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ან თუ აშკარაა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრული ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვება , საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 30. შემოწმება

1. ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს აკრედიტებული პროგრამის შესაბამისობა სტანდარტებთან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს;

ბ) არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აკრედიტებული საგანმანათებლო პროგრამა აღარ შეესაბამება ერთ ან რამდენიმე სტანდარტს.

2. შემოწმება ხორციელდება ამ დებულების V თავით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 31. აკრედიტაციის გაუქმება

1. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

2. დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ღა რ შეესაბამება ერთ-ერთ სტანდარტს.

 

დანართი №2

საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური

    მუხლი 1. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა

1. აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის - 3000 ლარს.

3 . საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. აკრედიტაციის განაცხადის განხლვისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურებ ი განმცხადებელს არ უბრუნდება.

25. 12/02/2024 - Order of Minister of Georgia - 26/ნ - Website, 12/02/2024 24. 07/07/2022 - Order of Minister of Georgia - 83/ნ - Website, 08/07/2022 - Amendment contains transitional provision 23. 15/03/2021 - Order of Minister of Georgia - 17/ნ - Website, 16/03/2021 - Amendment contains transitional provision 22. 10/09/2020 - Order of Minister of Georgia - 96/ნ - Website, 11/09/2020 21. 18/03/2020 - Order of Minister of Georgia - 37/ნ - Website, 19/03/2020 - Amendment contains transitional provision 20. 29/01/2020 - Order of Minister of Georgia - 14/ნ - Website, 29/01/2020 19. 24/04/2018 - Order of Minister of Georgia - 49/ნ - Website, 24/04/2018 18. 28/03/2018 - Order of Minister of Georgia - 40/ნ - Website, 29/03/2018 17. 31/01/2018 - Order of Minister of Georgia - 09/ნ - Website, 01/02/2018 16. 22/08/2017 - Order of Minister of Georgia - 144/ნ - Website, 23/08/2017 15. 16/09/2016 - Order of Minister of Georgia - 121/ნ - Website, 16/09/2016 14. 18/08/2016 - Order of Minister of Georgia - 100/ნ - Website, 23/08/2016 13. 04/06/2015 - Order of Minister of Georgia - 55/ნ - Website, 05/06/2015 12. 09/03/2015 - Order of Minister of Georgia - 20/ნ - Website, 10/03/2015 11. 31/12/2014 - Order of Minister of Georgia - 171/ნ - Website, 31/12/2014 10. 26/03/2014 - Order of Minister of Georgia - 37/ნ - Website, 31/03/2014 9. 27/12/2013 - Order of Minister of Georgia - 213/ნ - Website, 27/12/2013 8. 17/07/2013 - Order of Minister of Georgia - 99/ნ - Website, 18/07/2013 7. 17/12/2012 - Order of Minister of Georgia - 248/ნ - Website, 18/12/2012 6. 20/09/2012 - Order of Minister of Georgia - 194/ნ - Website, 20/09/2012 5. 02/05/2012 - Order of Minister of Georgia - 87/ნ - Website, 08/05/2012 4. 21/02/2012 - Order of Minister of Georgia - 49/ნ - Website, 23/02/2012 3. 29/12/2011 - Order of Minister of Georgia - 222/ნ - Website, 30/12/2011 2. 12/12/2011 - Order of Minister of Georgia - 201/ნ - Website, 111213008, 14/12/2011 1. 21/10/2011 - Order of Minister of Georgia - 173/ნ - Website, 111021009, 25/10/2011