On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the Legislative Herald of Georgia

  • Word
On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the Legislative Herald of Georgia
Document number 235
Document issuer Minister of Justice of Georgia
Date of issuing 28/12/2010
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing LHG, 170, 29/12/2010
Activating Date 01/01/2011
Expiration Date 23/03/2015
Registration code 040030000.22.027.016058
Consolidated publications
  • Word
235
28/12/2010
LHG, 170, 29/12/2010
040030000.22.027.016058
On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the Legislative Herald of Georgia
Minister of Justice of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (29/12/2010 - 20/04/2011)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 235

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის237 ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ს დებულების დამტკიცების შესახებ .

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – მაცნე) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შე დგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ოფიციალურ გამოქვეყნებას.

2. მაცნე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. მაცნე საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

4. მაცნ ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. მაცნე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მაცნ ს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24 .

    მუხლი 2. მაცნეს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი

1. მაცნ ს მიზანია ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა.

2. ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად მაცნე უზრუნველყოფს:

ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებას მაცნეს ვებგვერდზე ;

) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაციას და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას ელექტრონული სახით;

) ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტების, აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების მომხმარებლისთვის ელექტრონულად მიწოდებ;

) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას;

) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, განცხადებების, ნაშრომების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

) მაცნ ს ვებგვერდის მუდმივ სრულყოფას და გამართულად ფუნქციონირებას;

) მაცნ ს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადებას და მათ შესრულებას;

) ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების, ოფიციალური ტექსტების და სხვა იურიდიული ლიტერატურის გამოცემას და რეალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

კ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოსილებათა განხორციელებას.

    მუხლი 3. მაცნეს მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი

1. მაცნ ს ხელმძღვანელობს მაცნ ს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მაცნ ს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.

    მუხლი 4. მაცნეს თავმჯდომარე

მაცნ ს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მაცნ ს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს მაცნ ს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მაცნ ს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მაცნეში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (მაცნ ს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, მაცნ ს წარმომადგენლობის და სხვა) მიანდოს მაცნ ს ცალკეულ თანამშრომ ლს;

ვ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მაცნ ს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნ ს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

თ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს და გაათავისუფლოს მაცნ ს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ი) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად მაცნ ს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) ამტკიცებს მაცნ ს შინაგანაწესსა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას;

მ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნ ს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მაცნ ს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მაცნ ს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

ნ) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;

ო) ამტკიცებს მაცნ ს ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს;

პ) მაცნეში სტაჟირების გავლის მიზნით, ამტკიცებს სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს მაცნ ს სტაჟიორებს;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას მაცნ ს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნ ს ამოცანების შესასრულებლად;

რ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნ ს ამოცანების შესასრულებლად;

ს) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. მაცნეს სტრუქტურა

მაცნ ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) ადმინისტრაციული სამსახური;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;

ე) საგამომცემლო სამსახური;

ვ) საფინანსო სამსახური;

ზ) პიარისა და მარკეტინგის სამსახური.

    მუხლი 6. ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური

ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის და რეგისტრაციის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ნორმატიული აქტების ელექტრონული წესით რეგისტრაციას;

ბ) ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას;

გ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას.

    მუხლი 7. იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნეს სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) მაცნ ს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე მაცნ ს წარმომადგე ლობას;

) მაცნ ს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას;

) შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას;

) საჯარო ინფორმაციის გაცემას;

) მაცნ ს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახური

ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნ ს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ბ) მაცნ ს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად მაცნეში კონკურსის, ატესტაციის და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

დ) მაცნ ს შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მაცნ ს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;

ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას;

) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნ ს ხელმძღვანელობისთვის;

) მაცნ ს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას;

) მაცნ ს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას;

) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;

) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;

) ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტების და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციას;

) მაცნ ს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.

    მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მაცნ ს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;

ბ) მაცნ ს ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას , ადმინისტრირებას, მაცნ ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;

გ) მაცნ ს კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფას, ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟს და მის შემდგომ ადმინისტრირებას, მაცნ ს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებას და ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფას;

დ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნ ს თანამშრომელთა ხელშეწყობას, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით.

    მუხლი 10. საგამომცემლო სამსახური

საგამომცემლო სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების დამუშავებას და ვებგვერდზე განთავსებას;

ბ) ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოქვეყნებას;

გ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, განცხადებების, ნაშრომების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას.

    მუხლი 11. საფინანსო სამსახური

საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნ ს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) მაცნ ს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;

დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;

ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელებას;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;

ზ) მაცნ ს ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;

თ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;

ი) ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტების და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას.

    მუხლი 12. პიარისა და მარკეტინგის სამსახური

პიარისა და მარკეტინგის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნ ს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას;

ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;

დ) მაცნ ს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლას და დანერგვას;

ე) მაცნ ს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;

ვ) მაცნ ს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას.

    მუხლი 13. ნორმატიული აქტების ელექტრონული გამოქვეყნება

1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე.

2 . ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნ ს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 14. გამოსაქვეყნებელი ნორმატიული აქტებისა და საინფორმაციო დოკუმენტების მაცნეში წარდგენა

1. მაცნეში ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენას უზრუნველყოფს დაინტერესებული უწყება.

2. სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წარდგენას მაცნეში უზრუნვეყოფს დაინტერესებული უწყება ან პირი.

    მუხლი 15. მაცნეს ქონება

1. მაცნ ს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მაცნ ს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 16. მაცნეს ფინანსები

მაცნ ს დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

) ნორმატიული აქტების გამოქვეყნებიდან, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისა და თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებისთვის დაწესებული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავალი;

) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 17. მაცნეს სახელმწიფო კონტროლი

1. მაცნ ს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს მაცნ ს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

2. მაცნემ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მაცნ ს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები მაცნ ს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. მაცნეს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს, გაასხვისოს სხვა პირებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5 . მაცნე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

6 . მაცნ ს წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 18. მაცნეს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მაცნ ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 19. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.