On Approval of Procedures and Conditions for Placing Persons in and Taking Persons out of Specialised Institutions

On Approval of Procedures and Conditions for Placing Persons in and Taking Persons out of Specialised Institutions
Document number 52/ნ
Document issuer Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Date of issuing 26/02/2010
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing LHG, 23, 26/02/2010
Registration code 470230000.22.035.014273
Consolidated publications
52/ნ
26/02/2010
LHG, 23, 26/02/2010
470230000.22.035.014273
On Approval of Procedures and Conditions for Placing Persons in and Taking Persons out of Specialised Institutions
Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (26/02/2010 - 23/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.273

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №52/ნ

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

     „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები (დანართი №1).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან“ შესაბამისობაში მოყვანა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                            ა. კვიტაშვილი

                                                      

დანართი №1

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვთა სახლში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. კომპეტენტური ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას) ან სააგენტო;

3. სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

4. რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით.

5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება, ბავშვთა სახლი, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დღის ცენტრი).

6. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო.

7. ობოლი ბავშვი –18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი.

8. მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი:

ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ბ) რომელიც არის ობოლი ბავშვი;

გ) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;

ე) მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა.

9. ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მისი მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;

10. ხანდაზმული – მამაკაცი 65 წლის ასაკიდან და ქალი 60 წლის ასაკიდან;

11. დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი):

ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;

ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;

დ) სასამართლო;

ე) სააგენტო;

ვ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო, თუ საჭიროა ბენეფიციარის ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი ერთი მომსახურების ობიექტიდან მეორე ობიექტში გადაყვანა.

12. ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი:

ა) მზრუნველობამოკლებული ბავშვი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

გ) სრულწლოვანი, რომელიც არის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, ბავშვთა სახლის ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი;

დ) ხანდაზმული.

13. მაძიებელი – სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი.

14. კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.

    მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი

1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულის მოსათავსებლად:

ა.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ა.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ა.გ) მაძიებლის ერთი ფოტოსურათი (3X4);

ა.დ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ე) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ა.ვ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.

ბ) შშმ პირთა პანსიონატში (მოთავსდება მხოლოდ ქრონიკული ფსიქიკური აშლილობით შშმ სრულწლოვანი პირები ან სხვა შშმ სრულწლოვანი პირები) შშმ პირის მოსათავსებლად:

ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ბ.გ) მაძიებლის ერთი ფოტოსურათი (3X4);

ბ.დ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

ბ.ე) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ.ვ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.

გ) დღის ცენტრში მოთავსების სურვილის შემთხვევაში:

გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

გ.გ) მაძიებლის ერთი ფოტოსურათი (3X4);

გ.დ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

გ.ვ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ბ.ა“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“, „გ.ა“, „გ.დ“, „გ.ე“ და „გ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.

3. ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსებას ექვემდებარება 0-დან 6 წლამდე ასაკის, ხოლო სხვა ბავშვთა სახლში და ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში – 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

4. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები (მათ შორის, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში და ბავშვთა სახლებში მცხოვრები).

5. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, ასეთი ბავშვი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ან ბავშვთა სახლში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).

6. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება სრულწლოვანი, რომელიც:

ა) ცხოვრობს შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში;

ბ) არის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, ბავშვთა სახლის ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი.

7. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.

    მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. მაძიებლის ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

3. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.

4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ.

5. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ის ბენეფიციარები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელებს და უსახლკაროებს ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.

6. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.

7. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

9. ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვთა სახლში, სათემო ორგანიზაციაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში, დღის ცენტრში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა):

ა.ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;

ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

ა.გ) აქტიური სიფილისით;

ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;

ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;

ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;

ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.

    მუხლი 5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებაზე უარის თქმის საფუძველი

დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს.

    მუხლი 6. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება

1. ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასლი;

გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში ბავშვის ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებისას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არ- არსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.

    მუხლი 7. ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა

1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:

ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):

ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში, უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;

ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ – დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებელობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.

3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია.

    მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა

1. ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, ბავშვთა სახლიდან და მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან პირი შეიძლება გაყვანილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;

ბ) შვილად იქნა აყვანილ;

გ) დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;

დ) მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;

ე) სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანა;

ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევა;

2. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი შეიძლება გაყვანილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ბ) დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;

გ) სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

3. დღის ცენტრიდან პირი შეიძლება გაყვანილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვნის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ბ) შშმ სტატუსის გაუქმება ან ვადის ამოწურვა (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);

გ სრულწლოვანების ასაკის მიღწევა (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ბავშვია);

დ) მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

4. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია.

5. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ წესის ამოქმედებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად.

2. ამ წესის ამოქმედებამდე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვთა სახლში და მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად მოთავსებულ ბენეფიციარებად, აღნიშნული სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციართა შეფასების განხორციელებამდე.

 

დანართი №2

პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

განცხადება

განმცხადებელი დაწესებულება[1]

სრული დასახელება --------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ----------------------------------------------------------------------

პირადი ნომერი -------------------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი -------------------------------------------------- ელფოსტა --------------------------------------------

განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი[2]

სახელი და გვარი -----------------------------------------------------------------------------------------------------

პირადი ნომერი -------------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი ------------------------------------------------ ელფოსტა ----------------------------------------------

კავშირი მაძიებელთან ------------------------------------------------------------------------------------------------

მაძიებელი:

სახელი და გვარი ----------------------------------------------------------------------------------------------------

პირადი ნომერი -------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბადების თარიღი --------------------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქეობა ----------------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი -------------------------------------------------- ელფოსტა -------------------------------------------

მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება[3]

 

რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი

 

წინა წელს სარგებლობდა დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით

 

რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები

 

მარტოხელა

 

უსახლკარო

 

ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, ბავშვთა სახლის, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი

 

 

 

დაწესებულების დასახელება --------------------------------------------------------------------------------------

მაძიებლის განთავსებისათვის სპეციალიზებული დაწესებულების ტიპი

 

ხანდაზმულთა პანსიონატი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი

 

ბავშვთა სახლი

 

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

 

სათემო ორგანიზაცია,

 

მცირე საოჯახო ტიპის სახლი

 

ბავშთა დღის ცენტრი

 

შშმ პირთა დღის ცენტრი

 

 

განმცხადებლის ხელმოწერა:

თარიღი:


 

                                                                                დანართი №3

პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

I ნაწილი. პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა

 

ბენეფიციარის სახელი, გვარი და პირადი ნომერი

მოქმედება

გადაწყვეტილების

მიმყვანი/გამყვანი პირის

შენიშვნა

მიმღები

თარიღი

სახელი და გვარი

პირადი ნომერი

თანამდებობა ან ნათესაური კავშირი

თარიღი

ხელმოწერა

 

 

მოთავსება

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყვანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოთავსება

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყვანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოთავსება

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყვანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა

 

ბენეფიციარის

დროებითი გაყვანის

დროებითი გამყვანი/დამბრუნებელი პირის*

შენიშვნა

სახელი, გვარი

პირადი ნომერი

საფუძველი**

დაბრუნების ვადა

სახელი და გვარი

პირადი ნომერი

თანამდებობა ან ნათესაური კავშირი

თარიღი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

* შეიძლება იყოს: მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მომართვით განსაზღვრული პირი ან სპეციალიზებული დაწესებულების პასუხისმგებელი პირი

** შეიძლება იყოს: უქმე დღეები; შაბათ-კვირა; სასწავლო არდადეგები; დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა

 

 

 



[1] ivseba mxolod im SemTxvevaSi, rodesac dainteresebuli mxare (ganmcxadebeli) aris dawesebuleba.

[2] ivseba mxolod im SemTxvevaSi, rodesac dainteresebuli mxare (ganmcxadebeli) aris maZieblis kanonieri warmomadgeneli.

[3] mieTiTeba cariel ujraSi `X~ niSniT

24. 04/12/2023 - Order of Minister of Georgia - 87/ნ - Website, 04/12/2023 23. 04/04/2023 - Order of Minister of Georgia - 20/ნ - Website, 05/04/2023 22. 05/07/2022 - Order of Minister of Georgia - 01-56/ნ - Website, 06/07/2022 21. 25/06/2020 - Order of Minister of Georgia - 01-67/ნ - Website, 25/06/2020 20. 29/11/2019 - Order of Minister of Georgia - 01-125/ნ - Website, 02/12/2019 19. 19/02/2019 - Order of Minister of Georgia - 01-13/ნ - Website, 20/02/2019 18. 11/04/2018 - Order of Minister of Georgia - 01-17/ნ - Website, 12/04/2018 17. 22/08/2017 - Order of Minister of Georgia - 01-53/ნ - Website, 23/08/2017 16. 19/04/2017 - Order of Minister of Georgia - 01-19/ნ - Website, 20/04/2017 15. 09/08/2016 - Order of Minister of Georgia - 01-34/ნ - Website, 09/08/2016 14. 18/04/2016 - Order of Minister of Georgia - 01-16/ნ - Website, 19/04/2016 13. 28/12/2015 - Order of Minister of Georgia - 01-61/ნ - Website, 29/12/2015 12. 20/07/2015 - Order of Minister of Georgia - 01-22/ნ - Website, 21/07/2015 11. 19/05/2015 - Order of Minister of Georgia - 01-13/ნ - Website, 19/05/2015 10. 18/07/2014 - Order of Minister of Georgia - 01-52/ნ - Website, 18/07/2014 9. 29/04/2014 - Order of Minister of Georgia - 01-26/ნ - Website, 29/04/2014 8. 03/09/2012 - Order of Minister of Georgia - 01-60/ნ - Website, 03/09/2012 7. 25/07/2012 - Order of Minister of Georgia - 01-45/ნ - Website, 26/07/2012 6. 20/06/2012 - Order of Minister of Georgia - 01-41/ნ - Website, 21/06/2012 5. 11/05/2012 - Order of Minister of Georgia - 01-22/ნ - Website, 11/05/2012 4. 28/10/2011 - Order of Minister of Georgia - 01-49/ნ - Website, 111031017, 31/10/2011 3. 09/03/2011 - Order of Minister of Georgia - 01-6/ნ - Website, 110309017, 10/03/2011 2. 18/10/2010 - Order of Minister of Georgia - 340/ნ - LHG, 134, 19/10/2010 1. 23/08/2010 - Order of Minister of Georgia - 271/ნ - LHG, 103, 24/08/2010