დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტის, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39-31 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.101.017210 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36-6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.101.016571) და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 17 აპრილის №24.659.757 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 17 აპრილის №24.659.757 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალი და მათზე ავტობუსების (M3 კატეგორია) გაჩერებების ადგილები, სადაც რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსები (M3 კატეგორია) გაჩერდებიან დანართი №2-ის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები