„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39-34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.017213
39-34
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
040030000.35.101.017213
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39-34

2024 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016484) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-6 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სამსახურს ჰყავს არქივზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ექვემდებარება სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. მის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამსახურის თანამშრომლებისთვის საარქივო მასალების დროული და შეუფერხებელი მიწოდება;

ბ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება);

გ) არქივში დაცული დოკუმენტაციის პერიოდულად დაჯგუფება თემატური კუთვნილების მიხედვით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

ე)  სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

ვ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

8. სამსახურს ჰყავს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ექვემდებარება სამსახურის უფროსს. მის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა)  სამსახურის მასალების ტექნიკური დამუშავება;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის გაგზავნილი/შემოსული წერილების აღრიცხვა;

გ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გადმოგზავნილი მასალების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთვა;

დ) ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი ოქმების აღრიცხვა/მოწესრიგება და არქივირება;

ე) თბილისის მთავრობის ოქმების და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნა;

ვ) შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამსახურის უფროსის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, თათბირების, ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებების ორგანიზება, დღის წესრიგის დაგეგმვა და განხორციელება;

თ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის ორგანიზება, შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში, მათზე რეაგირება;

ი)  სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს, „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ,  დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე