,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 39-33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017212
39-33
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010260050.35.101.017212
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39-33

2024 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/02/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016490) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს  დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს:

) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1)  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფართობის გაზრდა დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების გზით;”;

ბ)  „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1“) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების  საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N419 განკარგულებიდან გამომდინარე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, მათ შორის, შესაბამის ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის გამოცხადება და გამარჯვებული პირების გამოვლენა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ასევე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება.

2. მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით“;

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული უზურუნველყოფის სამმართველო;“;

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საარქივო საქმიანობის წარმართვა - საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვა,  დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, საიდუმლო დოკუმენტების დაცვისა და ბრუნვის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს მიერ გამოცემული, ასევე დელეგირების საფუძველზე სააგენტოში დაცული,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურში განსახილველად შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულებისა და ვადების კონტროლი;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის  სხდომაზე წარდგენის მიზნით,   სააგენტოს  მიერ ინიცირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში ასატვირთად ტექნიკური და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ე) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ვ) სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით;

ზ) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების პროექტების მომზადების და გაფორმების უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და შესაბამისი  დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება;

ი) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება. სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება;

კ) სააგენტოში სტაჟირების, პრაქტიკის გავლისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) სააგენტოში შეფასებისა და კონკურსების ორგანიზება;

მ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანალიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;

ნ) სააგენტოს მიერ ინიცირებული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ო)სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

პ)  სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

ჟ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“;

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“, „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები:

1) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების  საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N419 განკარგულებიდან გამომდინარე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, მათ შორის, შესაბამის ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის გამოცხადება და გამარჯვებული პირების გამოვლენა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

2) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება.

3) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების  საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N419 განკარგულებიდან გამომდინარე,  ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სააგენტოში გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში, კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში კონტრაჰენტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მათ შორის,  შესაბამისი უძრავი ქონების იპოთეკით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა და ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 1 მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე