ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016402
10
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010250020.35.131.016402
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 26 აპრილი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, თანახმად, დანართი №1-ისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების მონაცემების ამსახველი ანგარიშის (ინფორმაცია) ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი, დანართი №3-ის  შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის №06 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს   2024 წლის 01 მაისიდან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი




დანართი №1

ქობულეთის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

ეს წესი განსაზღვრავს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

1. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 818 (რვაას თვრამეტი ) ლარისა.

2. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის.

გ)  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის.

3. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 60% – 490 (ოთხას ოთხმოცაათი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის 20 % – 164 (ას სამოცდაოთხი) ლარი;

გ)  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის  20 % –164 (ას სამოცდაოთხი  ლარი);

4. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის, საკრებულოს კომისიების სხდომებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტაციის მომზადება, შევსებასა და  წარდგენასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირ(ები)ი განისაზღვროს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პროცედურები.

1. საკრებულოს კონკრეტული წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის განსაზღვრისთვის საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა)  ვალდებულია ყოველ თვეში არანაკლებ 5 (ხუთი)-ჯერ შეხვდეს  ამომრჩევლებს, როგორც ადგილზე, ასევე გასვლით, რასთან დაკავშირებითაც ყოველი თვის არა უადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს  ინფორმაცია ამ დადგენილებით დამტკიცებული  №2 დანართის შესაბამისად.

2. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და საქმისწარმოების   განყოფილებამ ყოველი  თვის არა უადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა  უზრუნველყოს  საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირისა)  კომისიის სხდომებზე დასწრების შესახებ  დამადასტურებელი დოკუმენტი(ები)ს (კომისიის ოქმი) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირებისათვის მიწოდება.

 3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებით ხარჯები აუნაზღაურდეს  მის მიერ   ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების,  საკრებულოს კომისიებისა და  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის  პროპორციულად.

4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს და  საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება:

ა) თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა-დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), (სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება) არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით, ხოლო წერილობით შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში ზეპირად ინფორმირებულ იქნება კომისიის/საკრებულოს თავმჯდომარე, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს წევრმა  საკრებულოს აპარატში  ყოველი თვის არა უადრეს 01 და არაუგვიანეს 02 რიცხვისა (უქმე  დღეების დამთხვევისას მომდევნო სამუშაო დღეს) წერილობით  უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ბ) თუ ფრაქცია ან უფრაქციო საკრებულოს წევრი პოლიტიკური შეხედულების  გამო უარს აცხადებს საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების სხდომაზე საკითხთა განხილვასა და  გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი) ასეთ შემთხვევაში  წერილობითი განცხადება  წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება  ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

5. საკრებულოს აპარატის უფროსმა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირების მიერ  წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში, უზრუნველყოს მოხსენებითი ბარათით საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა), უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ  ერთიანი დოკუმენტაციის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა.

6. საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი ერთიანი დოკუმენტაცია, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ, წარდგენიდან იმავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის წერილით გადაეგზავნოს  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერიას.

7. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ამ წესის შესაბამისად საკრებულოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის (წერილი, მოხსენებითი ბარათი და სხვა დოკუმენტაცია) საფუძველზე, 3(სამი) დღის ვადაში უზრუნველყოს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“-ს მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.

დანართი №2

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების მონაცემების ამსახველი ანგარიშის (ინფორმაცია)  ფორმა

 

მუნიციპალიტეტის დასახელება:    _______________________________________

საკრებულოს წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________

შეხვედრის დრო/ წელი, თვე,  რიცხვი:  ____________________________________________

1. მოქალაქეებთან შეხვედრების დრო და ადგილი

1)_____________________________________________________________________________________ 2)_____________________________________________________________________________________ 3)_____________________________________________________________________________________ 4)_____________________________________________________________________________________ 5)_____________________________________________________________________________________      

2. შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობა

1)_____________________________________________________________________________________ 2)_____________________________________________________________________________________ 3)_____________________________________________________________________________________ 4)_____________________________________________________________________________________ 5)_____________________________________________________________________________________

საკრებულოს წევრი

(ხელმოწერა) .

 

 

დანართი №3

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი  მონაცემების ცხრილი

 

          საანგარიშო   პერიოდი:

          (თვე)                    (წელი)

 

 

საკრებულოს წევრის სახელი, გვარი

 

საკრებულოს სხდომების

რაოდენობა/დასწრება

საკრებულოს კომისიების სხდომების

რაოდენობა/დასწრება

საპატიო მიზეზის რაოდენობა

მოსახლეობასთან შეხვედრების

რაოდენობა

საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი (ლარში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინამდებარე ცხრილი შეადგინეს:

საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე

(ხელმოწერა)                                               (სახელი, გვარი)

საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე

(ხელმოწერა)                                               (სახელი, გვარი)

საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე

(ხელმოწერა)                                               (სახელი, გვარი)

საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე

(ხელმოწერა)                                               (სახელი, გვარი)

ცხრილის შევსების თარიღი ,,-----„ ,, --------------„ ---- წელი


.
.