დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016539 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, matsne.gov.ge, 29/04/2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016477) შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების მესამე მუხლით დამტკიცებული №10 დანართი ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად: |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„დანართი №10
დადგენილება № ----------------------------- ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ |
ქ. ლანჩხუთი ,,------‘‘ ------20--- წ.
საფუძველი: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 20----- წლის N ------ შემოწმების აქტი:
1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ -------- მუხლის -------- ნაწილის საფუძველზე -------------- მიერ შეჩერებულ იქნეს მშენებლობა დარღვევის აღმოფხვრამდე. 2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ----------------------. 3. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარმღვევს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარმღვევს დაეკისრება ,,საქართველოს სისხლის სამართლის“ კოდექსის 3601 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
ბ.ა“
|
დოკუმენტის კომენტარები