„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016690
6
25/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
300280000.16.009.016690
„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2024 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილების (ვებგვერდი, 04/09/2023, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016641), პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“:

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების/ცვლილების შემთხვევაში – ბმულს, სადაც განთავსებული იქნება მოქმედი წყალსარგებლობის განრიგი.“;

ბ) მე-18 მუხლის:

ბ.ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  პუნქტი:

„71. წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებით, განისაზღვრება მიმწოდებელთან ურთიერთობისთვის საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებული მომხმარებლების წარმომადგენელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაზე, მასში ცვლილებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით. წარმომადგენლის განსაზღვრის შემთხვევაში, საერთო მიწოდების წერტილ(ებ)ზე რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება განხორციელდება ამ წარმომადგენლთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად. ამ პუნქტში მოცემული წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება (სპეციალური უფლებამოსილების გარეშე), არ წარმოშობს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდაზე ხელმომწერთა (მომხმარებელთა) ინდივიდუალურ ან სოლიდარულ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა თითოეულ მომხმარებელზე უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად. ამასთან, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, წარმომადგენელს ასევე შესაძლებელია სპეციალური უფლებამოსილებით მიენიჭოს საერთო მიწოდების წერტილზე წყლის შესყიდვის უფლება.“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის ნომერი, საიდანაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება, ან ამ მიწოდების წერტილის მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია. ამასთან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ქონების იდენტიფიცირებისთვის განაცხადს თან უნდა დაერთოს მიწის აზომვითი ნახაზი ან განაცხადში მითითებული უნდა იქნეს ამ უძრავ ქონებაზე მიმწოდებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;“;

ბ.გ) მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საირიგაციო მიწის ფართობი, ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.“.

გ) 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება საირიგაციო სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით ან განრიგის გარეშე წყლის მოხმარება, წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარება, საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების შემთხვევაში საირიგაციო სისტემის წყლის მოხმარება, მომსახურების ხელშეკრულების გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება ან სარგებლობა, დატაცება, მათ შორის, წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება.“.

დ) 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – თუ რამდენად შეესაბამება მრიცხველის ტექნიკური მახასიათებლები და ტიპი მის განთავსების გარემოს და ამ გარემოში მრიცხველის ნორმალური ექსპლუატაციის პერიოდი. აღნიშნული პირობა ვრცელდება როგორც საანგარიშსწორებო, აგრეთვე საკონტროლო აღრიცხვის სისტემის მოწყობაზე.“;

ე) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ე.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) წყალსარგებლობის განრიგი;“.

ე.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „პ“  ქვეპუნქტები:

„ნ)  კულტურებისა და ზონების მიხედვით მორწყვის რეჟიმების შესახებ;

ო) საირიგაციო წყლის არარაციონალური მოხმარების, მათ შორის წყლის არასწორი განკარგვა-მართვის შემთხვევების აღწერა, მისი თავიდან აცილების გზების და მეთოდების მითითებით;

პ) ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმის, აგრეთვე აკვაკულტურის  წყალსატევის (ტბორის) ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმის შესახებ.“.

ვ) 41-ე მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი თებერვლიდან – პირველ აპრილამდე, უპირატესობა ენიჭება პროფილურ მომხმარებლებს, ხოლო პროფილურ მომხმარებლებს შორის – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას პირველი თებერვლიდან – პირველ მარტამდე. პროფილური მომხმარებლის მიერ შესაბამის პერიოდში წყლის მოცულობის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგება დადებულად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, ეს მოცულობა უკვე მოთხოვნილ იქნა თუ არა არაპროფილური მომხმარებლის მიერ, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შემთხვევაში – სხვა პროფილურ თუ არაპროფილური მომხმარებლის მიერ;“.

ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მიმწოდებელმა წყალსარგებლობის განრიგი უნდა შეითანხმოს ისე, რომ არ დაუშვას აკვაკულტურის წყალსატევის (ტბორის) ნორმალური ექსპლუატაციისას წყლის მომხარების ნორმაზე  აშკარად მეტი წყლის მიწოდება.  ამასთან, თუ ტბორისთვის წყლის მოხმარების ნორმაზე აშკარად მეტი წყლის მიწოდება გამოწვეულია საირიგაციო სისტემის რეჟიმული მართვით, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში განცალკევებულად უნდა ჩანდეს ამ გარემოების გამომწვევი მიზეზები (აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის).“.

ვ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71.მიუხედავად იმ გარემოებისა, თუ რამდენი მიწოდების წერტილით მარაგდება უძრავი ქონება, მორწყვის ნორმა განისაზღვრება მომარაგებული უძრავი ქონებიდან გამომდინარე. წყლის მუდმივი მიწოდების რეჟიმით მომარაგებისას, ნორმირებული მომარაგების მოცულობა გამოითვლება კალენდარული თვის განმავლობაში მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული მისაღები/მიღებული წყლის მოცულობიდან.“.

ზ) 45-ე მუხლის:

ზ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  ქვეპუნქტი:

„31. თუ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პროცესში პროფილური მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წყლის მიწოდების (წყალმომარაგების) პერიოდი არ შეესაბამება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმს ან მითითებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მორწყვისთვის წყლის რაციონალურად მოხმარების პირობას, მიმწოდებელი, მიწოდების წერტილის დღიური დებიტის მიხედვით. განსაზღვრავს მორწყვის ოპერაციის (წყლის მიწოდების დაწყების და დამთავრების) განრიგს (მიწოდების რეჟიმის, ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმის, რწყვის მეთოდისა და წყლის რაციონალურად მოხმარების პირობების გათვალისწინებით). მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს როგორც ტექსტური შეტყობინებით ისე განაცხადში მითითებული საშუალებით, წერილობით ან ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში, წყალსარგებლობის განრიგი შეთანხმებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნიდან 10 სამუშაო დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში მომხმარებელი წერილობითი ფორმით სხვა პირობას არ დააფიქსირებს. ამასთან, თუ ადგილი აქვს წყალმომარაგების განრიგის მომხმარებლის თანდასწრებით განსაზღვრას, წყალსარგებლობის განრიგზე შეთანხმება უნდა დადასტურდეს მხარეთა ხელმოწერით.“;

ზ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მომხმარებელს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდებაზე უარის თქმა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება ცალმხრივად შეუძლია აღნიშნულის შესახებ მიმწოდებლის 20 კალენდარული დღით ადრე მაინც შეტყობინების შემთხვევაში. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს ასევე ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილება:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული კონკრეტული ოპერაციის სხვა პერიოდზე (მაგრამ არაუმეტეს ორი კვირის ვადით) გადატანის შემთხვევაში – 10 კალენდარული დღით ადრე მაინც მოთხოვნისას;

ბ) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე (მაგრამ არაუმეტეს სამი კვირის ვადით) გადატანა – ამ ფაქტის დადგომიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე გადატანის მოთხოვნის შემთხვევაში.“;

ზ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გარანტირებული მოცულობის აუთვისებლობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყლის მიღებაზე უარი თქვა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება მოითხოვა ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული პირობისა და ვადების დარღვევით, მომხმარებელი ვალდებულია წყლის მიწოდების ამ ოპერაციაზე მიმწოდებელს გადაუხადოს:

ა) გამრიცხველიანებული მომხმარებლის შემთხვევაში – წყლის მიწოდების ღირებულების 10%, სადაც აუთვისებელი წყლის მოცულობა დგინდება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით მომხმარებლის მიერ წყლის ფაქტობრივად მიღების, ასევე აღრიცხვის კვანძის მონაცემების გათვალისწინებით;

ბ) გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლის შემთხვევაში – წყლის მიწოდების ოპერაციის ღირებულების 10%, სადაც გადასახდელი თანხა გამოითვლება წყლის მიწოდების ოპერაციის ღირებულებიდან და არა აუთვისებელი წყლის მოცულობიდან.“.

ზ.დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. თუ მომხმარებელმა წყლის რაციონალურად მოხმარებისა და დაზოგვის მიზნით დადგენილი ვადების დაცვით თქვა უარი შეთანხმებული წყლის მიწოდების ოპერაციაზე, შემდგომში აღნიშნული ვადის დარღვევით წყლის მიწოდების ოპერაციაზე უარის შემდეგ ერთ შემთხვევაზე, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 50% (მომსახურების ღირებულების 5%). მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ამ პუნქტის მასზე გავრცელების, გავრცელების მიზეზისა და სარგებლობის პირობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს ამ მომხმარებლის ქვითარშიც (ამ პუნქტის მომხმარებელზე გავრცელების პერიოდში).“;

თ) 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-43 პუნქტები:

„41. იმ შემთხვევაში, თუ პროფილური მომხმარებელი (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა) საირიგაციო სისტემიდან მიღებულ წყალს იყენებს არამიზნობრივად (არასაირიგაციო მიზნით), ან/და ახორციელებს საირიგაციო წყლის არასწორ განკარგვა-მართვას (რაც გამოიხატება წყლის ფუჭად მიღებაში ან/და გადადინებაში), მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ამ გარემოების შეფასება, პირველ შემთხვევაში გააფრთხილოს მომხმარებელი ამ ქმედების უკანონობისა და გამომწვევი შედეგების შესახებ, ხოლო ამ ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, პროფილურ მომხმარებელს დროებით შეუჩეროს წყლის უპირატესად შესყიდვის უფლება შემდეგი საირიგაციო წლის განმავლობაში.

42. წყლის უპირატესად შესყიდვის უფლების შეჩერების პერიოდში, თუ პროფილურ მომხმარებელთან კვლავ დაფიქსირდება წყლის არამიზნობრივად გამოყენების ან/და საირიგაციო წყლის არასწორი განკარგვა-მართვის ფაქტი, მიმწოდებელი ვალდებულია პროფილურ მომხმარებელს ყოველ გამოვლენილ შემთხვევაზე დაარიცხოს წყლის მიწოდების ოპერაციის ღირებულების 10%. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ამ პუნქტის მასზე გავრცელების, გავრცელების მიზეზისა და შედეგების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს, ამ მომხმარებლის ქვითარშიც (ამ პუნქტის მომხმარებელზე გავრცელების პერიოდში).

43. ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ერთგვაროვან შემთხვევებში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს  საირიგაციო წყლის არარაციონალური მოხმარების, მათ შორის წყლის არასწორი განკარგვა-მართვის შემთხვევების აღწერა, მისი თავიდან აცილების გზების და მეთოდების მითითებით.“;

ი) 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადები და საფასურები განცალკევებულად (უახლოესი გადახდის ვადების მითითებით)  თუ ადგილი აქვს ერთდროულად რამდენიმე გადახდის ვალდებულებას.“.

კ) 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტი:

„41. მიმწოდებელი ვალდებულია გაუმრიცხველიანებელ არაპროფილურ მომხმარებელს გამრიცხველიანებისთანავე (საანგარიშსწორებო მრიცხველის მოწყობისთანავე) დაარიცხოს ამ წესების №4 დანართით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური, ხოლო თუ არსებულ მიწოდების წერტილზე ტექნიკურად ვერ ხდება აღრიცხვის კვანძის მოწყობა და საჭიროა მიწოდების წერტილის მოწყობა-რეკონსტრუქცია – №2 დანართით განსაზღვრული მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური. აღრიცხვის კვანძის მოწყობის თარიღის შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. მომხმარებლის მოთხოვნით, აღრიცხვის კვანძი შესაძლებელია მოეწყოს გამრიცხველიანების გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე ადრეც.

42. 2026 წლის 1 მაისამდე, გაუმრიცხველიანებელ არაპროფილურ მომხმარებელზე მოხმარებული წყლის მოცულობით (კუბურ მეტრებში) დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელთან შეთანხმდეს აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე მრიცხველის გარეშე პირობით დარიცხვაზე, სადაც: შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ფარგლებში მოხმარებული საირიგაციო წყლის რაოდენობა განისაზღვრება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის და საირიგაციო სისტემიდან მოხმარების საშუალების (მილსადენის, ხელსაწყოს ან/და დანადგარის) გამტარუნარიანობის და ერთთვიან პერიოდში წყლის მოხმარების საათების გათვალისწინებით.“;

ლ) 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-8 პუნქტები:

„7. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურების ტარიფების დადგენამდე:

ა) კომისიის მიერ დადგენილი სამელიორაციო მომსახურებისთვის (ირიგაცია) ტარიფი მოიცავს პროფილური მომხმარებლის მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურის ირიგაციას ჰექტარზე მთელი წლის განმავლობაში, ამ კულტურისთვის განსაზღვრული მორწყვის ნორმისა და ოპერაციის ჯერადობის გათვალისწინებით. ამასთან, მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციების რაოდენობა ან მისი შეცვლა, ან გაუქმება არ იწვევს აღნიშნული სამელიორაციო მომსახურების (ირიგაციის) ტარიფის ცვლილებას;

ბ)   მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული წყლის მიწოდების მომსახურების საფასური (გარდა მიწის ირიგაციისა და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისა) მის ამოქმედებამდე ან/და შეცვლამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა გამოცხადდეს საჯაროდ, და მიმწოდებლის მიერ განსაზღვრისთანავე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადების გარდა, აგრეთვე უნდა განთავსდეს კომისიის ვებგვერდზეც;

გ) ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტთან წყლის მიწოდების მომსახურების საფასური განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, წესებით დადგენილი პირობების, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის სპეციფიკისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით;

8. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურების ტარიფების დადგენამდე, გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელზე წყლის მიწოდების წლიური მომსახურების საფასურის მოქმედების შემთხვევაში:

ა) წლიური სამელიორაციო მომსახურების საფასურის დარიცხვა და მისი ქვითარში ასახვა განხორციელდება ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდების პირველი ოპერაციის დასრულების თარიღიდან ორი კვირის ვადაში; ამასთან, მომხმარებელთან მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვითარი ასევე უნდა შეიცავდეს წესების 49-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელს ქვითარი უნდა გაეგზავნოს ყოველთვიურად, შეთანხმებული  წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყლის მიწოდების ოპერაციის თვეში. გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელს ქვითარი უნდა გაეგზავნოს იმ შემთხვევაშიც, თუ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი კონკრეტულ კალენდარულ თვეში არ ითვალისწინებს წყლის მიწოდების ოპერაციას და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელზე განხორციელდა წესებით გათვალისწინებული საფასურის დარიცხვა; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით მომხმარებელს შესთავაზოს დარიცხული მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა, საჯაროდ გამოცხადებული პირობების შესაბამისად;

გ) მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს წლიური მომსახურების ღირებულების 10%, წესების 45-ე მუხლის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, წყლის გარანტირებული მოცულობის აუთვისებლობისათვის, აგრეთვე წესების 46-ე მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული წყლის არამიზნობრივად გამოყენების ან/და საირიგაციო წყლის არასწორი განკარგვა-მართვის ფაქტის ყოველ გამოვლენილ შემთხვევაზე;

დ) მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის წყლის მიწოდების ოპერაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაარიცხოს კომპენსაცია (მომხმარებელს აუნაზღაუროს) მომსახურების საფასურის 10%-ის ოდენობით (წესების შესაბამისად, წყლის მიწოდების ოპერაციის სხვა პერიოდზე გადატანაზე, 3 კვირის ვადაში შეუთანხმებლობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე