გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016006
15
19/04/2024
ვებგვერდი, 24/04/2024
000000000.00.149.016006
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №15

2024 წლის 19 აპრილი

 კასპი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული ინიციატივა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის სახელდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სოფელ ახალქალაქის მოსახლეობას სურს ძველი სახელის – მეფისქალაქის დარქმევა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს დაერქვას ძველი სახელი – მეფისქალაქი.

სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს დაერქვას ძველი სახელი – მეფისქალაქი.

2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    შოთა ბეგლარაშვილი