კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016005
16
19/04/2024
ვებგვერდი, 24/04/2024
000000000.00.149.016005
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №16

2024 წლის 19 აპრილი

კასპი

 

 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის №82-822410160 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 თებერვლის №30111 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 თებერვლის №30111 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მიენიჭოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე   შოთა ბეგლარაშვილი