დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.10.003.022325 |
|
| მუხლი 1 |
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6487-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებები და მოვალეობები“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებები და მოვალეობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებები და მოვალეობები (შემდგომში − უფლებები და მოვალეობები) განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამაშობის ორგანიზატორის/ ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებებსა და მოვალეობებს, კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ უფლებებისა და მოვალეობების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური); ბ) შერჩეული პირი − შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი; გ) ნებართვის მფლობელი/მაძიებელი − თამაშობის ორგანიზატორი /ნებართვის მაძიებელი, თამაშების მიმწოდებელი/ნებართვის მაძიებელი; დ) ინვენტარი − ყველა ის აპარატი, დანადგარი, მოწყობილობა, სადაც შესაძლებელია ფსონის განთავსება და მოგების მიღება, ასევე, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება მოგების ან წაგების შესახებ; ე) მონიტორინგის მოწყობილობა − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა; ვ) საკომუნიკაციო მოწყობილობის შეერთების წყარო − ინვენტარზე განთავსებული ადგილი, სადაც ხდება მონიტორინგის მოწყობილობის დაერთება; ზ) უსაფრთხოების დამღა − სპეციალური ლუქი, რომელიც გამორიცხავს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებულ ინვენტარზე ხელოვნური ჩარევის საშუალებას, გარდა ამ ინვენტარის ტექნიკური პასპორტით განსაზღვრული სტანდარტული ჩარევისა; თ) ავტორიზაციის სერტიფიკატი − შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას. მუხლი 3. შერჩეული პირის უფლება-მოვალეობები 1. შერჩეული პირი ვალდებულია: ა) საქართველოს კანონმდებლობითა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, კომერციული საიდუმლოება, საგადასახადო საიდუმლოება, საბანკო საიდუმლოება). აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, შერჩეული პირის მიმართ დადგება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა; ბ) უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; გ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის უწყვეტ (Live) რეჟიმში მიწოდება. აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას; დ) მოახდინოს კონტროლის ელექტრონული სისტემის პერიოდული განახლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის სრული და ჯეროვანი მოპოვება. კონტროლის ელექტრონული სისტემის ყველა განახლება უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირში მოქმედ ან/და საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებს; ე) შერჩეულმა პირმა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, უნდა შეიმუშაოს საინფორმაციო ხასიათის სახელმძღვანელო/გზამკვლევი ნებართვის მფლობელებთან/მაძიებლებთან მიმართებით, რომელიც მოიცავს კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს და უზრუნველყოს მისი განთავსება ვებგვერდზე − www.rsi.ge; ვ) დროულად მიაწოდოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ინფორმაცია სანებართვო პირობ(ებ)ის ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების ნებისმიერი დარღვევის შესახებ; ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის/მაძიებლის კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრაცია უნდა დაასრულოს სისტემის პირველადი კვლევის დასრულებიდან 45 დღის განმავლობაში; თ) წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებები სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიაში არსებულ რისკებსა და მათთან გასამკლავებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ინდუსტრიაში ჩართული პირების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, ასევე ახალი სტანდარტების შესახებ. 2. შერჩეული პირი უფლებამოსილია: ა) ინციდენტის (კონტროლის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ნებისმიერი შეუსაბამობა ან/და საეჭვო მოქმედება, რომელიც მომდინარეობს ნებართვის მფლობელისგან/მისი სისტემებისგან/აღჭურვილობისგან) მოკვლევის მიზნით, შერჩეული პირის წარმომადგენელი გავიდეს ადგილზე შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ან დამოუკიდებლად – შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის მიზნით, შეამოწმოს და სისტემის პირველადი კვლევა ჩაუტაროს ნებისმიერ არსებით პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც განთავსებულია ნებართვის მფლობელის/მაძიებლის ობიექტზე; გ) განათავსოს მონიტორინგის მოწყობილობა სათამაშო აპარატ(ებ)ში და აღჭურვილობა − სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობისთვის განკუთვნილ ქსელში, კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირების მიზნით; დ) მოსთხოვოს ნებართვის მფლობელს/მაძიებელს სრული ტექნიკური ინფორმაციისა და სერტიფიკატების წარდგენა სათამაშო აპარატებთან ან/და სხვა არსებით პროდუქციასა/მომსახურებასა და POS ტერმინალებთან დაკავშირებით; ე) მოსთხოვოს ნებართვის მფლობელს/მაძიებელს გარე საკომუნიკაციო მოწყობილობის შეერთების წყარო; ვ) დაადოს უსაფრთხოების დამღა ძირითადი კონტროლის მექანიზმს სათამაშო აპარატში, რათა გამოირიცხოს ხელოვნური მანიპულაციის შესაძლებლობა; ზ) მოსთხოვოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს საქართველოში განხორციელებულ სათამაშო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება; თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვის მფლობელს მოსთხოვოს საქართველოში თამაშობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ასახვა კონტროლის ელექტრონულ სისტემაში; ი) მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის/დასტურის საფუძველზე დროებით შეაჩეროს სათამაშო აპარატის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ოპერირება დისტანციურად ან ფიზიკურად იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ექვემდებარება ან/და არ არის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაში − ნებართვის მფლობელს მოსთხოვოს თამაშობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ასახვა კონტროლის ელექტრონულ სისტემაში; ლ) ნებართვის მფლობელებს მოსთხოვოს პერიოდული ტექნიკური ანგარიშების წარდგენა განსაზღვრული ფორმატით; მ) საქართველოს საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობის სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით, გააფორმოს ხელშეკრულებები ნებართვის მფლობელებთან/მაძიებლებთან მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით; ნ) „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილების შესაბამისად, ნებართვის მფლობელს/მაძიებელს მოსთხოვოს საფასურის ანაზღაურება. მუხლი 4. ნებართვის მფლობელის/მაძიებლის უფლება-მოვალეობები 1. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს შერჩეულ პირს ამ უფლებებით და მოვალეობებითა და მხარეთა შორის ხელმოწერილი შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ბ) მოითხოვოს მომსახურების გაწევა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საქმიანობის შეუფერხებელი წარმართვის შესაძლებლობა. 2. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია: ა) რეგისტრაცია გაიაროს შერჩეული პირის ვებგვერდზე − www.rsi.ge; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების შემთხვევაში, განათავსებინოს შერჩეულ პირს შესაბამისი აღჭურვილობა კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირების მიზნით; გ) თუ ნებართვის მფლობელის/მაძიებლის არსებითი პროდუქცია/მომსახურება ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს/მოთხოვნებს, საკუთარი ხარჯით მოახდინოს სისტემის შესაბამისობა სტანდარტებთან/მოთხოვნებთან; დ) უზრუნველყოს საკომუნიკაციო სიგნალის ჯეროვანი მიწოდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით იმ ადგილებში, სადაც სიგნალი დამაკმაყოფილებელი არ არის ან ხელმიუწვდომელია. მუხლი 5. გარდამავალი დებულებები 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაში, ამ უფლებებისა და მოვალეობების ამოქმედების მომენტისთვის ძალაში მყოფი ნებართვის მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს შერჩეული პირის ვებგვერდზე − www.rsi.ge 2020 წლის 1 ნოემბრამდე. 2. სათამაშო აპარატების სალონისა და ტოტალიზატორის მოწყობის 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ძალაში მყოფი ნებართვის მფლობელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს შერჩეული პირის ვებგვერდზე − www.rsi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 1 თებერვლისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები