დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6909-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 450130010.05.001.020039 |
|
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები);“; ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს მუნიციპალიტეტი. 6. პროფესიულ შერეულ თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).“. 3. მე-10 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით. 7. მუნიციპალიტეტის მერი პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით.“; დ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“; ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან: ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“; ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. თეატრის დირექტორს: ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი; ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; გ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებული წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6909-რს |
დოკუმენტის კომენტარები