თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016406
28
08/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
010250020.35.163.016406
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010250020.35.163.016375).

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეკომენდაციების მომზადება სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე.“.

2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. რეკომენდაციების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე