„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110616015, 16/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 34017000010003016398
  • Word
238
14/06/2011
ვებგვერდი, 110616015, 16/06/2011
34017000010003016398
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 238

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში (სსმ, 2010 ., მუხ. 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

ა) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო ამ წესით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის პირობების შემოწმების მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით, შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და/ან გზამკვლევების (გაიდლაინების) მიღება/აღიარებამდე.“;

ბ) მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირების განხორციელების პროცესში უფლებამოსილია, ჰიგიენის გამარტივებული წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ გასცეს მხოლოდ რეკომენდაციები:

ა) „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის 2011 წლის 1 ივლისამდე;

ბ) „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის 2012 წლის 3 იანვრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის“:

ა) მე‑3 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო).“.

შესაბამისად, წესის მთელ ტექსტში სიტყვა: „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით: „სააგენტო“;      

ბ) №1 და №2 დანართებში სიტყვები: „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „სურსათის ეროვნული სააგენტო“, ხოლო სიტყვა: „სამსახური“ – სიტყვით: „სააგენტო“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური