"ტყის ფონდის მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყის ფონდის მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4679-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601011, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016321
  • Word
4679-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601011, 01/06/2011
040030000.05.001.016321
"ტყის ფონდის მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) მომსახურების საფასური შესაბამისი მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, სააგენტოსათვის სავალდებულოდ გადასახდელი თანხა;“. 

2.  მე-6 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მ) ხე-ტყის დამზადება;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყიუზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების ბილეთი

ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ხე-ტყის ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებისათვის.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. მომსახურების სახეები და საფასური

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                              მ.  სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17  მაისი.

№4679-Iს