საინტერესოა რამდენად გულისხმობს მუდმივი წევრობა ეროვნული უშიშროების საბჭოზე დასწრების ვალდებულებას. ჩემი აზრით იურიდიულად დასწრების ვალდემულება მინისტრებს და პრემიერ-მინიტრს არა აქვთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რაც უშიშროებიდან გამომდინარეობს, ამ პირებს თავისი სამსახურეობლივი მოვალეობიდან გამომდინარე საჭიროა დაესწრნონ ასეთ შეხვედრებს.
საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 პუნქტს, რომლითაც ბრალდებისა და დაცვის მხარე სარგებლობს ერთნაირი უფლებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "2.დაცვის მხარე უფლებამოსილი არის , სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე.".
ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არასწორია და ძირეულად ცვლის მის მნიშვნელობას, უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ეს ნიშნავს, რომ შეზღუდულია პირის ინტერგრაციის შესაძლებლობა და არა მისი ფიზიკური და/ან მენტალური შეზღუდულობა).
მე ახალი საპროცესო კოდექსის მომხრეთა რიგებში ვზივარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს უნდა შეატყობინონ და თან პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია საპროცესო შეთანხმებაზე ავტომატურად უნდა აძლევდეს უფლებას დაზარალებულს შეთანხმების გასაჩივრების უფლებასაც. იქნებ დაზარალებული დასაბუთებულად ადასტურებს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, რაც შეთანხმების დადების საფუძველი გახდა.
კანონი, რომლის საფუძველზეც ეს დებულება დამტკიცებულია, არ არსებობს (გაუქმდა „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით) და დებულება ძალაში არ უნდა იყოს ან უნდა იყოს შეცვლილი.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანება.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილება.
"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1416 ბრძანების, სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1416 ბრძანება.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანების, სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანება.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანება.
"სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად, ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს "სახელმწიფონ ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილება.
სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის პირველი წინადადებიდან „ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები,“ ამოსაღებია სიტყვები „გარდა პოლიტიკური და“ ვინაიდან, პოლიტიკური გაერთიანება არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძოდ: მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, პარტია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ აღნიშნული "ე" ქვეპუნქტი წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი (კოდექსი), კერძოდ:„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიულ პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის პირველი წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები,...“.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით(№07-3/106, 13.06.2013) ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ უნდა იქნეს 29-ე მუხლის 1 1 პუნქტი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს კონსტიტუციაში ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელებასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 104 4 -ე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს მე-2 პუნქტი „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები .“ ვინაიდან, თუ, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლიდან ამოვიღებთ 1 1 პუნქტს, საქართველოს კონსტიტუციის 104 4 -ე მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს ის ნორმა, რომელიც მიუთითებს გაუქმებულ 29-ე მუხლის 1 1 პუნქტზე.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, მაგალითად: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“( რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-16 მუხლის შესაბამისად, ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვა უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე და სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა, იგივეს ითვალისწინებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ამდენად, თუ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ამასთანავე, გახდება საქართველოს მოქალაქე, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ის ვალდებული იქნება დაიცვას არამარტო საქართველოს ინტერესები, არამედ დაიცვას იმ ქვეყნის ინტერესები, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის. აღნიშნულმა გარემოებამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, კერძოდ: შეიძლება დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და სხვა.
ამდენად, საქართველოს მოქალაქეების აზრის გამოკითხვის საფუძველზე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.
ეწინააღმდეგება თუ არა ამ კანონით მიერ დადგენილი მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის რედაქცია, კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-6 პუნქტს, რადგან ამ რედაქციით, თუ მთავრობა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ხოლო მე-6 მუხლში წერია, რომ თუ მთავრობა, მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი, 7 დღის ვადაში წარადგენს პარლკმენტის ორი მეხუთედისთვის მოსაწონ კანდიდატურას, მაგრამ თუ მე-5 პუნქტი, პარლამენტი უკვე დათხოვნილი იქნება, როგორ წარადგენს ის, საკუთარი ორი მეხუითედისთვის მოსაწონ კანდიდატურას?
ეს ცვლილება ეხება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას და არა იმას, რაც ოქტომბრის მერე ამოქმედდება. მოქმედი რედაქციის მე-80 მუხლის მე-6 ნაწილით კი ”ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.”. მოყვანილი მეორე ნორმა არის ასამოქმედებელი კონსტიტუციური ცვლილების მე-80 მუხლი. ჩემი აზრით წინააღმდეგობა არ არსებობს.
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის N767 ბრძანებულების საფუძველზე ჯარიმებისთვის გამოყენებული მინიმალური ხელფასი არის 40 ლარი და თან ასეთი ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ამ მუხლით კი გამოდის რომ მინიმალური ჯარიმა იქნება 5000X40=200000 ლარი იქნებ მიპასუხოთ წინააღმდეგობის არსი რაში მდგომარეობს?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ( საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.) შესაბამისად, ამოღებულ იქნა, ამავე, კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. ამდენად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.
აშკარაა წინააღმდეგობა ამ აქტის მუხლებს შორის, კონკრეტულად - დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია რომ ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სხვათაშორის ასეთივე მითითებაა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ხოლო ამ წესის შემდგომი მუხლები განსაზღვრავენ ფორმულას და მისი შემადგენელი ნაწილების არსს... საბაზრო ღირებულება რომ ფორმულით ვერ გამოითვლება აშკარაა, ამიტომაც მუდამ მივიღებთ არაკონკურენტულ ფასებს.. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ამ წესის გამო თვითმმართველობებს არ ეძლევათ საშუალება საბაზრო ღირებულებას გაუთანასწორონ მიწის ფასი.. საჭიროა აუცილებელი რეაგირება, სანამ მიწის ფონდი კიდევ არის დარჩენილი თვითმმართველობების საკუთრებაში...
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ პირებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტს . როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის, ბოლო წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“.
ჩემთვის ეს კანონი უფრო მონურია ვიდრე წინა, სხვას არც ველოდი, ეს დაწერილია ბიზნესის ინტერესების დასაცავად. ამ კანონის შექმნის დროს მთავრობაში ბიზნესს ყავდა დიდი ლობი ამიტომ სახელმწიფოს პირველი პირი არ შეიძლება იყოს ბიზნესმენი. ხალხი ბატონ ბიძინასგან სხვა კანონს ელოდა
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს და 48-ს სპეც სამუშაოებზე. 24 საათიანი რეჟიმი თუ არის ცვლები ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულ დასაქმებულს გამოუვიდეს საერთო ჯამში 40 (48) საათი კვირაში. გასათვალისწინებელია შესვენების და დასვენების დროის გამოკლება.
ქალბატონო ნინო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.“ მაგრამ კანონში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 7 პუნქტი „1 7. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.
ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე; - რას ნიშნავს ვადა - 2007 წლის 01 ივლისამდე???? არსებული ამ პერიოდამდე სიის გადახედვა თუ მექანიკური შეცდომაა?
სამუშაო დღე ნიშნავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დღეს. ანუ სამუშაო დღე არის: დღე შაბათ კირისა და კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა.
ამ მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაში მითითებულია, რომ “აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაუშვებელია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება“. მაშინ, როდესაც პარლამენტის საიტზე იგივე წინადადებაში წერია სიტყვა “დასაშვებია“. მემგონი აქ არის არსებითი ხასიათის შეცდომა და იგი საჭიროებს გასწორებას.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ. ამდენად, დამსაქმებელს უფლება აქვს სამსახურიდან დაითხოვოს გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი, რაც გამოიწვევს დასაქმებულთა მასობრივ განთავისუფლებას სამსახურიდან. ზემოხსენებული ნორმა ზღუდავს დასაქმებულების უფლებებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამდენად, თუ დასაქმებული არ დაიცავს გაფიცვის ჩატარების რთულ პროცედურებს და სასამართლო გაფიცვას აღიარებს უკანონოდ, მაშინ ეს გარემოება საფუძვლად არ უნდა დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გაფიცვის უფლება აღიარებულია და ის არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია.
დასაქმებულთათვის არაფერი გაუმჯობესებულა თითქმის ახალ შრომის კოდექსში. დეკრეტული შვებულება როგორ შეიძლება მხოლოდ 4 თვე იყოს. არავინ არ ფიქრობს ცოტათი მაინც გაზარდონ დეკრეტული შვებულების დრო. მინიმუმ ნახევარი ან ერთი წლით მაინც უნდა შეეძლოს ყველა ორსულს ანაზღაურებადი შვებულების აღება!!!!
ამ მუხლის მე-3 პუნქტი დასახვეწია, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლები ამ ბიუჯეტების საბანკო ანგარიშებზე აისახება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ამავე თანხების გადარიცხვის ასახვიდან მეორე საბანკო დღეს. შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ ანგარიშგების შედგენისას შესაბამისი საფიანანსო ორგანოები ვალდებულნი არიანი ანგარიშგება შეადგინონ მათ საბანკო ანგარიშებზე არსებული რეალური ფულადი სახსრების გათვალისწინებით.
გამოსავალი: ან უნდა შეიცვალოს ეროვნული ბანკის მუშაობის წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ხაზინის მიერ, ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციები თვითმართველი ერთეულების და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების საბანკო ანგარიშებზე აისახოს იმავე საბანკო დღეს, განურჩევლად ასეთი ოპერაციის განხორციელების საათისა. ან სადღაც ამავე მუხლში და ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ჩაემატოს მცნება „ფული გზაში“

საგამონაკლისო უფლება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის მაბალანსებელი ერთ–ერთი საშვალება. ამისთვის ჯარიმა არ უნდა იყოს გათვალისწინწბული.
მკვდარი მუხლია პრაქტიკაში, ამ ჯარიმის გამო
ekvsi[6] celi ert tanamdeobaze vmushaob kerdzo karxanashi. arc erti dge gacdena,arc shvebuleba,da ai am 6 clis mandzilze 6 da 3 tviani xelshekrulebebs gvidebdnen dacvis tanamshromlebs. am shemtxvevashi uvado xelshekruleba uhda daidos.

ამ მუხლის მეორე ნაწილში შეცდომაა კერძოდ: სიტყვა "მემკვიდრეების" ნაცვლად უნდა იყო "მამკვიდრებლის"
:-)
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის N767 ბრძანებულების საფუძველზე ჯარიმებისთვის გამოყენებული მინიმალური ხელფასი არის 40 ლარი და თან ასეთი ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ამ მუხლით კი გამოდის რომ მინიმალური ჯარიმა იქნება 5000X40=200000 ლარი იქნებ მიპასუხოთ წინააღმდეგობის არსი რაში მდგომარეობს?
დიდი მადლობა! :)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ( საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.) შესაბამისად, ამოღებულ იქნა, ამავე, კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. ამდენად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.
საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირმა შეძენისას არ იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.
გაუგებარია, თუ დამსაქმებლის საქმიანობა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს ითვალისწინებს, მაშინ შეიძლება აღემატებოდეს 48 საათს თუ არ შეიძლება?
აშკარაა წინააღმდეგობა ამ აქტის მუხლებს შორის, კონკრეტულად - დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია რომ ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სხვათაშორის ასეთივე მითითებაა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ხოლო ამ წესის შემდგომი მუხლები განსაზღვრავენ ფორმულას და მისი შემადგენელი ნაწილების არსს... საბაზრო ღირებულება რომ ფორმულით ვერ გამოითვლება აშკარაა, ამიტომაც მუდამ მივიღებთ არაკონკურენტულ ფასებს.. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ამ წესის გამო თვითმმართველობებს არ ეძლევათ საშუალება საბაზრო ღირებულებას გაუთანასწორონ მიწის ფასი.. საჭიროა აუცილებელი რეაგირება, სანამ მიწის ფონდი კიდევ არის დარჩენილი თვითმმართველობების საკუთრებაში...
vagita@live.com
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ პირებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტს . როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის, ბოლო წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“.
ჩემთვის ეს კანონი უფრო მონურია ვიდრე წინა, სხვას არც ველოდი, ეს დაწერილია ბიზნესის ინტერესების დასაცავად. ამ კანონის შექმნის დროს მთავრობაში ბიზნესს ყავდა დიდი ლობი ამიტომ სახელმწიფოს პირველი პირი არ შეიძლება იყოს ბიზნესმენი. ხალხი ბატონ ბიძინასგან სხვა კანონს ელოდა
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს და 48-ს სპეც სამუშაოებზე. 24 საათიანი რეჟიმი თუ არის ცვლები ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულ დასაქმებულს გამოუვიდეს საერთო ჯამში 40 (48) საათი კვირაში. გასათვალისწინებელია შესვენების და დასვენების დროის გამოკლება.
საქართველოს შრომის კოდექსი
კოდიფიცირებულ ვერსიაში ცვლილებები რატომ არ წერია? ხომ შეიცვალა 40 ლარის მაგივრად გახდა 20 ლარი ღვედი გამოუყენლობის შემთხვევაში?
gamarjobat. mainteresebs ramdenia dekretuli anazgaureba
ქალბატონო ნინო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
.მბ .მხზცზ
ანუ მე-3 პუნქტის თანახმად თუ განცხადება და დანიშვნის ბრძანება არსებობს, ხელშეკრულება აღარ არის საჭირო ?
თუ საჯარიმო ქვითარში მითითებულია 125მუხლი, 6 ნაწილი და ქვეპუნქტი არ არის მითითებული.რა თანხაა ამ შემთხვევაში გადასახდელი? >:(
საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.“ მაგრამ კანონში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 7 პუნქტი „1 7. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.
tlaliashvili@hotmail.com
მუხლი 54. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი
ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე; - რას ნიშნავს ვადა - 2007 წლის 01 ივლისამდე???? არსებული ამ პერიოდამდე სიის გადახედვა თუ მექანიკური შეცდომაა?
:)
სამუშაო დღე ნიშნავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დღეს. ანუ სამუშაო დღე არის: დღე შაბათ კირისა და კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა.
საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანება;
ამ მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაში მითითებულია, რომ “აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაუშვებელია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება“. მაშინ, როდესაც პარლამენტის საიტზე იგივე წინადადებაში წერია სიტყვა “დასაშვებია“. მემგონი აქ არის არსებითი ხასიათის შეცდომა და იგი საჭიროებს გასწორებას.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ. ამდენად, დამსაქმებელს უფლება აქვს სამსახურიდან დაითხოვოს გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი, რაც გამოიწვევს დასაქმებულთა მასობრივ განთავისუფლებას სამსახურიდან. ზემოხსენებული ნორმა ზღუდავს დასაქმებულების უფლებებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამდენად, თუ დასაქმებული არ დაიცავს გაფიცვის ჩატარების რთულ პროცედურებს და სასამართლო გაფიცვას აღიარებს უკანონოდ, მაშინ ეს გარემოება საფუძვლად არ უნდა დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გაფიცვის უფლება აღიარებულია და ის არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37– ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია.
დასაქმებულთათვის არაფერი გაუმჯობესებულა თითქმის ახალ შრომის კოდექსში. დეკრეტული შვებულება როგორ შეიძლება მხოლოდ 4 თვე იყოს. არავინ არ ფიქრობს ცოტათი მაინც გაზარდონ დეკრეტული შვებულების დრო. მინიმუმ ნახევარი ან ერთი წლით მაინც უნდა შეეძლოს ყველა ორსულს ანაზღაურებადი შვებულების აღება!!!!
საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები