Об амнистии

 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

მუხლი 1 

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე.

2. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.    

3. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას.      

4. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.       

5. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას.   

მუხლი 2

პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება.

მუხლი 3

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ გაასხვისა.   

4. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, აღნიშნული ჯარიმა და ქონება მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

მუხლი 4

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − იმავე პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (მსჯავრდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.   

3. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ბრალდებულის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებას და ბრალდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.

4. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას და მსჯავრდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.

5. ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

მუხლი 5

1. პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით შესაბამისი განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. თუ ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება შეუძლებელია, პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შეტანით.

3. ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი:

ა) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს;

ბ) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს;

გ) პირმა, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია და რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, უნდა წარუდგინოს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს გამოითხოვს ამ კანონით დადგენილი წესით;

დ) ძებნილმა პირმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ პროკურორი იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის მისთვის წარდგენიდან 24 საათში. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ამ კანონის შესაბამისად.

5. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ სასამართლო იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად. 

მუხლი 6

1. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.

2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული;

გ) მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.

5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე) უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (გარდა ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შემთხვევისა) მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის:

ა) შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის და ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებასთან ერთად ან პრობაციის რეჟიმში ყოფნასთან ერთად ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ იმავე სასამართლოს მოთხოვნით მას მსჯავრდებულის პირად საქმეს მოთხოვნიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის:

ა) ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის; 

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 7

იმ პირს, რომელზედაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 8

იმ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 9

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ვადის ათვლა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის ვადის ათვლა დაიწყოს შესაბამისი პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან და ამ ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მსჯავრდების შემთხვევაში მასზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება, თუ აღნიშნულ პირს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − მან შესაბამისი მიწის ნაკვეთის ღირებულება საბოლოო განაჩენის გამოტანიდან 12 თვეში გადაიხადა.

მუხლი 10

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.

2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობიდან 4 თვის ვადაში.

მუხლი 11

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3670-XIIIმს-Xმპ

Об амнистии

 

Исходя из принципов гуманизма в качестве разовой, временной и особой меры, с учетом характера и природы преступлений, на основании настоящего Закона освобождаются от уголовной ответственности и наказания лица, обвиняемые и осужденные за совершение соответствующих преступлений, предусмотренных Уголовным кодексом Грузии (Сакартвелос саканонмдебло мацне № 41 (48), 1999 год, ст. 209).

 

Статья 1

1. Амнистия, предусмотренная настоящим Законом, распространяется только в случае приобретения права собственности на земельный участок сельскохозяйственного назначения, находящийся в государственной собственности, путем совершения соответствующего преступления.

2. Освободить от уголовной ответственности обвиняемого, если он приобрел право собственности на земельный участок сельскохозяйственного назначения, находящийся в государственной собственности, путем совершения преступления, предусмотренного статьей 180 или (и) статьей 362 Уголовного кодекса Грузии, до 1 сентября 2023 года, и ущерб, причиненный государству в результате совершения этого преступления/преступлений, возмещен в порядке, установленном настоящим Законом. Освободить от уголовной ответственности также соучастника преступления/преступлений, предусмотренных настоящим пунктом, если причиненный государству ущерб возмещен в порядке, установленном настоящим Законом.

3. Освободить от уголовной ответственности обвиняемого, если он с целью получения права собственности на земельный участок сельскохозяйственного назначения, находящийся в государственной собственности, совершил подготовку или попытку совершения преступления, предусмотренного статьей 180 или (и) статьей 362 Уголовного кодекса Грузии, до 1 сентября 2023 года и признается в подготовке или попытке совершения указанного преступления/преступлений. Освободить от уголовной ответственности также соучастника подготовки или попытки совершения преступления/преступлений, предусмотренных настоящим пунктом, если он признается в соучастии в подготовке или попытке совершения указанного преступления/преступлений.

4. Освободить от наказания, в том числе, от неисполненного штрафа, условного осуждения осужденного, если он приобрел право собственности на земельный участок сельскохозяйственного назначения, находящийся в государственной собственности, путем совершения преступления, предусмотренного статьей 180 или (и) статьей 362 Уголовного кодекса Грузии, до 1 сентября 2023 года, и ущерб, причиненный государству в результате совершения этого преступления/преступлений, возмещен в порядке, установленном настоящим Законом. Освободить от наказания, в том числе, неисполненного штрафа, условного осуждения также соучастника преступления/преступлений, предусмотренных настоящим пунктом, если причиненный государству ущерб возмещен в порядке, установленном настоящим Законом.

5. Освободить от наказания, в том числе, от неисполненного штрафа, условного осуждения осужденного, если он с целью получения права собственности на земельный участок сельскохозяйственного назначения, находящийся в государственной собственности, совершил подготовку или попытку совершения преступления/преступлений, предусмотренных статьей 180 или (и) статьей 362 Уголовного кодекса Грузии, до 1 сентября 2023 года, и признается в подготовке или попытке совершения указанного преступления/преступлений. Освободить от наказания, в том числе, от неисполненного штрафа, условного осуждения также соучастника подготовки и попытки совершения преступления/преступлений, предусмотренных настоящим пунктом, если он признается в подготовке или попытке совершения указанного преступления/преступлений.

 

Статья 2

Лица, на которых распространяется амнистия, предусмотренная настоящим Законом, считаются лицами, не имеющими судимости.

 

Статья 3

1. Амнистия, предусмотренная настоящим Законом, не распространяется: на государственных служащих, публичных служащих, на сотрудников, осуществлявших публично-правовые полномочия в государственном предприятии, юридическом лице публичного права, непредпринимательском (некоммерческом) юридическом лице, совершивших определенные настоящим Законом преступления с использованием служебного положения.

2. Амнистия, предусмотренная настоящим Законом, не распространяется на случаи совершения преступлений, определенных настоящим Законом организованной группой.

3. Амнистия, предусмотренная настоящим Законом, не распространяется на лиц, которые произвели отчуждение права собственности на земельный участок, определенный настоящим Законом, после 31 августа 2023 года.

4. Если к моменту введения настоящего Закона в действие штраф и лишение имущества, назначенные за совершение преступления, предусмотренного настоящим Законом, исполнены, указанные штраф и имущество осужденному не возвращаются.

 

 Статья 4

1. Под возмещением причиненного государству ущерба, предусмотренного пунктом 2 статьи первой настоящего Закона, подразумеваются оставление обвиняемым, определенным тем же пунктом, в пользу государства права собственности на земельный участок, определенный настоящим Законом, в состоянии, свободном от какого-либо правового обременения (в том числе, права ипотеки/залога), до 1 сентября 2024 года, а если это невозможно, – уплата стоимости указанного земельного участка каким-либо лицом (обвиняемым или соучастником), совершившим преступление, предусмотренное тем же пунктом, в пользу государственного бюджета Грузии до 1 сентября 2024 года.

2. Под возмещением причиненного государству ущерба, предусмотренного пунктом 4 статьи первой настоящего Закона, подразумеваются лишение осужденного соответствующего земельного участка в пользу государства, а если это было невозможно, – уплата стоимости указанного земельного участка каким-либо лицом (осужденным или соучастником), совершившим преступление, определенное тем же пунктом, в пользу государственного бюджета Грузии до 1 сентября 2024 года.

3. При отчуждении части земельного участка, предусмотренного настоящим Законом, под возмещением причиненного государству ущерба, определенного пунктом 2 статьи первой настоящего Закона, подразумеваются оставление обвиняемым, определенным тем же пунктом, в пользу государства права собственности на оставшуюся часть земельного участка, определенного настоящим Законом, в состоянии, свободном от какого-либо правового обременения (в том числе, права ипотеки/залога), и уплата обвиняемым или соучастником стоимости отчужденной части того же земельного участка в пользу государственного бюджета Грузии.

4. При отчуждении части земельного участка, предусмотренного настоящим Законом, под возмещением причиненного государству ущерба, определенного пунктом 4 статьи первой настоящего Закона, подразумеваются лишение осужденного оставшейся части указанного земельного участка в пользу государства и уплата осужденным или соучастником стоимости отчужденной части того же земельного участка в пользу государственного бюджета Грузии.

5. Стоимость земельного участка или его части, определенная настоящим Законом, определяется заключением экспертизы с учетом ситуации, сложившейся на момент совершения соответствующего преступления.

 

Статья 5

1. Лицо (в том числе, разыскиваемое лицо), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия, с целью оставления в пользу государства права собственности на земельный участок, определенный настоящим Законом, в состоянии, свободном от какого-либо правового обременения (в том числе, права ипотеки/залога), подает соответствующее заявление в юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство публичного реестра.

2. Если оставление права собственности на определенный настоящим Законом земельный участок или его часть в пользу государства невозможно, лицо (в том числе, разыскиваемое лицо), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия, должно уплатить стоимость указанного земельного участка или его части в пользу государственного бюджета Грузии путем внесения соответствующей суммы на счет Государственного казначейства.

3. Решение юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального агентства публичного реестра об оставлении права собственности на земельный участок, предусмотренный настоящим Законом, в пользу государства или (и) документ, удостоверяющий внесение соответствующей суммы на счет Государственного казначейства:

а) должны быть представлены лицом (в том числе, разыскиваемым лицом), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия, соответствующему прокурору на стадии расследования уголовного дела;

б) должны быть представлены лицом (в том числе, разыскиваемым лицом), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия в соответствующий суд на стадии рассмотрения уголовного дела судом;

в) должны быть представлены лицом, на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия и в отношении которого завершено судопроизводство по уголовному делу, в районный (городской) суд, вынесший в отношении него первоначальный приговор. Суд истребует материалы указанного уголовного дела в порядке, установленном настоящим Законом;

г) должны быть представлены соответствующему прокурору разыскиваемым лицом, судопроизводство по уголовному делу в отношении которого завершено или в отношении которого приговор, вынесенный районным судом, не был обжалован в суде апелляционной или кассационной инстанции. С целью распространения на указанное лицо амнистии, предусмотренной настоящим Законом, прокурор в порядке, установленном настоящим Законом, обращается в районный (городской) суд, вынесший первоначальный приговор.

4. Если на стадии расследования текущего уголовного дела на земельный участок, предусмотренный настоящим Законом, наложен арест, после подачи определенного пунктом первым настоящей статьи заявления в юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство публичного реестра прокурор на основании заявления лица (в том числе, разыскиваемого лица), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия, принимает решение об обращении в суд с ходатайством об отмене ареста, наложенного на данный земельный участок, с целью оставления права собственности на указанный земельный участок в пользу государства. Ходатайство подается в суд по месту проведения судебного расследования. Суд принимает соответствующее решение в течение 24 часов после подачи ходатайства. После принятия судом соответствующего решения и удовлетворения надлежащих условий, предусмотренных настоящим Законом, решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на лицо (в том числе, разыскиваемое лицо), определенное настоящим Законом, принимает прокурор в соответствии с настоящим Законом.

5. Если на стадии рассмотрения судом текущего уголовного дела на земельный участок, предусмотренный настоящим Законом, наложен арест, после подачи заявления, определенного пунктом первым настоящей статьи, в юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство публичного реестра суд на основании заявления лица (в том числе, разыскиваемого лица), на которое распространяется предусмотренная настоящим Законом амнистия, принимает решение об отмене ареста, наложенного на данный земельный участок, с целью оставления права собственности на указанный земельный участок в пользу государства. После принятия судом указанного решения и удовлетворения надлежащих условий, предусмотренных настоящим Законом, решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на лицо (в том числе, разыскиваемое лицо), определенное настоящим Законом, принимает суд в соответствии с настоящим Законом.

 

Статья 6

1. Решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на лицо (в том числе, на разыскиваемое лицо), определенное настоящим Законом, на стадии расследования уголовного дела принимает соответствующий прокурор.

2. Решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на лицо (в том числе, на разыскиваемое лицо), определенное настоящим Законом, на стадии рассмотрения уголовного дела судом принимает соответствующий суд.

3. Если судопроизводство по уголовному делу завершено, решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на лицо (в том числе, на разыскиваемое лицо), определенное настоящим Законом, принимает районный (городской) суд, вынесший в отношении него первоначальный приговор.

4. Решение о распространении предусмотренной настоящим Законом амнистии на разыскиваемого осужденного принимает:

а) апелляционный суд, если приговор, вынесенный в отношении него районным (городским) судом, обжалован в порядке, установленном частью 3 статьи 292 Уголовно-процессуального кодекса Грузии;

б) Верховный Суд Грузии, если приговор, вынесенный в отношении него Апелляционным судом, обжалован в порядке, установленном частью 3 статьи 300 Уголовно-процессуального кодекса Грузии;

в) районный (городской) суд, вынесший в отношении него первоначальный приговор, если указанный приговор не был обжалован в порядке, установленном частью 3 статьи 292 или частью 3 статьи 300 Уголовно-процессуального кодекса Грузии.

5. Прокурор или суд (судья), принявший указанное решение, направляет информацию о решении, предусмотренном пунктами первым–4 настоящей статьи, в юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство публичного реестра.

6. В случае, определенном пунктом 3 настоящей статьи (за исключением случая распространения амнистии, предусмотренной настоящим Законом, на разыскиваемого осужденного), личное дело осужденного в 3-недельный срок после введения настоящего Закона в действие в районный (городской) суд, вынесший в отношении осужденного первоначальный приговор, направляют:

а) соответствующее пенитенциарное учреждение – в случае, если осужденный отбывает наказание в пенитенциарном учреждении и в качестве одного из видов наказания ему назначено лишение земельного участка, предусмотренное настоящим Законом;

б) соответствующий территориальный орган юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального агентства превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации – в случае, если осужденному вместе с назначением наказания, не связанного с заключением под стражу, или нахождением в режиме пробации, в качестве одного из видов наказания назначено лишение земельного участка, предусмотренное настоящим Законом.

7. В случае, предусмотренном пунктом 3 настоящей статьи, после представления в районный (городской) суд, вынесший первоначальный приговор, документа, удостоверяющего внесение соответствующей суммы, определенной подпунктом «в» пункта 3 статьи 5 настоящего Закона, по требованию того же суда личное дело осужденного ему в 3-недельный срок после требования направляет:

а) пенитенциарное учреждение, в котором осужденный отбывает наказание;

б) соответствующий территориальный орган юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального агентства превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации – Бюро превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации, если осужденному назначено наказание, не связанное с заключением под стражу, или он находится в режиме пробации.

8. В случаях, определенных пунктом 3 или подпунктом «в» пункта 4 настоящей статьи, Прокуратура Грузии с целью распространения предусмотренной настоящим Законом амнистии на разыскиваемого осужденного в письменной форме обращается в районный (городской) суд, вынесший в отношении него первоначальный приговор.

9. Суд правомочен рассмотреть вопрос, предусмотренный настоящей статьей, в устном слушании или без устного слушания.

 

Статья 7

Лица, на которых распространена предусмотренная настоящим Законом амнистия, вправе в однократном порядке обжаловать решение о применении к ним настоящего Закона в Палате по уголовным делам Верховного Суда Грузии в 2-недельный срок после вручения им указанного решения. Суд рассматривает жалобу без решения вопроса о ее допустимости в 10-дневный срок после подачи ему указанной жалобы. Суд правомочен рассмотреть жалобу в устном слушании или без устного слушания.

 

Статья 8

Лица, на которых распространяется амнистия, предусмотренная настоящим Законом​​, вправе пользоваться правом на рассмотрение их уголовных дел справедливым судом.

 

Статья 9

1. В случае возбуждения уголовного преследования в отношении лица за совершение преступления, подлежащего амнистии, предусмотренной настоящим Законом, после введения настоящего Закона в действие, исчисление срока оставления в пользу государства права собственности на земельный участок, определенный настоящим Законом, в состоянии, свободном от какого-либо правового обременения (в том числе, права ипотеки/залога), а в случае, если указанное невозможно, – исчисление срока уплаты стоимости данного земельного участка начать с момента признания соответствующего лица обвиняемым и определить указанный срок не более чем 12 месяцами.

2. В случае осуждения лица, определенного пунктом первым настоящей статьи, на него распространяется амнистия, предусмотренная настоящим Законом, если земельный участок, определенный настоящим Законом, был изъят у указанного лица в пользу государства, а если вышеуказанное было невозможно, – оно уплатило стоимость соответствующего земельного участка в течение 12 месяцев после вынесения окончательного приговора.

 

Статья 10

1. Амнистию, предусмотренную настоящим Законом, исполнить до 1 января 2025 года.

2. В случае, определенном статьей 9 настоящего Закона, амнистию, предусмотренную настоящим Законом, исполнить в 4-месячный срок после возникновения соответствующего правового основания.

 

Статья 11

Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

 

Президент Грузии                                                                               Саломе Зурабишвили

 

Тбилиси

15 ноября 2023 г.

№ 3670-XIIIтс-пXс

ри