კომენტარები

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საბოლაო ანგარიშსწორებისას სასურველია მიეთითოს ანაზღაურების დანამატი დღე თვეებზე რმელზეც შვებულება არ უსაეგებლია

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

30 კალენდარული დღის ნაცვლად ჩვენის აზრით უნდა უყოს 30 სამუშაო დღე

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

30 კალენდარული დღის ნაცვლად ჩვენის აზრით უნდა უყოს 30 სამუშაო დღე

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უნდა მიეთითოს რამდენი თვის ანაზღავრება ან კონპენსაცია ეკუთვნის

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჩვენის აზრით ქ.ლაზიკაზე ნაადრევია კონსტიტუციში ლაპარაკი მანამდე სხვა პრიორიტეტეტებს უნდა მივხედოთ, რომლებიც მრავლად არის წარმოდგენილი და სასწლაფო რეაგირება სჭირდება.....

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 38 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. მაგრამ კანონში არ არის მითითებული თუ, რას გამოიწვევს ზემოხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობა. თუ, დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილია ზემოხსენებულ 38 1–ე მუხლს დაემატოს მე–3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: "ამ კანონის 38 1–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დამსაქმებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ორი თვის შრომის ანაზღაურება."

მრჩეველი's picture
მრჩეველი (ნაირა ლობჯანიძე )
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/09
ბოლო შემოს: 2023/05/01 18:28:06
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა შეიძინა უძრავი ქონება და მიიღო დღგ-ს ჩათვლა, ვინაიდან ერთი წლის მერე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შეადგენდა 100 ათას ლარზე ნაკლებს, გააუქმა დღგ-ს რეგისტრაცია, მოხდება თუა არა ჩათვლილი დღგ-ს აღდგენა რა წესით? მოქმედი მუხლი ამ შემთხვევას არ ითვალისწინებს.

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/04/17 18:22:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1"5" პუნტში ძალიან ზოგადად არის მოხსენიებული "..სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შედეგად". თუ არ დაკონკრეტდა, რა ფორმით გადაცემაზეა საუბარი, აქტივების რა მოცულობის და სხვა კონკრეტული საკითხები, ბუნდოვანი ფორმულირებაა და ბევრ დავას წარმოშობს.

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/04/17 18:22:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბოლო მე-4 პუნქტი: თუ შინაგანაწესი აუმჯობესებს დასაქმებულ(ებ)ის მდგომარეობას, იგი მაინც ბათილია. ეს შესაძლოა გახდეს ამ ნორმის არაკეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველი: დამსაქმებელმა დააწესოს შეღავათები და დასაქმებულისთვის სასარგებლო სხვა ნორმები, თუმცა შემდგომში მათი ბათილობის მოტივით არ შეასრულოს ისინი.

UCG1's picture
UCG1 (Sps pixel property)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/08
ბოლო შემოს: 2024/04/17 18:22:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1"1"-ში ბუნდოვანია, თუ რა არის "ადეკვატური დასვენების დრო" ან რა მიზნებს ემსახურება მისი აქ არსებობა. 12 საათი ცვლებს შორის არ მიიჩნევა საკმარის ადეკვატურ დასვენებად? კავშირი "და" ნიშნავს, რომ აუცილებლად 12 საათიც უნდა იყოს ცვლებს შორის და ხსენებული "ადეკვატური დასვენებაც"?

smakharo (სოფიკო მახარობლიძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/28
ბოლო შემოს: 2013/10/28 16:53:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანაზღაურებად ითვლება ის 600 ლარი რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. საჯარო სამსახურში 4 თვის ხელფასსაც ხო იხდიან, კერძო სამსახურმა რა დააშავა, ჩვენც ხომ ვიხდით ბიუჯეტში ყოველთვე 20% , სასურველია რომ ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში იყოს მიუხედავად იმისა საჯარო მოხელეა თუ კერძო სამსახირში მუშაობს

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამინისტრო არის ვალდებული 2007 წლის 1 ივლისამდე შეადგინოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, და დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი

shavlego90's picture
shavlego90 (Tornike nadiradze)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/05/27
ბოლო შემოს: 2019/09/17 18:57:48
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვერ დაგეთანხმებით. "ამ მასალის გადაუცემლობაში" ნამდვილად არ იგულისხმება ის მასალა, რომელიც მხარეს გადავეცი. ზოგადად იდეა ძალზე მარტივია მე-3 ნაწილის. აქ საუბარია მხოლოდ იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, რომლის გადაცემაც მხარის მიერ არ მომხდარა, მაშინ როცა აღნიშნული მტკიცებულება ამ უკანასკნელს უკვე მოპოვებული ჰქონდა. ეს გამომდინარეობს ლოგიკურადაც და წინადადების სტრუქტურიდანაც.

Nini P (Nino (Nini) Popkhadze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/07/29
ბოლო შემოს: 2013/08/24 00:26:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გზშ-სგან გათავისუფლება წინააღმდეგობაში მოდის ორჰუსის კონვენციასთან, რადგან ფაქტიურად გამორიცხავს საზოგადოების ჩართულობას. პლიუს სახელმწიფოებრივი ინტერესი არაა განმარტებული და ბუნდოვანია :-O

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“, „ჟ“, „ტ“ ქვეპუნქტებში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტეში, მე-13 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში , მე-17 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-19 მუხლში, მე-20 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებში, 21-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, 23-ე მუხლის სათაურში, პირველ, მე-2, პუნქტებში, 24-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, 25-ე პირველი, მე-3, მე-4 პუნქტებში, 26-ე მუხლის მე-3, მე-6 პუნქტებში, 29-ე მუხლის პირველი, მე-4 პუნქტში, მე-8 პუნქტში, 30-ე მუხლის პირველ პუნქტში, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 33- მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებში, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში, სიტყვები: „თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/04
ბოლო შემოს: 2014/03/20 15:06:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ყოველ ნამუშევარ თვეზე,რომელზედაც არ უსარგებლია შვებულება მიეცეს 2-სამუშაო დღის ანაზღაურება.

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაინტერესებ რა სახის ხელშეკრულება უნდა დაიდოს დირექტორთან, ისინი ხომ ჩვეულებრივი დასაქმებულები არ არიან, მეტიც ისინი შრომით ურთიერთობებში მონაწილეობენ როგორც დამსაქმებლები ამიტომ ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება ასეთ დროს არ გამოდგება.

გურამI's picture
გურამI (გურამ)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/31
ბოლო შემოს: 2016/02/21 12:48:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვფიქრობ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა პოზიტიური მოვლენაა.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2023/03/02 20:18:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან." სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. ვინაიდან, ჯერ იმის თქმა რომ გადაცემის თარიღად ჩაითვალოს გაგზავნის თარიღი, ხოლო შემდგომ დაზუსტდეს და ითქვას - ფაქტობრივად გადაცემის თარიღი-ო... "მინიმუმ" არალოგიკურია! ამიტომ, შესაბამისი ნაწილი საჭიროა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "4. თუ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი დოკუმენტის/წერილის გადაცემისთვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისთვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისთვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან".

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/09
ბოლო შემოს: 2024/01/31 16:11:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის პირველ პუნქტში არის შეცდომა, კონკრეტულად: არ შეიძლება გასაშვილებელი პირი იყოს მშვილებლის დედინაცვალი ან მამინაცვალი.. რადგან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი ითვლება სრულწლოვნად და შესაბამისად, ვერ დააკმაყოფილებს ამავე კანონის მოთხოვნებს გასაშვილებელი ბავშვის შესახებ

cicoxaduri (cicoxaduri)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/02
ბოლო შემოს: 2015/01/03 10:36:16
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ახალ რედაქციაში დამატებულია ფრჩხილებში(გარდა იჯარით,ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) რას ნიშნავს?-თუ კომერციული ფართია და იჯარით არის გაცემული და მესაკუთრემ მიჰყიდა ეს ფართი მთლიანად მეორე დღგ-ს გადამხდელს თავის მოიჯარიანად, არ ჩაითვლება საწარმოს მიწოდებად?

joto (მალხაზი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/08/07
ბოლო შემოს: 2013/08/07 10:20:05
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოქმედებს თუ არა კანონის ეს მუხლი იმ პირებზე რომლებმაც 2013 წელს უკვე ისარგებლეს ანაზღაურებადი 24 დღიანი შვებულებით?.

diadia's picture
diadia (diana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/04/19 08:00:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

42-ე მუხლის სათაურში აშკარა შეცდომაა და/ან, ის არ პასუხობს ამ მუხლის შინაარს.

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2012/11/15
ბოლო შემოს: 2024/01/02 02:33:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის მე–7 პუნქტი და ამ მუხლის მე–9 პუნქტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არიან, რადგან მე–7 პუნქტით აკრძალულია თამბაქოს რეკლამირება ტელევიზიასა და რადიოში, ხოლო მე–9 პუნქტი კი ამბობს–თამბაქოს ტელევიზიაში ან რადიოში რეკლამირებისას, გაფრთხილება უნდა გახმოვანდეს. გთხოვთ მიპასუხოთ წინააღმდეგობის მიზეზი/არსი?

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი რომელ აქტშია?

Goga___ (გიორგი ჩიქოვანი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/08/08
ბოლო შემოს: 2013/08/26 05:01:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

:)

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მთავრობის დადგენილება იქნება, რომელიც ჯერ არ მიუღიათ :-)

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აბა რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ, ან თუკი ყველა 48 საათიან რეჟიმს აირჩევს რის საფუძველზე უნდა იდაონ დასაქმებულებმა?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ჩემი აზრით, თუ საწარმოში შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, შესაძლებელია კვირაში 48 საათიანი დროის დაწესება იქამდეც, სანამ არ მიღებს მთავრობა ამ დადგენილებას და ბუნებრივია ყველა თანამშრომელზეც ვერ გაავრცელებთ 48 საათიან რეჟიმს,ეს მხოლოდ შესაბამის რეჟიმში დასაქმებულებზე გავრცელდება.

qeti-jorbe (qeTevan jorbenaZe)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/08/11
ბოლო შემოს: 2013/10/11 15:09:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შეზღუდული შესაძლებლობის პირების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი მინიმუმის 30000 დან 60000მდე გაზრდის შესახებ შესწორება არ შესულა ძალაში?

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/06/21
ბოლო შემოს: 2015/02/11 16:52:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კი, ვინაიდან 21-ე მუხლის მიხედვით შვებულების ვადა არის 24 დღე, 26-ე პრიმა მუხლი კი შეეხება დამატებით შვებულებას ანუ მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს სულ ეძლევა შვებულება 34 კალენდარული დღის ვადით. 22-ე მუხლის მე-3 ნაწილში კი მითითებულია რომ შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. ანუ თუკი 24 დღე აქვს გამოყენებული შეუძლია კიდევ გამოიყენოს 10 დღე

zviadi.gm (შპს ,,ჯორჯიან მარგანეზი")
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/07
ბოლო შემოს: 2014/06/12 17:39:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამავე საწარმოში მომუშავე ნებისმიერ სხვა დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ ისიც გახდეს ასეთი კოლექტიური ხელშეკრულების მხარე.

ალბათ

დასაქმებულთა გაერთიანება

უნდა ეწეროს,თორემ ყველა დასაქმებულს ცალკე კოლექტიურ ელშეკრულებას ვერ გაუფორმებენ.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196 1-ე, 196 2-ე, 196 4-ე, 196 5-ე, 196 6-ე, 197-ე, 220-ე მუხლებში მითითებული სიტყვები: „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილება“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახური“, ვინაიდან, მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, მე-12 მუხლი, მე-13 მუხლი და სხვა მუხლები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს, ამასთანავე, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან, შესაბამისად არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებები, აღნიშნული განყოფილებების ფუნქციას ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები.

maribusku's picture
maribusku (mari)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/12
ბოლო შემოს: 2015/04/24 13:51:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

41-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, რამდენჯერ არის შესაძლებელი მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულების გაფორმება, ან შესაძლებელია თუ არა ეს პერიოდი გამოყენებული იქნეს ნაწილ-ნაწილ, გაურკვეველია

პაპუ (პაპუნა ძიძიგური)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/08/26
ბოლო შემოს: 2013/08/26 05:11:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამონათვალი არ შეიცავს მიწის ნაკვეთებს, რასაც მრავლად ფლობს თვითმმართველი ერთეული

პაპუ (პაპუნა ძიძიგური)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/08/26
ბოლო შემოს: 2013/08/26 05:11:10
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-5 პუნქტში ჩანს, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ან რეგისტრირებული პირი თვითმმართველი ერთეულის ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს, თუმცა სპეციალური განმარტება ამის შესახებ არ არსებობს. ასეთი განმარტება აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მოქალაქწმ გაითავისოს რა ქონების მფლობელი და მეპატრონეა

tata150's picture
tata150 (თამარ ცერცვაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/25
ბოლო შემოს: 2017/10/13 10:31:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რომ არ წამეკითხა ვერც გავითვალისწინებდი.. მადლობა

giorgi07's picture
giorgi07 (გიორგი კაკაბაძე)
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/03
ბოლო შემოს: 2018/10/31 16:14:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ არის დანართები ხო უნდა ერთვოდეს?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-2 პუნქტს რაც შეეხება, 21 წელს გადაცილებული პირების მიერ ცივი იარაღის ტარება არ არის აკრძალული არც სისხლის და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ! ასე რომ მკვდარი ნორმა გამოდის ეს, იმიტომ რომ ამ ნორმის დარღვევისთვის ანუ ცივი იარაღის ტარებისთვის ვერ დაისჯება 21 წელს გადაცილებული პირი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №10 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში- „გ) მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: არ არის მითითებული თუ რომელი მუხლის მე–5 პუნქტში შედის ცვლილებები. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე–18 1 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“.

salomenatroshvili (სალომე ნატროშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/08/28
ბოლო შემოს: 2014/03/28 16:32:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული დებულებით მსესხებელი არის აბსოლუტურად დაუცველი, ვინაიდან გამსესხებლს ლეგიტიმური შესაძლებლობა ენიჭება, არაგონივრულად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესებისა, რასაც სასამართლო, ამგვარი ჩანაწერის გამო, ვერ შეამცირებს.

shako jgenti's picture
shako jgenti (shako jgenti)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/09/03
ბოლო შემოს: 2017/01/10 20:09:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სტაჯირება არის თუ არა ანაზღაურებადი ან რად ითვლება გამოსაცდელ ვადად თუ სხვა რამაა?

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/05
ბოლო შემოს: 2015/02/19 17:17:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1 წლამდე ვადით სავალდებულოა რომ დარეგისტრირდეს თუ ხელშეკრულების მხარეა კერძო სამართლის იურიდიული პირი?

georgina's picture
georgina (georgina)
სხვა
რეგ. თარ: 2012/05/17
ბოლო შემოს: 2023/08/12 15:43:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 11. პუნქტი7.-ის გვერდის ასავლელად შემსყიდველი ორგანიზაციები შესყიდვის ობიექტს აღწერენ მილიმეტრის სიზუსტით (მაგალითად რკინის კარადებს), რითაც ფაქტიურად ითხოვენ კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტული ბრენდის კონკრეტულ მოდელს.

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/11
ბოლო შემოს: 2024/04/17 20:41:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოგესალმებით. ფაილი არ არის ქართული სიტყვა, არც არის განმარტებული ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში. http://www.ena.ge/orthography-online სასურველია თუ გაითვალისწინებდით. :-)

gio5802's picture
gio5802 (giorgi buadze)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/25
ბოლო შემოს: 2023/10/17 13:36:32
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იხილეთ სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილის "გ" პუნქტი