კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ნინო, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა ნუსხა განსაზღვრულია „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ ბრძანებით (იხ.ბმული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=70600&lang=ge# )

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/11
ბოლო შემოს: 2015/05/12 09:36:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ, მიპასუხეთ, როდესაც დამსაქმებელი ამ მუხლით გათვალისწინებულ "სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე"–ს იყენებს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რამდენად ვალდებულია იხელმძღვანელოს ამავე კანონის 99–ე მუხლით? თუ შეუძლია უბრალოდ, მაგალითად სტეპლერის გატეხვისთვის, გაათავისუფლოს სამსახურიდან???

giviluashvili's picture
giviluashvili (giviluashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2013/12/06
ბოლო შემოს: 2015/07/15 15:04:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საავტორო

NEPALI (tamta kob)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
რეგ. თარ: 2013/12/11
ბოლო შემოს: 2013/12/13 16:06:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

SKOLIS MASWAVLEBLEBTAN DAKAVSHIREBIT TU AMOQMEDDEBA,TAN VINC COTA IMUSHAVA MOGEBULI RCHEBA? MGONI ARASAMARTLIANIA,KARGAD GADAXEDEt SITUACIAS!!!

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ალბათ იგულისხმება "ი" ქვეპუნქტი

ლიანა ხვისტანი (ლიანა ხვისტანი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/12/13
ბოლო შემოს: 2013/12/13 00:58:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აუცილებელი იყო დეკრეტული შვებულების გაზრდა, პირადად მე ოთხი თვის ტყუპები დავუტოვე ძიძას,ძალიან დიდი სტრესი მივიღე, სამსახურში ტირილით მივდიოდი და სამსახურიდან ტირილით მოვდიოდი, ბავშვები ხელოვნურ კვებაზე მყავდა და მოგეხსენებათ რა ძვირია საკვები, იძულებული ვიყავი სამსახურში გავსულიყავი. კარგი იქნება თუ გართულებული მშობიარობის შემთხვევაში 200 დღე იქნება და ამასთან ერთად თუ გართულებული მშობიარობით ტყუპებს გააჩენ დაემატოს დღეების რაოდენობა.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

112-ე მუხლის მე-5 ნაწილში შეტანილი ცვლილებით (საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი,04.07.2012წ.), გადაუდებელი აუცილებლობისას გამომძიებლის დადგენილება აღარ დგება. აღნიშნულთან წინაღმდეგობაში მოვიდა 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც საჭიროებს გასწორებას.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კოდიფიცირებული ვერსიიდან ამოსაღებია მუხლის ძველი რედაქცია.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

50-ე და 55-ე მუხლები უნდა აღდგეს ისე, როგორც იყო 2006 წლამდე, სასამართლოსაც უნდა მიეცეს პროკურატურის ტოლი უფლებები მსუბუქი სასჯელის დანიშვნის დროს, პირობითი მსჯავრის შეფარდების ჩათვლით, ეს აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სისხლის სამართლის მოსამართლეები ამის ღირსნი არ არიან, მაგრამ ეს სხვა საკითხია...

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პროცენტს ბაზარი არეგულირებს და ასეც უნდა იყოს.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პროკურატურას, ბრალდების მხარეს, აქვს უფლება, ბრალდებულს შეურჩიოს ნებისმიერი სახის მსუბუქი სასჯელი საპროცესო შეთანხმებით, ანალოგიური უფლებები უნდა დაუბრუნდეს სასამართლოსაც, რათა ბრალდებული მთლიანად არ იყოს დამოკიდებული პროკურორის კეთილ ნებაზე და მას ქონდეს ალტერნატივაც, სასამართლოს სამართლიანობის იმედიც.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ქ.ფოთის მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულებით დამტკიცდა ქ.ფოთის მერიის სტრუქტურა. აღნიშნული ბრძანებულება ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტს, რომლითაც, ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურას ამტკიცებს ქალაქ ფოთის საკრებულო. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულება მიღებულია 1997 წელს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მიღებულია 2005 წელს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ახლებურად აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულებით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 –ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, „ქ.ფოთის მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის N344 ბრძანებულება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბაჩანა,
"ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ" საქართველოს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის ( 2001 წლის 2 აგვისტო.№1047-რს) 130–ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების წესს არეგულირებს მოქმედი საქართველოს საარჩევნო კოდექსის" (2011 წლის 27 დეკემბერი.
№5636 –რს) XV თავი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N40 დადგენილება, რომლითაც მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტას“ მიენიჭა უფლებამოსილება საქართველოში ამანათის შემოტანის, დამუშავების და ადრესატისათვის ჩაბარების ან საზღვარგარეთ გატანის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ამდენად, სახელმწიფოს – საქართველოს მთავრობას არა აქვს უფლება კონკრეტულ საწარმოს მიანიჭოს ექსკლუზიური უფლება საქართველოში ამანათის შემოტანის, დამუშავების და ადრესატისათვის ჩაბარებასთან ან საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული დადგენილებით იზღუდება თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია, ე.ი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნები. მხოლოდ კანონით შეიძლება შეიზღუდოს თავისუფალი მეწარმეობა, კონკურენცია და კანონი უნდა იყოს დასაბუთებული. ამასთანავე, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია, ხოლო ამავე კანონის მე–10 მუხლის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფო ორგანომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტის დომინირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ე.ი. საქართველოს მთავრობას არა აქვს უფლება შპს „საქართველოს ფოსტა“ ჩააყენოს დომინირებულ მდგომარეობაში სხვა საწარმოებთან შედარებით.

შენიშვნა:
მე, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება შეიძლება არ შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. უბრალოდ ვსარგებლობ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიტყვის, აზრის თავისუფლების უფლებით და ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას.

ხერხეულიძე's picture
ხერხეულიძე (ნოდარ ხერხეულიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/03
ბოლო შემოს: 2019/12/21 14:01:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალა „„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №404 დადგენილებით და ჩამოყალიბდა შემდეგნარად:

2. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენი­ლე­ბის დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმა­ციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა ადმი­ნის­ტრა­ცი­ული საჩივრის ფორმების/ნიმუშების და გასაჩივრების წე­სის შესახებ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნებაც ადმინისტრა­ციულმა ორგანოებმა საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე უნდა უზრუნველყონ 2014 წლის 1 მარტამდე.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოში, ფაქტობრივად, მართლმსაჯულება ხორციელდება პროკურატურაში, აქ წყდება საქმე, რადგან სასჯელის შერჩევა და შეფარდება ხდება პროკურორის კაბინეტში

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სასამართლოსაც უნდა მიეცეს პროკურატურის მსგავსი უფლებები: ნებისმიერი მსუბუქი სასჯელის შერჩევისა და შეფარდების , მოსამართლეს კი პიროვნულად უნდა შეუმცირდეთ მხარეთა თუ დამსწრეთა თავიანთი შეხედულებისამებრ უაპელაციოდ დაჯარიმებისა თუ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების უფლება, მოსამართლეთა მხრიდან იგრძნობა ზიზღი ხალხის მიმართ და ეს უნდა გათვალისწინებული იქნეს!

coolgia (გიორგი მაგრაქველიძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/01/11
ბოლო შემოს: 2014/03/11 10:26:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შეგიძლიათ მიპასუხოდ : უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში კანონში არ არის განმარტება , როგორ ჯარიმდება ნასვამობის შემთხვევაში

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო გიორგი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე–17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან, ამავე კოდექსის 116–ე მუხლი არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვა წესს, ის პასუხს აგებს საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე.

teakoo (თეა დემეტრაშვილი)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2014/01/12
ბოლო შემოს: 2014/01/12 23:25:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

iqneb gagvagebinot tvalebit dainvalidebul,shezgudul shesadzleblobis pirebsac gvaaaqvs uflebebi? an iqneb kanonshi shevides visac pensia ar gvaqvs danishnuli yvela jgufis invalidebma mivigot pensia.radgan dzalian gvichirs mushaoba da komunalurebs mainc gavwvdebodit am pensiit

ucha-tamuna (ucha odishelidze)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/11/14
ბოლო შემოს: 2014/05/14 00:12:32
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ გულისხმობს თანასწორობას მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებებისას,არამედ გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე განურჩევლად ყველაფრისა. რა თქმა უნდა, ამ მუხლში ყველა გარემოება ჩამოთვლილი ვერ იქნება. რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც ამ მუხლში არ არის ნახსენები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაგ: ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციურია. მათ შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ამა თუ იმ მუხლის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს. ასევე მინდა შეგახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომელიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომიდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური სულაც არ არის, ეს არ ზღუდავს მათ უფლებას, ჩაატარონ ესა თუ ის მანიფესტაცია. ქორწინების აკრძალვას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია, იმდენად, რამდენადაც კონსტიტუცია აღიარებს ქორწინების უფლებას (36-ე მუხლი) და არ წერია, რომ მაინც და მაინც ქალი და კაცი უნდა დაქორწინდეს. ჰომოსექსუალები, რა თქმა უნდა, ჯვარს ვერ დაიწერენ, რადგან მართმადიდებლური რელიგია კრძალავს ასეთ რამეს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არ არის გამოცხადებული და, შესაბამისად, „ლგბტ“ პირების ქორწინების უფლების შეზღუდვა არ შეიძლება, თუმცა ეს როგორც ჩემთვის, ასევე უმრავლესობისთვის მიუღებელია, მაგრამ სამართლებრივად ეს უფლება მათ უნდა ჰქონდეთ.

mir-trans (მირ-ტრანს)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2014/01/14
ბოლო შემოს: 2014/01/14 12:09:19
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ ამიხსნათ ფორმა №II–085 ხელზე უნდა ჩავაბაროთ მომსახურეობის სერვის ცენტრებში თუ ელექტრონულად შეგვიძლია გავაგზავნოთ?

მიხეილი87 (მიხეილ მელაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/11/29
ბოლო შემოს: 2014/02/10 10:26:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოძიებას ვერ ავხერხებ ,იქებ ვინმემ მითხრათ რეკვიზიტები.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დაზარალებულს მიეცეს უფლება განცხადებით მიმართოს გამომძიებელს ან სასამართლოს (საქმის მწარმოებელ ორგანოს) და მოითხოვოს სამოქალაქო წესით სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბრალდებულის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება, ამით დაზარალებულს ექნება გარკვეული გარანტიები თავისი ზიანის ანაზღაურების.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას არ უნდა გამოაკლდეს კომპენსაციის თანხა, რადგან ეს კომპენსაციის თანხა ისედაც ძალიან ცოტაა (ამ თანხის ზედა ზღვარი შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად მოსამართლეს მიეცეს მეტი ლავირების საშუალება).

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო მიხეილ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლით მე–2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებამდე მოქმედებს „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (20 სექტემბერი 2013 წ.
N1262-Iს) მე–2 მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. ბმული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2030263#DOCUMENT:1; )

მიხეილი87 (მიხეილ მელაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/11/29
ბოლო შემოს: 2014/02/10 10:26:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის :)

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ცივი იარაღის ტარების შემთხვევაში ხომ არ არის ასაკის ზღვარი დასაწევი?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

აღნიშნული მუხლი სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, კონკრეტული ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში აღრევის ფგამოსარისხად სასურველია შესაძლო ან დამდგარი შედეგიდან გამომდინარე კანონმდებელმა დაყოფით(თუნდაც თანხის შესაბამისად) გამიჯნოს რომელ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ფაქტი ადმინისტრაციულ ან სისხლის სამასართალდარღვევად.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

181–ე პრიმასთან დაკავშირებით კომენტარის ღილაკი არ აქვს და ამიტომ ამ მუხლის გრაფაში ვაგზავნი. მუხლის მე–4 ნაწილი მიუთითებს იმ პირებზე რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ. პირს შეიძლება კანონით ასეთი უფლება ჰქონდეს, მაგრამ არ სარგებლობდეს, შესაბამისად იარაღის ტარების უფლების სათანადო დოკუმენტიც არ გააჩნდეს. გამოვლენისას სამართალდამცავს თუ არ ექნება ასეთი პირის სამსახურებრივი წარსულის ელექტრონული ფორმით ოპერატიულად გადამოწმების საშუალება შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს. პირს ვალდებულება არ აქვს ყოველდღიურად ატაროს ბრძანება მისთვის უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ან კანონით ვისზეც დაშვებულია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის (თუნდაც წარსულში) ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მე–15 მუხლის თანახმად N3 დანართის შენიშვნის მე–5 პუნქტში ჩამითვლილი თანამდებიბის პირთა თანმხლებ პირებს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ხარჯების საბუთის მიხედვით. სასურველია თანმხლები პირის ცნება ბრძანებულებაში დაკონკრეტდეს, კერძოდ ვინ შეიძლება და რა შემთხვევაში თანმხლებ პირად ჩაითვალოს. ტერმინი ძალიან ზოგადია და ფართო შინაარსით შესაძლოა მისი გამოყენება.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ამასთანავე, ბრძანებულების N3 დანართში დღემდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, მისივე მოადგილეების მაგივრად კვლავ კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეებია მითითებული 2012 წლის ივლისიდან ცვლილება უნდა შესულიყო, ისევე როგორც ამავე დანართის მე–5 შენიშვნაში

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

აღსანიშნავია, რომ ბრძანებულების მე–14 მუხლის თანახმად ქვეყნის შიგნით მივლინების საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოსამსახურეს ეძლევა თანხა არა უმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, მაგრამ საქართველოში თუ რომელი კლასის არის სასტუმრო, დაბალი საშუალო, საშუალოზე მაღალი თუ უმაღლესი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურებში არ არსებობს. სასურველია ასეთი შეფასებითი ბაზის შექმნა(ელექტრონული) და გამოყენების მიზნით გავრცელება.წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია სამივლინებო თანხების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა.