კომენტარები

bevriligroup's picture
bevriligroup (ბევრილი ჯგუფი)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2018/03/15
ბოლო შემოს: 2021/05/08 21:17:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქონებრივი დავის მატერიალურ-სამართლებრივი დეფინიცია მდგომარეობს იმაში, რომ ქონებრივი დავა არის ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული დავა, მიუხე¬და¬ვად იმისა, აღნიშნული სიკეთე მატერიალიზებული ფორმით არსებობს (მი¬წა, შე¬ნობა-ნაგებობა, ავტოსატრანსპორტო საშუალება, საყოფაცხოვრებო ნივთები, ძვირფასეულობა, ფული და ა.შ.) თუ არამატერიალიზებული ფორმით (ფასიანი ქაღალ¬დები, სასაქონლო ნიშანი, სამრეწველო ნიმუში და ა.შ.), მთავარია, რომ დავის ობიექტს ქონება ან ქონებასთან დაკავშირებული უფლება წარმოადგენდეს. (საქართველოს უზენაესი სასამართლო. პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართ¬ლის საკითხებზე საერთო სა¬სა¬მართლოების მოსამართლეთათვის. თბ., 2010, გვ. 14.)

youthforjustice's picture
youthforjustice (nika kvaratskhelia)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/20
ბოლო შემოს: 2021/01/18 15:40:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი
shermadini777's picture
shermadini777 (ლუკა შერმადინი)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
რეგ. თარ: 2019/11/18
ბოლო შემოს: 2019/11/19 18:27:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

191,192,193,194,197 პრიმა / კაზუსი ყადაღისშესახებ

nika tchumbadze's picture
nika tchumbadze (nika)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2019/11/21
ბოლო შემოს: 2019/11/21 16:16:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ რომ მოსარჩელეს შეეძლო უზრუნველყოფის შესახებ განჩინების შეტანა სარჩელის აღძვრამდე სსსკ 192 მუხლის 1-ელი(ალბათ) პუნქტის საფუზველზე.რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის სახეს სსსკ 198 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის სარჩელის უზრუნველყოფის სახეებს რომელიც შეიძკება იქნეს განიყენებული და რომელიც მოიცავს ასევე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას.ამასთან ყადაღის დადების დროს მოსარჩელემ უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტირებელი დოკუმენტი რომელიც განსაზღვრულია 191 მუხლის 2 და 3 პუნქტებში.
ამის შემდგომ უნდა აღვნიშნოთ რომ სასამართლომ დაარღვია მოსარჩელის განცხადების განხილვის ვადა რომელიც განსაზღვრულია 193 მუხლით და აწესებს ერთი დღის ვადას.აღნიშნული კაზუსიდან კი ირკვევა რომ მოსამართლემ დაარღვია განცხადების განხილვის ვადა. ამასთან მოსამართლემ მოსარჩელეს დაუწესა თავისი ინიციატივით  სარჩელის აღძვრის 7 დღიანი ვადა რაც ასევე ეწინაა ღმდეგება კანონს რადგან 192 მუხლის მე-2(ალბათ) პუნქტი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის 10 დღიან ვადას და მისი შეცვლა დაუშვებელია..ამის შემდეგ განვიხილავთ მოპასუხე ა-ს სარჩელს უზრუნველყოფის გაუწმების შესახებ სადაც ჩანს რომ სარჩელის წარდგების 5 დღიანი ვადა არის დარღვეული 194 მუხლის 3 პუნქტის თანახმად..აღნიშნული საჩივარი სასამართლომ მიიჩნია დაუშვებლად და გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში. ამ შემთხვევაში დარღვეულია 197 პრიმა მუხლის 1ელი ან 2 პუნქტები რომელიც გულისხმიბს 5( ან 10) დღიან ვადას განხილვის და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის.

ლუკა ხარჭამაძე's picture
ლუკა ხარჭამაძე (ლუკა ხარჭანაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2019/05/14
ბოლო შემოს: 2020/05/07 16:11:06
კონტაქტი - ყველა კომენტარი
chkheto's picture
chkheto (Giorgi Epitashvili)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/02/10
ბოლო შემოს: 2021/02/26 16:37:54
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული მუხლის პირველ პუნქტის ბოლოს „გადახდევინების უფლება სოლიდურის.“ სავარაუდოდ უნდა იყოს „გადახდევინების ვალდებულება სოლიდურია“

t3mo98's picture
t3mo98 (temo)
სხვა
რეგ. თარ: 2019/02/21
ბოლო შემოს: 2020/02/09 16:45:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

47,53,260,261,368,369,378,416 260,369,379,46(ვ),397

t3mo98's picture
t3mo98 (temo)
სხვა
რეგ. თარ: 2019/02/21
ბოლო შემოს: 2020/02/09 16:45:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსის განხილვა უნდა დავიწყოთ ფაქტით,რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოპასუხემ უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციოში გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება . მოსარჩელედ წარმოდგენილია მხარის (გიორგის წარმომადგენელი )საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93 მუხლში 1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
წარმომადგენელმა ნიკამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98 მუხლი , რაც გულისხმობს წარმომადგენლის უფლებამოსილებას 1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს. მუხლიდან ვგებულობთ, რომ წარმომადგენელს არ აქვს გასაჩივრების უფლება , ნიკამ დაარღვია 98 მუხლი როცა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში. ნიკამ ასევე დაარღვოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379 მუხლი მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.კერძოდ ნიკა დაარღვია 10 დღიანი ვადა , მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება 14 დღეში .
სასამართლომ დაარღვია 379 მუხლი . ამ მუხლის კომენტარებში ვნახულობთ , რომ პირმა რომელმაც შემდეგ ინსტანციაში განხილვაზე უარი თქვა მას შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, იმიტომ რომ მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი . როდესაც ორივე მხარე არ ცხადდება პროცესზე ამ დროს დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231 მუხლი რაც გულისხმობს თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები აქედან ვადგენთ რომ როდესაც ორივე მხარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ ცხადდება გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კაზუსიდან ვიგებთ რომ სასამართლომ განუხილველად დატოვების ნაცვლად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება , რის შედეგადაც სასამართლომ დაარღვია 231 მუხლი . ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მიხედვით რამდენად ჩაბარდა მხარეებს უწყება სასამართლომ უწყვება უნდა ჩააბაროს მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა , რადგან კასუსში ამ გარემოებებზე არაფერია ცნობილი უნდა ჩავთვალოთ რომ მხაარებს უწყება ჩაბარდა კანონის დაცვით . ასევე სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236 მუხლი რაც გულისხმობს მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, აქედან გამომდინარე ვიგებთ , რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუწსრებელი გადწვეტილება საჩივრდება იმავე სასამართლოში და არა საკასაციოში.

t3mo98's picture
t3mo98 (temo)
სხვა
რეგ. თარ: 2019/02/21
ბოლო შემოს: 2020/02/09 16:45:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სასამართლო მთავარი სხდომა
საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას, სასამართლო თავდაპირველად ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის
მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, ასევე მოკლედ
გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში
არსებულ მასალებს. საქმის მოხსენების შემდეგ, მოსამართლე ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და
დაზუსტება.
მოსამართლის მოხსენების შემდეგ, სასამართლო ჯერ მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის
ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს.
მოსამართლე განუსაზღვრავს მხარეს გარკვეულ დროს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, რომ მხარეს
განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ
გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე,
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, სასამართლო მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი
მხარისაგან.
მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის
წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ
შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს,
მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად
მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როდესაც საქმეს
კოლეგიური სასამართლო იხილავს.
სასამართლოს უფლება აქვს, რომ დაუსვას მხარეებს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად
მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის
შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულების
განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მათი შინაარსის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას.
მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში, სასამართლო მიმართავს მხარეებს, რომ წარმოადგინონ საკუთარი
მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც არსებითი
მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის. სასამართლო საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ
დოკუმენტებს, რომლებსაც არა აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის.
მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება არ მოითხოვეს მხარეებმა და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ
განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება.
მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შემდეგ, სასამართლო დამთავრებულად აცხადებს საქმის გამოკვლევას, რის
შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
თავდაპირველად სიტყვით გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ - მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი
წარმომადგენელი, სიტყვით გამოდიან მხარეების შემდეგ.
მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია და მისი წარმომადგენელი, გამოდიან
სიტყვით იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.
მოსარჩელეს ან მოპასუხეს უფლება აქვს სასამართლოს მთავარ სხდომაზე ისარგებლოს რეპლიკის უფლებით მხოლოდ
მხარეთა პაექრობის დამთავრების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ
წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის
წარმომადგენელს.
მხარეთა პაექრობის შემდეგ, სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც იგი უცხადებს სხდომის
დარბაზში დამსწრე პირებს.

შეგებებული სარჩელი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი
შეგებებული სარჩელი
შეგებებული სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ სასამართლოში არ არის აღძრული ძირითადი სარჩელი . შეგებებული
სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც არის დასახელებული მოპასუხედ, ძირითადი სარჩელის მოსარჩელის
მიერ. შეგებებულ სარჩელი წარმოადგენს მოპასუხის თავდაცვის საშუალებას ძირითადი სარჩელისაგან. შეგებებული
სარჩელი ჩამოყალიბებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მისი შინაარსი იმ აუცილებელ რეკვიზიტებს უნდა
ითვალისწინებდეს, რასაც ჩვეულებრივი სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლების
შესაბამისად. შეგებებული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, პირმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, დავის საგნის
ღირებულების შესაბამისად. შეგებებული სარჩელის მოსარჩელე არის თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე, ხოლო
შეგებებული სარჩელის მოპასუხეს კი წარმოადგენს თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე.თუმცა, აქვე ისიც უნდა იქნეს
გათვალისწინებული, რომ მოპასუხეს არ შეუძლია შეგებებული სარჩელის აღძვრა ყოველთვის, სამოქალაქო პროცესის
ნებისმიერ სტადიაზე და ნებისმიერ სასამართლო ინსტანციაში. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში დაუშვებელია
შეგებებული სარჩელის აღძვრა, ხოლო პირველი ინსტანციის (რაიონულ) სასამართლოში შეგებებული სარჩელის შეტანა
მოპასუხეს შეუძლია მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების
დამთავრებამდე, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მოპასუხეს
შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის
წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. სასამართლო
ერთად და ერთდროულად იხილავს პირვანდელ და შეგებებულ სარჩელს, რის შედეგადაც გამოაქვს ერთობლივი
გადაწყვეტილება, გარდა ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანისას, აქ სასამართლოს დაინტერესებული მხარის
თხოვნით, შეუძლება გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოსატანად მომზადებულია, ეს შეიძელბა იყოს სარჩელი
ან შეგებებული სარჩელი.

შეგებებული სააპელაციო საჩივარი
შეგებებული სააპელაციო საჩივრით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მიმარტავს სასამართლოს. შეგებებულ სააპელაციო
საჩივრთით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც აპელანტის
სასარგებლოდაა გამოტანილი და აპელნტის მიერ არაა გასაჩივრებული. შეგებებული სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე
მხარემ შეიძლება მაშინაც წარადგენოს, როცა მას უარი აქვს ნათქვამი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
შეგებებული საჩივრის წარდგენით არარ მოქმედებს საუარესოდ შებრუნების აკრძალვა. შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე
არ მოქმედებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ზოგადი ვადა, რომელიცაა 14 დღე, არამედ აქ მოქმედებს სპეციალური ვადა,
რომელიც არის 10 დღიანი ვადა და მისი ათვლა იწყება სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან. შეგებებული სააპელაციო
საჩივარი დაკავშირებულია სააპელაციო საჩივართან, ისე როგორც შეგებებული სარჩელი სარჩელთან, რომლის
დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი აზრს კარგავს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების დამაბრკოლებელი გარემოებანი
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანება მაშინ, როდესაც პროცესის ერთი ან ორივე მხარე არ დაესწრნენ სასამართლო
სხდომას. აქ სხდომაზე დამსწრე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მისი სარჩლის
დაკმაყოფილებაზე და იმ ფაქტების სიმართლეთ ცნობაზე, რომლებიც მიყვანილი აქვს სარჩელში. დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს ყოველთვის არ შეიძლია, მიუხედავად იმია, რომ მხარე არ გამოცხადდა
სასამართლოში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ ან გამოიტანება როდესაც: მხარეს არასწორად ჩაბარდა ან არ
ჩაბარდა სასმართლო უწყება (მუხ 70-78); სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას,
რომელმაც ხელი შეუშალა მხარეს გამოცხადებაზე; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი
გარემოებანი და არ არსებობს სარჩლის აღძვრის წინაპირობები. ასევე სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს
დაუსწრებელი გადაწყვეტილება როდესაც მხარემ არ წარადგინა შესაგებელი მაშინ, როდესაც მას არ ჩაბარდა უწყება სსკ
70-78 მუხლებით და თუ პირს შესაგებლის წარდენისთვის ხელი შეუშალა დაუძლეველმა ძალამ ან მას ჰქონდა საპატიო
მიზეზი.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები
იმისათვის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითად განიხილოს საკასაციო
საჩივარი და იმსჯელოს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, საკასაციო
სასამართლომ, ასეთი საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, ჯერ უნდა იმსჯელოს მის დასაშვებად ცნობის თაობაზე.
გამოდის, რომ თუ საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატამ დასაშვებად არ სცნო, მხოლოდ მისი წარმოებაში მიღება არ
არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი არსებითად იქნეს განხილული.
რა შემთხვევაში სცნობს საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს დასაშვებად, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, რაზე
ამახვილებს ყურადღებას სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ?
საკასაციო საჩივარი ყველა შემთხვევაში დასაშვებად იქნება ცნობილი, თუ იგი შეტანილია ისეთ სამოქალაქო საქმეზე,
რომლის დავის საგანსაც წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობები
(არაქონებრივი დავები), მაგალითად, როდესაც გაზეთმა გაავრცელა პირის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაცია.
საკასაციო საჩივარი ასევე ყოველთვის დასაშვებად იქნება ცნობილი, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:
ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
იმისათვის, რომ სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნოს აღნიშნული საფუძვლით, კასატორმა საკასაციო
საჩივარში ნათლად და გარკვევით უნდა მიუთითოს, რომ დასაბუთებულ ეჭვს იწვევს სააპელაციო სასამართლოს მიერ
კონკრეტული კანონის გამოყენების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა, ან რომ კანონი სრულყოფილად ვერ არეგულირებს
სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და შესავსებია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი, ან რომ სააპელაციო
სასამართლომ პირველად გამოიყენა ახლად მიღებული კანონი და მისი შინაარსის გაგება სერიოზულ ეჭვს იწვევს, რაც
იწვევს იმის აუცილებლობას, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნეს განმარტებული ამ ნორმის შინაარსი.
ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკით დამკვიდრებულია, რომ სააქციო საზოგადოების აქციონერს ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
პარტნიორს არ აქვს უფლება მოითხოვოს საზოგადოებიდან გასვლისას თავისი წილის ნატურით გამოყოფა, ამ
საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აღრიცხული შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან ან სხვა მოძრავი ნივთიდან. თუ
სააპელაციო სასამართლომ, ასეთი პრაქტიკის მიუხედავად, მაინც დააკმაყოფილა საზოგადოებიდან გასვლის მსურველი
პარტნიორის სარჩელი და მას იზოლირებულად თავისი წილის შესაბამისად გამოუყო საზოგადოების საკუთრებაში
რეგისტრირებული შენობიდან გარკვეული ფართი და თუ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა
საკასაციო საჩივრით საზოგადოების დანარჩენი პარტნიორების მიერ, საკასაციო სასამართლო დასაშვებად სცნობს და
განსახილველად მიიღებს ასეთ საკასაციო საჩივარს.
გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო
არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მაგალითად, თუ საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დააყენა ერთ-ერთი
მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რადგან იგი მოწინააღმდეგე მხარის ნათესავია, მაგრამ სააპელაციო
სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოსამართლის აცილების შესახებ მისი შუამდგომლობის თაობაზე.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი
სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საყურადღებოა ისიც, რომ კასატორმა განცხადებით უნდა მიმართოს საკასაციო პალატას სააღსრულებო ფურცლის
მისაღებად, რათა მან შეძლოს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტის უკან დაბრუნება.

t3mo98's picture
t3mo98 (temo)
სხვა
რეგ. თარ: 2019/02/21
ბოლო შემოს: 2020/02/09 16:45:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2018 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისის საპარტულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება თამარ მეფის ქ.N20-ში ბინის გაქურდვის ფაქტის თაობაზე. ფაქტზე ოპერატიული რეაგირება დაევალა მთაწმნიდა-კრწანისის საპარტულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ დავით დავითაშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა სამსახურის ავტომობილით. ავტომობილით მგზავრობისას მას მოუვიდა ავტო-საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზარალდა გიორგი გიორგიშვილის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი. პატრულ-ინსპექტორმა დავით დავითაშვილმა დაზარალებულს განუმარტა, რომ დამშვიდებულიყო და ზიანის მას აუცილებლად აუნაზღაურებდა და ურჩია, გაეკეთებინა ზარალის საექსპერტო შეფასება და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. გორგი გიორგიშვილმა გაითვალისწინა რა, პატრულ ინსპექტორის რჩევა, იმავე დღეს შეაფასებინა შესაბამის ექსპერს მიყენებული ზარალის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 1000 (ათასი) ლარი. 2018 წლის 11 დეკემბერს გიორგი გიორგიშვილმა განცხადებით მიმართა, ქ. თბილისის საპარტულო პოლიციას და მოითხოვა პატრულ ინპექტორის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღურება. განცახდება თან ერთოდა საექსპერტო დასკვნა. 2019 წლის 7 თებერვალს გიორგი გიორგიშვილს ჩაბარდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ვახტანგიშვილის სახელით გამოცემული წერილი, რომლითაც მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. გიორგი გიორგიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ერთი თვის ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2019 წლის 7 მარტს.

დავალება:
• განსაზღვრეთ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის რომელ სამართლებრივი ფორმით მიადგა ზიანი გიორგი გიორგიშვილს;
• რა ვადაში შეუძლია გიორგი გიორგიშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრება;
• იმსჯელეთ თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული დავა;
• განსაზღვრეთ სარჩელის სათანადო ფორმა;
• განსაზღვრეთ თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.