კომენტარები

gkubla10 (ჯუმბერ მინასიანი)
სხვა
რეგ. თარ: 2014/09/14
ბოლო შემოს: 2014/09/14 17:20:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოგესალმებით, იტვლება თუარა სსიპ-ში სამსახური საჯარო სამსახურად? გასატვლისიწინებელია, რომ აღნიშნული სსიპ-ი არის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე. ეკუთვნის კულტურის სამინისტროს

maikomirianashvili's picture
maikomirianashvili (maikomirianashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/24
ბოლო შემოს: 2016/03/22 14:46:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოხელეს, რომელიც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურამდე 3 თვის ვადით და კონკურსის დროს არის 9 თვის ფეხმძიმე, ეკუთვნის თუ არა ანაზღაურებადი სადეკრეტო შვებულება 183 კალენდარული დღით და შეიძლება თუ არა, რომ მისი შტატი კონკურსის დროს არ გამოცხადდეს ვაკანტურად? უნარჩუნდება თუ არა ამ შემთხვევაში სამსახური? მადლობთ

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო მაია,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 41 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ოდენობით , ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღის ოდენობით . მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება , ე.ი. თუ, მოხელე (მიუხედავად იმის ის დანიშნულია თუ არა კონკურსის წესით) დამსაქმებელს წარუდგენს საავადმყოფო ფურცელს ორსულობისა და მშობიარობის გამო, დამსაქმებელი ვალდებულია მას მისცეს შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, მათ შორის ანაზღაურებადი შვებულება 183 დღით. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი მიიღება კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ე.ი. დროებით მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს სანამ კონკურსში გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე, სხვა გამონაკლისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე, დროებით მოვალეობის შემსრულებელმა უნდა მოითხოვოს, ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო და დამსაქმებელს წარუდგინოს შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი, დამსაქმებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოხელის მოთხოვნა.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომლითაც სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებისას მოხელეს ეძლევა მხოლოდ არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ე.ი. ზემოხსენებული ნორმის ანალიზის შედეგად საჯარო მოსამსახურეს უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში უნდა მიეცეს სრული ანაზღაურება და არა არაუმეტეს სამი თვის ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან.

ნინო მრევლიშვილი's picture
ნინო მრევლიშვილი (ნინო მრევლიშვილი)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/09/30
ბოლო შემოს: 2016/02/03 11:24:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ 32-ე მუხლში წერრია,რომ განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით მიიღება აბა ეს რას ნიშნავს?

kamateli66 (ბექა ვირსალაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2014/10/20
ბოლო შემოს: 2014/11/17 11:14:05
კონტაქტი - ყველა კომენტარი

:-( :-(

გვანცა ხელაძე's picture
გვანცა ხელაძე (გვანცა ხელაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2014/12/02
ბოლო შემოს: 2015/07/06 12:22:16
კონტაქტი - ყველა კომენტარი

41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველწლური ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ოდენობით. გაურკვეველია, რა ლოგიკით აითვლება 30 კალენდარული დღე და ცნობილია თუ არა ფაქტი, რომ 30 კალენდარული დღე შერჩევის მიხედვით შესაძლოა, ნაკლები აღმოჩნდეს 24 სამუშაო დღეზე, რომელიც შრომის კოდექსის მიხედვით დადგენილი მინიმუმია. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მესამე ნაწილთან.

eteri_24@mail.ru (eteri)
სხვა
რეგ. თარ: 2014/12/12
ბოლო შემოს: 2014/12/18 21:09:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გავლილი მაქვს ატესტაცია, შესაძლებელია თუ არა თუ არა იმავე სამსახურში მოხდეს ჩემი დაწინაურება კონკურსის გარეშე?

the_gio's picture
the_gio (გიორგი ხოსროშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/08/20
ბოლო შემოს: 2019/10/11 18:45:17
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დადგენილება კანონქვემდებარე აქტია და სამართლებრივი აქტების იერარქიულ სისტემაში დგას კანონზე დაბლა შესაბამისად დადგენილებით მიღებული წესები გავლენას ვერ მოახდენს კანონზე ! ამასთან კანონქვემდებარე აქტი მიიღება კანონის შესავსებად და დასაკონკრეტებლად იგი სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონთან, სწორედ ამ პრინციპების დაცვითაა მიღებული თქვენს მიერ ნახსენები მთავრობის დადგენილება.

mantskavamaka's picture
mantskavamaka (მაია)
სხვა
რეგ. თარ: 2016/12/27
ბოლო შემოს: 2016/12/27 14:34:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოგესალმებით, მაქვს 2016 წელს გამოუყენებელი შვებულება, შესაძლოა თუ არა ამ შვებულების გადატანა 2017 წელზე, თუ ეს არ ვნებს სამუშაოს და ვალდებულების განხორციელებას. რაიმე განსაკუთრებული კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ მხოლოდ შრომის კოდექსით. გმადლობთ

mandrein's picture
mandrein (გიორგი ნაჭყებია)
სხვა
რეგ. თარ: 2019/01/14
ბოლო შემოს: 2019/01/14 12:57:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, შრომითი ხელშეკრულებით ვარ დანიშნული 6 თვის ვადით და მაინტერესებს, ამ პერიოდში არის თუ არა შესაძლებელი შვებულების აღება ? ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშეც თუნდაც ?