კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 5 მუხლის მე-6 პუნქტი, შესაბამისობაშია მოსაყვანი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტთან. („თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მუხლებშიც შესაბამისი ცვლილებებია შესატანი).

lelakeda's picture
lelakeda (ლელა აბულაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/24
ბოლო შემოს: 2017/10/30 20:58:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ატესტაციის გარეშე თუ შეიძლება მოხელის დასაწინაურებლად წამოყენება და თუ შეიძლება მოხელის მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა (სსშ მუხ.43) და ხომ არ ითვლება ეს დაწინაურებად?; რას ნიშნავს თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამღლება ?(საჯარო სამსახ. მუხ.74)

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქ საუბარია იმ ხელფასზე რომელიც გააჩნია მოხელეს და ემატება თავისი ხელფასის გარდა სხვა სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი სარგო.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ლელა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე ინიშნება იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე დროებით არ მყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ მას არ ჩამოაშორებენ ძირითადი სამუშაოს სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, მას უნდა მიეცეს მისი კუთვნილი ხელფასი და დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს(ხელფასის) ოდენობით, ე.ი მისი ხელფასის გარდა უნდა მიეცეს დამატებით ანაზღაურება იმ პირის ხელფასის ოდენობით, რომლის მოვალეობასაც ასრულებს.

ან
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე ინიშნება იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ მას ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, მას ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
ამდენად, ზემოხსენებულ ორ შემთხვევაში, განსხვავება ის არის, რომ პირველ შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ არ ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, ხოლო მეორე შემთხვევაში- ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან და ასრულებს დროებით არ მყოფი მოხელის მოვალეობას მხოლოდ. ამასთანავე, ტერმინებს – ხელფასს და თანამდებობრივ სარგოს ერთიდაიგივე მნიშვნელობა აქვს.

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2018/11/29 18:36:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის 27-ე ნაწილის შენიშვნა გასაუქმებელია საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა აღარაა სამართალდარღვევა

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2018/11/29 18:36:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის

ამოსაღებია

nene_ee (ნესტანი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/15
ბოლო შემოს: 2013/02/15 08:42:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მიმაჩნია, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებულიც უნდა იქნას დამსაქმებლის ინტერესებით. კერძო სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის აყვანის და მისი გაშვების მოქნილობას. მაინტერესებს შრომითი ხელშეკრულების ვადების საკითხი... ეს ჩანაწერი რომ ვადიანი მხოლოდ ამ შემთხვევებში იდება, ნიშნავს იმას რომ სხვა შემთხვევებში განუსაზღვრელი ვადით უნდა დაიდოს ყველა შემთხვევაში?

nene_ee (ნესტანი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/15
ბოლო შემოს: 2013/02/15 08:42:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თანაც როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი კომპანიის მიერ კოდექსის პირობების ზედმიწევნით შესრულება როდესაც 2000 დასაქმებული ყავს? საერთოდ არანაერი შეზღუდვა არ არის დაწესებული დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტაზე.. ნებისნიერ დროს შეუძია წავიდეს.. არასწორია. აგრეთვე მოუქნელად მეჩვენება 10 კაცის დათხოვნისას სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება..

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/04/24 18:04:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შრომის კოდექსი უნდა იყოს კონკრეტულად გაწერილი და არა სხვადასხვა ინტერპრეტაციის წყარო.. ვინაიდან კონტრაქტის ხანგრძლივობა (მიმდინარეშიც და პროექტშიც ასეა) სულ თავისუფლად შეიძლება იქცეს დასაქმებულის ბედის იოლად მანიპულარების საშუალებად, უბრალო შედარებისთვის მოვიყვან ანალოგს რუსეთის ფედერაციის შრომის კოდექსიდან და კომენტარი თავად მომინდია: Статья 58. Срок трудового договора

Трудовые договоры могут заключаться:
1) на неопределенный срок;
2) на определенный срок не более пяти лет (срочный трудовой
договор), если иной срок не установлен настоящим Кодексом и иными
федеральными законами.
Срочный трудовой договор заключается, когда трудовые отношения
не могут быть установлены на неопределенный срок с учетом характера
предстоящей работы или условий ее выполнения, а именно в случаях,
предусмотренных частью первой статьи 59 настоящего Кодекса. В
случаях, предусмотренных частью второй статьи 59 настоящего
Кодекса, срочный трудовой договор может заключаться по соглашению
сторон трудового договора без учета характера предстоящей работы и
условий ее выполнения (в ред. Федерального закона от 30 июня 2006
г. N 90-ФЗ - Собрание законодательства Российской Федерации, 2006,
N 27, ст. 2878).
Если в трудовом договоре не оговорен срок его действия, то
договор считается заключенным на неопределенный срок.
В случае, когда ни одна из сторон не потребовала расторжения
срочного трудового договора в связи с истечением срока его действия
и работник продолжает работу после истечения срока действия
трудового договора, условие о срочном характере трудового договора
утрачивает силу и трудовой договор считается заключенным на
неопределенный срок (в ред. Федерального закона от 30 июня 2006 г.
N 90-ФЗ - Собрание законодательства Российской Федерации, 2006, N
27, ст. 2878).
Трудовой договор, заключенный на определенный срок при
отсутствии достаточных к тому оснований, установленных судом,
считается заключенным на неопределенный срок (в ред. Федерального
закона от 30 июня 2006 г. N 90-ФЗ - Собрание законодательства
Российской Федерации, 2006, N 27, ст. 2878).
Запрещается заключение срочных трудовых договоров в целях
уклонения от предоставления прав и гарантий, предусмотренных для
работников, с которыми заключается трудовой договор на
неопределенный срок (в ред. Федерального закона от 30 июня 2006 г.
N 90-ФЗ - Собрание законодательства Российской Федерации, 2006, N
27, ст. 2878).

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/04/24 18:04:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

Статья 59. Срочный трудовой договор

Срочный трудовой договор заключается:
на время исполнения обязанностей отсутствующего работника, за
которым в соответствии с трудовым законодательством и иными
нормативными правовыми актами, содержащими нормы трудового права,
коллективным договором, соглашениями, локальными нормативными
актами, трудовым договором сохраняется место работы;
на время выполнения временных (до двух месяцев) работ;
для выполнения сезонных работ, когда в силу природных условий
работа может производиться только в течение определенного периода
(сезона);
с лицами, направляемыми на работу за границу;
для проведения работ, выходящих за рамки обычной деятельности
работодателя (реконструкция, монтажные, пусконаладочные и другие
работы), а также работ, связанных с заведомо временным (до одного
года) расширением производства или объема оказываемых услуг;
с лицами, поступающими на работу в организации, созданные на
заведомо определенный период или для выполнения заведомо
определенной работы;
с лицами, принимаемыми для выполнения заведомо определенной
работы в случаях, когда ее завершение не может быть определено
конкретной датой;
для выполнения работ, непосредственно связанных со стажировкой
и с профессиональным обучением работника;
в случаях избрания на определенный срок в состав выборного
органа или на выборную должность на оплачиваемую работу, а также
поступления на работу, связанную с непосредственным обеспечением
деятельности членов избираемых органов или должностных лиц в
органах государственной власти и органах местного самоуправления, в
политических партиях и других общественных объединениях;
с лицами, направленными органами службы занятости населения на
работы временного характера и общественные работы;
с гражданами, направленными для прохождения альтернативной
гражданской службы;
в других случаях, предусмотренных настоящим Кодексом или иными
федеральными законами.
По соглашению сторон срочный трудовой договор может
заключаться:
с лицами, поступающими на работу к работодателям - субъектам
малого предпринимательства (включая индивидуальных
предпринимателей), численность работников которых не превышает 35
человек (в сфере розничной торговли и бытового обслуживания - 20
человек);

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/04/24 18:04:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

с поступающими на работу пенсионерами по возрасту, а также с
лицами, которым по состоянию здоровья в соответствии с медицинским
заключением, выданным в порядке, установленном федеральными
законами и иными нормативными правовыми актами Российской
Федерации, разрешена работа исключительно временного характера;
с лицами, поступающими на работу в организации, расположенные
в районах Крайнего Севера и приравненных к ним местностях, если это
связано с переездом к месту работы;
для проведения неотложных работ по предотвращению катастроф,
аварий, несчастных случаев, эпидемий, эпизоотий, а также для
устранения последствий указанных и других чрезвычайных
обстоятельств;
с лицами, избранными по конкурсу на замещение соответствующей
должности, проведенному в порядке, установленном трудовым
законодательством и иными нормативными правовыми актами,
содержащими нормы трудового права;
с творческими работниками средств массовой информации,
организаций кинематографии, театров, театральных и концертных
организаций, цирков и иными лицами, участвующими в создании и (или)
исполнении (экспонировании) произведений, в соответствии с
перечнями работ, профессий, должностей этих работников,
утверждаемыми Правительством Российской Федерации с учетом мнения
Российской трехсторонней комиссии по регулированию
социально-трудовых отношений (в ред. Федерального закона от 28
февраля 2008 г. N 13-ФЗ - Собрание законодательства Российской
Федерации, 2008, N 9, ст. 812);
с руководителями, заместителями руководителей и главными
бухгалтерами организаций независимо от их организационно-правовых
форм и форм собственности;
с лицами, обучающимися по очной форме обучения;
с членами экипажей морских судов, судов внутреннего плавания и
судов смешанного (река - море) плавания, зарегистрированных в
Российском международном реестре судов (абзац введен Федеральным
законом от 7 ноября 2011 г. N 305-ФЗ - Собрание законодательства
Российской Федерации, 2011, N 45, ст. 6335);
с лицами, поступающими на работу по совместительству;
в других случаях, предусмотренных настоящим Кодексом или иными
федеральными законами.
(Статья 59 в ред. Федерального закона от 30 июня 2006 г. N
90-ФЗ - Собрание законодательства Российской Федерации, 2006, N 27,
ст. 2878)

შედარებადაც არ ღირს

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბრძანებულების დანართის თავი XXVI, თავი XXVII, შესაბამისობაშია მოსაყვანი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტთან, მე–19, 65–ე და 65 5–ე მუხლებთან, ვინაიდან რაიონებისა და იმ ქალაქების, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში , სოფლის თემის, დაბის და ქალაქის აღმასრულებელი ორგანოები არ არსებობენ, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და არა ბრძანებულებაში მითითებულ ქალაქების, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში , სოფლის თემის, დაბის და ქალაქის აღმასრულებელ ორგანოებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე აღნიშნულ ბრძანებულებას, ამდენად, ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვფიქრობ, რომ გამოსაცდელი ვადა 6 თვე ძალიან, ძალიან ბევრია და 3 თვე სავსებით საკმარისია შეაფასოს დამსაქმებელმა დასასაქმებელი

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 48 საათს.“ ჩამოყალიბდეს ასე „ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 44 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 44 საათს.“

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბატონ სანდრო ბარამიძის განცხადებით მათ გაითვალისწინეს დამსაქმებლების პოზიცია და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება დამსაქმებელს დაავალდებულეს იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის შრომის ხანგრძლივობა აღემატება 48 საათს კვირაში, რაც იწვევს დასაქმებულის ოთხი სამუშაო დღის უფასოდ მუშაობას თვეში. ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ სახელმწიფო დაფუძნდებოდა რამოდენიმე პრინციპზე, მათ შორის სოციალურ თანადგომაზე. ამიტომ სწორედ დამსაქმებლის ინტერესის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს, თუ დასაქმებულის შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 45 საათს. რაც გამოიწვევს დასაქმებულის საჭიროების შემთხვევაში თვეში ორი სამუშაო დღის უფასოთ მუშაობას.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ასე „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 213 კალენდარული დღე.“

ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს იქნება პატრიარქის ინიციატივის (ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის თაობაზე) მსგავსი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი აზრით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი უნდა იყოს სულ მცირე 6 თვე.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველ პუნქტში
„დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი.“

სიტყვები „ან ნებისმიერი სხვა თანხა“ გაუგებარია თუ რა იგულისხმება, თუ რა გადასახდელი თანხის დაქვითვის უფლებას ვაძლევთ დამსაქმებელს. ჩემი აზრით ან საერთოდ უნდა იქნას ამოღებული აღნიშნული მუხლიდან, ან უნდა დაკონკრეტდეს თუ რა თანხაზეა ლაპარაკი.

qeti2511 (ქეთევან მჭედლიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/19
ბოლო შემოს: 2014/03/06 19:16:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

www.hr.gov.ge გვერდის ხშირი სტუმრობის შედეგად გამიჩნდა მოსაზრება და მიმაჩნია, რომ შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს შემდეგი მოსაზრება: საჯარო სამსახურში ვაკანსიის გამოცხადებისას აიკრძალოს უცხო ენის მოთხოვნა იმ ვაკანსიაზე, რომელსაც მოვალეობების შესრულებისას არ სჭირდება უცხოენის ცოდნა.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ქეთევან, გეთანხმებით იმ საკითხში, რომ საჯარო სამსახურში ვაკანსიის გამოცხადებისას აიკრძალოს უცხო ენის მოთხოვნა იმ ვაკანსიაზე, რომელსაც მოვალეობების შესრულებისას არ სჭირდება უცხო ენის ცოდნა. ამასთანავე, ნაცვლად საქართველოს შრომის კოდექსისა, ზემოხსენებული მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში, ვინაიდან, აღნიშნული კანონის პრეამბულა, მე–11 1 მუხლი და 29–ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების სამსახურში მიღების წესს.

george (გიორგი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/03/03
ბოლო შემოს: 2014/01/16 11:39:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კარგი იქნება თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის ჩატარება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ბრალდებულზე, დასაბუთებას რაც შეეხება, არ ვეთანხმები. ადრე ბრალდებულსა და პროკურატურას უნდა დაეყენებინა ერთობლივი შუამდგომლობა და შემდეგ თუ სასამართლო თანახმა იყო არ დაინიშნებოდა ნაფიც მსაჯულების სასამართლო. ახლა კი სასამართლო ჩამოაცილეთ, რაც კარგია, მაგრამ პროკურატურა ცააყენეთ იგივე ძალაუფლებით. მარტო შუამდგომლობის დაყენების უფლება ნაფიცების სასამართლოზე უარის თქმის შესახებ საფუძველს მოკლებულია თუ ბრალდებულს არ ექნება მისი რეალიზების საშუალება.

ნინო ჯაჯანაშვილი's picture
ნინო ჯაჯანაშვილი (ნინო ჯაჯანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/26
ბოლო შემოს: 2023/08/23 11:31:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

?

softkapital's picture
softkapital (სოფთკაპიტალი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/13
ბოლო შემოს: 2015/07/01 22:57:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უკანონოდ დაკავებულ ფართზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

მამო (მამუკა გველუკაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/02/22
ბოლო შემოს: 2015/01/24 18:30:13
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რა საჩუქარია და რომელი კანონით აკრძალული?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო მამუკა, სისხლის სამართლის კოდექსის 340–ე მუხლში მითითებულ კანონით აკრძალულ საჩუქარში იგულისხმება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე–5 მუხლით გათვალისწინებული საჩუქარი, კერძოდ: საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.... საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ზემოხსენებული კანონი.

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2013 წლის 28 თებერვლის შემდეგ ვინც დაეზღვევა კორპორატიული სქემით, რამე ვალდებულება ექნება რომ სახელმწიფოს გააგებინოს ამ ცვლილების შესახებ? დაზღვეულის ვალდებულება იქნება თუ მზღვეველის? მოქალაქე როგორ მიიღებს სათანადო ინფორმაციას?

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კორპორატიული დაზღვევის შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო სქემაში შესვლის უფლება, ალბათ, უნდა გაუჩნდეს პირს, არა? როგორ განხორციელდება ეს უფლება, რა პროცედურით, რა ვადაში?

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანალოგიურად მე-2 შენიშვნისა, გათავისუფლებული მსჯავრდებულის პრობლემაც დგება; გარდა ამისა, წიანსწარ პატიმრობაში მყოფი მოქალაქის საკითხიცაა განსამარტი.

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/05
ბოლო შემოს: 2024/04/18 10:29:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გაუგებარია რის დაარქივებას გულისხმობს ამ წესის მე-14 მუხლი. თუ საუბარია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საკონკურსო განაცხადებზე და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, საინტერესოა მოიცავს თუ არა იგი შეფასების ფორმებს, საგნობრივი ჯგუფების დასკვნებს ან შემთანხმებელი კომისიის რეკომენდაციებს, ანუ ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება კონკრეტული სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების (ან არ მინიჭების) საფუძველი გახდეს. ზოგადად, გაურკვეველია ე.წ. „დაარქივება -იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე“ და შემდგომ განადგურება, მაშინ როდესაც წინა, მე-13 მუხლი უშვებს გრიფირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას სასამართლოს გზით...

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გ) მოთხოვნის შესრულების საკითი ბუნდოვანია - "დასრულების ზუსტი დრო"?

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ალბათ, მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეტალური შემოწმების დროს "საჭირო დოკუმენტაციაში" იგულისხმება სამედიცინო დოკუმენტაცია. თუ სხვა სახისაც?

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ჩანაწერი "... ძირითადი დიაგნოზი ... წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით" გაუგებარია.

Giuseppe (იოსებ ბრეგვაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/23
ბოლო შემოს: 2013/03/05 07:13:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა მეტად სადავოა: სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სრულად ჩატარებაში კონკრეტულად რა იგულისხმება? "სრულად ჩატარება" როგორ უნდა დადასტურდეს ან არ დადასტურდეს?

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/05
ბოლო შემოს: 2024/04/18 10:29:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჭირო დოკუმენტაცია" სავარაუდოდ გულისხმობს პირველად საბუღალტრო დოკუმენტებს, ფინანსურ ანგარიშებს, ხელშეკრულებებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშებს, სატენდერო დოკუმენტაციას და სხვ.

ლევანი's picture
ლევანი (ლევანი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/11
ბოლო შემოს: 2017/04/28 10:53:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ძალადაკარგულად რომ გამოცხადდა ამის მაგივრად რა დადგენილება მიირეს

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება დაკავშირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები.

merigelashvili (მერი გელაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/02/26
ბოლო შემოს: 2013/02/26 12:34:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა“ ფონდი მიესალმება საქართველოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებს და საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსის“ პროექტი გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ კანონმდებლობაში დასაქმებულის უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნას და გაძლიერებას. თუმცა მივიჩნევთ, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს.
ამრიგად არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა“ ფონდი კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას ბუნდოვან და პრობლემურ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია შრომის კოდექსის სრულყოფისა და დახვეწისათვის.
1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც --- შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით საჭიროებს კონკრეტიკას თუ რა იგულისხმება ხელშეკრულების ზეპირი ფორმით განსაზღვრისას, ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ვადა (არაუმეტეს 2 თვისა) და თანხის ოდენობა, რომლის განმავლობაშიდაც ურთიერთობა ჩაითვლება ზეპირი ფორმით დადებულად.

2. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის 1 ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

როგორც მოგეხსენებათ დრევანდელ პირობებში ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია განისაზღვროს 6 თვით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს, რომელსაც გაუგრძელდა აღნიშნულ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა ერთმევა შვებულების მოთხოვნის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ერთი და იმავე დამსაქმებელთან 6 თვიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოხდეს უწყვეტობის პრინციპით ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რათა დასაქმებულმა სრულყოფილად შეძლოს იმ პირობებით სარგებლობა, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსი უზრუნველყოფს.

3. შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დამსაქმებელი და დასაქმებული.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული შრომის კოდექსის პროექტის თანახმად „კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი პროფესიული კავშირი.“ აღნიშნული ცვლილების განხილვისას მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტად დასაქმებულიც იქნეს განხილულული, რაც შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
„კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება, ერთი ან მეტი პროფესიული კავშირი, ან დასაქმებული.

ა/ო „მეწარმე ქალთა“ ფონდი 2013 წელი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, კანონპროექტის ავტორმა (ავტორები) კანონის მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაამატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “1 2 . შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია: ა) კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან; ბ) სეზონურ სამუშაოსთან; გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან; დ) შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არ მ ყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებასთან ; ე) სხვა ობიექტურ გარემოებებთან .“ მაგრამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 3 პუნქტი „1 3. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე; მუხლი 2

gabi (gabrieli)
სხვა
რეგ. თარ: 2013/02/28
ბოლო შემოს: 2013/03/01 11:40:22
კონტაქტი - ყველა კომენტარი

იმ პირებმა რა ქნათ ვისაც აღებული აქვთ მართვის მოწმობები,მაგ: 2004 წელს ავიღე ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობა და დღემდე მაქვს გამოვცვალო მინდა და პრობლემა არის მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ირიცხება ეს მოწმობა თავისი ნომრით, ვიცი ბრალია და რავქნათ. გმადლობთ

gigimon (გიორგი მგელაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/19
ბოლო შემოს: 2013/06/14 15:53:00
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შრომითი კოდექსის განხილვისას უნდა დააყენონ განხილვაზე აუცილელად მავნე და ზემავნე პირობებში მომუშავეთათვის საარსებო პირობები და მათთვის ანაზღაურების პირობები. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და სხვა.. ჩემო კეთილო ხალხო არსებობდა ერთ დროს ასეთი მუხლი შრომის კოდექსში რომელიც განმარტავდა " შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისათვის"
1. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის _ შრომის ანაზღაურების ერთნახევარი ოდენობით, მომდევნო საათებისთვის კი _ ორმაგი ოდენობით.
2. ზეგანაკვეთური მუშაობის კომპენსაცია დღემაგიერის მიცემით დაუშვებელია.
ასევე. უქმე დღეებში მუშაობის ანაზღაურება
1. უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ:
ა) მენარდეებს – ორმაგი სანარდო ფასდებით;
ბ) მუშაკებს, რომელთა შრომის ანაზღაურება ხდება საათობრივი ან დღიური განაკვეთებით, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ორმაგი ოდენობით;
გ) მუშაკებს, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ერთმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა უქმე დღეს წარმოებდა სამუშაო დროის თვიური ნორმის ფარგლებში, და საათობრივი ან დღიური განაკვეთის ორმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა წარმოებდა თვიური ნორმის ზევით.
2. მუშას ან მოსამსახურეს, რომელიც უქმე დღეებში მუშაობდა, შეიძლება მიეცეს მისი სურვილის მიხედვით, სხვა დასვენების დღე.

ხერხეულიძე's picture
ხერხეულიძე (ნოდარ ხერხეულიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/04/03
ბოლო შემოს: 2019/12/21 14:01:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

წინამდებარე მუხლი ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე კვარტა მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, აქციათა სავალდებულო მიყიდვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი და არა „არანაკლებ 95%-ისა“, როგორც ეს წერია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

vladimer lagvilava's picture
vladimer lagvilava (ვლადიმერ ლაგვილავა)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/03/03
ბოლო შემოს: 2018/12/12 11:49:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

axali cvlileba

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/05
ბოლო შემოს: 2024/04/18 10:29:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შენახვისათვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი 10 წლიანი ვადა სავსებით მისაღებია. უბრალოდ შეუსაბამობაში მოდის „ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის“ 157-ე მუხლთან, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა ყოველწლიური დეკლარაციებისთვის ადგენს შენახვის 6-წლიან, ხოლო მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეთათვის 50-წლიან ვადას, რაც ასევე საკმარისია მათი ხანდაზმულობისა და პრაქტიკული საჭიროების გათვალისწინებით

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ, ე.ი. „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანებასთან შედარებით. მაგრამ სავსებით, გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანება შესაბამისობაშია მოსაყვანი ზემოხსენებულ პრეზიდენტის ბრძანებულებასთან.

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/05
ბოლო შემოს: 2024/04/18 10:29:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ნამდვილად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია შენახვის ვადაზე და არა ბრძანებასა და ბრძანებულებას შორის იურიდიული ძალის უპირატესობაზე. შესაბამისობაში მოსაყვანი ალბათ მაინც ამ ბრძანებულების მე-15 მუხლი იქნება, რადგანაც ეს ცვლილება შესულია 2009 წელს, მაშინ როცა ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა შემუშავების პროცესში იყო და მხოლოდ 2010 წელს დამტკიცდა. სხვათა შორის, მასში გათვალისწინებულია ყველა ადმინისტრაციული ორგანოს წინადადებები და შენიშვნები, მ.შ., შეშემოსავლების სამსახურის

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ ე.ი თუ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება(რომლითაც განისაზღვრა ტიპობრივი დოკუმენტების, მათ შორის დეკლარაციის შენახვის ვადა) ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას (რომლითაც ასევე განისაზღვრა დეკლარაციის შენახვის ვადა), სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში დავის წარმოშობის შემთხვევაში მოსამართლე ან უფლებამოსილი თანამდებობის პირი სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნები და არა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნები, კერძოდ:დოკუმენტის შენახვის ვადები.

lentexis sakrebulo's picture
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/03
ბოლო შემოს: 2018/02/09 12:43:46
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაინტერესებს რომელი კანონით ხდება შრომის ანაზღაურება

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

რა შედის საქველმოქმედო საქმიანობაში

dachigay (ვახტანგ ოქროპირიძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/03/06
ბოლო შემოს: 2013/04/04 05:47:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

chveni samoqalaqo kodeqsi unda sheicvalos me ase vtvli imitom rom ar aris massshi dalian bevri samoqalaqo samartlebrivi urtiertoba daregulirebuli shesabamisad axlad moqmedi kodeqsi idleva imis shesadleblobas rom sasamartlom xshir shemtxvevashi mimartos samartlisa da kanonis analogias rac vtvli rom ara sasurveli faqtia

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შემოსავლების სამსახურში, საქველმოქმედო საქმიანობისათვის რეგისტრირებული პირებს ჩაეთვლებათ ასეთი საქმიანობა.