კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს შესაბამის კანდიდატურას დასანიშნად, ზემოხსენებული ნორმა ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს და 34-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც მოხელე ინიშნება კონკურსის საფუძველზე და კონკურსში გამარჯვებულ პირს საკონკურსო-საატესტაციო კომისია წარუდგენს შესაბამის თანამდებობის პირს დასანიშნად, ე.ი მოხელე ინიშნება კონკურსის წესით და შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ერთპიროვნულად ვერ მოახდენს შიდა აუდიტორების შერჩევას და დაწესებულების ხელმძღვანელს ვერ წარუდგენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირს. ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს, კერძოდ:“სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტი, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"მონაწილეობას ღებულობს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევასთან დაკავშირებით შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობაში."

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, შიდა აუდიტორი ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზემოხსენებული ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტთან, რომლითაც ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები. ამდენად, ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.