კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანების მე–2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტში, დანართში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან. ამასთანავე, ზემოხსენებული ბრძანების დანართის პირველ აბზაცში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი“, ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი გაუქმებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით.