კომენტარები

ani.vazagashvili's picture
ani.vazagashvili (Ani VazagaSvili)
სხვა
რეგ. თარ: 2020/06/22
ბოლო შემოს: 2024/05/20 11:46:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში კაზუსში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით გამოვლინდა (სამსახურის) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, შემდეგი გარემოებების გამო:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონის) პირველი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ხოლო „ვ“ პქვეპუნქტით მონაცემთა სუბიექტი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამმუშავებელს წარმოადგენს საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
განსახილველ შემთხვევაში, კაზუსში ასახული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, დადგენილი გარემოებაა, რომ ორგანიზაციამ კომპანიას მიაწოდა მოქალაქე Nის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იყო სახელი, გვარი დაბადების თარიღი.... შესაბამისად კანონის მე-2 მუხლის „ა“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ორგანიზაციამ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელმა დაამუშავა მონაცემთა სუბიექტის Nის პერსონალური მონაცემები.
ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად. პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება, წარმოადგენს პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევას, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ქმედება უნდა ეფუძნებოდეს კანონს (მკაფიო, განჭვრეტადი და ხელმისაწვდომი), ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და შემოიფარგლოს იმით, რაც არის აუცილებელი და პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად (ECHR, case of Avilkina and others v. Russia 2013).

იმისათვის, რომ დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა თუ არა კანონი, ცალკეულ შემთხვევაზე ინდივიდუალური მიდგომა და სამართლებრივი მსჯელობაა საჭირო, თუმცა არსებობს ორი ძირითადი პირობა, რომელიც მონაცემთა კანონიერად დამუშავებისთვისაა აუცილებელი - კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული ერთ ერთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების დაცვა.
კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება ამავე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მაგალითად: თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი; მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს; მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მე5 მუხლი საფუძველი განვიხილი

მონაცემთა დამუშავებისას გასათვალისწინებელია მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა. ლეგიტიმური მიზანი - მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ლეგიტიმური მიზანი........ აუცილებელი - პერსონალური მონაცემების დამუშავება მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით. შესაბამისად, როდესაც ინფორმაციის დამმუშავებელს არ შეუძლია გამოიყენოს სხვა უფრო მსუბუქი საშუალება, რომელიც ინფორმაციის დამუშავების ლეგიტიმურ მიზანს ხდის მიღწევადს, ამ შემთხვევაში სახეზეა პერსონალური მონაცემების დამუშავების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში............... მიზნის ადეკვატური - პერსონალური მონაცემების დამუშავება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. განსახილველ შემთხვევაში.............. და პროპორციული - უფლებაში ჩარევა უნდა იყოს თანაზომიერი ანუ დაცულ უფლებაში ჩარევის მასშტაბი არ იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა კანონიერი მიზნის მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში Ismaylova v. Azerbaijan 2019 განმარტავს, რომ მონაცემთა დამუშავება გადაჭარბებულია იმ შემთხვევაში თუ დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლები მოცულობის მონაცემების დამუშავებით არის შესაძლებელი მაგრამ მაინც დამუშავდა საჭიროზე დიდი მოცულობის მონაცემები. ასევე აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, N1/2/622, რომელშიც მსჯელობაა თანაზომიერების პრინციპზე, აღნიშნული პრინციპის უმთავრესი მოთხოვნაა რომ უფლების შეზღუდვა არ განხორციელდეს იმაზე მეტად ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევადაა საჭირო. განსახილველ შემთხვევაში..............
შესაბამისად, სამსახურმა მოქალაქის მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევით, საჭიროების გარეშე, შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად შეუსაბამო მოცულობით, რაც ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4012 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 4014 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს.
ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანების „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოიკვეთა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რომელიც სცილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებს ან/და სამართალდარღვევის ჩადენა იმ მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.