კომენტარები

kobiko12's picture
kobiko12 (inga kvirikashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2024/02/12
ბოლო შემოს: 2024/02/20 12:23:44
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბავშვი უნდა იყოს დაცული,რათა დაცული იყოს მისი ღირსება.ბავშვის ღირსება ილახება მაშინ თუ მისი განვითარება არ ხდებამენტალურად, ფიზიკურად ფსიქოლოგიურად.
დისციპლინური სასჯელი არ უნდა ითვალისწინებდეს ღირსების შელახვას ბავშვის,მაგალითად ერთ-ერთ სკოლაში დისციპლინური გადაცდომისთვის ალაგებინებდნენ.
გაეროს უფლებების კომიტეტი იცავს ბავშვის ღირსების უფლებებს.პირადი ცხოვრების უფლება, თავისუფლების უვადო აღკვეთა,წამება და ცემა არის ღირსების შელახვა.გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი და სტრასბურგი აღიარებს ბავშვებს მოწყვლად ჯგუფად.ბავშვის ცემა ციხეში კვალიფიცირდება წამებად,არაადამიანურ მოპყრობად.მსხვერპლში იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს.ბავშვების მიმართ თავისუფლების აღკვეთა არის უკიდურესი სასჯელი.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ღირსება არის ორი ფუნდამენტალური პრინციპი.გაეროს ბავშვთა კომიტეტი იკვლევს ბავშვის უფლებებს ,ის ამბობს რომ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ბავშვის ღირსების შელახვა.გონივრული მისადაგების ტესტზე უნდა იყოს დაყრდნობილი მისი დასჯის მეთოდი.
რა არის ძირითადად ის სივრცეები სადაც ხდება ღირსების შელახვის მიდრეკილება: ბავშვთა სახლები ,სკოლები.რაცარუნდა დანაშაული ჰქონდეს არასრულწლოვანს,არ შეიძლება მას შეელახოს ღირსება.ბავშვის მიმართ პენიიტენციურმა დაწესებულებამ უნდა განახორციელოს ინდივიდუალური მიდგომა.
3 ტიპის გნზრახ ქმედება არსებობს წამება,არაადამიანური მოპყრობა და დამამცირებელი მოპყრობა.
არაადამიანური მოპყრობა-ვადაგასული საკვების მიღება, ანტისანიტარია,არასათანადო ჯანდაცვა, პაემნების შეზღუდვა ბავშვებისთვის , სუფთა ჰაერზე სეირნობა,გათბობის უფლება.
დამამცირებელი მოპყრობა-როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი აყენებს შეურაწყოფას ბავშვს სხვა ბავშვების წინაშე,ბავშვების თავის გადაპარსვა,გაშიშვლება.
მუხლი 62. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის უფლების არსი
მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა გულისხმობს ბავშვის სოციალური გარემოს უარყოფითი ფაქტორებისა და ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე.
მუხლი 51. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
1. ბავშვის სოციალური ინკლუზიის პროგრამა ითვალისწინებს თანასწორი მოპყრობის საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებით. სოციალური ინკლუზიის მიზანია, აღიაროს, რომ ყველა ბავშვი ღირებული და მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა და მონაწილეობის უფლება უთანასწორო მოპყრობისა და ბარიერების გარეშე.
2. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის მონაწილეობის, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების, არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხელშეწყობაზე.
3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
4. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.
მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვა
აკრძალულია არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით.
მუხლი 6. არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარების უფლება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება.
მუხლი 7. თანაზომიერება
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.
მუხლი 8. ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პენიტენციური კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
2. არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
მუხლი 9. პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება
1. დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
მუხლი 10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა
1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
მუხლი 11. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.
2. სასამართლო ვალდებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე პრიორიტეტულად განიხილოს.
მუხლი 12. არასრულწლოვნის ნასამართლობა
1. არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ.
მუხლი 13. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა
1. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და გამოქვეყნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 14. არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
1. არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრას.
მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
1​1. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით;
ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით;
დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

1. ბავშვის ღირსება ხელშეუვალია.
2. დაუშვებელია ბავშვის წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ღირსება წარმოადგენს ერთადერთ აბსოლიტურ უფლებას,რომლის შეზღუდვა არის დაუშვებელი.დაუშვებელია ამ უფლების მხოლოდ დაცულ სფეროს და ადგენს, რომ დაუშვებელია ამ უფლებაში ისეთი სახის ჩარევები, როგორიცაა წამება არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობა, ან ასეთი სასჯელის გამოყენება.
მუხლი 6. ბავშვის სიცოცხლისა და პიროვნული განვითარების უფლება
1. ბავშვს აქვს სიცოცხლისა და პიროვნული განვითარების უფლება.
2. სახელმწიფო იღებს ბავშვის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა ზომას და ქმნის მისი ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობას ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 7. ბავშვთა თანასწორობის უფლება
1. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ ბავშვებს, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, საქმიანობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
3. სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით.
4. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უთანასწორო მოპყრობისგან დასაცავად, მათ შორის, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის დისკრიმინაციისგან, სტიგმისა და გარიყვისგან დასაცავად, საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას.
მუხლი 8. ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე
1. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
2. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
4. ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ
მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული.
მუხლი 9. ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, რეგისტრირებულ იქნეს დაბადებისთანავე, მოიპოვოს მოქალაქეობა, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა.
3. დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და დაცვას, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები
1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.
3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
მუხლი 16. ბავშვის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
1. ბავშვს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. მშობელს უფლება აქვს, ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებების მიხედვით აღზარდოს. ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მიმართულების მიცემისას აუცილებელია, უპირატესად გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვის მოსაზრებები მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს.
2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 24. ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
3. მშობელი არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
4. დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის, ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.
5. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.