კომენტარები

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/14
ბოლო შემოს: 2024/02/29 18:57:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. თელეოლოგიური განმარტება გულისხმობს?
ნორმის არსისა და მიზნის ძიებას

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.“ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ შედეგს?
გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას

3.ალტერნატიული ფაქტობრივი ელემენტის არსებობისას აუცილებელია თუ არა ყველა მათგანის არსებობა?
ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის
4. ნათია და ნინო არიან მეგობრები. მათ შორის დაიდო ძვირფასი ტილოს ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის ფასად მიუთითა 200 ლარი. ნინო დათანხმდა გარიგების დადებას. ნასყიდობის საგნის გადაცემისას აღმოჩნდა, რომ ნათიამ ნასყიდობის საფასურის 2000 ლარის ნაცვლად მიუთითა 200 ლარი, რის გამოც ნათიამ უარი თქვა ნივთის გადაცემაზე. აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს:
არცერთი პასუხი არ არის სწორი

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, „თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.“ დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის ქმედების შემადგენლობა?
თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი
6. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. ლაშამ მიუთითა გარიგების სარგებლიან ხასიათზე. რა შემთხვევაში ითვლება გარიგება სარგებლის მომტანად:
როცა მხარე მნიშვნელოვან ქონებრივ სარგებელს იღებს
როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები ვალებულებების კისრების გარეშე

7.ვალდებულების შესრულება არის ?
უფლების მომსპობი შესაგებელი

8. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.ლაშას მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს:
მერყევად ბათილ გარიგებას

9. გიორგიმ თავის 17 წლის შვილს მარიამს მიანიჭა საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება. მარიამმა აიყვანა თანამშრომლები და გააფორმა მათთან შრომითი ხელშეკრულებები, ასევე საწარმოს შეუფარხებლად ფუნქციონირების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება კონტრაქტორ ფირმასთან ნედლეულის მიწოდებაზე. გიორგიმ არ მოიწონა მარიამის მიერ დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. მარიამი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. რა შეიძლება იყოს მარიამის პოზიციის სასარგებლო სამართლებრივი საფუძველი:
სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი - „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.
ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს

11. რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?
სამართლიანობის მიღწევა

12. რა სახის შეიძლება იყოს სხვა ნორმის სამართლებრივ შედეგებზე მითითება ?
სტატისტიკური და დინამიკური

13. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, "მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით." დაასახელეთ მითითებული ნორმის ქმედების შემადგენლობა:
თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით

14. გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება შემოწმებას:
წარმომადგენლის სახით მოქმედება

15. გიორგიმ ლაშას მიჰყიდა მობილური ტელეფონი. გიორგიმ არ გადაუხადა ლაშას ნასყიდობის საფასური. აქვს თუ არა ლაშას გიორგისგან ფასის გადახდის მოთხოვნის უფლება. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ფასის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

16. რა ნაწილებისგან შედგება სასამართლო გადაწყვეტილება
შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი - „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

18. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა

19. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია სამართლებრივი შედეგი?
ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ

20.ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნინოს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის ნაშრომის ეტაპზე:
იძულების ფაქტი
21. ირაკლის სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში გიორგის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს თბილისში მდებარე 4 ოთხიანი ბინა საერთო ფართით 120 კვ.მ. სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მოსამართლე ირაკლისა და გიორგის შესთავაზებს დავის მორიგებით დასრულებას, წინაღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ორივე მხარისათვის არასასურველი შედეგი დადგეს. ირაკლის მორიგებას ასევე ურჩევს მისი ადვოკატი სანდრო. ირაკლის გიორგი შესთავაზებს, რომ ირაკლიმ ბინის სანაცვლოდ გადაიხადოს 50,000.00 აშშ დოლარი. ირაკლის აღნიშნული თანხა არ გააჩნია და მის ადვოკატ სანდროს ეუბნება, რომ მორიგება ვერ შედგება. სანდრო ირაკლის შეახსენებს დავის რისკების შესახებ და ასევე გაახსენებს, რომ ირაკლი ფლობს მიწის ნაკვეთს თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. ირაკლი გადაწყვეტს მიწის გაყიდვას, თუმცა გიორგის მიერ მორიგებისთვის განსაზღვრული აქვს 1 თვის ვადა. აღნიშნულ ვადაში ირაკლი ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის მყიდველის მოძიებას. სანდრო ირაკლის სთავაზობს, რომ იგი მზადაა შეიძინოს მიწის ნაკვეთი ირაკლისგან 50,000.00 აშშ დოლარად. ირაკლი სანდროს ეუბნება, რომ 50,000.00 აშშ დოლარად ვერ გაყიდოს მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. სანდრო ირაკლის შეახსენებს, რომ მოურიგებლობის შემთხვევაში არსებობს საკმოდ დიდი რისკი, რომ იგი დავას წააგებს. ირაკლი ფიქრობს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ბინა. შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ სანდროს მიწის ნაკვეთი მიყიდოს 50,000.00 აშშ დოლარად. მხარეები ასეც მოიქცევიან და 2019 წლის 19 აგვისტოს აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და სანდრო რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე დროს, სანდრო ირაკლის უხდის 50,000.00 აშშ დოლარას. აღნიშნული შემდეგ ირაკლი უკავშირდება გიორგის და თანხმდება მორიგების პირობებზე, თუმცა გიორგი უარს აცხადებს მორიგებაზე და დავა გრძელდება სასამართლოში. 2019 წლის 01 სექტემბერს ირაკლი სანდროს სთხოვს, რომ უკან დაუბრუნოს მიწის ნაკვეთი და თავის მხრივ სანდროს დაუბრუნებს 50,000.00 აშშ დოლარს, რაზედაც სანდრო უარს აცხადებს. აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
იძულებით დადებული გარიგება
22. გიორგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დიდ ზიანს განიცდის. ახლობელი ნიკა მას შესთავაზებს თავის ავტომობილს დროებით, განსაზღვრული ვადით. გიორგი გახარებულია და თანხმობას აცხადებს. ვინაიდან ნიკას ავტომობილის თხოვება სათანადო თანხის გადახდის სანაცვლოდ სურს, გამგზავრებამდე მას უნდა, რომ „თხოვების” ხელშეკრულების თანხაზე მოელაპარაკოს გიორგის. გიორგი უბრალოდ ცდება სიტყვის მნიშვნელობაში და „თხოვებას“ იყენებს ქირავნობის ნაცვლად. გიორგის სურს ავტომობილის უსასყიდლოდ თხოვება. გიორგი ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოს სარგებლობაში გადაცემას. ჩამოთვლილთაგან რა ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე:
ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა
არსებითი შეცდომის არსებობის ფაქტი

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.“.
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას?
თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი

24. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტის არსებობა მოწმდება მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე:
არასრულწლოვნის მიერ მშობლების თანხმობის გარეშე დადებული ორმხრივი გარიგების

25. გიორგიმ (გამყიდველი) და ნოდარიმ (მყიდველი) გააფორმეს საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს მიერ გიორგი მხარდაჭერის მიმღებად იყო ცნობილი და შეზღუდული ჰქონდა გარიგების დადების უფლება. მხარდამჭერმა არ მოიწონა გარიგება. ჩამოთვლილთაგან რომელია გიორგისა და ნოდარს შორის გაფორმებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58 (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილი

26. ყველა შემთხვევაში ახდენს თუ არა სამართლის ნორმა კონკრეტულ სამართლებრივი შედეგის დადგომას?
საკანონმდებლო დეფინიციების შემთხვევაში არ ახდენს

27. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოწმდება უფლების დამაბრკოლებელი?
მოთხოვნის შეწყვეტა
28. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუში. ის განცვიფრდა დანახულით და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი.აქვს თუ არა ნათიას ლევანისგან ნახატის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმების მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე?
არცერთი პასუხი არ არის სწორი
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.“დასახელებული ნორმა წარმოადგენს?
დეფინიციურ ნორმას
30. გიორგი არის ბათუმში მდებარე სასტუმროს მესაკუთრე, თუმცა სასტუმროს სამართავად არ ფლობს სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას. შესაბამისად, გადაწყვეტს რომ მოძებნოს ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებს სასტუმროს წარმატებულად მართვას. 2019 წლის 1 აგვისტოს გიორგი თავისი მეგობრისგან შეიტყობს, რომ სასტუმროს მენეჯმენტის კარგი მცოდნეა ვინმე დავით დავითაშვილი. გიორგის მეგობარი შეპირდება, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ის მესენჯერში გამოუგზავნის დავით დავითაშვილის Facebook პროფილის ბმულს და ასე შეძლებს დავით დავითაშვილთან დაკავშირებას. თუმცა, გიორგის მეგობარს სასწრაფოდ უწევს გამგზავრება 2019 წლის 3 აგვისტოს, თან ავიწყდება გიორგისათვის ბმულის გაგზავნას. გიორგი დროს არ კარგავს და თავად ეძებს დავით დავითაშვილი Facebook-ზე. საძიებო სისტემამ იპოვა დავით დავითაშვილის მხოლოდ ერთი პროფილი. პროფილზე დავითს მითითებული ჰქონდა რომ მან დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტი და გიორგიმ ჩათვალა, რა რომ ის სწორედ ის დავითია, რომელზეც უყვებოდა თავისი მეგობარი და არ დააყოვნა შეთავაზება დავითისთვის ბათუმში მდებარე სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. დავითი საქმიანობდა სამშენებლო სექტორში, სადაც მას ჰქონდა ხელშეკრულება 1 წლის ვადით და ამ ხნის განმავლობაში მისი შემოსავალი იქნებოდა 100 000 ლარი. თუმცა, გიორგიმ მას შესთავაზა 5 წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმება, ამასთან, ბოლო პერიოდში იგი ფიქრობდა სამუშაო ადგილის შეცვლას სხვა მიმართულებით და რადგან გიორგის შეთავაზება 5 წლიანი იყო და თან სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, მან ეს ჩათვალა საინტერესო გამოწვევად და დათანხმდა შემოთავაზებას. 2019 წლის 10 აგვისტოს გიორგის მეგობარი ბრუნდება საქართველოში, ახსენდება რომ გიორგისთვის უნდა გაეგზავნა დავით დავითაშვილის Facebook პროფილის ბმული, რომელიც რეგისტრირებულია მხოლოდ ინიციალებით (D.D.). გიორგი აღმოაჩენს რა, რომ შეცდომა დაუშვა სასწრაფოდ მიწერს დავით დავითაშვილს რომ მას არ სურს მისი სამსახურში აყვანა. ამასობაში კი დავითმა თავის სამსახურში დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა
შეცდომა კონტაჰენტის პიროვნებაში

31.გიორგი,რომელსაც სურს ცნობილი მხატვრის ტილოს შეძენა,შეიძენს იდენტური სახელისა და გვარის სხვა,მხატვრის ტილოს,თუმცა მან არ იცის აღნიშნულის თაობაზე.მოგვიანებით მისი მეგობარი ეტყვი,რომ ეს ტილო ეკუთვნის სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვარს.აქვს თუ არა გიროგის შეცილების უფლება და რა სამართლებრივი საფუძვლით?
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ან ეს არი
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
32. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება.შეაფასეთ ველოსიპედის უკან წაღება.შეაფასეთ ლაშას მიერ დადებული გარიგების ნამდვილობის საკითხი:
ლაშას მიერ დადებული გარიგება ნამდვილია სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,რადგან გარიგება სარგბელის მომტანია
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“.
ბათილია გარიგება
34. რა შემთხვევაში ვიყენებთ ანალოგიას?
კანონით მოუწესრიგებელი ურთიერთობის რეგულირებისას
35. სამოქალაქო კოდექსის 909-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, "თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის სამართლებრივი შედეგი?
მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.

36.გიორგიმ ლაშასთან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით.გიორგი გადავიდა საცხოვრებლად შეძენილ საკუთრებაში,თუმცა ლაშას გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა.აქვს თუ არა ლაშას მემკვიდრეებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ლაშას მემკვიდრეებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 183-ე მუხლისა და 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
37. რით განხვავდება თელეოლოგიური რედუქცია ანალოგიისგან ?
თეოლოგირუი რედუქციის დროს აქვს ნორმის გამოყენების სფეროს შეზღუდვა
38. ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება. დაასახელეთ სამართლებრივი საფუძველი ?
სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი
39. სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის,შესაბამისად,წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:იმ ვადის გასვლით,რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება.ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ნორმის სამართლებრივ შედეგს?
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება
40. სასამართლო გადაწყვეტილებები დგება ?
როგორც დასკვნის,ისე გადაწყვეტილებების სტილით
41. 17 წლის გიორგიმ დადო კომპიუტერული ტექნიკის ნასყიდობის ხელშეკრულება ლევანთან. ისინი შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 2000 ლარზე. როცა მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის თაობაზე, მოითხოვეს მის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობა. ამ დროს გიორგის უკვე შეუსრულდა 18 წელი. ლევანი ითხოვს თანხის გადახდას, ხოლო მშობლები გარიგების ბათილობას. რა არის ცენტრალური პრობლემა წარმოდგენილ კაზუსში:

არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება

42. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. აქვს თუ არა გიორგის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე

43. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოქმდება უფლების დამაბრკოლებელი შესაგებლის არსებობა?
მოთხოვნის წარმოშობა

44. 16 წლის გიორგი დებს ლევანთან კომპიუტერის ნასყიდობის ხელშეკრულებას მშობლების წინასწარი თანხმობის გარეშე.რა შემთხვევაში გახდება გარიგება ნამდვილი?
თუ მშობლები მოიწონებენ გარიგებას

45. სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, "თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ". ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს

46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.“. აღნიშნული სამართლის ნორმა წარმოადგენს?
დეფინიციურ ნორმას
47. გიორგი და ლევანი დიდი ხსნის მეგობრები არიან.ლევანს სჭირდება თანხა თავისი შვილის სამკურნალოდ.ის თხოვს გიორგის თანხის სესხებას.გიორგი სამსახურებრივ მივლინებაში მისი ერთი წლით და ის სამსახურეობრივი მივლინების დასრულებამდე ასესხებს თანხას ლევანს.ერთი წლის შემდეგ ლევანი ვერ ახერხებს თანხების მობილიზებას,ამიტომ თავისი სანაცნობოს მეშვეობით ახერხებს გიორგისთვის სამსახურეორბრივი მივლინების ვადის 1 წლით გაგრძელაბს.გიროგი ითხოვს სესხის თანხის დაბრუნებას,რაზეც უარს ამბობს ლევანი,რადგან არ არი დამდგარი მოთხოვნის ვადა.გიროგის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს?
სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, „მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.“.
მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად
49.რას გულისხმობს ინტერპრეტაციის ობიექტური თეორია?
გადამწყვეტია კანონის ნება
50. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. კაზუსის ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს?
არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება

51. ანი არის ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ოფიცერი. ერთ-ერთი სესხის სწრაფად დასამტკიცებლად მან ზაურისაგან უკანონოდ აიღო ფული. ამის თაობაზე გაიგო გოგიმ და მოსთხოვა ანის, მიეყიდა მისთვის მისი კუთვნილი ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“ 3 000 ლარად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში. ანის ეშინია და თანხმდება გოგის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღესვე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი ხდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ანის აპატიმრებენ. მას უფარდებენ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ 7 თვის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე თავისუფლდება. გათავისუფლებისთანავე ანი ითხოვს გარიგების ბათილობას და შესაბამისად, გოგისგან მანქანის უკან დაბრუნებას. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მანქანის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
არცერთი პასუხი არ არის სწორი.

52. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნულის შესახებ აქვს ინფორმაცია ლევანს, თუმცა შემდგომში გიორგისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის მიზნით დებს გიორგისთან მიწის ნაკვეთს ნასყიდობის ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი არის გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ ლევანი ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურებას გიორგისგან. გიორგი უარს ამბობს ლევანთან დადებული გარიგების ბათილად ცნობასა და ზიანის ანაზღაურებაზე. აქვს თუ არა გიორგის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

53. კანონმდებლის მიერ განზრახ ურთიერთობის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში შეიძლება თუ არა ანალოგიის გამოყენება?
დაუშვებელია, რადგან სახეზეა გეგმიური ხარვეზი და დაირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

54. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. ნინო ითხოვს გიორგისგან თანხის გადახდას. არის თუ არა ნინოსთან დადებული გარიგება ნამდვილი. მიუთითეთ სამართლებრივი საფუძველი:
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი

55. ხანდაზმულობა არის ?
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

56. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასვნას, რის შედეგადაც დებს ლევანთან მიწის ნაკვეთს ნასყიდობის ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი არის გამოუსადეგარი. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისთანავე ითხოვს ლევანი გარიგების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

57. სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, "თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა." ჩამოთვლილთაგან რომელიც მითითებული ნორმის ქმედების შემადგენლობა?
თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება

58. გიორგი საგარეჯოში ფლობს 50 ჰა მიწის ნაკვეთს. გიორგი დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია ნავთობის მოპოვება. ნავთობის მოპოვების მიზნით გიორგი უკავშირდება ირაკლის და სთავაზობს დააფუძნონ კომპანია შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. ირაკლი თანხმდება გიორგის შეთავაზებას. 2019 წლის 29 აგვისტოს გიორგი და ირაკლი აფუძნებენ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელს“, პარტნიორები წესდებით შეთანხმდებიან, რომ მათ შორის წილები განაწილდება 50%-50%. ამავე დროს, გიორგი ვალდებულია, რომ საწესდებო კაპიტალში შეიტანოს საგარეჯოში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ირაკლი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობმოპოვებითი სამუშაოების წარმოება. 2019 წლის 30 აგვისტოს გიორგი შეასრულებს თავის ვალდებულებას და საწესდებო კაპიტალში შეიტანს საგარეჯოში მდებარე მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ამავე დღეს, საგარეჯოში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. აღნიშნულის შემდგომ, ირაკლი იწყებს მოქმედებას ნავთობმოპოვებითი სამუშაოების საწარმოებლად, რა დროსაც დაადგენს, რომ მიწის ნაკვეთიდან შეუძლებელია ნავთობის მოპოვება, რადგან ეს უკანასკნელი უბრალოდ არ არსებობს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს გიორგის. გიორგი გულდაწყვეტილი ეუბნება ირაკლის, „რას ვიზამთ, ჩვენ ორივენი შევცდით. ამდენად, ვფიქრობ, რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“ უნდა გავაუქმოთ და მიწა კვლავ მე უნდა დმიბრუნდეს“. აღნიშნულზე კი ირაკლი კატეგორიულ უარს აცხადებს, რადგან მას მიაჩნია, რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“ დაფუძნებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ეს უკანასკნელი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
შეცდომით დადებული გარიგება

59. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას? საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია;
საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
61. თორნიკე კახეთში ფლობს 100 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელზე გაშენებულია ვენახი და განლაგებულია ღვინის მარანი. 2018 წლის 15 მარტს მას უკავშირდება გიორგი და სთავაზობს, რომ მიჰყიდოს მიწა მასზე არსებული ვენახითა და ღვინის მარნით 1,000,000.00 აშშ დოლარად, რაზედაც თორნიკესგან მტკიცე უარს იღებს. 2018 წლის 30 ივნისს გიორგი თავისი ნაცნობი ბუღალტრისგან, რომელიც თორნიკესთან მუშაობს გაიგებს, რომ თორნიკე კეთილსინდისიერად არ იხდის გადასახადებს და სახელმწიფოს უმალავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდგომ, 2018 წლის 7 ივლისს გიორგი უკავშირდება თორნიკეს და ეუბნება, რომ თუ იგი არ მიჰყიდის მიწას 1,000,000.00 აშშ დოლარად, გიორგი თორნიკეს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს საგამოძიებო ორგანოებს. თორნიკეს შეეშინდება და თანხმდება გააფორმოს გიორგისთან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2018 წლის 01 აგვისტოს თორნიკე და გიორგი აფორმებენ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებას და იმავე დღეს გიორგი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრედ. მოგვიანებით თორნიკე ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვა და მიუხედავად მუქარისა გიორგისთვის არ უნდა მიეყიდა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, 2018 წლის 01 სექტემბერს თორნიკე გიორგის უგზავნის წერილს და სთხოვს მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებას, რაზეც გიორგი კატეგორიულ უარს აცხადებს.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
იძულებით დადებული გარიგება

62. რას იწვევს კაზუსის შინაარსის მცდარი შეფასება?
მცდარ შედეგს

63. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. სამართლებრივად დასაბუთებულია თუ არა ლევანის მოსაზრება?
ლევანის მოსაზრება დასაბუთებულია, ვინაიდან გასულია სსკ-ის 89-ე მუხლით განსაზღვრული შეცილების ვადა

64. ზოგადად, რა სახის შესაგებლები უნდა იქნეს გამოყენებული კაზუსის ამოხსნის სხვადასხვა ეტაპზე?
უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი
უფლების შემაფერხებელი შესაგებელი
სწორია - ყველა პასუხი სწორია
უფლების შემწყვეტი შესაგებელი

65. ირაკლის მეგობრის დაბადების დღისთვის სურდა ძვირფასი საათის ყიდვა. მან ვერ მოახერხა მაღაზიაში უშუალოდ წასვლა და საათის ყიდვა დაავალა თავის მეგობარს - ნათიას. ნათიას გადასცა შესაბამისი თანხა. ნათია გამყიდველმა მოატყუა და ნაცვლად ძვირფასი საათისა, მას მისცა იაფფასიანი საათი, ხოლო თანხა ზუსტად იმდენი გამოართვა, რაც ირაკლიმ გაატანა. ირაკლიმ მოითხოვა მაღაზიისგან ნივთის დაბრუნება. მაღაზია კი მიიჩნევს, რომ ირაკლი არ არის ხელშეკრულების მხარე და არ აქვს მოთხოვნის უფლება. რამდენად დასაბუთებულია მაღაზიის პოზიცია:
დაუსაბუთებელია სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

66. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. მშობლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს:
სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი

67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.“
68. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).“
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას?
რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)

70. ლანასა და ნინოს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. 1 წლის შემდეგ ნინომ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ნინოს შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

71. ისტორიული განმარტების პროცესში რა გზით შეიძლება დადგინდეს კანონმდებლის ნება?
სწორია - ყველა პასუხი სწორია
კანონპროექტის განმარტებითი ბარათით
კომიტეტის სხდომის ოქმით
კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებით

72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილი - „ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
როგორც დეფინიციური, ისე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
დეფინიციური ნორმა
73. 15 წლის გიორგიმ ლევანიგან შეიძინა სნოუბორდი. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლევანი კი ითხოვს თანხის გადახდას. აქვს თუ არა ლევანს ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება? დაასახელეთ ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
მხარის არასრულწლოვანების საკითხი
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა

74. გიორგისა და ლაშას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ისინი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 20000 ლარზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების გადახდისგან თავის არიდების მიზნით ხელშეკრულებაში მიუთითეს 10000 ლარი. ლაშა თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 ლარი, ხოლო ლაშა ითხოვს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლაშას 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

75. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუშს. ის განცვიფრდა დანახულით და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი. ლევანი უარს ამბობს ნახატის უკან დაბრუნებაზე. აქვს თუ არა ლევანს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/14
ბოლო შემოს: 2024/02/29 18:57:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1)საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.

აღნიშნული სამართლის ნორმა წარმოადგენს:

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს;

არცერთი პასუხი არ არის სწორი.

დეფინიციურ ნორმას;

როგორც დეფინიციურ ნორმას, ისე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს; 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. ლაშამ მიუთითა გარიგების სარგებლიან ხასიათზე. რა შემთხვევაში ითვლება გარიგება სარგებლის მომტანად:
როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები ვალებულებების კისრების გარეშე
როცა მხარე მნიშვნელოვან ქონებრივ სარგებელს იღებს
როცა მხარეს წარმოეშობა როგორც უფლებები, ისე მოვალეობები
როცა მხარეს მიიღებს ქონებრივ სარგებელს --- რა სახის შეიძლება იყოს სხვა ნორმის სამართლებრივ შედეგებზე მითითება
სტატიკური ან დინამიკური
არცერთი პასუხი არ არის სწორი
დინამიკური
სტატიკური ------- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, „თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.“

დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის ქმედების შემადგენლობა?

მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის;

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი;

არცერთი პასუხი არ არის სწორი.

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია; ----- ანი არის ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ოფიცერი. ერთ-ერთი სესხის სწრაფად დასამტკიცებლად მან ზაურისაგან უკანონოდ აიღო ფული. ამის თაობაზე გაიგო გოგიმ და მოსთხოვა ანის, მიეყიდა მისთვის მისი კუთვნილი ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“ 3 000 ლარად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში. ანის ეშინია და თანხმდება გოგის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღესვე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი ხდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ანის აპატიმრებენ. მას უფარდებენ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ 7 თვის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე თავისუფლდება. გათავისუფლებისთანავე ანი ითხოვს გარიგების ბათილობას და შესაბამისად, გოგისგან მანქანის უკან დაბრუნებას. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მანქანის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
როგორც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილი
არცერთი პასუხი არ არის სწორი. -------------- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, „მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.“.

ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ შედეგს?

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს;
თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას;

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად;

არცერთი პასუხი არ არის სწორი. --- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი - „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

არც-ერთი პასუხი არ არის სწორი

დეფინიციური ნორმა

როგორც დეფინიციური ნორმა, ისე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ---------- გიორგის სურს თავისი შეყვარებულისთვის ოქროს ბეჭდის ყიდვა. მას გამყიდველი მოატყუებს და მიჰყიდის კარგი ხარისხის ბიჟუტერიას მაღალ ფასად. გიორგი 1 წლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ის მწარედ მოტყუვდა და მოითხოვს გამყიდველთან დადებული გარიგების ბათილად ცნობას. გამყიდველი უარს ამბობს თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან გასულია შეცილების 1-წლიანი ვადა. აქვს თუ არა გიორგის გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ------------ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, „შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.“

დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის სამართლებრივი შედეგი?

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო;

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში;
ყველა პასუხი სწორია.

თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო; ------------ რა მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები
კანონები
სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა
არცერთი პასუხი არ არის სწორი ---------- ანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მენეჯერულ პოზიციაზე. ერთ-ერთ ნაცნობს მან მართვის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით გამოართვა თანხა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა გოგისთვის, რომელიც ამ ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა. კერძოდ, ანის გაუმხილა, რომ იცოდა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე და თუ წყნეთში მდებარე აგარაკს არ მიჰყიდდა, ამის თაობაზე აცნობებდა სამუშაოს ხელმძღვანელობას და საგამოძიებო ორგანოებს. ანის ძალიან უყვარს წყნეთის აგარაკი, ვინაიდან ეს მისი მშობლებისაგან დატოვებული ქონებაა და მის მშობლებთან ასოცირდება. ანი დაკარგავს მოსვენებას, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ სამუშაო ადგილისა და პასუხისგებაში მიცემის შიშით 2010 წლის 1 იანვარს დადებს გოგისთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. უძრავი ქონება აღირიცხება გოგის საკუთრებად. 2012 წლის 1 იანვარს საგამოძიებო ორგანოსათვის ცნობილი გახდება ანის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ და ის მიეცემა პასუხისგებაში და სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. 2014 წლის 1 დეკემბერს ანი მიმართავს გოგის და მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვს თუ არა ანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ----------- 15 წლის გიორგიმ ლევანიგან შეიძინა სნოუბორდი. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლევანი კი ითხოვს თანხის გადახდას. აქვს თუ არა ლევანს ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება? დაასახელეთ ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
დაიდო თუ არა არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულება
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა
მხარის არასრულწლოვანების საკითხი
არცერთი პასუხი არ არის სწორი --------- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.“.

აღნიშნული სამართლის ნორმა წარმოადგენს:

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს

დეფინიციურ ნორმას

არცერთი პასუხი არ არის სწორი
როგორც დეფინიციურ ნორმას, ისე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ---------------- გიორგიმ თავის 17 წლის შვილს მარიამს მიანიჭა საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება. მარიამმა აიყვანა თანამშრომლები და გააფორმა მათთან შრომითი ხელშეკრულებები, ასევე საწარმოს შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება კონტრაქტორ ფირმასთან ნედლეულის მიწოდებაზე. გიორგიმ არ მოიწონა მარიამის მიერ დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. მარიამი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. რა შეიძლება იყოს მარიამის პოზიციის სასარგებლო სამართლებრივი საფუძველი:
სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი
სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი -------------- გიორგიმ დადო ლევანთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება. გიორგიმ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ლევანს გამავლობის შესახებ 150000-ის ნაცვლად 50000. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მხარეთა შორის გარიგების დადების საფუძველი. ლევანი შემთხვევით გაიგებს ინფორმაციას გამავლობის შესახებ და ითხოვს გარიგების ბათილობას. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე:
შეცდომის არსებობის ფაქტი
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი
არცერთი პასუხი არ არის სწორი
მოტყუების ფაქტი ------------ სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ
თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს --------------- გიორგისა და ლაშას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ისინი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 20000 ლარზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების გადახდისგან თავის არიდების მიზნით ხელშეკრულებაში მიუთითეს 10000 ლარი. ლაშა თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 ლარი, ხოლო ლაშა ითხოვს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლაშას 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე --------------- ნათია და ნინო დიდი ხნის მეგობრები არიან. ნინო ჰპირდება ნათიას სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრებს. ნათია ემუქრება ნინოს, თუ მას სესხს არ მისცემს, მათ შორის არსებული მეგობრობა დასრულდება. ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას სესხის თანხას 10 წლის ვადით. მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის არსებული გარიგების ბათილობას. ნათია ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება. დაასახელეთ სამართლებრივი საფუძველი:
არცერთი პასუხი არ არის სწორი
სსკ-ის 85-ე და სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი
სსკ-ის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სსკ-ის 85-ე მუხლი -------------- ვალდებულების შესრულება არის:
არცერთი პასუხი არ არის სწორი
უფლების შემაფერხებელი შესაგებელი
უფლების მომსპობი შესაგებელი
უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი ----------- 15 წლის გიორგი მშობლების თანხმობის გარეშე დებს ლევანთან ნასყიდობის ხელშეკრულებას. როგორია გიორგის (არასრულწლოვნის) მიერ დადებული გარიგება
მერყევად ბათილი
უცილოდ ბათილი
საცილო
არცერთი პასუხი არ არის სწორი ---------- ლევანმა და ნინომ დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნინომ ასესხა გიორგის თანხა 20000 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მხარეებმა დაუკავშირეს ნინოს მიერ სამსახურებრივი მივლინების დასრულების პერიოდს. თავდაპირველად ნინოს მივლინების ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელს. ლევანმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, რათა თავიდან აეცილებინა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, გაახანგრძლივებინა ხელმძღვანელ პირს ნინოსთვის მივლინების ხანგრძლივობა 1 წლის ვადით. ნინო დასთანხმდა ვადის გაგრძელებას, თუმცა მან მოსთხოვა ლევანს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ლევანმა უარი განაცხადა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე, ვინაიდან მივლინების ხანგრძლივობა არ იყო დასრულებული. აქვს თუ არა ნინოს სესხის გადახდის მოთხოვნის უფლება? ------------- დაასახელეთ ძირითადი მოთხოვნები, რაც დგინდება კაზუსის იურიდიული დამუშავების მიმართ
ეფექტიანობა
აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბება
ყველა პასუხი სწორია
სამართლებრივი ვითარების სრულყოფილი შეფასება/განხილვა ....