კომენტარები

varskvlavi's picture
varskvlavi (ani kvantaliani)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/17
ბოლო შემოს: 2023/02/17 13:49:28
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევა დასაბუთებუ- ლად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კა- ნონს ეწინააღმდეგება და ის უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მო- სარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, უნდა დადგინდეს უარის კანონსაწინააღმდეგოობა და ამით მოსარჩელის კანონიერი ინტე- რესის ან უფლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, აქ მთავარია, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება გამოუცემელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე (შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე, რომლის გამოცემაზეც მას უარი ეთქვა). ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დასაბუთებულია, თუ გიორგის აქვს მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის მიღების უფლება. ასე- თი უფლება შესაძლოა, გამომდინარეობდეს სდასსკ-ის 93-ე და 97-ე მუხლე- ბიდან. ამავე დროს, საკითხავია, არის თუ არა შესაძლებელი ამ მოთხოვნას- თან დაკავშირებით ნებართვის გაცემა, ანუ არის თუ არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პროექტი ნებართვასავალდებულო და ნებართვაუნარიანი. ამ შემთხვევაში არ მოწმდება გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერე- ბის საკითხი, რამეთუ კაზუსშივე არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ გადაწყ-
262

ვეტილება გამოცემულია „დადგენილი წარმოებასამართლებრივი ნორმების დაცვით”.

varskvlavi's picture
varskvlavi (ani kvantaliani)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/17
ბოლო შემოს: 2023/02/17 13:49:28
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამდენად, სარჩელი დასაშვებია, თუმცა არ არის დასაბუთებული, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება.

maruckebi's picture
maruckebi (mariami)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/28
ბოლო შემოს: 2023/10/19 16:19:51
კონტაქტი - ყველა კომენტარი

I ეტაპი: დასაშვებია თუ არა ადმინისტრაციული საჩივარი?
აქ პირველ რიგში უნდა გაირკვეს შეტანილია თუ არა საჩივარი
გათვალისწინებული ფორმისა და ვადის დაცვით და არის თუ

არა დავის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ-
ლებრივი აქტი. ასევე საჭიროა იმის შემოწმებაც, ჰქონდა თუ არა

მომჩივანს საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება. ამისათვის

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იმის შე-
საძლებლობას მაინც უნდა ითვალისწინებდეს, რომ (შესაძლოა)

დარღვეული იყოს მომჩივანის სუბიექტური საჯარო-სამართლე-
ბრივი უფლება (ე.წ. პოპულარული საჩივრის დაუშვებლობა).

II ეტაპი: დასაბუთებულია თუ არა ადმინისტრაციული საჩივა-
რი?

ადმინისტრაციული საჩივარი დასაბუთებულია: 1. თუ გასაჩივ-
რებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი არის შეცდომიანი ანუ უკანონო. შეცდომა შესაძლოა და-
შვებულ იქნა აქტის გამოცემისას, ანუ წარმოების ფარგლებში

(ფორმალური კანონიერება) ან შეცდომა შეიძლება იყოს ში-
ნაარსობრივი (მატერიალური კანონიერება). 2. ეს პირდაპირ და

უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინ-
ტერესს.

ფორმალური კანონიერება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორი-
ცაა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, წარმოე-
ბის სწორი ფორმა, სათანადო წესით გამოცხადება/გაცნობა, და-
საბუთება და ა.შ.

36

მატერიალური კანონიერება კი მოიცავს აქტის გამოცემის კა-
ნონიერ საფუძველს, ადრესატის სწორად შერჩევას, თანაზომიე-
რების პრინციპის დაცვას და დისკრეციული უფლებამოსილების

სწორად განხორციელებას.
III ეტაპი – დასკვნა:

თუ ადმინისტრაციული საჩივარი დასაშვებია და გასაჩივრებუ-
ლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

– უკანონო, მაშინ საჩივარი დასაბუთებულია ანუ პერსპექტიუ-
ლია.

და პირიქით: თუ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრა-
ციულ-სამართლებრივი აქტი არის უშეცდომო (ანუ კანონიერი),

მაშინ საჩივარი არის დაუსაბუთებელი/უსაფუძვლო და არ აქვს
წარმატების პერსპერქტივა.

valerigegeshidze123's picture
valerigegeshidze123 (valeri gegeshidze)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/24
ბოლო შემოს: 2023/02/26 21:27:47
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსის მოცემულებიდან ირკვევა რომ პირმა რომელმაც ჩაიდინა ქურდობა მანამდე
ნასამართლევი იყოს ხულიგნობისთვის სსკ-239 მუხლის მიხედვით შესაბამისად აქ იკვეთება
ორი გარემოება. აღნიშნული დანაშაული დაკვალიფიცირდება როგორც არაერთგზის
დანაშაულად თუ როგორც რეციდივი ამიტომ ერთმანეთს უნდა შევადაროთ არაერთგზისი
დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ პირს წარსულში ექნებოდა ქურდობა ანუ ეს
გვეუბნება რომ პირს აქვს წარსულში ის დანაშაული რაზეც კიდევ ერთხელ სამართლდება
კაზუსიდან ჩანს რომ ერთიდა იგივე დანაშაული არ იკვეთება შესაბამისად უნდა გადავიდეთ
რეციდივზე პირი ნასამართლევი იყო და კვლავ გასამართლეს სხვა დანაშაულისთვის იყო
განზრახი იყო სხვადა სხვა დანაშაული ეს არის რეციდივი სსკ-58 მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად თუ სახეზე გვაქვს ნასამართლეობა რომელიც არის მაკვალიფიცირებელი ამ
შემთხვევაში რეციდივის დროს დამატებით 1 წელი არ შეიძლება დამნაშავეს დაემატოს
ნასამართლეობა თუ არის დანაშაულის მაკვალიფიციებელი ან საპროცესო შეთანხმების დროს
ან პირობითის მსჯავრის არსებობისას კაზუსის მოცემულებიდან არცერთი შემთხვევა არ
გვაქვს სახეზე შესაბამისად მოსამართლის მიერ გამატონაილი განაჩენი სსკ-ის 177-ე მუხლის
მიხედვით სასჯელის6 დანიშვნა 1 წელი და 6 თვეს ითვალისწინებს და უნდა დაემატოს 1 წელი
ვინაიდან სახეზე გვაქვს რეციდივი

valerigegeshidze123's picture
valerigegeshidze123 (valeri gegeshidze)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/24
ბოლო შემოს: 2023/02/26 21:27:47
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1) 2015 წელს ირაკლი პაპავა ნასამართლევი იყო ხულიგნობაზე, შემდეგ ჩაიდინა სსკ177 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთის სახით მიუსაჯა 1 წელი და 6 თვე. მოსამართლის გადაწყვეტილება არასწორია, რადგან სახეზე გვაქვს სსკ-ს მე-17 მუხლი, რეციდივი

2) 178 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა და 800 ლარის ოდენობით დაენიშნა ჯარიმა. მოსამართლე არასწორად მოიქცა რადგან აღნიშნული დანაშაულის პროპორციული ჯარიმა სსკ-ს 42 მუხლის გათვალისწინებით 2000 ლარს შეადგენს.

3) პირს გამოსაცდელი ვადა ჰქონდა 5 წელი, შემდეგ 2 წელი დაემატა და 7 წლამდე გაიზარდა. დანაშაული ითვალისწინებდა 1 წლიან პატიმრობას, ჯარიმას ან შინაპატიმრობას.
მოსამართლის გადაწყვეტილება არასწორია რადგან (სსკ-ს 67 მუხლს გამოიყენებთ)