კომენტარები

ejobava's picture
ejobava (edisher jobava)
სხვა
რეგ. თარ: 2012/01/11
ბოლო შემოს: 2014/08/15 16:20:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მიზანშეწონილია, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის N286 ბრძანებულების XXVII თავში („რაიონის აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობები“) შეტანილ იქნეს ცვლილებები და შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს (შესაბამისად, ამ ბრძანებულებით არ არის გათვალისწინებული საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, რასაც ასევე შეუსაბამობაში მოვყავართ „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად უმცროსი საჯარო თანამდებობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისას). ასევე ამოსაღებია XXVII თავი, ვინაიდან, სოფლის თემს, დაბას და ქალაქს ამჟამინდელი კანონმდებლობით აღმასრულებელი ორგანოები არ გააჩნიათ

qavtar2011's picture
qavtar2011 (shorena qavtaradze)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/20
ბოლო შემოს: 2018/06/12 18:13:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

და ვადა არ უნდა იყოს გათვალისწინებული? თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან???

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან???" -თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით იხილეთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 5 –ე მუხლის მე–4 პუნქტი და მე–5 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, კერძოდ:საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან.თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს.ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს;
ამდენად, თუ ზემდგომი თანამდებობის პირის 3 სამუშაო დღის ვადაში არ მიიღებს სათანადო ზომებს (პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის მიცემის შესახებ და სხვა) ის მინიმუმ ჩადის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას –სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნები;

გეთანხმებით, რომ კანონში იმპერატიულად არ არის მითითებული, თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან, ე.ი მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გადაცდომის ჩადენის დღიდან ნებისმიერ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას.
ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. კარგი იქნება ზემოხსენებულ კანონში პირდაპირ მიეთითოს თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან.მითუმეტეს საქართველოში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებში პირდაპირ არის მითითებული პირის პასუხისმგებლობაში მიცემის ვადები, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 71–მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38–ე მუხლი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი „4. ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი.“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია;“ ვინაიდან მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია). თვითმმართველობის ორგანოს(დაწესებულება) –მუნიციპალიტეტს, ზემოხსენებული ორგანული კანონი არ ითვალისწინებს. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი მოსაყვანია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლთან შესაბამისობაში.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ირაკლი,
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა დამატებით განისაზღვრება „ საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების,„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად.

izomolashxia's picture
izomolashxia (izo molashxia)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/11
ბოლო შემოს: 2024/12/13 16:45:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

82–ე მუხლის 1–ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში მოხელეთა რომელი კატეგორია შედის? მოვალეობის შემსრულებლები?

lelakeda's picture
lelakeda (ლელა აბულაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/24
ბოლო შემოს: 2017/10/30 20:58:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ატესტაციის გარეშე თუ შეიძლება მოხელის დასაწინაურებლად წამოყენება და თუ შეიძლება მოხელის მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა (სსშ მუხ.43) და ხომ არ ითვლება ეს დაწინაურებად?; რას ნიშნავს თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამღლება ?(საჯარო სამსახ. მუხ.74)

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქ საუბარია იმ ხელფასზე რომელიც გააჩნია მოხელეს და ემატება თავისი ხელფასის გარდა სხვა სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი სარგო.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ლელა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე ინიშნება იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე დროებით არ მყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ მას არ ჩამოაშორებენ ძირითადი სამუშაოს სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, მას უნდა მიეცეს მისი კუთვნილი ხელფასი და დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს(ხელფასის) ოდენობით, ე.ი მისი ხელფასის გარდა უნდა მიეცეს დამატებით ანაზღაურება იმ პირის ხელფასის ოდენობით, რომლის მოვალეობასაც ასრულებს.

ან
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე ინიშნება იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ მას ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, მას ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
ამდენად, ზემოხსენებულ ორ შემთხვევაში, განსხვავება ის არის, რომ პირველ შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ არ ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან, ხოლო მეორე შემთხვევაში- ჩამოაშორებენ მის სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისგან და ასრულებს დროებით არ მყოფი მოხელის მოვალეობას მხოლოდ. ამასთანავე, ტერმინებს – ხელფასს და თანამდებობრივ სარგოს ერთიდაიგივე მნიშვნელობა აქვს.

dmanisi's picture
dmanisi (მერაბ ოქრიაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/13
ბოლო შემოს: 2024/03/22 12:31:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სათანადოდ გაფორმებული საბუთი რას ნიშნავს?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სათანადოდ გაფორმებული საბუთი გულისხმობს უფლებამოსილი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაციის მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტს(ბრძანება,დადგენილება, გადაწყვეტილება წერილი, შრომის წიგნაკი ან სხვა წერილობითი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პირის სამუშაო სტაჟს. ამასთანავე, საწარმოს მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტზე შეიძლება არ იყოს ბეჭედი დასმული თუ, ამ საწარმოს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის(საწარმოს საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა) შესაბამისად, არ გააჩნია ბეჭედი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 77–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა 1 1 პუნქტი „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“. ზემოხსენებული პუნქტით სამსახურებრივი დაწინაურების საკითხის განხილვისას იზღუდება იმ საჯარო მოხელეთა უფლებები, რომლებიც მუშაოებენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლისა და 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გავლილი აქვთ ატესტაცია, მაგრამ არ არიან დანიშნული კონკურსის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ერთერთი ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. ამდენად, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და გავლილი აქვთ ატესტაცია, იგივე უფლება უნდა ჰქონდეთ სამსახურში დაწინაურების, როგორც იმ პირებს, რომელთაც ერთი წელი მაინც აქვთ ნამსახურები და დანიშნული არიან კონკურსის წესით.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით ან გავლილი აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაცია და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე–3 პუნქტი "3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, გარდა პრეზიდენტის თანაშემწისა და მრჩევლისა, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ." ეწინააღმდეგება, ამავე, კანონის 29–ე და 30–ე მუხლებს, რომლითაც პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 30–ე მუხლი თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, შემცვლელს უფლებას არ აძლევს უკონკურსოდ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ. ამასთანავე, ამავე, კანონის 29–ე და 30–ე მუხლებში 2012 წლის 29 ივნისის კანონით (№6611) შეტანილ იქნა ცვლილებები და პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე–3 პუნქტი ეწინააღმდეგება ამავე კანონის 29–ე და 30–ე მუხლებს და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია.

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული მუხლის 'გ' ქვეპუნქტი ცალკედ გამოყოფს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ცალკედ აღნიშნავს ღირსების პატივისცემის თაობაზედ; ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო ეს პუნქტი შემდეგი სახით:"ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა :-) "

dmanisi's picture
dmanisi (მერაბ ოქრიაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/13
ბოლო შემოს: 2024/03/22 12:31:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში წინადადება "დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს ხელმძღვანელი;" უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს ხელმძღვანელი;", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების– გამგეობის (მერიის) ხელმძღვანელი არ არის საკრებულოს თავმჯდომარე, კერძოდ:"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 38–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი), ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტთან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში უნდა ჩაიწეროს სიტყვები "თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში წინადადება "ასლი ეგზავნება შრომის ინსპექციას დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით და მოსამსახურეთა წარმომადგენლობით ორგანიზაციას."უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით "ასლი ეგზავნება მოსამსახურეთა წარმომადგენლობით ორგანიზაციას.", ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა შრომის ინსპექციას არ ითვალისწინებს. ძალადაკარგული "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის" 237 1 –ე მუხლი ითვალისწინებდა შრომის ინსპექციას, ხოლო დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი" არ ითვალისწინებს შრომის ინსპექციას. ამასთანავე, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 ნოემბრის №310/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის N177/ნ ბრძანებით გაუქმდა შრომის ინსპექცია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები"2. ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას." უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"2. თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას.", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე და არა მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირი, კერძოდ: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მე–3 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად,გამგეობის (მერიის) მოსამსახურეებს სამსახურში ღებულობს გამგებელი(მერი).ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ო" ქვეპუნქტთან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–2 პუნქტში უნდა ჩაიწეროს სიტყვები "თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს 127-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები "„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის" უნდა შეიცვალოს სიტყვებით:"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის", ვინაიდან,"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 77–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა 1 1 პუნქტი „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“. ზემოხსენებული პუნქტით სამსახურებრივი დაწინაურების საკითხის განხილვისას იზღუდება იმ საჯარო მოხელეთა უფლებები, რომლებიც მუშაოებენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლისა და 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გავლილი აქვთ ატესტაცია, მაგრამ არ არიან დანიშნული კონკურსის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ერთერთი ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. ამდენად, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და გავლილი აქვთ ატესტაცია, იგივე უფლება უნდა ჰქონდეთ სამსახურში დაწინაურების, როგორც იმ პირებს, რომელთაც ერთი წელი მაინც აქვთ ნამსახურები და დანიშნული არიან კონკურსის წესით. ამასთანავე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–7 მუხლის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები (მათ შორის საქართველო) აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტსა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–7 მუხლის „c“ ქვეპუნქტს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით ან გავლილი აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაცია და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 30–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა “თ„ ქვეპუნქტი, რომლითაც, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. ზემოხსენებული მუხლი დასახვეწია, ვინაიდან, ხელს უშლის მოხელეების სამსახურში გადაყვანის პროცესს, მაგალითად: მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად, მშენებლობის განყოფილება გადავიდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში, შესაბამისად, მშენებლობის განყოფილების თანამშრომლები გადაყვანილ უნდა იქნენ ინფრასტრუქტურის სამსახურში, მაგრამ ზემოხსენებული კანონის კანონის 30–ე მუხლის პირველ პუნქტის “თ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გადაყვანილ იქნას სხვა თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის კონკურსის წესით არის დანიშნული. საჯარო სამსახურში მოხელეთა უმრავლესობა დანიშნულია უკონკურსოდ, ე.ი იმ, მოხელის გადაყვანა ვინც უკონკურსოდ არის დანიშნული შეუძლებელია, ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან არ სდევს შტატების შემცირება, ე.ი. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თუ, დამსაქმებელი გადაიყვანს უკონკურსოდ დანიშნულ მოხელეს სხვა თანამდებობაზე ის დაარღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის პირველი პუნქტის “თ„ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ხოლო თუ, გაანთავისუფლებს მოხელეს სამსახურიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან არ სდევს შტატების შემცირება, დაარღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შორის დამსაქმებელმა უნდა აირჩიოს ერთი, კერძოდ: უკანონოდ უნდა გადაიყვანოს სხვა თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშნული მოხელე.
ზემოხსენებული ხარვეზი გასასწორებელია, კერძოდ: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს უნდა დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე“ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ ეს მოხელეები დანიშნული არიან 2012 წლის 10 აგვისტომდე, კონკურსის წესით მოხელის დანიშვნის მოთხოვნის შემოღებამდე“.

qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/06/03
ბოლო შემოს: 2014/03/17 20:41:54
კონტაქტი - ყველა კომენტარი
qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/06/03
ბოლო შემოს: 2014/03/17 20:41:54
კონტაქტი - ყველა კომენტარი
berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.) 2012 წლის 10 აგვისტოდან მოხელე უნდა დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის წესით. ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, 24 –ე მუხლი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის 29–ე მუხლს. სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულერებლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები), ამასთანავე, ზემოხსენებული კანონის 24–ე მუხლი "მოხელის გამოსაცდელი ვადა" ამოსაღებია, ასევე ამოსაღებია ამავე კანონის 26–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ვ"ქვეპუნქტი, 98–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა"ქვეპუნქტი,რომელიც ეხება გამოსაცდელ ვადას.

maribusku's picture
maribusku (mari)
სხვა
რეგ. თარ: 2012/03/12
ბოლო შემოს: 2015/04/24 13:51:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

41-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, რამდენჯერ არის შესაძლებელი მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულების გაფორმება, ან შესაძლებელია თუ არა ეს პერიოდი გამოყენებული იქნეს ნაწილ-ნაწილ, გაურკვეველია

tata150's picture
tata150 (თამარ ცერცვაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/25
ბოლო შემოს: 2017/10/13 10:31:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რომ არ წამეკითხა ვერც გავითვალისწინებდი.. მადლობა

Arcani (giorgi)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/14
ბოლო შემოს: 2014/05/08 22:35:58
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაგრამ მას ხომ ამ დროის განმავლობაში ამ თანამდებობაზე (მართალია სხვისი ბრალით, მაგრამ მაინც) არ უმუშავია

levanil's picture
levanil (giorgi)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2011/01/11
ბოლო შემოს: 2022/02/25 23:12:57
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ მუსამსახურე გათავისუფლებულია უკანონოდ, მას კანონიერი უფლება აქვს მიიღოს იძულებით გაცდენილი პარიოდის შრომითი გასამრჯელო

გურამI's picture
გურამI (გურამ)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
რეგ. თარ: 2013/07/31
ბოლო შემოს: 2016/02/21 12:48:50
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ბ ქვეპუნქტი, ვფიქრობ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის ბ ქვეპუნქტთან, რომლის მიხედვითაც " ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით." აქედან გამომდინარე, არ შეიძლება პირს შეეზღუდოს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, იმის გამო, რომ იგი გამოძიების ქვეშაა, "ვფიქრობ საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე 17 მუხლის ბ ქვეპუნქტი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს.

nata2907's picture
nata2907 (ნატა)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/11/21
ბოლო შემოს: 2021/09/17 13:06:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

nato2907@gmail.com

ბექა კვინიკაძე's picture
ბექა კვინიკაძე (ბექა კვინიკაძე)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/11/26
ბოლო შემოს: 2015/09/23 17:13:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ძალიან სასაცილოა ჩემთვის მეორე ნაწილი, გამოდის რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე ეს ნაწილი ეწინააგმდეგება კონსტიტუციას... :-D

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/11
ბოლო შემოს: 2015/05/12 09:36:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გთხოვთ, მიპასუხეთ, როდესაც დამსაქმებელი ამ მუხლით გათვალისწინებულ "სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე"–ს იყენებს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რამდენად ვალდებულია იხელმძღვანელოს ამავე კანონის 99–ე მუხლით? თუ შეუძლია უბრალოდ, მაგალითად სტეპლერის გატეხვისთვის, გაათავისუფლოს სამსახურიდან???

მიხეილი87 (მიხეილ მელაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/11/29
ბოლო შემოს: 2014/02/10 10:26:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოძიებას ვერ ავხერხებ ,იქებ ვინმემ მითხრათ რეკვიზიტები.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო მიხეილ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლით მე–2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებამდე მოქმედებს „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (20 სექტემბერი 2013 წ.
N1262-Iს) მე–2 მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. ბმული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2030263#DOCUMENT:1; )

მიხეილი87 (მიხეილ მელაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/11/29
ბოლო შემოს: 2014/02/10 10:26:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის :)

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/11
ბოლო შემოს: 2015/05/12 09:36:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კიდევ ერთი საკითხი, რაც ასეთ დაწესებულებას უკავშირდება: თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები ხომ არ არიან? ახლახანს, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლს (თანამდებობის პირების ჩამონათვალი) დაემატა ასეთი აიპ–ების და შპს–ების დირექტორები. ასევე, მათ ნაწილს, უკვე ეკისრება ქონების დეკლარაციის ყოველწლიურად წარდგენის ვალდებულება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ თანამდებობები კონკურსის წესით უნდა შეივსოს? შესაბამისად, ეს კიდევ ხაზგასმით ხომ არ ადასტურებს, რომ ასეთ იურიდიულ პირებში მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო მირანდა, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები, ვინაიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში ჩამოთვლილია ის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებები, რომლებიც ითვლება საჯარო სამსახურად, ზემოხსენებულ ჩამონათვალში არ არის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები. ამასთანავე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების 32–ე მუხლის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს. ზემოხსენებული კანონით და დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც ვალდებული არიან შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელები არიან საჯარო მოსამსახურეები.

Tamar.D.'s picture
Tamar.D. (თამარი)
სხვა
რეგ. თარ: 2014/02/24
ბოლო შემოს: 2015/02/09 18:08:26
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რამდენად ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებზე. თან თუ მხედველობაში მივიღებთ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ირინე, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს დროებით მოვალეობის შემსრულებელს ვაკანტურ თანამდებობაზე,რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და შტატგარეშე მოსამსახურესაც, ვინაიდან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს მე–13 მუხლის "დ" ქვეპუქტის შესაბამისად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო ირინე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ე.ი. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე პირი შეიძლება დაინიშნოს მოხელის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამასთანავე, ყველა პირი ვინც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შეიძლება დაინიშნოს ან ხელშეკრულებით მიღებულ იქნას როგორც შტატგარეშე მოსამსახურე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

giorgi210973's picture
giorgi210973 (გიორგი)
სხვა
რეგ. თარ: 2014/03/20
ბოლო შემოს: 2017/04/08 19:09:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ მოსამსახურე გათავისუფლებულია უკანონოდ მას უფლება უნდა ქონდეს მოითხოვოს იძულებით განაცდური პერიოდის სამსახურის სტაჟში ჩათვლის და იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის სრულად ანაზღაურების და არა 3 თვის!!!

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/12/13 01:47:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

29-ე მუხლის შესაბამისად, კონკურსის წესით დანიშვნის ვალდებულება დადგენილია ნებისმიერი პირისთვის (ნებისმიერ თანამდებობაზე, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებულისა), ხოლო 31-ე მუხლი (ასევე - 36_1, 36_2, 36_3 მუხლები) კონკურსს ითვალისწინებს მხოლოდ „მოხელეებისთვის“ და გაურკვეველია დამხმარე მოსამსახურეებისთვის (ან, შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის) დადგენილი მოთხოვნები.

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/12/13 01:47:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანაზღაურების გარეშე შვებულების (შვებულებების) გაფორმების ზღვრულ რაოდენობას კანონი არ ადგენს. ანაზღაურების გარეშე შვებულების ცალ-ცალკე, თუ ერთბაშად გამოყენებული დღეების საერთო რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/11
ბოლო შემოს: 2015/05/12 09:36:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეგობრებო, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს 30–ე მუხლის მეორე პუნქტის ბოლო წინადადებაზე "იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია". განმარტავენ, რომ არ შეიძლება ერთ ვაკანსიაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ორჯერ დაინიშნოს. ჩემი აზრით კი, ერთსა და იმავე პირს ვერ დანიშნავ მხოლოდ, განმეორებით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალაში შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტის ახალი რედაქცია, რომლის შესაბამისად, გამგებლის/მერის მოადგილეები, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ინიშნებიან უკონკურსოდ, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება ამავე, კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. მერის მიერ უკონკურსოდ, ერთპიროვნულად გამგებლის/მერის მოადგილეების, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნა, დაარღვევს საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს (საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად) და შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნონ არაპროფესიონალი და სათანადო განათლების არ მქონე პირები. ზემოხსენებული ნორმა შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ე.ი თუ გამგებელი/მერი ერთპიროვნულად, უკონკურსოდ დანიშნავს გამგებლის/მერის მოადგილეებს, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, სათანადო პროფესიული მომზადების მქონე სხვა პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ ზემოხსენებული თანამდებობა კონკურსის საფუძველზე. აქვე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის შესაბამისად, პირი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, ე.ი თუ, ნაკლებად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პირი ინიშნება, კონკურსის წესით, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობზეც (გამგებლის/მერის მოადგილეები, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები) უნდა დაინიშნონ კონკურსის წესით.

the_gio's picture
the_gio (გიორგი ხოსროშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/08/20
ბოლო შემოს: 2019/10/11 18:45:17
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მხოლოდ პატივისცემა საქმეს არ შველის! უნდა იყოს- “ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა"! როგორც ეს სამართალშემოქმედებით პრაქტიკაშია დამკვიდრებული.

the_gio's picture
the_gio (გიორგი ხოსროშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/08/20
ბოლო შემოს: 2019/10/11 18:45:17
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით

dzardia's picture
dzardia (david zardiashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/16
ბოლო შემოს: 2016/08/01 15:15:33
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მირანდა.მეც ეგრე მგონია,მაგრამფორმულირება მაინცბუნდოვანია. ინტერპრეტაცია რომ გამოირიცხოს, ნორმაასეუნდა იყოს ფორმულირებული: "პირის დანიშვნა განმეორებით დროებითი მოვალეობის შემსრულებლადიგივე ვაკანტურ თანამდებობაზე დაუშვებელია".

otari-muller's picture
otari-muller (thomas muller)
კონსტიტუციური სამართალი
რეგ. თარ: 2013/09/24
ბოლო შემოს: 2016/04/19 11:56:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მთავრობამ გამოსცა დადგენილება №449(15.07.2014) "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" და ამ წესის ასახვა არ უნდა მოხდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში?

zaza100 (ზაზა)
სხვა
რეგ. თარ: 2014/08/01
ბოლო შემოს: 2014/08/01 16:02:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გუბერნატორის მოადგილეებიც კონკურსს ექვემდებარებიან?