მოცემული კაზუსის მიხედვით გამომძიებელს უფლება ჰქონდა ფატი დაებარებინა გამოკითხვაზე,ასევე მისი უფლება იყო,რომ განემარტა მისი,როგორც გამოსაკითხი პირის უფლებები და მოვალეობები. საქათელოს სისხლის სმარათლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მიხედვით.
რაც შეეხება სახელმწიფოპ ხარჯზე დამცველით სარგებლობას, გამომძიებელს ამის თქმის უფლება არ ჰქონდა,რადგან სახელმწიფოს არ ევალება ადვოკატის დანიშვნა. ფატის პოზიციას უარის თქმის შესახებ,რის მიზეზადაც დაასახელა რომ ის იყო ბრალდებული ბონდოს საცოლე არ არის კანონიერი, რადგან საცოლის შემთხვევაში არ ვრცელდება ნათესაობის ტერმინი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით საცოლე არ ითვლება ახლო ნათესავად, რის საფუძველზეც შეეძლო მას უარი ეთქვა ჩვენებაზე.
მოცემული კაზუსიდან ირკვევა,რომ ფატი არის ბრალდებულის დედა და ამასტანავე პირი,რომელიც შეესწრო ფაქტს,სადაც მისი შვილი და იმ მყოფი ახალგზარდები სცემდენნ ზირს დაგდებულ ახალგაზრდას.ფატიმ გამოიყენა უფლება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიცემაზე და მან ჩვენებაზე უარიტქვა,რადგან ბრალდებული იყო ტავისი ვაჟი,რომელიც მონაწილეობდა ჩხუბში.სასამათლომ გაანთავისუფლა ცვენების მიცემისგან ფატი,მაგრამ პროკურორმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა პროტესტი,რადგან ის იყო ექიმი და მას ჰქონდა პროკურორის თქმით ვალდებულება,რომ მას მიეცა ჩვენება.აღნიშნული კაზუსიდან გამომდინარე ფატი არის ბრალდებულის ახლო ნათესავი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ახლო ნათესავად ითვლება მშობელი,ხოლო სსსკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე,ამიტომ არ არის დარღვეული კანონი.
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.
თემა2
ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.
თემა 3
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი 126-ე პრიმა მუხლის განმარტება.
სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად არის განსაზღვრული ოჯახში ძალადობა, რომელიც რეგულირდება 126ე პრიმა მუხლით. ამ მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
126 პრიმა მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენია:
ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობაში უნდა მოვიაზროთ როგორც ცემა, ასევე სხვაგვარი ძალადობა.
126ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ ფიზიკურ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და არარის საკმარისი ერთჯერადი ფაქტი.
126ე პრიმა მუხლით განსაზღვრულიქმედებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა.
ძალადობა უნდა იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგირი.
ძალადობამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
იგი არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშუალის ნიშნებს ანუ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117ე, 118ე ან 122ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ის გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ცემაში იგულისხმება პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმეჯერ დარტყმა, უშუალოდ, ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად: სახეში ორჯერ გარტყმა, ფეხის რამდენჯერმე ჩარტყმა, ხოლო სხვაგვარი ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად განხორციელებულ აქტს მაგალითად: სახეში ხელის ერთხელ გარტყმა, თმების მოქაჩვა და ა.შ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზუკური ტკივილი,მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს,შეურაცხყოფას, შანტაჟს დანმცირებას,რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და მისი შედეგია ტანჯვა. სისტემატურობა,გულისხმობს დროის მცირე მონაკვეთში ჩადენილ ორზე მეტ მოქმდებას.
126ე პრიმა მუხლი მოიცავს 5დამამძიმებელ გარემოებას ესენია:
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწრო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქკნე პირის ან ორსული ქალის მიმართ,
არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახია წევრის მიმართ
ორი ან მეტი პირის მიმართ
ჯგუფურად
არაერთგზის
თემა 4
განსხვავება 126ე პრიმა და 126ე მუხლს შორის განსხვავება.
ოჯახური ძალადობის მიზნებისათვის 126ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი. სსკ-ის 126ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოდგებს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწივია,მაგრამ არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ამ შემთხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არარიან ოჯახია წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად, კვალიფიკაცია მოხდება 11პრიმა-126ე მუხლის 1’2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ძალადობა და სისტემატიური ფსიქოლოგიური
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს იქნება 11 პრიმა
126 პრიმა მუხლის დამამძიმებელი გარემოებები:
1.წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფის,ასევე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ
2.არასრუწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად
თემა 5
ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთაბ დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა რაც იწვევა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი. ფსიქოლოგიური ძალადობა არის ყველაზე გავრცელებული ძალადობა, თუმცა მისი იდენთიფიცირება რთულია,ვინაიდან ესე აშკრა სამსილი არ არსებობს საიმისდ,რომ ფაქტი აღწერილი იყოს,მაგალითად სფიქოლოგიური ძალადობის დროს მსხვერპლზე არ რჩება ნაკვალევი ან სამხილი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის ქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.
თემა 6
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.
სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. ადგილი უნდა ჰქონდეს სექსუალური ხასიათის ქცევას
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.
სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მინართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.
სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა. მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ
შევიწროვების მექანიზმები
ნებისმირ პირს, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. პირის უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინსციული ქმედების შეწყვეტა ან მისი შედეგების აღმოფხვრა, ან მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამარათლო სარჩელის შეტანიდან 3დღის ვადაში განიხილავს წარმოებაში მიღების საკითხს, ასევე მოსარჩელეს აძლევს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 3დღის ვადას, თუ წარმოებაში არ მიიღებს მაშინ ეს საჩივრდება კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ მისი გაცნობიდან 3დღის ვადაში. თუ საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლო საქმეს უბრუნენს პირველი ინსტანციის სასამარათლო საქმის განხილვის შედეგდ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინსციის ფაქტის დადასტურების ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მეორე მექანიზმი არის სახალხო დამცველისათვის მიმართვა. მისთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არარის განსაზღვრული და ნებისმიერ დროს შეუძლია პირს მიმართვა. პირს რომელიც სახალხო დამცველს მიმართავს განცხადბით უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომელიც სექსუალური შევიწროვების ვარაუდს იძლევა.
დისკრიმინაციის, სექსუალური შევუწროვების ფაქტი თუ დადასტურდა სახალხო დამცველი მოპასუხეს მიმართავს რეკომენდაციით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს
1. სექსუალური შევიწროვების შეწყვეტას ან მომავალში თავიდან აცილებას.
2. თუ იმ დროს რეკომენდაციის ადრესატი ორგანიზაცია ან დაწესებულება - სექსუალური შევიწროების პრვენციის შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას. თუ ფაქტი არ დადასტურდა, სახალხო დამცველი წყვეტს საქმისწარმოებას.
სასამართლოსა და სახალხო დამცველის გარდა არსებობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების მექანიზმები,შევიწროვების ფაქტზე საჩივრით შეუძლია მიმართოს მის ორგანიზაციაში არსებულ შესაბამის ორგანოს ან პირს.
კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს,სახალხო დამცველი აჩერებს საქმისწარმოებას თუ იმავე ფაქტობრივ გარემოებებს შეისწავლის სასამართლო და წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების შესახებ.
თემა7
ადევნება
ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს,მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას,ასევე შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვას,რადგანაც ადევნების ნებისმიერი ობიექტი,უპირველესყოვლისა,არის ფსიქოლოგიური ტეროტის მსხვერპლი.
ადევნება ხდება ერთი ინდივიდის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათევის მიმართ.
ადევნებაში იგულისმება:
-უკანონო თვალთვალი
-არასასურველი კომუნიკაციის დამყარება,ტელეფონის,ელექტრონული მესიჯით ან სხვა საშუალებით.
-ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება
ადევნება სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის,ასევე ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირის ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის.
თემა 8
126-ე პრიმას ელემენტები
კაზუსები
კაზუსი 1
1. ესმას,ქმარმა ორჯერ დაარტყა მუშტი ეს დავაკვალიფიცირდება - 126 პრიმა მუხლით,შემდეგ ქმარმა ესმას ტელეფონი დაუმტვრია,რომელიც 150 ლარი ოდენობის იყო - 11’კვალიფიკაცია იქნება 187-ე მუხლით თანახმად,150 ლარი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.შემდეგ ესმას ქმარმა, როდესაც ესმას დიშვილი შემოვიდა მათთთან,ესმას ქმარმა თმაზე მოქაჩა ესმას დიშვილს -კვალიფიკაცია 11 პრიმა მუხლი,რადგან დისშვილი არ ითვლება ოჯახის წევრად. ან მეორე ვარიანტი ესე დაკვალიფიცირდება -კვალიფიკაცია 126 -ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება არასრუწლოვნის მიმართ,მიუხედავად,იმისა,რომ ეს არასრუწლოვანი არ არის ოჯახის წევრი.
კაზუსი 2
2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუნდეგენელია) ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აუკრძალა მეუღლეს ( თეკლას) მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი მისი ნებართვის გარეშე სადმე ნაბიჯს გადადგამდა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკლას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით და ‘’დ’’ ქვეპუნქტით.ასევე,2022 წლის აპრილის დაახლოებით 11:00ზე ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა,მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი 17 წლის შვილი - დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტით.
კაზუსი 3
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა -კვალიფიკაცია 126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
კაზუსი 4
კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან,რამდენიმე წელია.კახა სულ ეუბნებოდა შურაცმყოფელ სიტყვებს ნინოს,ისეთ რეპლიკებს,როგორიცაა უსაქმური ხარ და.აშ
შემდეგ ნინო წავიდა თავისი მშობლების სახლში კახას დაუკითხავად,კახამ ამის გამო ნინოს შეასხა ბენზინი და ნინომ მიიღო 70%დამწვრობა და 12 დღეს გარდაიცვალა.
პასუხი:126პრიმა მუხლი,რადგან ნინო იყო სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას.ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის შესხმა) დაკვალიფიცირდება 11’პრიმა მუხლით,ასევე 109 მუხლის ბ,თ,კ,მ ქვეპუნქტებით.
ბ - სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გამოყენებით
თ - გენდერის ნიშნით
კ - ოჯახის წევრის
მ - განსაკუთრებული სისასტიკით
კაზუსი 5
ალეხანდრო და ესმერალდა იმყოფებოდნენ რეესგისტრირებულ ქორწინებაში.ერთად ცხოვრების პერიოდში,ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე.ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმდა კონკრეტული თარიღების და პერიოდს ვერ იხსენებს.ფიზიკურ ძალადობასთან ერთად თან ახლვდა სიტყვიერი შეურაცყოფები.ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღიურად ეუბნდებოდა,რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასე ცოლი არ სჭირდებოდა
პასუხი :ერთი თვის განმავლობაში,როდესაც ურტყამდა ესმერალდას ეს იქნება 11 პრიმა 126-ე მუხლის 2 ნაწილი.
კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი
თანაცხოვრების მე 2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით. ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით.ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომსახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო.ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლით,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.
1ვარიანტი
ღია კითხვა -განმარტეთ გონივრული მისადაგების პრიციპი?
“გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში იმ
აუცილებელი
და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების
განხორციელებას, რაც არ იწვევს
დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და
უზრუნველყოფს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და
თავისუფლების
ფუნდამენტურ
ღირებულებათა რეალიზებას. მსგავსად განმარტავს
საქართველოს შშმ პირთა შესახებ
კანონიც.
“გონივრული მისადაგების პრინციპი” კონკრეტული
ინდივიდისთვის წარმოშობს
უფლებას, მოითხოვოს კონკრეტული სერვისისა თუ
პროდუქტის, ან გარემოს
დაუყოვნებელი მოდიფიცირება იმისათვის, რომ მისი
გამოყენება შესაძლებელი გახდეს
ამ
კონკრეტული პირისთვის. ამ უფლებას ex nunc (გაგების,
შეტყობინების მომენტიდან
წარმოშობილ) მოთხოვნის უფლებას უწოდებენ და
გამოიხატება მოვალეობის
კონცეფციაში.
მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეუძლია
გონივრული მისადაგების
განხორციელება მოითხოვოს იმ წუთიდან, როდესაც მას
უფლების რეალიზაციისას
შეფერხება წარმოეშვა. აღნიშნული წინასწარ, შესაძლოა, ვერ
გაეთვალისწინებინათ,
ვინაიდან ამ პირის ინდივიდუალური საჭიროებები
მოითხოვდა გარემოს კიდევ უფრო
მეტად მორგებას, ვიდრე ეს ზოგადი მისაწვდომობის
სტანდარტითაა
გათვალისწინებული.
“ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთათვის თანასწორობის უზრუნველსაყოფად.” 21
შშმ პირთა უფლებათა კონვენციის მე-5 (3) მუხლთან
ერთობლიობაში განხილული
მე-2 მუხლში მოცემული გონივრული მისადაგების
განსაზღვრების საფუძველზე, ა.
ბროდერიკი შემდეგი სახით აყალიბებს მისადაგების
ვალდებულების ძირითად
თვისებებს:
1. “იმ დაბრკოლებების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც
გავლენას ახდენენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ
ადამიანის უფლებების
გამოყენებაზე;”
2. კონკრეტული პირისთვის დამახასიათებელი
დაბრკოლებების დასაძლევი
ცვლილებებისა და კორექტირებების “აუცილებლობა და
მიზანშეწონილობა”
(ეფექტიანიანობა);
3. იმ ცვლილებებისა და კორექტირებების მიღება, რომლებიც
არ იწვევს პასუხისმგებელ
პირზე არაპროპორციული და გაუმართლებლად მძიმე
ტვირთის დაწოლას;
4. ისეთი საპასუხო ზომის ან გამოსავლის მოძიების
მოთხოვნა, რომელიც მორგებულია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ინდივიდუალურ გარემოებებზე;
5. ფაქტი, რომ მისადაგების არსებითი მიზანია
თანასწორობის ხელშეწყობა და
დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა შესახებ აგრეთვე
ითვალისწინებს გონივრულ მისადაგებაზე უარს ერთ-ერთ
დისკრიმინაციის ფორმად.
მუხლი 5. 2. “სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას
გონივრული მისადაგებით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის
ხელშეწყობისა და
დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.”
საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, გონივრულ
მისადაგებაზე უარი,
როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად
გათვალისწინებაში, უმნიშვნელოვანესი
წვლილი შეიტანა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა კონვენციის
რატიფიცირებამ, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული
გონივრული მისადაგებაზე უარი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ
დისკრიმინაციის ერთ-ერთ
ფორმად.
ღია კითხვა -რას ნიშნავს გარემოს მისაწვდომობა?
მისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და
სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ
შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი
სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას
კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა
ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით,
საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით
სარგებლობის შესაძლებლობას სხვებთან თანაბარ
პირობებში;(კანონიდან)
კონვენცია 9 მუხლი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა
სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის,
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი
ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს,
ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის,
ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და
სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია
ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა
როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული
ზომები, რომელიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა
და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება:
a. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე
ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო
დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;
b. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს,
ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს;
2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ზომებს, რათა:
a. შეიმუშაონ, დანერგონ და მონიტორინგი გაუწიონ
მოსახლეობისათვის ღია ობიექტებსა და მომსახურებებში,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტებისა და
სახელმძღვანელო ორიენტირების რეალიზებას;
b. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და
მომსახურების ყველა კერძო საწარმოს მიერ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა
ასპექტის გათვალისწინება;
c. უზრუნველყონ დაინტერესებული პირებისათვის
ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის მისაწვდომობის საკითხებზე;
d. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა
და სხვა ობიექტებში, აბრების ბრაილის ნიშნებით, მარტივად
წასაკითხი და გასაგები სახით გამოსახვა;
e. მოსახლეობისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების
მისაწვდომობისათვის, უზრუნველყონ ისეთი დამხმარე
პერსონალისა და მედიატორთა დახმარება, როგორიცაა
თანმხლები პირი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდო-
თარჯიმანი;
f. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
ინფორმაციის მისწვდომობის უზრუნველსაყოფად
განავითარონ დახმარების სხვა შესაბამისი ფორმები;
g. ხელი შეწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის ახალი ინფორმაციის, საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის, ინტერნეტის
მისაწვდომობას;
h. საწყის ეტაპზევე უზრუნველყონ მისაწვდომი
ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და
სისტემების დაგეგმვა, განვითარება, წარმოება და
გავრცელება და ამ ტექნოლოგიებითა და სისტემებით
მინიმალური დანახარჯებით სარგებლობა.
0. მისაწვდომობა შშმ პირებისათვის დე ფაქტო
თანასწორობის მიღწევის
წინაპირობა და საშუალებაა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში
შშმ პირთა ეფექტიანი
მონაწილეობისათვის, წევრმა სახელმწიფოებმა მათ სხვების
თანასწორად უნდა
მისცენ გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის,
საინფორმაციო და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
კომიტეტი//C/GC/6
15
საკომუნიკაციო მომსახურების მისაწვდომობისა და
გამოყენების საშუალება.
საკომუნიკაციო მომსახურების კონტექსტში, მისაწვდომობა
მოიცავს სოციალურ
და საკომუნიკაციო მხარდაჭერას.
41. როგორც ზემოთ აღინიშნა, მისაწვდომობა და გონივრული
მისადაგება
თანასწორობის კანონებისა და პოლიტიკის ორი
განსხვავებული კონცეფციაა:
(a) მისაწვდომობის ვალდებულება უკავშირდება ჯგუფებს
და უნდა დაინერგოს
ეტაპობრივად, თუმცა უპირობოდ;
(b) გონივრული მისადაგების ვალდებულება კი
ინდივიდუალიზებულია,
დაუყოვნებლივ მიემართება ყველა უფლებას და შეიძლება
შეიზღუდოს
მხოლოდ გაუმართლებლობისა და არაპროპორციულობის
გამო.
42. ვინაიდან გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და
საინფორმაციო და
საკომუნიკაციო მომსახურების მისაწვდომობის ეტაპობრივ
განხორციელებას
შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამ ხნის
განმავლობაში პირთან
მიმართებით შეიძლება გამოიყენონ გონივრული მისადაგება,
რადგან ეს
უკანასკნელი დაუყოვნებლივ შესასრულებელი მოვალეობაა.
კომიტეტი
სახელმწიფოებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ №2 (2014)
ზოგადი კომენტარით
მისაწვდომობის შესახებ
თემა- იმსჯელეთ შშმ პირთა მახასიათებლებზე და ტიპებზე
?
როგორც მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, ისე 33-ე მუხლის მე-3
პუნქტში
გათვალისწინებულია შშმ პირთა ჩართულობა და
მონაწილეობა
„წარმომადგენელი ორგანიზაციების“, ანუ შშმ პირთა
ორგანიზაციების
მეშვეობით. სათანადო იმპლემენტაციისათვის
მნიშვნელოვანია, მონაწილე
სახელმწიფოებმა და შესაბამისმა დაინტერესებულმა
მხარეებმა განმარტონ
შშმ პირთა ორგანიზაციების ფარგლები და აღიარონ ის
განსხვავებული
ტიპები, რომლებიც ხშირად გვხვდება.
11. კომიტეტი მიიჩნევს, რომ შშმ პირთა ორგანიზაციები
უნდა ეფუძნებოდეს,
ითვალისწინებდეს და სრულად სცემდეს პატივს
კონვენციით აღიარებულ
პრინციპებსა და უფლებებს. ეს მოიცავს მხოლოდ იმ
ორგანიზაციებს,
რომლებსაც უძღვებიან, ხელმძღვანელობენ და მართავენ შშმ
პირები. მათი
წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ
თავად შშმ
პირები.4 კონვენციის ფარგლებში, შშმ პირთა ორგანიზაციები
მოიცავს შშმ
ქალებისა და ბავშვების, ასევე, აივ/შიდსის მქონე პირების
ორგანიზაციებს.
შშმ პირთა ორგანიზაციებს რამდენიმე ძირითადი
მახასიათებელი აქვს:
(a) მათ აარსებენ იმ მიზნით, რომ კოლექტიურად
იმოქმედონ, ასევე,
გამოხატონ, ხელი შეუწყონ, გაატარონ და/ან დაიცვან შშმ
პირთა უფლებები.
შესაბამისად, საჭიროა მათი საზოგადო აღიარება სწორედ ამ
კუთხით;
(b) ისინი ასაქმებენ, წარმოადგენენ, მოვალეობას აკისრებენ
ან კონკრეტულად
წარადგენენ/ნიშნავენ შშმ პირებს;
(c) უმრავლეს შემთხვევაში, არ არიან აფილირებულნი
არცერთ პოლიტიკურ
პარტიასთან და მოქმედებენ სახელმწიფო უწყებებისა და იმ
არასამთავრობო
ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად, რომელთა ნაწილსაც
შეიძლება
წარმოადგენდნენ;
(d) ეს ორგანიზაციები შეიძლება წარმოადგენდნენ ერთ ან
მეტ ჯგუფს,
(constituency) ფაქტობრივი ან აღქმული დარღვევების
მიხედვით, ან გახსნილნი
იყვნენ ყველა შშმ პირის წევრობისათვის;
(e) ისინი წარმოადგენენ შშმ პირთა ჯგუფებს და ასახავენ
მათ
მრავალფეროვნებას (მაგ.: სქესის, გენდერის, რასის, ასაკის,
მიგრანტის/ლტოლვილის სტატუსის და ა.შ. მიხედვით).
აღნიშნული
ორგანიზაციები შეიძლება მოიცავდეს ურთიერთგადამკვეთ
იდენტობებზე
დაფუძნებულ ჯგუფებს (მაგ.: შშმ ბავშვები, ქალები ან
მკვიდრი მოსახლეობა) და
სხვადასხვა დარღვევის მქონე წევრებს;
f) მათი მოქმედების ფარგლები შეიძლება მოიცავდეს
ადგილობრივ,
ეროვნულ ან საერთაშორისო დონეს;
(g) ისინი შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც ცალკეული
ორგანიზაციები,
კოალიციები, ან ურთიერთგადამკვეთი თუ ქოლგისებური
ორგანიზაციები,
რომლებიც მიზნად ისახავენ შშმ პირთა ერთობლივ და
კოორდინირებულ
წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე
საერთაშორისო და
კერძო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.
12. კომიტეტის მიერ გამოვლენილია შშმ პირთა
ორგანიზაციების ტიპები, მათ
შორის:
(a) შშმ პირთა ქოლგისებური ორგანიზაციები - მათი
წარმომადგენელი
ორგანიზაციების ერთგვარი კოალიციები. იდეალურ
შემთხვევაში,
გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უნდა
მონაწილეობდეს მხოლოდ
ერთი ან ორი ქოლგისებური ორგანიზაცია. ღიაობისა და
დემოკრატიულობის,
ასევე, შშმ პირთა სრულად და ფართო სპექტრით
წარმოდგენისათვის, მათ წევრებს
შორის უნდა მიიღონ შშმ პირთა ყველა ორგანიზაცია,
რომლებსაც მართავენ,
ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ შშმ პირები. ისინი
საუბრობენ მხოლოდ
საკუთარი წევრი ორგანიზაციების სახელით, და მხოლოდ
საერთო ინტერესისა და
ერთობლივად გადაწყვეტილ საკითხებზე. თუმცა, არ
შეუძლიათ კონკრეტული
შშმ პირების წარმომადგენლობა, რადგან, როგორც წესი, არ
აქვთ სრული
ინფორმაცია მათ პირად გამოცდილებაზე. მსგავსი როლის
შესრულება უკეთ
შეუძლიათ შშმ პირთა ცალკეულ ორგანიზაციებს, რომლებიც
კონკრეტულ
ჯგუფებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, შშმ პირებს
თავად უნდა შეეძლოთ
გადაწყვეტა, თუ რომელი ორგანიზაცია უნდა უწევდეთ
წარმომადგენლობას.
კონვენციის წევრ სახელმწიფოებში ქოლგისებური
ორგანიზაციების არსებობამ არ
უნდა დააბრკოლოს შშმ პირები ან მათი ორგანიზაციები, რომ
მონაწილეობა
მიიღონ კონსულტაციებში, ან შშმ პირთა ინტერესების
ხელშემწყობ სხვა
პროცესებში;
(b) შშმ პირთა ურთიერთგადამკვეთი (Cross-disability)
ორგანიზაციები, რომლებიც
დარღვევათა ფართო სპექტრიდან მოიცავს ყველას ან
რამდენიმეს
წარმომადგენელს. ეს ორგანიზაციები ყველაზე ხშირად
ადგილობრივ და/ან
ეროვნულ დონეზე გვხვდება, თუმცა, შეიძლება არსებობდეს
რეგიონულ და
საერთაშორისო დონეებზეც;
(c) თვითადვოკატირების ორგანიზაციები, რომლებიც შშმ
პირებს წარმოადგენენ
სხვადასხვა, ხშირად არაფორმალურად (loosely) და/ან
ადგილობრივად
ჩამოყალიბებულ ქსელებში და პლატფორმებზე. ისინი
ადვოკატირებას უწევენ
შშმ პირების, განსაკუთრებით, ინტელექტუალური
შეზღუდვის მქონე
ადამიანების უფლებებს. მათ ჩამოყალიბებას შესაბამისი,
ზოგჯერ ფართო
მხარდაჭერით, რაც წევრებს საკუთარი მოსაზრებების
გამოხატვის საშუალებას
აძლევს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს
გადაწყვეტილების მიღების,
მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროცესებში
ჩართულობისა და
პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს
განსაკუთრებულად ეხებათ იმ
პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სამართლებრივი
ქმედუნარიანობით
სარგებლობა, ინსტიტუციონალიზებულნი არიან და/ან
წართმეული აქვთ ხმის
უფლება. თვითადვოკატირების ორგანიზაციების
დისკრიმინაცია ბევრ ქვეყანაში
ხდება: მათ სამართლებრივი სტატუსი არ ეძლევათ იმ
კანონებისა და
რეგულაციების გამო, რომლებიც არ აღირებს ამ
ორგანიზაციების წევრთა
სამართლებრივ ქმედუნარიანობას.
(d) ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ შშმ პირთა
ოჯახის წევრებს და/ან
ნათესავებს. როდესაც შშმ პირთა ჯგუფებს საკუთარი
ოჯახებისაგან ერთიანი
ქსელის ან ორგანიზაციის სახით მხარდაჭერა სჭირდებათ,
მსგავსი
ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ ინტელექტუალური
შეზღუდვებისა დადემენციის მქონე ნათესავების და/ან შშმ
ბავშვების ინტერესების ხელშეწყობასა
და მხარდაჭერაში, ასევე, მათი ავტონომიურობისა და
აქტიური მონაწილეობის
კუთხით. მსგავს შემთხვევებში, აღნიშნული ორგანიზაციები
ჩართულნი უნდა
იყვნენ კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და
მონიტორინგის
პროცესებში. მშობლების, ნათესავებისა და მომვლელების
როლი ასეთ
ორგანიზაციებში უნდა იყოს შშმ პირთა დახმარება და
გაძლიერება, რათა მათ
შეძლონ აზრის გამოხატვა და საკუთარი ცხოვრების სრულად
გაკონტროლება.
მსგავსი ორგანიზაციები აქტიურად უნდა მუშაობდნენ
მხარდაჭერაზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს უზრუნველყოფს
შშმ პირთა
მონაწილეობას კონსულტაციებში და აზრის გამოხატვის
უფლების რეალიზებას.
(e) შშმ ქალებისა და გოგონების ორგანიზაციები, რომლებიც
შშმ ქალებსა და
გოგონებს არაერთგვაროვან ჯგუფად წარმოადგენენ. მათი
მრავალფეროვანი
სპექტრი უნდა მოიცავდეს ყველა ტიპის დარღვევას.5 ძალზე
მნიშვნელოვანია ამ
ჯგუფების მონაწილეობა კონსულტაციებში, რომლებიც
პირდაპირ ან ირიბად
ეხება მათ, ან, ზოგადად, შშმ ქალებისა და გოგონების
საკითხებს (მაგ.:
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა).
(f) შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების ორგანიზაციები, ან
ინიციატივები,
რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ
საზოგადოებრივ და სათემო
ცხოვრებაში ბავშვთა მონაწილეობის, ასევე, მათი
გამოხატვისა და გაერთიანების
თავისუფლების თვალსაზრისით. ზრდასრულებმა მთავარი
და მხარდამჭერი
როლი უნდა შეასრულონ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც
შშმ ბავშვებსა და
ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და სხვა
ბავშვებთან/ახალგაზრდებთან
თანამშრომლობის გზით, საშუალებას მისცემს,
ჩამოაყალიბონ საკუთარი
ორგანიზაციები და ინიციატივები და ფორმალურად ან
არაფორმალურად
იმოქმედონ მათ ფარგლებში
2 ვარიანტი
ღია კითხვა _ განმარტეთ რას ნიშნავს უნივერსალური
დიზაინი?
უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს,
სწავლების, პროგრამისა და
მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს
აძლევს მათზე სპეციალური
ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების
გარეშე წვდომის საშუალებას.
უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების
შემთხვევაში, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ
დამხმარე საშუალებების ან/და
სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას (კანონიდან)
ღია კითვა - იმსჯელეთ დამოუკიდებელი ცხვრების არსზე?
დამოუკიდებელი ცხოვრება. დამოუკიდებელი
ცხოვრება/ცხოვრება დამოუკიდებლად ნიშნავს
შშმ პირთა უზრუნველყოფას აუცილებელი საშუალებებით,
რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ,
ისარგებლონ არჩევანისა და საკუთარი ცხოვრების
კონტროლის უფლებით, ასევე, მიიღონ ყველა
გადაწყვეტილება თავიანთი სიცოცხლის შესახებ. პირად
ავტონომიას და თვითგამორკვევას
ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი
ცხოვრებისათვის. აქ იგულისხმება: წვდომა
ტრანსპორტზე, ინფორმაცია, კომუნიკაცია და პერსონალური
ასისტირება (მხარდაჭერა,
CRPD/C/GC/5
5
ხელშეწყობა), საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიური
რუტინა, ჩვევები, სათანადო დასაქმება,
პირადი ურთიერთობები, ტანსაცმელი, კვება, ჰიგიენა და
ჯანდაცვა, რელიგიური აქტივობები და
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები. ეს
აქტივობები დაკავშირებულია ადამიანის
იდენტურობასა და პიროვნებასთან: სად ვცხოვრობთ და
ვისთან ერთად; რას ვჭამთ; გვინდა თუ არა
ძილი ან გვიან დაძინება, გარეთ ან სახლში ყოფნა, სუფრა ან
სანთლები მაგიდაზე, ცხოველების ყოლა
ან მუსიკის მოსმენა. ასეთი ქმედებები და
გადაწყვეტილებები ქმნიან ჩვენს პიროვნებას.
დამოუკიდებელი ცხოვრება პიროვნების ავტონომიისა და
თავისუფლების არსებითი ნაწილია და არ
გულისხმობს აუცილებლად მარტო ცხოვრებას. ის ასევე არ
უნდა განიმარტოს, როგორც მხოლოდ
დღიური რუტინის საკუთარი ძალებით შესრულების
შესაძლებლობა. დამოუკიდებელი ცხოვრება
უფრო მიიჩნევა არჩევანისა და კონტროლის თავისუფლებად,
3(a) მუხლში დაცული
ინდივიდუალური ავტონომიისა და თანდაყოლილი
პიროვნული ღირსების პატივისცემასთან
ერთად. დამოუკიდებლობა, როგორც პირადი ავტონომიის
ფორმა, ნიშნავს, რომ არ შეიძლება შშმ
პირს ჩამოერთვას არჩევანისა და კონტროლის
შესაძლებლობა ცხოვრების პირად წესსა და
ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირებით;
დამოუკიდებელი ცხოვრების პირობები. დამოუკიდებელი
ცხოვრება და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართულობა ეხება ყველა ტიპის საცხოვრებელი
დაწესებულების გარეთ ცხოვრებას. ეს
არ ნიშნავს „მხოლოდ“ კონკრეტულ შენობასა ან გარემოცვაში
ცხოვრებას; უპირველეს ყოვლისა, იგი
გულისხმობს პირადი არჩევანისა და ავტონომიის, როგორც
სიცოცხლისა და საცხოვრებელის
გარკვეული პირობების შენარჩუნებას. არც დიდი ზომის
დაწესებულებები, ასი მცხოვრებით
(ბენეფიციარით), არც შედარებით მცირე ზომის სახლები (5-8
ადამიანი) და არც ინდივიდუალური
სახლები არ ჩაითვლება დამოუკიდებელ საცხოვრებელ
პირობებად, თუ მათ ახლავს
დაწესებულების ან ინსტიტუციონალიზების სხვა
ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ
რომლებიც სცდება ინსტიტუციურ დაწესებულებათა
დახურულობას. დიდი ან მცირე ზომის
საცხოვრებლები განსაკუთრებით საშიშია იმ
ბავშვებისათვის, რომლებთან მიმართებითაც არ
იკვეთება ოჯახურ გარემოში აღზრდის ჩანაცვლების
(ოჯახური გარემოდან მოწყვეტის) საჭიროება.
„საოჯახო ტიპის“ დაწესებულებები მაინც ინსტიტუციებია
და ვერ ანაცვლებს ოჯახურ ზრუნვას;
დამოუკიდებელი ცხოვრება − შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების
მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის
თავისუფლება, რომლის რეალიზებაც, საჭიროების
შემთხვევაში, შესაძლებელია სხვების დახმარებით, მათ
შორის, სხვადასხვა სერვისის მიწოდების გზით; კანონიდან
აქედან დავიწყებთ განმარტებას
თემა- იმსჯელეთ ინკლუზიური განათლების არსზე და
მასტან დაკავშირებულ საგანმაათლებლო სისტემის
ურთირთდამაკავშირებელ მახასიატებლებზე?
კონვენცია 24 მუხლი-მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას
განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და
თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე
სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური
განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების
მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას, რაც
ემსახურება:
a. პიროვნების პოტენციალის სრულ გამოვლენას, ღირსებისა
და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას, ადამიანის
უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა
მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცებას;
b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ
საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების
განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური
შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას;
c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უზრუნველყოფა თავისუფალ საზოგადოებაში ეფექტური
ჩართვის შესაძლებლობით.
2. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის, მონაწილე
ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ:
a. არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
გარიყვა ზოგადი განათლების სისტემიდან შეზღუდული
შესაძლებლობის გამო; ამავე მიზეზით არ მოხდეს მათი
გათიშვა დაწყებითი ან საშუალო სავალდებულო უფასო
განათლების სისტემიდან;
b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
თანაბრად მისაწვდომი იყოს ინკლუზიური, ხარისხიანი და
უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება მათი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
c. უზრუნველყოფილი იქნა გონივრული ჩართულობა
ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით;
d. ეფექტური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ
საჭირო დახმარებას ზოგადი განათლების სისტემის
ფარგლებში;
e. სრული ინკლუზიის მიზნით, აკადემიური და სოციალური
განვითარების მაქსიმალურად ხელშემწყობ გარემოში,
უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური ინდივიდუალური
დამხმარე ზომები.
3. განათლებისა პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
სრული და თანაბარი მონაწილეობის გაადვილების მიზნით,
მონაწილე სახელმწიფოები შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს უზრუნველყოფენ ცხოვრებისა და
სოციალიზაციის უნარ-ჩვევების დაუფლების
შესაძლებლობით, მათ შორის:
a. ხელს უწყობენ ბრაილის, ალტერნატიული შრიფტების,
გამაძლიერებელი და ალტერნატიული მეთოდების,
ურთიერთობის ხერხებისა და ფორმატების, ასევე
ორიენტაციისა და მობილურობის უნარ-ჩვევების ათვისებას,
თანატოლთა მხრიდან მხარდაჭერასა და დამრიგებლობას;
b. ხელს უწყობენ ჟესტების ენისა შესწავლასა და სმენის
შეზღუდვის მქონე პირთა ლინგვისტურ თვითმყოფადობას;
c. უზრუნველყოფენ, რომ უსინათლო, ყრუ და უსინათლო-
ყრუ ადამიანების, მათ შორის ბავშვების განათლება
ხორციელდებოდეს ინდივიდისათვის შესაფერისი იმ
საკომუნიკაციო ენების, მეთოდებისა და ხერხების
საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს
ცოდნის ათვისებასა და სოციალურ განვითარებას.
4. აღნიშნული უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად,
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს
სწავლების პროცესში ჟესტების ენის და/ან ბრაილის ანბანის
მცოდნე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პედაგოგების ჩასართავად, რომლებიც ასევე მოამზადებენ
განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე პედაგოგებსა და
პერსონალს. ასეთი მომზადება მოიცავს შეზღუდული
შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას
კომუნიკაციის გამაძლიერებელი, ალტერნატიული
მეთოდების, საშუალებებისა და ფორმატების, სასწავლო
ტექნიკისა და მასალების გამოყენებით.
5. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზოგადი
უმაღლესი, პროფესიული, უფროსებისათვის განკუთვნილი
კურსებისა და უწყვეტი განათლების თანაბარ
მისაწვდომობას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
აღნიშნული მიზნით, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გონივრულ
ჩართულობას.
სტატია-ნკლუზიური განათლების უზრუნველყოფა მოიცავს
ცვლილებებს კულტურაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში,
ყველა ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო
გარემოში, ინდივიდუალურ სტუდენტთა ცვლადი
მოთხოვნებისა და იდენტობების მისადაგებისათვის. ეს
ასევე
გულისხმობს ჩამოთვლილ შესაძლებლობათა ხელშემშლელი
ბარიერების აღმოფხვრის ვალდებულებას და
საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობათა
გაძლიერებას
ყველა მსმენელთან კავშირის შესანარჩუნებლად.
(a) ყველა მსმენელის ფუნდამენტური უფლება.
აღსანიშნავია,
რომ განათლება არის ინდივიდუალური მსმენელის უფლება,
ბავშვების შემთხვევაში კი - მშობლის/მომვლელის უფლება.
CRPD/C/GC/4
5
მშობლის პასუხისმგებლობები უნდა მოერგოს ბავშვის
უფლებებს;
(b) პრინციპი, რომელიც აღიარებს ყველა სტუდენტის
კეთილდღეობას, პატივს სცემს მათ თანდაყოლილ ღირსებასა
და ავტონომიას და აღიარებს ინდივიდთა მოთხოვნილებებსა
და შესაძლებლობას, რომ ეფექტიანად ჩაერთონ და
მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
(c) ადამიანის სხვა უფლებების განხორციელება. ეს არის
უმთავრესი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შშმ პირებს
შეუძლიათ თავის ამოყვანა სიღარიბიდან, სრულად
მონაწილეობა თემში და დაცვა ექსპლუატაციისაგან. 3 ის
მნიშვნელოვანია ინკლუზიური საზოგადოების
ჩამოსაყალიბებლადაც;
(d) განათლების უფლების ხელშემშლელი ბარიერების
აღმოფხვრის განგრძობითი და პროაქტიული
ვალდებულების
შესრულება და მისი შედეგი. რეგულარული სკოლების
კულტურის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილებებთან
ერთად, ეს არსებითია ყველა სტუდენტის მიმართ
მისადაგებისა
და ეფექტიანი ჩართვისათვის
მახასიათებლები-ინკლუზიური განათლების ძირითადი
მახასიათებლებია:
(a) „მთლიანი სისტემის“ მიდგომა: განათლების
სამინისტროებმა ყველა რესურსი უნდა ჩადონ ინკლუზიური
განათლების განვითარებისათვის, ასევე, ინსტიტუციურ
კულტურაში, პოლიტიკასა და პრაქტიკებში აუცილებელი
ცვლილებების განსახორცილებელად.
(b) „მთლიანი საგანმანათლებლო გარემო“: აუცილებელია
საგანმანათლებლო ინსტიტუტების კომიტირებული
ხელმძღვანელობა ყველა სფეროში და ყველა დონეზე
ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო კულტურის,
პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოსადგენად. აქ
იგულისხმება
საკლასო სწავლება და ურთიერთობები; სამეთვალყურეო
საბჭოს შეხვედრები; მასწავლებელთა ზედამხედველობა და
საკონსულტაციო მომსახურებები; სამედიცინო დახმარება;
სასკოლო მოგზაურობები; საბიუჯეტო გადანაწილებები; შშმ
და
შეზღუდვის არმქონე პირთა მშობლებთან ურთიერთობები;
ადგილობრივ თემსა და ფართო საზოგადოებასთან
ინტერაქცია;
(c) „მთლიანი პიროვნების“ მიდგომა: ამ მიდგომით
აღიარებულია თითოეული პირის შესაძლებლობა, რომ
ისწავლოს; ასევე, ყველა მსმენელისათვის, მათ შორის, შშმ
პირებისთვის, ყალიბდება მაღალი მოლოდინები.
ინკლუზიური
განათლება მოიცავს მოქნილ საგანმანათლებლო პროგრამას -
სხვადასხვა შესაძლებლობაზე, მოთხოვნასა და სასწავლო
ტიპზე
ადაპტირებული მეთოდების შექმნას. ეს მიდგომა
გულისხმობს
მხარდაჭერას, გონივრულ მისადაგებასა და ადრეულ ჩარევას,
რათა ყველა მსმენელს შეეძლოს თავისი პოტენციალის
განხორციელება. სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას
მსმენელთა შესაძლებლობებსა და მიზნებზე უფრო მეტი
ყურადღება მახვილდება, ვიდრე შინაარსზე. „მთლიანი
პიროვნების“ მიდგომა მიზნად ისახავს სეგრეგაციის
დასრულებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინკლუზიური სწავლებით, ასევე, შესაბამისი მხარდაჭერით
მისადგომ სასწავლო გარემოში. საგანმანათლებლო სისტემამ
უნდა მოახერხოს პერსონალიზებული საგანმანათლებლო
რეაგირება და პირიქით სტუდენტებისაგან არ მოელოდეს
სისტემაზე მორგებას;
CRPD/C/GC/4
7
(d) მხარდაჭერილი მასწავლებლები, მათ შორის, შშმ
პედაგოგები: ყველა მასწავლებელი და სხვა პერსონალი
იღებს
განათლებას და გადის ტრენინგებს, რომლებიც სჭირდებათ
ძირეული ღირებულებებისა და კომპეტენციების შესაძენად,
რათა მოერგონ ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.
ინკლუზიური კულტურა ქმნის მისაწვდომ და მხარდამჭერ
სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს კოლაბორაციას,
ინტერაქციასა
და პრობლემების მოგვარებას მუშაობისას;
(e) მრავალფეროვნების პატივისცემა და ფასი: სასწავლო
თემის
ყველა წევრი მიღებულია თანასწორად და თანაბრად უნდა
სასკოლო თემის შექმნაში. ასეთ გარემოში აღიარებულია
სწავლება თანატოლთა ჯგუფში, დადებითი
ურთიერთობების,
მეგობრობისა და მიმღებლობის თანხლებით;
(g) ეფექტიანი გადასვლა (ტრანზიცია): შშმ მსმენელები
იღებენ
მხარდაჭერას, რათა ეფექტიანად გადავიდნენ სკოლაში
სწავლის
ეტაპიდან პროფესიულ თუ სკოლისშემდგომ განათლებასა
და,
საბოლოოდ, დასაქმებაზე. ასეთ გარემოში ვითარდება
მსმენელთა შესაძლებლობები და თავდაჯერებულობა. მათ
უზრუნველყოფილი აქვთ გონივრული მისადაგება,
შეფასებებისა და გამოცდების დროს ეპყრობიან
თანასწორად,
მათი შესაძლებლობები და მიღწევები აღიარებულია სხვათა
თანასწორად;
(h) პარტნიორობის აღიარება: მასწავლებელთა ასოციაციები,
სტუდენტთა გაერთიანებები და ფედერაციები, შშმ პირთა
ორგანიზაციები, სასწავლო საბჭოები, მშობელთა და
პედაგოგთა
საბჭოები და სკოლის სხვა მოქმედი მხარდაჭერის ჯგუფები
(ფორმალურიც და არაფორმალურიც), ყველა
წახალისებულია,
რომ აამაღლონ ცოდნა და ცნობიერება შეზღუდულ
შესაძლებლობაზე. მშობლების ან მომვლელების ჩართვა
CRPD/C/GC/4
8
საზოგადოებაში მიიჩნევა საშუალებად, რომელიც ხელს
უწყობს
რესურსების შექმნასა და სიძლიერეს. ურთიერთობა
სასწავლო
გარემოსა და ფართო საზოგადოებას შორის უნდა აღიარონ
გზად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ;
(i) მონიტორინგი: როგორც თანმხლები პროცესი,
რეგულარულად უნდა განხორციელდეს ინკლუზიური
განათლების მონიტორინგი და შეფასება, რათა არ მოხდეს
არც
სეგრეგაცია და არც ინტეგრაცია (ფორმალურად თუ
არაფორმალურად). 33-ე მუხლის შესაბამისად,
მონიტორინგმა
უნდა მოიცვას შშმ პირები, მათ შორის, ბავშვები, და ის
ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ინტენსიური დახმარება
(მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით),
ასევე, შშმ პირების მშობლები ან მომვლელები. საჭიროა
შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური
ინდიკატორების
შემუშავება და გამოყენება, 2030 წლის მდგრადი
განვითარების
დღის წესრიგის შესაბამისად.
3 ვარიანტი-
ღია კითხვა - განმართეთ შშმ პირთა მიერ არსებელი
ბიოფსიქო სოციალური მოდელი
ბიოფსიქოსოციალური მოდელი − პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის
განსაზღვრის, გაზომვისა და პოლიტიკის ფორმირების
მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს
ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და
ადამიანის ორგანიზმის/ორგანოთა სისტემის, ქცევითი
სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების
ურთიერთკავშირს ერთობლიობაში განიხილავს.
სტატიიდან-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
შეფასების სოციალურ მოდელზე საუბრისას
მნიშვნელოვანია ვახსენოთ შშმ პირთა საყოველთაო
მობილიზება და დამოუკიდებელი ცხოვრების მოძრაობის
(ILM) გაჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ
დროს შემუშავდა შშმ პირთა პოლიტიკის სტრატეგია, რაც
დაკავშირებული იყო ბარიერების მოხსნასთან. მეორე
მნიშვნელოვანი მოვლენა კი თავად შშმ პირების
ცნობიერებაში გარდატეხის მოხდენა იყო. მათ გააანალიზეს,
რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არის ინდივიდის
ბრალეულობა და პასუხისმგებლობა საზოგადოებამ უნდა
აიღოს. აღნიშნული მიდგომის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო
თანაბარი შესაძლებლობების შექმნისთვის ბრძოლის
დაწყებას. თუკი ადრე ისინი ქველმოქმედებასა და კეთილ
ნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ნელ-ნელა დაიწყეს
თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნა.
მოძრაობის მიერ შემოთავაზებული, ახლებურად
გადასინჯული სოციალური მოდელის ვერსიით,
შეზღუდული შესაძლებლობა არ არის კონკრეტული პირის
მიერ განცდილი დარღვევის შედეგად დამდგარი
აუცილებელი მდგომარეობა. ადამიანს შეზღუდულ
შესაძლებლობას უქმნის საზოგადოების რეაგირება
დარღვევაზე და არა თვითონ დარღვევა. საზოგადოების
ამგვარ რეაგირებას კი თან ახლავს უსამართლობა, რომელიც
შექმნილია დარღვევის მქონე ადამიანების ავტონომიის
გაუმართლებელი უარყოფით. უფრო მეტიც, როგორც შშმ
პირთა უფლებების მოძრაობა ამტკიცებს, შეზღუდული
შესაძლებლობა სოციალური რეპრესიაა და თუ შეზღუდული
შესაძლებლობა საზოგადოებრივი რეპრესიის შედეგია, მაშინ
შესაბამისი კანონების მიღება, ხელს შეუწყობდა ამ
რეპრესიის აღმოფხვრას, ან, სულ მცირე, შემცირებას მაინც.
არსებული რეალობის გაანალიზების შემდეგ,
მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეზღუდული
შესაძლებლობის შეფასების ახალი მოდელი
შემოეთავაზებინა, რომელიც ორ ძირითად დებულებას
ეფუძნება:
1) დარღვევას შეზღუდულ შესაძლებლობად გადააქცევს
სოციალური პირობები;
2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების
სახელით რაიმეს განხორციელებისას ამოსავალი წერტილი
უნდა იყოს არა უშუალოდ დარღვევა, როგორც ასეთი, არამედ
ინდივიდის პიროვნულობა, მისი შესაძლებლობა და
უფლებები, ავტონომიურად მიიღონ გადაწყვეტილებები
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ე.წ. შეზღუდული
შესაძლებლობით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
კეთილდღეობას” კი არ ეხება, არამედ “შშმ პირის უფლებებს”
. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური მოდელისთვის
შეზღუდული შესაძლებლობა ერთდროულად სოციალური
კონსტრუქცია და ქმნილებაა და ინდივიდუალურად თუ
კოლექტიურად, შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე
პირების შეხედულებების შედეგად კონსტრუირდება და
განსხვავებული სოციალური მიდგომებით თუ
სტიგმატიზებით გამოიხატება. სოციალური მოდელის
მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობა სოციალური
შეზღუდვების პირდაპირი შედეგია. ამგვარი შეზღუდვები
შეიძლება ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარეობდეს,
როგორიცაა, მაგალითად, არაადაპტირებულად მოწყობილი
გარემო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის არ არის გათვალისწინებული ტაქტილური
ბილიკები, პანდუსები, ლიფტები, ეჭვნარევი წარმოდგენები
ინტელექტის და სოციალური კომპეტენციის მიმართ
[თითქოს დარღვევის მქონე ადამიანები არაკომპეტენტურები
არიან, არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა], საერთო
მოსახლეობის მიერ ჟესტური ენის გამოყენების
შეუძლებლობა, ბრაილზე შედგენილი საკითხავი მასალის
ნაკლებობა, ან მტრულად განწყობილი საზოგადოებრივი
მიდგომები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თვალით ხილული
შეზღუდული შესაძლებლობა არ აღენიშნება
[განსაკუთრებით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემების მქონე პირები]20. უხეშად
რომ ითქვას, ადამიანების შესაძლებლობა შეზღუდულია
საზოგადოების მიერ. იგი მორგებულია იმ პირების
საჭიროებებზე, ვისაც სიარული შეუძლია, სრულყოფილი
მხედველობა და სმენა აქვს, გარკვევით მეტყველებს ან
ინტელექტუალურად კარგად აზროვნებს.
როგორიც არ უნდა იყოს კონკრეტული შეზღუდვა,
სოციალური მოდელი შეზღუდულ შესაძლებლობას
რეპრესიის ფორმად განიხილავს. უფრო მეტიც, მისი
გადმოსახედიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები არამზრუნველი ან გაუთვითცნობიერებელი
საზოგადოების კოლექტიური მსხვერპლები უფრო არიან,
ვიდრე გარემოებების [როგორიცაა დარღვევა]
ინდივიდუალური მსხვერპლები .
სოციალური მოდელის მიხედვით “დარღვევების მქონე
ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების არიან იმის
გამო, რომ საზოგადოება აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა
და მათ საჭიროებებზე მორგება ვერ მოახერხა” . ამგვარი
მარცხი, რა თქმა უნდა, ადამიანების მარგინალიზებას
ახდენს, რის გამოც მათ ხელი ვეღარ მიუწვდებათ
საზოგადოების ძირითად აქტივობებზე. თუმცა იქ, სადაც
სოციალური მოდელის დებულება მიღებულია, ინკლუზიას
მარგინალიზაციის ჩანაცვლება შეუძლია.
სოციალური მოდელის მიხედვით, დარღვევების მქონე
ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უნდა აკონტროლებდნენ
შესაძლებლობის ფარგლებში. როგორც ჩარლტონი
აღნიშნავს, ადამიანები არ უნდა იწოდებოდნენ არსებითი
სახელით “უსინათლო”, “ყრუ”, “შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე”. სოციალური მოდელის მოწოდებაა,
რომ ყველა იყოს ავტონომიური და პატივს სცემდნენ მათ,
დარღვევის ხარისხისა და ფორმის მიუხედავად.
1.2.5. შეჯამება: ათწლეულების მანძილზე შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულმა
გამოწვევებმა საფუძველი ჩაუყარა ფართომასშტაბიან
მოძრაობებს, რომელმაც შშმ პირთა უფლებების დაცვის
მიმართულებით დიდი გარდატეხა მოახდინა. კიდევ უფრო
ნათელი გახდა შშმ პირთა შეფასების სამედიცინო მოდელის
ნაკლოვანებები, უკეთ გაანალიზდა შშმ პირთა წინაშე
არსებული სოციალური ბარიერები და სამედიცინო
პარადიგმის შეცვლის მნიშვნელობა. შშმ პირთა აქტივიზმის
შედეგად ბევრი სოციალური და ფიზიკური ბარიერი
გადაილახა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები დღესაც განაგრძობენ
ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების
დასაცავად და ცდილობენ ყველა აუცილებელი პირობის
შექმნას იმისათვის, რომ შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო
არ ილახებოდეს მათი ღირსება, არ იზღუდებოდეს მათი
პოტენციალი და საზოგადოების თითოეულ წევრს
განვითარებისათვის თანაბარი პირობები, სასტარტო
პოზიციები ექმნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სამართლის
ობიექტობიდან სამართლის სუბიექტად გადაინაცვლეს,
მაინც უამრავი გამოწვევაა მათ წინაშე. ის ბარიერები,
რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია,
საშუალებას არ აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანებს სრულყოფილად ისარგებლონ იმ მინიჭებული
უფლებებით, რომლებიც მათ თავიანთი ბრძოლით მოიპოვეს.
ამრიგად, შშმ პირთა დისკრიმინაციის პრევენციისას და მათი
უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელია კარგი
სამართლებრივი რეგულირება, რაც ეფექტიანი საშუალება
იქნება შშმ პირთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის.
დასკვნა ამოვააშინნარსოთ ეს ნაწილი
ღია კითხვა -რას მოიცავს კომუნიკაცია?
ომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს,
ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ
მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან
აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს,
კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ
მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და
კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით.
თემა-იმსჯელეთ შშმ ქალების მიმართ არსებულ
დისკრიმინაციულ ფორმებზე და სახეებზე?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციის მე-6 მუხლი აღიარებს შშმ
ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მაღალი
სტანდარტით იცავს მათ უფლებებს. ეს მუხლი
დოკუმენტში დიდი ძალისხმევის შედეგად აისახა. მე-6
მუხლი განამტკიცებს კონვენციის მიდგომას
დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, განსაკუთრებით,
ქალებსა და გოგონებთან მიმართებით. იგი
მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ
დისკრიმინაციული ქმედებებისაგან თავშეკავების
გარდა, მიიღონ ზომები შშმ ქალებისა და გოგონების
განვითარების, წინსვლისა და
გაძლიერებისათვის; ასევე, ხელი შეუწყონ მათი, როგორც
აშკარა უფლებების მქონე სუბიექტების
გაძლიერებას, რათა ამ ადამიანების ხმა ისმოდეს, ამაღლდეს
მათი თვითშეფასება, გაეზარდოთ
უფლებამოსილება და შეძლონ გადაწყვეტილებათა მიღება
ყველა სფეროში, რომლებსაც გავლენა
აქვს მათ ცხოვრებაზე. მე-6 მუხლმა უნდა უხელმძღვანელოს
კონვენციით დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებას მონაწილე სახელმწიფოების
მიერ, რათა მათ ხელი შეუწყონ,
დაიცვან და აღასრულონ შშმ ქალებისა და გოგონების
უფლებები, ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული მიდგომით (და განვითარების
პერსპექტივიდან).
გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის
უფლებებისათვის. თანასწორობა
არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც, ამავდროულად,
ხასიათდება სპეციფიკური
კონტექსტით. ქალების უფლებების დაცვა, უპირველეს
ყოვლისა, მოითხოვს შემდეგი საკითხების
გააზრებას: სოციალური სტრუქტურები;
დამოკიდებულებები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება
კანონები და პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური
დინამიკა; ოჯახისა და თემის ცხოვრება და
კულტურული რწმენები. გენდერულ სტერეოტიპებს
შეუძლია ქალის შესაძლებლობათა შეზღუდვა
კარიერული წინსვლის, ცხოვრებისეული არჩევანის ან
გეგმების განსაზღვრის მხრივ.
მტრული/უარყოფითი და გარეგნულად უწყინარი
სტერეოტიპები შეიძლება მავნებლური
აღმოჩნდეს. მავნებლური გენდერული სტერეოტიპები უნდა
გამოვლინდეს და დარეგულირდეს
გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. კონვენცია
იცავს შშმ პირებთან დაკავშირებულ
სტერეოტიპებთან, ცრურწმენებსა და მავნებლურ
პრაქტიკასთან ბრძოლის ვალდებულებას, მათ
შორის, სქესისა და ასაკის საფუძველზე და ცხოვრების ყველა
სფეროში.
შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია
შეიძლება იყოს მრავალი ფორმის: (a)
პირდაპირი დისკრიმინაცია; (b) არაპირდაპირი
დისკრიმინაცია; (c) დისკრიმინაცია ასოცირების
საფუძველზე; (d) უარი გონივრულ მისადაგებაზე; და (e)
სტრუქტურული ან სისტემური
დისკრიმინაცია. ყველა ფორმის დისკრიმინაცია არღვევს შშმ
პირთა უფლებებს.
(a) პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოიშვება, როდესაც შშმ
ქალებს, აკრძალულ საფუძველზე,
ეპყრობიან ნაკლებად ხელსაყრელად, ვიდრე სხვა პირს იმავე
სიტუაციაში. ის ასევე მოიცავს მავნე
ქმედებებს ან შეცდომებს აკრძალული მიზეზის
საფუძველზე, როდესაც არ არსებობს შესადარებელი
სიტუაცია. 26 მაგალითად, პირდაპირი დისკრიმინაციაა,
როდესაც ინტელექტუალური ან
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ჩვენებები არ
მიიღება სასამართლოში მათი
სამართალსუბიექტად აღიარების მხრივ არსებული
ბარირების გამო. შესაბამისად, ამ ქალებს,
როგორც ძალადობის მსხვერპლთ, არ ეძლევათ წვდომა
მართლმსაჯულებასა და ეფექტიან ზომებზე;
(b) არაპირდაპირი (ირიბი) დისკრიმინაცია ეხება კანონებს,
პოლიტიკას ან პრაქტიკას, რომელებიც
შესაძლებელია ნეიტრალური ჩანდეს, თუმცა მაინც ჰქონდეს
არაპროპორციულად უარყოფითი
ზეგავლენა 27 შშმ ქალებზე. მაგალითად, ჯანმრთელობის
დაცვის დაწესებულებები შეიძლება
ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ, რეალურად, ქალ
პაციენტებთან მოპყრობა იყოს დისკრიმინაციული,
თუკი გინეკოლოგიური სკრინინგისათვის არ იყენებენ
შესაბამის საწოლებს
დისკრიმინაცია ასოცირების საფუძველზე გულისხმობს
დისკრიმინაციას შშმ პირთან
ასოცირების საფუძვლით. მომვლელის როლში მყოფი ქალები
ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას
ასოცირების ნიადაგზე (მაგ.: შშმ ბავშვის დედამ შეიძლება
დისკრიმინაცია განიცადოს პოტენციური
დამქირავებლისაგან, რომელიც შიშობს, რომ ის შეიძლება
ნაკლებად ჩართული იყოს სამუშაოში ანდა
ვერ მოიცალოს ბავშვის გამო).
(d) დისკრიმინაცია გონივრულ მისადაგებაზე უარის
საფუძვლით წარმოიშვება მაშინ, როცა პირს
უარს ეუბნებიან აუცილებელ და შესაბამის მოდიფიკაციებსა
და რეგულირებებზე (რომლებიც არ
აკისრებს არაპროპორციულ ან არასაჭირო ტვირთს),
მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჭიროა შშმ
პირთა მიერ საკუთარი უფლებებითა და ფუნდამენტური
თავისუფლებებით სხვათა თანასწორად
სარგებლობისათვის 28 (მაგ.: თუ შშმ ქალს არ შეუძლია
გაიკეთოს მამოგრამა ჯანმრთელობის
ცენტრში, რადგან შენობის სივრცე მისთვის ფიზიკურად
მიუწვდომელია).
(e) სტრუქტურული ან სისტემური დისკრიმინაცია ასახულია
დისკრიმინაციული ინსტიტუციური
ქცევის დაფარულ ან ცხად ჩარჩოებში, დისკრიმინაციულ
კულტურულ ტრადიციებში, სოციალურ
ნორმებსა და/ან წესებში. გენდერსა და შეზღუდულ
შესაძლებლობასთან დაკავშირებული
მავნებლური სტერეოტიპები, რომლებსაც მივყავართ ასეთ
დისკრიმინაციამდე, მჭიდროდ
უკავშირდება პოლიტიკის, რეგულაციებისა და სერვისების
ნაკლებობას, განსაკუთრებით, შშმ
ქალებთან მიმართებით. მაგალითად, გენდერისა და
შეზღუდული შესაძლებლობის ინტერსექციის
საფუძველზე, შშმ პირები შესაძლოა წააწყდნენ ბარიერებს
ძალადობაზე განცხადების
დაფიქსირებისას, კერძოდ: ვერ დაარწმუნონ პოლიცია,
პროკურორები და სასამართლოები და უარი
ეთქვათ საქმისწარმოებაზე. მსგავსად, მავნე პრაქტიკა
მჭიდროდ უკავშირდება და აძლიერებს
სოციალურად სტრუქტურირებულ გენდერულ როლებსა და
მახასიათებლებს, რომლებშიც აისახება
უარყოფითი დამოკიდებულებები ან დისკრიმინაციული
წარმოდგენები შშმ ქალების მიმართ (მაგ.:
წარმოდგენა, რომ HIV/AIDS-ით დაავადებული მამაკაცები
შეიძლება განიკურნონ შშმ ქალებთან
სქესობრივი კავშირის დამყარებით). 29 უფლებების
დარღვევას ხშირად იწვევს ცნობიერების
ასამაღლებელი ტრენინგებისა და პოლიტიკის ნაკლებობა,
რომელთა მიზანიც უნდა იყოს შშმ ქალთა
მავნე სტერეოტიპიზაციის პრევენცია საჯარო პირების,
მასწავლებლების, ჯანმრთელობის სფეროს
წარმომადგენლების, პოლიციის ოფიცრების, პროკურორების,
მოსამართლეებისა და, ზოგადად,
საზოგადოების მხრიდან.
18. შშმ ქალები არიან მრავალგვარი დისკრიმინაციის
მსხვერპლნი - არა მხოლოდ საჯარო
რეალობაში, არამედ პირად სივრცეშიც (მაგ.: ოჯახში ან კერძო
სოციალური სერვისის
მიმწოდებლებთან ურთიერთობაში). ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართალმა დიდი
ხანია აღიარა წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა
დისკრიმინაციაზე კერძო, არასაჯარო
აქტორების მხრიდან. 30 წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ
სამართლებრივი დებულებები და
პროცედურები, რომლებიც ნათლად აღიარებს
დისკრიმინაციის მრავალგვარობას, რათა
პასუხისმგებლობებისა და გარანტიების განსაზღვრისას
გათვალისწინებული იყოს საჩივრები
ერთზე მეტი საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ
1ვარიანტი
1.)ღია კითხვა -განმარტეთ გონივრული მისადაგების პრიციპი?
“გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ
აუცილებელი
და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს
დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების
ფუნდამენტურ
ღირებულებათა რეალიზებას. მსგავსად განმარტავს საქართველოს შშმ პირთა შესახებ
კანონიც.
“გონივრული მისადაგების პრინციპი” კონკრეტული ინდივიდისთვის წარმოშობს
უფლებას, მოითხოვოს კონკრეტული სერვისისა თუ პროდუქტის, ან გარემოს
დაუყოვნებელი მოდიფიცირება იმისათვის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს
ამ
კონკრეტული პირისთვის. ამ უფლებას ex nunc (გაგების, შეტყობინების მომენტიდან
წარმოშობილ) მოთხოვნის უფლებას უწოდებენ და გამოიხატება მოვალეობის
კონცეფციაში.
მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეუძლია გონივრული მისადაგების
განხორციელება მოითხოვოს იმ წუთიდან, როდესაც მას უფლების რეალიზაციისას
შეფერხება წარმოეშვა. აღნიშნული წინასწარ, შესაძლოა, ვერ გაეთვალისწინებინათ,
ვინაიდან ამ პირის ინდივიდუალური საჭიროებები მოითხოვდა გარემოს კიდევ უფრო
მეტად მორგებას, ვიდრე ეს ზოგადი მისაწვდომობის სტანდარტითაა
გათვალისწინებული.
“ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის

შშმ პირთა უფლებათა კონვენციის მე-5 (3) მუხლთან ერთობლიობაში განხილული
მე-2 მუხლში მოცემული გონივრული მისადაგების განსაზღვრების საფუძველზე, ა.
ბროდერიკი შემდეგი სახით აყალიბებს მისადაგების ვალდებულების ძირითად
თვისებებს:
1. “იმ დაბრკოლებების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ადამიანის უფლებების
გამოყენებაზე;”
2. კონკრეტული პირისთვის დამახასიათებელი დაბრკოლებების დასაძლევი
ცვლილებებისა და კორექტირებების “აუცილებლობა და მიზანშეწონილობა”
(ეფექტიანიანობა);
3. იმ ცვლილებებისა და კორექტირებების მიღება, რომლებიც არ იწვევს პასუხისმგებელ
პირზე არაპროპორციული და გაუმართლებლად მძიმე ტვირთის დაწოლას;
4. ისეთი საპასუხო ზომის ან გამოსავლის მოძიების მოთხოვნა, რომელიც მორგებულია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ გარემოებებზე;
5. ფაქტი, რომ მისადაგების არსებითი მიზანია თანასწორობის ხელშეწყობა და
დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ აგრეთვე
ითვალისწინებს გონივრულ მისადაგებაზე უარს ერთ-ერთ დისკრიმინაციის ფორმად.
მუხლი 5. 2. “სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგებით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის ხელშეწყობისა და

საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, გონივრულ მისადაგებაზე უარი,
როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გათვალისწინებაში, უმნიშვნელოვანესი
წვლილი შეიტანა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის
რატიფიცირებამ, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული გონივრული მისადაგებაზე უარი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ
ფორმად.
2) ღია კითხვა -რას ნიშნავს გარემოს მისაწვდომობა?
მისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას სხვებთან თანაბარ პირობებში;(კანონიდან)
კონვენცია 9 მუხლი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ზომები, რომელიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება:
a. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;
b. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს;

a. შეიმუშაონ, დანერგონ და მონიტორინგი გაუწიონ მოსახლეობისათვის ღია ობიექტებსა და მომსახურებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტებისა და სახელმძღვანელო ორიენტირების რეალიზებას;
b. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და მომსახურების ყველა კერძო საწარმოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათვალისწინება;
c. უზრუნველყონ დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის საკითხებზე;
d. უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა და სხვა ობიექტებში, აბრების ბრაილის ნიშნებით, მარტივად წასაკითხი და გასაგები სახით გამოსახვა;
e. მოსახლეობისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების მისაწვდომობისათვის, უზრუნველყონ ისეთი დამხმარე პერსონალისა და მედიატორთა დახმარება, როგორიცაა თანმხლები პირი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდო- თარჯიმანი;
f. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისწვდომობის უზრუნველსაყოფად განავითარონ დახმარების სხვა შესაბამისი ფორმები;
g. ხელი შეწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის, ინტერნეტის მისაწვდომობას;
h. საწყის ეტაპზევე უზრუნველყონ მისაწვდომი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების დაგეგმვა, განვითარება, წარმოება და გავრცელება და ამ ტექნოლოგიებითა და სისტემებით მინიმალური დანახარჯებით სარგებლობა.
0. მისაწვდომობა შშმ პირებისათვის დე ფაქტო თანასწორობის მიღწევის
წინაპირობა და საშუალებაა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა ეფექტიანი
მონაწილეობისათვის, წევრმა სახელმწიფოებმა მათ სხვების თანასწორად უნდა
მისცენ გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საინფორმაციო და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი//C/GC/6
15
საკომუნიკაციო მომსახურების მისაწვდომობისა და გამოყენების საშუალება.
საკომუნიკაციო მომსახურების კონტექსტში, მისაწვდომობა მოიცავს სოციალურ
და საკომუნიკაციო მხარდაჭერას.
41. როგორც ზემოთ აღინიშნა, მისაწვდომობა და გონივრული მისადაგება
თანასწორობის კანონებისა და პოლიტიკის ორი განსხვავებული კონცეფციაა:
(a) მისაწვდომობის ვალდებულება უკავშირდება ჯგუფებს და უნდა დაინერგოს
ეტაპობრივად, თუმცა უპირობოდ;
(b) გონივრული მისადაგების ვალდებულება კი ინდივიდუალიზებულია,
დაუყოვნებლივ მიემართება ყველა უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს
მხოლოდ გაუმართლებლობისა და არაპროპორციულობის გამო.
42. ვინაიდან გარემოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საინფორმაციო და
საკომუნიკაციო მომსახურების მისაწვდომობის ეტაპობრივ განხორციელებას
შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამ ხნის განმავლობაში პირთან
მიმართებით შეიძლება გამოიყენონ გონივრული მისადაგება, რადგან ეს
უკანასკნელი დაუყოვნებლივ შესასრულებელი მოვალეობაა. კომიტეტი
სახელმწიფოებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ №2 (2014) ზოგადი კომენტარით
მისაწვდომობის შესახებ
3) თემა- იმსჯელეთ შშმ პირთა მახასიათებლებზე და ტიპებზე ?
როგორც მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, ისე 33-ე მუხლის მე-3 პუნქტში
გათვალისწინებულია შშმ პირთა ჩართულობა და მონაწილეობა
„წარმომადგენელი ორგანიზაციების“, ანუ შშმ პირთა ორგანიზაციების
მეშვეობით. სათანადო იმპლემენტაციისათვის მნიშვნელოვანია, მონაწილე
სახელმწიფოებმა და შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარეებმა განმარტონ
შშმ პირთა ორგანიზაციების ფარგლები და აღიარონ ის განსხვავებული
ტიპები, რომლებიც ხშირად გვხვდება.
11. კომიტეტი მიიჩნევს, რომ შშმ პირთა ორგანიზაციები უნდა ეფუძნებოდეს,
ითვალისწინებდეს და სრულად სცემდეს პატივს კონვენციით აღიარებულ
პრინციპებსა და უფლებებს. ეს მოიცავს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს,
რომლებსაც უძღვებიან, ხელმძღვანელობენ და მართავენ შშმ პირები. მათი
წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ თავად შშმ
პირები.4 კონვენციის ფარგლებში, შშმ პირთა ორგანიზაციები მოიცავს შშმ
ქალებისა და ბავშვების, ასევე, აივ/შიდსის მქონე პირების ორგანიზაციებს.
შშმ პირთა ორგანიზაციებს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს:
(a) მათ აარსებენ იმ მიზნით, რომ კოლექტიურად იმოქმედონ, ასევე,
გამოხატონ, ხელი შეუწყონ, გაატარონ და/ან დაიცვან შშმ პირთა უფლებები.
შესაბამისად, საჭიროა მათი საზოგადო აღიარება სწორედ ამ კუთხით;
(b) ისინი ასაქმებენ, წარმოადგენენ, მოვალეობას აკისრებენ ან კონკრეტულად
წარადგენენ/ნიშნავენ შშმ პირებს;
(c) უმრავლეს შემთხვევაში, არ არიან აფილირებულნი არცერთ პოლიტიკურ
პარტიასთან და მოქმედებენ სახელმწიფო უწყებებისა და იმ არასამთავრობო
ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად, რომელთა ნაწილსაც შეიძლება
წარმოადგენდნენ;
(d) ეს ორგანიზაციები შეიძლება წარმოადგენდნენ ერთ ან მეტ ჯგუფს,
(constituency) ფაქტობრივი ან აღქმული დარღვევების მიხედვით, ან გახსნილნი
იყვნენ ყველა შშმ პირის წევრობისათვის;
(e) ისინი წარმოადგენენ შშმ პირთა ჯგუფებს და ასახავენ მათ

მიგრანტის/ლტოლვილის სტატუსის და ა.შ. მიხედვით). აღნიშნული
ორგანიზაციები შეიძლება მოიცავდეს ურთიერთგადამკვეთ იდენტობებზე
დაფუძნებულ ჯგუფებს (მაგ.: შშმ ბავშვები, ქალები ან მკვიდრი მოსახლეობა) და
სხვადასხვა დარღვევის მქონე წევრებს;
f) მათი მოქმედების ფარგლები შეიძლება მოიცავდეს ადგილობრივ,
ეროვნულ ან საერთაშორისო დონეს;
(g) ისინი შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც ცალკეული ორგანიზაციები,
კოალიციები, ან ურთიერთგადამკვეთი თუ ქოლგისებური ორგანიზაციები,
რომლებიც მიზნად ისახავენ შშმ პირთა ერთობლივ და კოორდინირებულ
წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე საერთაშორისო და
კერძო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.
12. კომიტეტის მიერ გამოვლენილია შშმ პირთა ორგანიზაციების ტიპები, მათ
შორის:
(a) შშმ პირთა ქოლგისებური ორგანიზაციები - მათი წარმომადგენელი
ორგანიზაციების ერთგვარი კოალიციები. იდეალურ შემთხვევაში,
გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ
ერთი ან ორი ქოლგისებური ორგანიზაცია. ღიაობისა და დემოკრატიულობის,
ასევე, შშმ პირთა სრულად და ფართო სპექტრით წარმოდგენისათვის, მათ წევრებს
შორის უნდა მიიღონ შშმ პირთა ყველა ორგანიზაცია, რომლებსაც მართავენ,
ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ შშმ პირები. ისინი საუბრობენ მხოლოდ
საკუთარი წევრი ორგანიზაციების სახელით, და მხოლოდ საერთო ინტერესისა და
ერთობლივად გადაწყვეტილ საკითხებზე. თუმცა, არ შეუძლიათ კონკრეტული
შშმ პირების წარმომადგენლობა, რადგან, როგორც წესი, არ აქვთ სრული
ინფორმაცია მათ პირად გამოცდილებაზე. მსგავსი როლის შესრულება უკეთ
შეუძლიათ შშმ პირთა ცალკეულ ორგანიზაციებს, რომლებიც კონკრეტულ
ჯგუფებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, შშმ პირებს თავად უნდა შეეძლოთ
გადაწყვეტა, თუ რომელი ორგანიზაცია უნდა უწევდეთ წარმომადგენლობას.
კონვენციის წევრ სახელმწიფოებში ქოლგისებური ორგანიზაციების არსებობამ არ
უნდა დააბრკოლოს შშმ პირები ან მათი ორგანიზაციები, რომ მონაწილეობა
მიიღონ კონსულტაციებში, ან შშმ პირთა ინტერესების ხელშემწყობ სხვა
პროცესებში;
(b) შშმ პირთა ურთიერთგადამკვეთი (Cross-disability) ორგანიზაციები, რომლებიც
დარღვევათა ფართო სპექტრიდან მოიცავს ყველას ან რამდენიმეს
წარმომადგენელს. ეს ორგანიზაციები ყველაზე ხშირად ადგილობრივ და/ან
ეროვნულ დონეზე გვხვდება, თუმცა, შეიძლება არსებობდეს რეგიონულ და
საერთაშორისო დონეებზეც;
(c) თვითადვოკატირების ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირებს წარმოადგენენ
სხვადასხვა, ხშირად არაფორმალურად (loosely) და/ან ადგილობრივად
ჩამოყალიბებულ ქსელებში და პლატფორმებზე. ისინი ადვოკატირებას უწევენ
შშმ პირების, განსაკუთრებით, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე
ადამიანების უფლებებს. მათ ჩამოყალიბებას შესაბამისი, ზოგჯერ ფართო
მხარდაჭერით, რაც წევრებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას
აძლევს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების,
მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროცესებში ჩართულობისა და
პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს განსაკუთრებულად ეხებათ იმ
პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სამართლებრივი ქმედუნარიანობით
სარგებლობა, ინსტიტუციონალიზებულნი არიან და/ან წართმეული აქვთ ხმის
უფლება. თვითადვოკატირების ორგანიზაციების დისკრიმინაცია ბევრ ქვეყანაში
ხდება: მათ სამართლებრივი სტატუსი არ ეძლევათ იმ კანონებისა და
რეგულაციების გამო, რომლებიც არ აღირებს ამ ორგანიზაციების წევრთა
სამართლებრივ ქმედუნარიანობას.
(d) ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ შშმ პირთა ოჯახის წევრებს და/ან
ნათესავებს. როდესაც შშმ პირთა ჯგუფებს საკუთარი ოჯახებისაგან ერთიანი
ქსელის ან ორგანიზაციის სახით მხარდაჭერა სჭირდებათ, მსგავსი
ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ ინტელექტუალური შეზღუდვებისა დადემენციის მქონე ნათესავების და/ან შშმ ბავშვების ინტერესების ხელშეწყობასა
და მხარდაჭერაში, ასევე, მათი ავტონომიურობისა და აქტიური მონაწილეობის
კუთხით. მსგავს შემთხვევებში, აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი უნდა
იყვნენ კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის
პროცესებში. მშობლების, ნათესავებისა და მომვლელების როლი ასეთ
ორგანიზაციებში უნდა იყოს შშმ პირთა დახმარება და გაძლიერება, რათა მათ
შეძლონ აზრის გამოხატვა და საკუთარი ცხოვრების სრულად გაკონტროლება.
მსგავსი ორგანიზაციები აქტიურად უნდა მუშაობდნენ მხარდაჭერაზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს უზრუნველყოფს შშმ პირთა
მონაწილეობას კონსულტაციებში და აზრის გამოხატვის უფლების რეალიზებას.
(e) შშმ ქალებისა და გოგონების ორგანიზაციები, რომლებიც შშმ ქალებსა და
გოგონებს არაერთგვაროვან ჯგუფად წარმოადგენენ. მათი მრავალფეროვანი
სპექტრი უნდა მოიცავდეს ყველა ტიპის დარღვევას.5 ძალზე მნიშვნელოვანია ამ
ჯგუფების მონაწილეობა კონსულტაციებში, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად
ეხება მათ, ან, ზოგადად, შშმ ქალებისა და გოგონების საკითხებს (მაგ.:
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა).
(f) შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების ორგანიზაციები, ან ინიციატივები,
რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ საზოგადოებრივ და სათემო
ცხოვრებაში ბავშვთა მონაწილეობის, ასევე, მათი გამოხატვისა და გაერთიანების
თავისუფლების თვალსაზრისით. ზრდასრულებმა მთავარი და მხარდამჭერი
როლი უნდა შეასრულონ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც შშმ ბავშვებსა და
ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და სხვა ბავშვებთან/ახალგაზრდებთან
თანამშრომლობის გზით, საშუალებას მისცემს, ჩამოაყალიბონ საკუთარი
ორგანიზაციები და ინიციატივები და ფორმალურად ან არაფორმალურად
იმოქმედონ მათ ფარგლებში
4) 2 ვარიანტი
ღია კითხვა _ განმარტეთ რას ნიშნავს უნივერსალური დიზაინი?
უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და
მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური
ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას.
უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და

5) ღია კითვა - იმსჯელეთ დამოუკიდებელი ცხვრების არსზე?
დამოუკიდებელი ცხოვრება. დამოუკიდებელი ცხოვრება/ცხოვრება დამოუკიდებლად ნიშნავს
შშმ პირთა უზრუნველყოფას აუცილებელი საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ,
ისარგებლონ არჩევანისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის უფლებით, ასევე, მიიღონ ყველა
გადაწყვეტილება თავიანთი სიცოცხლის შესახებ. პირად ავტონომიას და თვითგამორკვევას
ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. აქ იგულისხმება: წვდომა
ტრანსპორტზე, ინფორმაცია, კომუნიკაცია და პერსონალური ასისტირება (მხარდაჭერა,
CRPD/C/GC/5
5
ხელშეწყობა), საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიური რუტინა, ჩვევები, სათანადო დასაქმება,
პირადი ურთიერთობები, ტანსაცმელი, კვება, ჰიგიენა და ჯანდაცვა, რელიგიური აქტივობები და
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები. ეს აქტივობები დაკავშირებულია ადამიანის
იდენტურობასა და პიროვნებასთან: სად ვცხოვრობთ და ვისთან ერთად; რას ვჭამთ; გვინდა თუ არა
ძილი ან გვიან დაძინება, გარეთ ან სახლში ყოფნა, სუფრა ან სანთლები მაგიდაზე, ცხოველების ყოლა
ან მუსიკის მოსმენა. ასეთი ქმედებები და გადაწყვეტილებები ქმნიან ჩვენს პიროვნებას.
დამოუკიდებელი ცხოვრება პიროვნების ავტონომიისა და თავისუფლების არსებითი ნაწილია და არ
გულისხმობს აუცილებლად მარტო ცხოვრებას. ის ასევე არ უნდა განიმარტოს, როგორც მხოლოდ
დღიური რუტინის საკუთარი ძალებით შესრულების შესაძლებლობა. დამოუკიდებელი ცხოვრება
უფრო მიიჩნევა არჩევანისა და კონტროლის თავისუფლებად, 3(a) მუხლში დაცული
ინდივიდუალური ავტონომიისა და თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემასთან
ერთად. დამოუკიდებლობა, როგორც პირადი ავტონომიის ფორმა, ნიშნავს, რომ არ შეიძლება შშმ
პირს ჩამოერთვას არჩევანისა და კონტროლის შესაძლებლობა ცხოვრების პირად წესსა და
ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირებით;
დამოუკიდებელი ცხოვრების პირობები. დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართულობა ეხება ყველა ტიპის საცხოვრებელი დაწესებულების გარეთ ცხოვრებას. ეს
არ ნიშნავს „მხოლოდ“ კონკრეტულ შენობასა ან გარემოცვაში ცხოვრებას; უპირველეს ყოვლისა, იგი
გულისხმობს პირადი არჩევანისა და ავტონომიის, როგორც სიცოცხლისა და საცხოვრებელის
გარკვეული პირობების შენარჩუნებას. არც დიდი ზომის დაწესებულებები, ასი მცხოვრებით
(ბენეფიციარით), არც შედარებით მცირე ზომის სახლები (5-8 ადამიანი) და არც ინდივიდუალური
სახლები არ ჩაითვლება დამოუკიდებელ საცხოვრებელ პირობებად, თუ მათ ახლავს
დაწესებულების ან ინსტიტუციონალიზების სხვა ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ
ინსტიტუციონალიზებული დაწესებულებები შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით,
სახელწოდებითა და მოწყობით, არსებობს გარკვეული ელემენტები, როგორიცაა: სხვებთან
ასისტენტების (დამხმარეების) გაზიარება და არანაირი (ან შეზღუდული) გავლენა ადამიანზე,
რომლისგანაც უნდა მიიღოს დახმარება; იზოლაცია და სეგრეგაცია დამოუკიდებელი ცხოვრებისაგან
საზოგადოებაში; ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე კონტროლის ნაკლებობა; ვინმესთან ერთად
ცხოვრების არჩევანის ნაკლებობა; რუტინის სიმტკიცე პირადი ნებისა და პრიორიტეტების
მიუხედავად; პატერნალისტური მიდგომა მომსახურებაში; საცხოვრებელ პირობებზე
მონიტორინგი; და იმავე გარემოში მცხოვრებ შშმ პირთა არაპროპორციული რაოდენობა.
ინსტიტუციური დაწესებულებები შეიძლება შშმ პირებს გარკვეული დონით სთავაზობდნენ
არჩევანისა და კონტროლის საშუალებას, თუმცა, ეს არჩევანი შემოიფარგლება ცხოვრების
კონკრეტული სფეროებით და არ ცვლის დაწესებულებათა სეგრეგაციულ მახასიათებელს.
პოლიტიკა და დეინსტიტუციონალიზაცია საჭიროებს შესაბამის სტრუქტურულ რეფორმებს,
რომლებიც სცდება ინსტიტუციურ დაწესებულებათა დახურულობას. დიდი ან მცირე ზომის
საცხოვრებლები განსაკუთრებით საშიშია იმ ბავშვებისათვის, რომლებთან მიმართებითაც არ
იკვეთება ოჯახურ გარემოში აღზრდის ჩანაცვლების (ოჯახური გარემოდან მოწყვეტის) საჭიროება.
„საოჯახო ტიპის“ დაწესებულებები მაინც ინსტიტუციებია და ვერ ანაცვლებს ოჯახურ ზრუნვას;
დამოუკიდებელი ცხოვრება − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის თავისუფლება, რომლის რეალიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სხვების დახმარებით, მათ შორის, სხვადასხვა სერვისის მიწოდების გზით; კანონიდან აქედან დავიწყებთ განმარტებას
თემა- იმსჯელეთ ინკლუზიური განათლების არსზე და მასტან დაკავშირებულ საგანმაათლებლო სისტემის ურთირთდამაკავშირებელ მახასიატებლებზე?
კონვენცია 24 მუხლი-მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას, რაც ემსახურება:
a. პიროვნების პოტენციალის სრულ გამოვლენას, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცებას;
b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას;
c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა თავისუფალ საზოგადოებაში ეფექტური ჩართვის შესაძლებლობით.
6) აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ:
a. არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარიყვა ზოგადი განათლების სისტემიდან შეზღუდული შესაძლებლობის გამო; ამავე მიზეზით არ მოხდეს მათი გათიშვა დაწყებითი ან საშუალო სავალდებულო უფასო განათლების სისტემიდან;
b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბრად მისაწვდომი იყოს ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
c. უზრუნველყოფილი იქნა გონივრული ჩართულობა ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით;
d. ეფექტური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ საჭირო დახმარებას ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში;
e. სრული ინკლუზიის მიზნით, აკადემიური და სოციალური განვითარების მაქსიმალურად ხელშემწყობ გარემოში, უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური ინდივიდუალური დამხმარე ზომები.
7) განათლებისა პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანაბარი მონაწილეობის გაადვილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფენ ცხოვრებისა და სოციალიზაციის უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლობით, მათ შორის:
a. ხელს უწყობენ ბრაილის, ალტერნატიული შრიფტების, გამაძლიერებელი და ალტერნატიული მეთოდების, ურთიერთობის ხერხებისა და ფორმატების, ასევე ორიენტაციისა და მობილურობის უნარ-ჩვევების ათვისებას, თანატოლთა მხრიდან მხარდაჭერასა და დამრიგებლობას;
b. ხელს უწყობენ ჟესტების ენისა შესწავლასა და სმენის შეზღუდვის მქონე პირთა ლინგვისტურ თვითმყოფადობას;
c. უზრუნველყოფენ, რომ უსინათლო, ყრუ და უსინათლო-ყრუ ადამიანების, მათ შორის ბავშვების განათლება ხორციელდებოდეს ინდივიდისათვის შესაფერისი იმ საკომუნიკაციო ენების, მეთოდებისა და ხერხების საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს ცოდნის ათვისებასა და სოციალურ განვითარებას.
8) აღნიშნული უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს სწავლების პროცესში ჟესტების ენის და/ან ბრაილის ანბანის მცოდნე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პედაგოგების ჩასართავად, რომლებიც ასევე მოამზადებენ განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე პედაგოგებსა და პერსონალს. ასეთი მომზადება მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას კომუნიკაციის გამაძლიერებელი, ალტერნატიული მეთოდების, საშუალებებისა და ფორმატების, სასწავლო ტექნიკისა და მასალების გამოყენებით.
5. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზოგადი უმაღლესი, პროფესიული, უფროსებისათვის განკუთვნილი კურსებისა და უწყვეტი განათლების თანაბარ მისაწვდომობას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აღნიშნული მიზნით, მონაწილე ქვეყნები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გონივრულ ჩართულობას.
9 ) სტატია-ნკლუზიური განათლების უზრუნველყოფა მოიცავს

მოთხოვნებისა და იდენტობების მისადაგებისათვის. ეს ასევე

საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერებას

ინკლუზიური განათლება ფოკუსირებულია თითოეული
მსმენელის სრულ და ეფექტიან მონაწილეობაზე,
მისაწვდომობაზე, დასწრებასა და მიღწევაზე. ეს
განსაკუთრებულად ეხებათ პირებს, რომლებიც სხვადასხვა
მიზეზის გამო გარიყულნი არიან, ან მარგინალიზების
რისკქვეშ დგანან. ინკლუზია მოიცავს მაღალხარისხიან
ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე წვდომას
დისკრიმინაციის გარეშე და მის განვითარებას. ინკლუზია
ცდილობს, საშუალება მისცეს თემებს, სისტემებსა და
სტრუქტურებს, რომ შეებრძოლონ დისკრიმინაციას, მათ
შორის, მავნებლურ სტერეოტიპებს; ასევე, აღიარონ
მრავალფეროვნება, ხელი შეუწყონ მონაწილეობას და
ყველასთვის დაძლიონ სწავლებისა თუ მონაწილეობის
ბარიერები, შშმ სტუდენტების კეთილდღეობასა და
წარმატებაზე ფოკუსირებით. ის საჭიროებს
საგანმანათლებლო სისტემების სიღრმისეულ
ტრანსფორმირებას ისეთ სფეროებში, როგორიცა:
კანონმდებლობა, პოლიტიკა, დაფინანსების მექანიზმები,
ადმინისტრირება, დაგეგმვა, განათლების მიცემა და
მონიტორინგი.
10) . ინკლუზიური განათლება უნდა გავიგოთ, როგორც:
(a) ყველა მსმენელის ფუნდამენტური უფლება. აღსანიშნავია,

აღმოფხვრის განგრძობითი და პროაქტიული ვალდებულების

ერთად, ეს არსებითია ყველა სტუდენტის მიმართ მისადაგებისა
და ეფექტიანი ჩართვისათვის
მახასიათებლები-ინკლუზიური განათლების ძირითადი მახასიათებლებია:

პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოსადგენად. აქ იგულისხმება

სასკოლო მოგზაურობები; საბიუჯეტო გადანაწილებები; შშმ და

ადგილობრივ თემსა და ფართო საზოგადოებასთან ინტერაქცია;

პირებისთვის, ყალიბდება მაღალი მოლოდინები. ინკლუზიური

სხვადასხვა შესაძლებლობაზე, მოთხოვნასა და სასწავლო ტიპზე
ადაპტირებული მეთოდების შექმნას. ეს მიდგომა გულისხმობს

პედაგოგები: ყველა მასწავლებელი და სხვა პერსონალი იღებს

სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს კოლაბორაციას, ინტერაქციასა
და პრობლემების მოგვარებას მუშაობისას;
(e) მრავალფეროვნების პატივისცემა და ფასი: სასწავლო თემის

სცემდეს პატივს მრავალფეროვნებას, ისეთი მახასიათებლების
მიუხედავად, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობა, რასა,
კანის ფერი, სექსი, ენა, კულტურა, რელიგია, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულება, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური
წარმოშობა, ქონება, დაბადება, ასაკი ან სხვა სტატუსი. ყველა
სტუდენტმა უნდა შეიგრძნოს, რომ არის საზოგადოების
ღირებული, დაფასებული წევრი და მის ხმას უსმენენ. საჭიროა
ეფექტიანი ზომების მიღება სასტიკი მოპყრობისა და ბულინგის
პრევენციისათვის. ინკლუზია ითვალისწინებს
ინდივიდუალურ მიდგომას სტუდენტებთან;
(f) სწავლაზე მორგებული გარემო: ინკლუზიური სასწავლო
გარემო არის მისაწვდომი გარემო, სადაც ყველა თავს გრძნობს
უსაფრთხოდ, მხარდაჭერილად და სტიმულირებულად;
ნებისმიერს შეუძლია საკუთარი შეხედულების გამოხატვა და
ძლიერი აქცენტი კეთდება სტუდენტთა ჩართვაზე პოზიტიური

სწავლება თანატოლთა ჯგუფში, დადებითი ურთიერთობების,
მეგობრობისა და მიმღებლობის თანხლებით;
(g) ეფექტიანი გადასვლა (ტრანზიცია): შშმ მსმენელები იღებენ
მხარდაჭერას, რათა ეფექტიანად გადავიდნენ სკოლაში სწავლის
ეტაპიდან პროფესიულ თუ სკოლისშემდგომ განათლებასა და,

შეფასებებისა და გამოცდების დროს ეპყრობიან თანასწორად,

ორგანიზაციები, სასწავლო საბჭოები, მშობელთა და პედაგოგთა

(ფორმალურიც და არაფორმალურიც), ყველა წახალისებულია,

საზოგადოებაში მიიჩნევა საშუალებად, რომელიც ხელს უწყობს
რესურსების შექმნასა და სიძლიერეს. ურთიერთობა სასწავლო

განათლების მონიტორინგი და შეფასება, რათა არ მოხდეს არც

არაფორმალურად). 33-ე მუხლის შესაბამისად, მონიტორინგმა

შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური ინდიკატორების
შემუშავება და გამოყენება, 2030 წლის მდგრადი განვითარების
დღის წესრიგის შესაბამისად.
12) ღია კითხვა -რას მოიცავს კომუნიკაცია?
ომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით.
13) თემა-იმსჯელეთ შშმ ქალების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ ფორმებზე და სახეებზე?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-6 მუხლი აღიარებს შშმ
ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მაღალი სტანდარტით იცავს მათ უფლებებს. ეს მუხლი
დოკუმენტში დიდი ძალისხმევის შედეგად აისახა. მე-6 მუხლი განამტკიცებს კონვენციის მიდგომას
დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, განსაკუთრებით, ქალებსა და გოგონებთან მიმართებით. იგი
მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ დისკრიმინაციული ქმედებებისაგან თავშეკავების
გარდა, მიიღონ ზომები შშმ ქალებისა და გოგონების განვითარების, წინსვლისა და
გაძლიერებისათვის; ასევე, ხელი შეუწყონ მათი, როგორც აშკარა უფლებების მქონე სუბიექტების
გაძლიერებას, რათა ამ ადამიანების ხმა ისმოდეს, ამაღლდეს მათი თვითშეფასება, გაეზარდოთ
უფლებამოსილება და შეძლონ გადაწყვეტილებათა მიღება ყველა სფეროში, რომლებსაც გავლენა
აქვს მათ ცხოვრებაზე. მე-6 მუხლმა უნდა უხელმძღვანელოს კონვენციით დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებას მონაწილე სახელმწიფოების მიერ, რათა მათ ხელი შეუწყონ,
დაიცვან და აღასრულონ შშმ ქალებისა და გოგონების უფლებები, ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული მიდგომით (და განვითარების პერსპექტივიდან).
გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებებისათვის. თანასწორობა
არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც, ამავდროულად, ხასიათდება სპეციფიკური
კონტექსტით. ქალების უფლებების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს შემდეგი საკითხების
გააზრებას: სოციალური სტრუქტურები; დამოკიდებულებები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება
კანონები და პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური დინამიკა; ოჯახისა და თემის ცხოვრება და
კულტურული რწმენები. გენდერულ სტერეოტიპებს შეუძლია ქალის შესაძლებლობათა შეზღუდვა
კარიერული წინსვლის, ცხოვრებისეული არჩევანის ან გეგმების განსაზღვრის მხრივ.
მტრული/უარყოფითი და გარეგნულად უწყინარი სტერეოტიპები შეიძლება მავნებლური
აღმოჩნდეს. მავნებლური გენდერული სტერეოტიპები უნდა გამოვლინდეს და დარეგულირდეს
გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. კონვენცია იცავს შშმ პირებთან დაკავშირებულ
სტერეოტიპებთან, ცრურწმენებსა და მავნებლურ პრაქტიკასთან ბრძოლის ვალდებულებას, მათ
შორის, სქესისა და ასაკის საფუძველზე და ცხოვრების ყველა სფეროში.
შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს მრავალი ფორმის: (a)
პირდაპირი დისკრიმინაცია; (b) არაპირდაპირი დისკრიმინაცია; (c) დისკრიმინაცია ასოცირების
საფუძველზე; (d) უარი გონივრულ მისადაგებაზე; და (e) სტრუქტურული ან სისტემური
დისკრიმინაცია. ყველა ფორმის დისკრიმინაცია არღვევს შშმ პირთა უფლებებს.
(a) პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოიშვება, როდესაც შშმ ქალებს, აკრძალულ საფუძველზე,
ეპყრობიან ნაკლებად ხელსაყრელად, ვიდრე სხვა პირს იმავე სიტუაციაში. ის ასევე მოიცავს მავნე
ქმედებებს ან შეცდომებს აკრძალული მიზეზის საფუძველზე, როდესაც არ არსებობს შესადარებელი
სიტუაცია. 26 მაგალითად, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც ინტელექტუალური ან
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ჩვენებები არ მიიღება სასამართლოში მათი
სამართალსუბიექტად აღიარების მხრივ არსებული ბარირების გამო. შესაბამისად, ამ ქალებს,
როგორც ძალადობის მსხვერპლთ, არ ეძლევათ წვდომა მართლმსაჯულებასა და ეფექტიან ზომებზე;
(b) არაპირდაპირი (ირიბი) დისკრიმინაცია ეხება კანონებს, პოლიტიკას ან პრაქტიკას, რომელებიც
შესაძლებელია ნეიტრალური ჩანდეს, თუმცა მაინც ჰქონდეს არაპროპორციულად უარყოფითი
ზეგავლენა 27 შშმ ქალებზე. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები შეიძლება
ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ, რეალურად, ქალ პაციენტებთან მოპყრობა იყოს დისკრიმინაციული,
თუკი გინეკოლოგიური სკრინინგისათვის არ იყენებენ შესაბამის საწოლებს
დისკრიმინაცია ასოცირების საფუძველზე გულისხმობს დისკრიმინაციას შშმ პირთან
ასოცირების საფუძვლით. მომვლელის როლში მყოფი ქალები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას
ასოცირების ნიადაგზე (მაგ.: შშმ ბავშვის დედამ შეიძლება დისკრიმინაცია განიცადოს პოტენციური
დამქირავებლისაგან, რომელიც შიშობს, რომ ის შეიძლება ნაკლებად ჩართული იყოს სამუშაოში ანდა
ვერ მოიცალოს ბავშვის გამო).
(d) დისკრიმინაცია გონივრულ მისადაგებაზე უარის საფუძვლით წარმოიშვება მაშინ, როცა პირს
უარს ეუბნებიან აუცილებელ და შესაბამის მოდიფიკაციებსა და რეგულირებებზე (რომლებიც არ
აკისრებს არაპროპორციულ ან არასაჭირო ტვირთს), მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჭიროა შშმ
პირთა მიერ საკუთარი უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით სხვათა თანასწორად
სარგებლობისათვის 28 (მაგ.: თუ შშმ ქალს არ შეუძლია გაიკეთოს მამოგრამა ჯანმრთელობის
ცენტრში, რადგან შენობის სივრცე მისთვის ფიზიკურად მიუწვდომელია).
(e) სტრუქტურული ან სისტემური დისკრიმინაცია ასახულია დისკრიმინაციული ინსტიტუციური
ქცევის დაფარულ ან ცხად ჩარჩოებში, დისკრიმინაციულ კულტურულ ტრადიციებში, სოციალურ
ნორმებსა და/ან წესებში. გენდერსა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული
მავნებლური სტერეოტიპები, რომლებსაც მივყავართ ასეთ დისკრიმინაციამდე, მჭიდროდ
უკავშირდება პოლიტიკის, რეგულაციებისა და სერვისების ნაკლებობას, განსაკუთრებით, შშმ
ქალებთან მიმართებით. მაგალითად, გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ინტერსექციის
საფუძველზე, შშმ პირები შესაძლოა წააწყდნენ ბარიერებს ძალადობაზე განცხადების
დაფიქსირებისას, კერძოდ: ვერ დაარწმუნონ პოლიცია, პროკურორები და სასამართლოები და უარი
ეთქვათ საქმისწარმოებაზე. მსგავსად, მავნე პრაქტიკა მჭიდროდ უკავშირდება და აძლიერებს
სოციალურად სტრუქტურირებულ გენდერულ როლებსა და მახასიათებლებს, რომლებშიც აისახება
უარყოფითი დამოკიდებულებები ან დისკრიმინაციული წარმოდგენები შშმ ქალების მიმართ (მაგ.:
წარმოდგენა, რომ HIV/AIDS-ით დაავადებული მამაკაცები შეიძლება განიკურნონ შშმ ქალებთან
სქესობრივი კავშირის დამყარებით). 29 უფლებების დარღვევას ხშირად იწვევს ცნობიერების
ასამაღლებელი ტრენინგებისა და პოლიტიკის ნაკლებობა, რომელთა მიზანიც უნდა იყოს შშმ ქალთა
მავნე სტერეოტიპიზაციის პრევენცია საჯარო პირების, მასწავლებლების, ჯანმრთელობის სფეროს
წარმომადგენლების, პოლიციის ოფიცრების, პროკურორების, მოსამართლეებისა და, ზოგადად,
საზოგადოების მხრიდან.
18. შშმ ქალები არიან მრავალგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლნი - არა მხოლოდ საჯარო
რეალობაში, არამედ პირად სივრცეშიც (მაგ.: ოჯახში ან კერძო სოციალური სერვისის
მიმწოდებლებთან ურთიერთობაში). ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალმა დიდი
ხანია აღიარა წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა დისკრიმინაციაზე კერძო, არასაჯარო
აქტორების მხრიდან. 30 წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სამართლებრივი დებულებები და
პროცედურები, რომლებიც ნათლად აღიარებს დისკრიმინაციის მრავალგვარობას, რათა
პასუხისმგებლობებისა და გარანტიების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყოს საჩივრები

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები