კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (5 თებერვალი, 2014 წ. N1971-IIს) შესაბამისად, კანონს დაემატა 134 4 მუხლი შემდეგი რედაქციით: „1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.“, ე.ი ზემოხსენებული მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომლებიც დანიშნული არიან განუსაზღვრელი ვადით, კონკურსის წესით, ხელმეორედ უნდა დაინიშნონ აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება ამავე, კანონის მე–13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლითაც საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა, ე.ი. თუ, მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა არ უნდა გამოცხადდეს კონკურსი, აღნიშნული გარემოება არღვევს საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობას. კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება, ამავე, კანონის 23–ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, ე.ი. თუ, მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა არ უნდა გამოცხადდეს კონკურსი, ვინაიდან, აღნიშნული მოხელე დანიშნულია განუსაზღვრელი ვადით. ზემოხსენებული ცვლილებები ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლს, რომლითაც ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, ე.ი. თუ, თვითმმართველობის მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში და ის ვალდებულია, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში ხელახლა მიიღოს მონაწილეობა, მაშინ იგივე ვალდებულება კანონმა უნდა დააკისროს სახელმწიფო მოხელესაც.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორც ჩანს კანონის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეებით დაკომპლექტება. აღსანიშნავია, რომ თუ, მოხელემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლის შესაბამისად, გაირა ატესტაცია და საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ დაადგინა, რომ პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მაშინ რატომ ცხადდება მისი თანამდებობა ვაკანტური და რატომ უნდა დაიკავოს პირმა აღნიშნული თანამდებობა კონკურსის წესით, აღნიშნულ შემთხვევაში დაუდგენელია კანონის მიზნები.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, მოქმედი „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ფორმით, ხოლო ამავე წესის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ე.ი აღნიშნული ნორმატიული აქტით დამსაქმებელს (საჯარო დაწესებულებას) სრულიად მარტივად შეუძლია გადაწყვიტოს მისთვის სასურველი პირის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის საკითხი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134 4 –ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გამოავლინოს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებული, ე.ი ზემოხსენებული გარემოებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც ყველა კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. ამდენად, კანონში შეტანილი ცვლილებები ქმნის გარკვეულ საფრთხეს საჯარო მოხელეების პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნის. აღნიშნული გარემოება, დაარღვევს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (ოქმი №12 რომი, 2000 წლის 4 ნოემბერი) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კონკურსი გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ იმ თანამდებობებზე, რომლებიც არის ვაკანტური.