კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ტექნიკური რეგლამენტის - განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილებით დამტიცდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილება.